acad.ge

acad.ge გამომცემლობა- აკადემიური წიგნი
თქვენ - წერთ სამეცნიერო წიგნებს
ჩვენ - ვსტამბავთ მათ და ვუწევთ პო

დათუნიები უმთვარო ღამეში
06/11/2024

დათუნიები უმთვარო ღამეში

04/11/2024
Სიახლე - https://m.youtube.com/watch?v=SsH9CvdR1Jcვარლამ (ლალი) ნიკოლაძე – 16(19) – საუბრები თეატრზე – მე–16 გადაცემა.
03/11/2024

Სიახლე - https://m.youtube.com/watch?v=SsH9CvdR1Jc
ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე – 16(19) – საუბრები თეატრზე – მე–16 გადაცემა.

ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე გვესაუბრება თეატრის ისტორიის შესახებ.მეცხრამეტე გადაცემა #განათლება #მიშათუმანიშვი...

ქართული საეკლესიო გალობა IX ტომიგელათის სკოლასაღმრთო ლიტურგიანამდვილი კილო და სადა საბავშვო საგალობლებიაღდგომის ოხითანი ...
01/11/2024

ქართული საეკლესიო გალობა IX ტომი
გელათის სკოლა
საღმრთო ლიტურგია
ნამდვილი კილო და სადა საბავშვო საგალობლები
აღდგომის ოხითანი და ღმრთისმშობლისანი რვახმისა
გამშვენებული კილო

http://acad.ge/index.php?run=product/product&id=23949

ACADIA - პაატა ბუხრაშვილი - 3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე
31/10/2024

ACADIA - პაატა ბუხრაშვილი - 3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე

ACADIA - Paata Bukhrashvili - 3000-year-old chapel on Nazarlebi mountainACADIA – Paata Bukhrashvili – 3000 Jahre alte Kapelle auf dem Nazarlebi-BergACADIA - ...

"რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო..."ესეც ჩვენი შესავლების ახალი სერია - INTRODUCTIOარქეოლოგია ...
29/10/2024

"რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო..."

ესეც ჩვენი შესავლების ახალი სერია - INTRODUCTIO
არქეოლოგია
http://acad.ge/index.php?run=product/category&c=1506_3321

💪მალე:ჩვენი სერიის ახალი წიგნიACADIA - დიმიტრი შველიძე - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია
28/10/2024

💪მალე:
ჩვენი სერიის ახალი წიგნი
ACADIA - დიმიტრი შველიძე - საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია

თქვენს წინაშეა სასცენო ხელოვნების თეორიული სახელმძღვანელო და პრაქტიკული სავარჯიშოები მოზარდებისათვის (და არა მარტო მათთვ...
28/10/2024

თქვენს წინაშეა სასცენო ხელოვნების თეორიული სახელმძღვანელო და პრაქტიკული სავარჯიშოები მოზარდებისათვის (და არა მარტო მათთვის). იგი პირველი მცდელობაა იმ სივრცის შესავსებად, რომელიც, საქართველოში მდიდარი (სანახაობრივი) თეატრალური ტრადიციების მიუხედავად, აქამდე მაინც ცარიელ ნიშად რჩება.

მოსწავლის პიროვნული ზრდისთვის მხოლოდ მათემატიკის, ფიზიკის, უცხო ენის და ა.შ. სწავლა არაა საკმარისი. ამასთან, აუცილებელია სხვადასხვა უნარის განვითარება, სხეულის ფლობის შესწავლა და ფანტაზიის გავარჯიშება. ყველაზე მეტად დრამის საგანს აქვს საშუალება, რომ ადამიანი (მოსწავლე, სტუდენტი) გაათავისუფლოს კომპლექსებისაგან, განუვითაროს მას ფანტაზიის უნარი, რაც დაეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში, იდივიდუალიზმის წარმოჩენაში, საბოლოო ჯამში კი - წარმატებაში.

http://acad.ge/index.php?run=product/product&keyword=%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A2&id=23902

ჩვენი სიახლე:ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე - 15 (19) - საუბრები თეატრზე – მე–15 გადაცემა
26/10/2024

ჩვენი სიახლე:
ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე - 15 (19) - საუბრები თეატრზე – მე–15 გადაცემა

ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე გვესაუბრება თეატრის ისტორიის შესახებ.მეთხუთმეტე გადაცემა: #განათლება #მიშათუმანიშვი...

"იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე..." ზღაპარი სულ პატარებისთვის 🙂
25/10/2024

"იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე..."
ზღაპარი სულ პატარებისთვის 🙂

Makoto მაკოტოს თამაშებისაგზაო ნიშნების ლოტო - სამაგიდო თამაშია. იგი შემეცნებით ხასიათისაა. მოთამაშენი ლოტოს თამაშთან ერთ...
24/10/2024

Makoto მაკოტოს თამაშები
საგზაო ნიშნების ლოტო - სამაგიდო თამაშია. იგი შემეცნებით ხასიათისაა. მოთამაშენი ლოტოს თამაშთან ერთად გაეცნობიან და დაიმახსოვრებენ საგზაო ნიშნებს.

საგზაო ნიშნების ლოტო - სამაგიდო თამაშია. იგი შემეცნებით ხასიათისაა. მოთამაშენი ლოტოს თამაშთან ერთად გაეცნობიან და დაიმახსოვრებენ საგზაო ნიშნებს.

http://acad.ge/index.php?run=product/product&id=23877

თქვენს წინაშეა „ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების“ (SABC) ახალი სერია - CUNEUM. იგი მოიცავს ძველაღმო...
23/10/2024

თქვენს წინაშეა „ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა საზოგადოების“ (SABC) ახალი სერია - CUNEUM.
იგი მოიცავს ძველაღმოსავლური ენებიდან შესრულებულ ქართულ თარგმანებსა და კომენტარებს. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ლურსმნული წყაროების კორპუსი, რაც დაეხმარება ქართველ მეცნიერებს თავიანთი კვლევების ახლებურად გააზრებაში. ვინაიდან სწორედ ლურსმნულ წერილობით წყაროებში ვხვდებით ყველა იმ საწყისს, რაზეც შემდეგ აგებულია მთელი მსოფლიო ლიტერატურა, ისტორია და მრ. სხვ.

ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე –14(19)– საუბრები თეატრზე – მე–14 გადაცემა
19/10/2024

ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე –14(19)– საუბრები თეატრზე – მე–14 გადაცემა

ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე გვესაუბრება თეატრის ისტორიის შესახებ.მეთოთხმეტე გადაცემაში შევეხებით საკითხებს: რა მოეთ...

ვისაც ინვესტიციები, საფონდო ბირჟა, ბიზნესის ფსიქოლოგია გაინტერესებთ, გირჩევთ გამოიწეროთ ჩვენი ავტორის Jaba Dikhaminjia-ს...
17/10/2024

ვისაც ინვესტიციები, საფონდო ბირჟა, ბიზნესის ფსიქოლოგია გაინტერესებთ, გირჩევთ გამოიწეროთ ჩვენი ავტორის Jaba Dikhaminjia-ს საგანმანათლებლო-შემეცნებითი გვერდი:

JSC FAGUS-ის თანადამფუძნებელი და პორტფელის მენეჯერი. ჩვენი მიზანია გრძელვადიანი ინვესტირება კომპანიების აქციებში. ა....

ჩვენი არხის სიახლე: ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე -- 13(19)– საუბრები თეატრზე - მე-13 გადაცემა
13/10/2024

ჩვენი არხის სიახლე:
ვარლამ (ლალი) ნიკოლაძე -- 13(19)– საუბრები თეატრზე - მე-13 გადაცემა

მერაბ ელიოზიშვილი - უსამართლოდ მივიწყებული ძალიან კარგი ქართველი მწერალი ❤

ძველაღმოსავლური სამეფო წერილებიაკადემიური წიგნი, 2024, ISBN: 9789941990601ითარგმნა მწერალთა სახლი/Writers' House of Geor...
09/10/2024

ძველაღმოსავლური სამეფო წერილები
აკადემიური წიგნი, 2024, ISBN: 9789941990601

ითარგმნა მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით

ძველი ახლო აღმოსავლეთიდან ლურმნული დამწერლობით თიხის ფირფიტებზე ჩაწერილი სხვადასხვა სახის წერილობითი ძეგლებიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია სამეფო კორესპონდენციას, რომელთა უმეტესი ნაწილი მაშინდელ ე.წ. „ლინგვა ფრანკათი" - აქადური ენითაა შესრულებული. ქ. წ. XVII- დან XII საუკუნის დასაწყისამდე ძველ ახლო აღმოსავლეთში წარმოიშვა რამდენიმე დიდი სამეფო, რომელთა მმართველები აკონტროლებდნენ თითქმის მთელ რეგიონს: კერძოდ, ხათის სამეფო - ანატოლიას, ხურიტების/მითანის სამეფოს - ზემო მესოპოტამიასა და ჩრდ. სირიას, ასურეთის სამეფო - ჩრდ. მესოპოტამიას, ბაბილონის კასიტთა სამეფო - სამხრ. მესოპოტამიას და - ეგვიპტის სამეფო ეგვიპტეს (რომელიც ადგილობრივი მმართველების ქვეშ ჰიქსოსების განდევნის შემდეგ კვლავ აღდგა). ამ სამეფოთა წარმატების ერთ- ერთი მთავარი ნაწილი კი იყო ის დიდი უნარი, მშვიდობიანი გზით ეთანამშრომლათ და სადავო საკითხები დიპლომატიური გზით გადაეჭრათ. ამისთვის კი, ისინი ერთმანეთს სწერდნენ წერილებს, რომლებიც, დღეს უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს ძველ ახლო აღმოსავლეთში მაშინდელი პოლიტიკური სურათის აღსადგენად. წინამდებარე კრებულში შევიდა ხეთურ და აქადურ ენაზე შესრულებული სამეფო წერილები, რომლებიც ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება.
http://acad.ge/index.php?run=product/product&id=23960

მალე:სერია ACADIA-ს მორიგი წიგნი:ლერი ჯიბლაძე, რევაზ პაპუაშვილი - აბაშის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლებინაშრომში მო...
08/10/2024

მალე:
სერია ACADIA-ს მორიგი წიგნი:

ლერი ჯიბლაძე, რევაზ პაპუაშვილი - აბაშის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლები

ნაშრომში მოცემულია აბაშის მუნიციპალიტეტის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, ისტორიული წარსული და ტოპონიმიკა. საუბარია პრეისტორიულ, ანტიკურ და ადრე შუასაუკუნეების ხანის ძეგლებზე, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ნამარნუს ნამოსახლართა კომპლექსს.მოთხრობილია ნამარნუს ცენტრალური ბორცვის „შუამაღალაზე“ არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობა, სტრატიგრაფიული დახასიათება, კულტურული ფენების მიხედვით მონაპოვარი მასალის ანალიზი. ასევე განხილულია ნამარნუს ნამოსახლართა სისტემაში შემავალი სხვა სატელიტი ნამოსახლარები. ვეხებით ქ.წ.IV საუკუნის ბერძენი მწერლის ფსევდო-სკილას კარიანდელის „პერიპლუსში“ ნახსენებ ბარბაროსების ქალაქის იგივეობის საკითხს ნამარნუსთან მიმართებაში.

შესავალი კრიტიკულ აზროვნებაში - 1-15 ნაწილი
07/10/2024

შესავალი კრიტიკულ აზროვნებაში - 1-15 ნაწილი

ნინო ღამბაშიძე - შესავალი კრიტიკულ აზროვნებაში 1 (1-15) - კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობა და როლი- როგორ დავსვათ კით....

Address

ირ. აბაშიძის 16
Tbilisi
0179

Telephone

599960904

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when acad.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to acad.ge:

Videos

Share

Category

გამომცემლობა აკადემიური წიგნი acad.ge

გამომცემლობა "აკადემიური წიგნი" გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

ტექსტის აკრეფა, დაკაბადონება, რედაქტირება, თარგმნა, გაფორმება, ილუსტრირება, წიგნის ბეჭდვა, პოლიგრაფია, გამრავლება, ყდაში ჩასმა,რესტავრაცია, აკინძვა, უცხოეთიდან გამოწერა

ჩვენი მისამართია: ირ. აბაშიძის 16, [email protected], +995 599 960904