სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing

სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing, Publisher, დ. აღმაშენებლის გამზ. 150, Tbilisi.

სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და სახალისოა, როცა დამატებით რესურსებს იყენებ. სერია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“ სწორე...
22/01/2025

სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და სახალისოა, როცა დამატებით რესურსებს იყენებ. სერია „ნამდვილი და მოგონილი ამბები“ სწორედ ამ მიზნით შეიქმნა.

მისი დახმარებით ბავშვებს წერის, კითხვისა და მეტყველების უნარ-ჩვევები უვითარდებათ. რაც მთავარია, განათლების პროცესი ერთნაირად საინტერესო ხდება როგორც მოსწავლისთვის, ისე მშობლისა და მასწავლებლისთვის.

სერიის წიგნების სანახავად მიჰყევით ბმულს: https://cutt.ly/oe35jLxK

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს პენცენტრის ინიციატივით გაიმართება ლიტერატორების, მკითხველებისა და ჟურნალისტების მარში - ...
20/01/2025

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს პენცენტრის ინიციატივით გაიმართება ლიტერატორების, მკითხველებისა და ჟურნალისტების მარში - სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს!

მსვლელობა დაიწყება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან.

19/01/2025

სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობას უცხადებს ჩვენს ყოფილ თანამშრომელს, მარიამ პაიჭაძეს, რომელიც ნიღბის ტარების გამო დააკავეს.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

🧑‍🏫ჩვენთვის პრიორიტეტულია განათლების გავრცელება და სფეროს მხარდაჭერა. სწორედ ამისთვის შევქმენით ფეისბუქჯგუფი - „სამასწავ...
17/01/2025

🧑‍🏫ჩვენთვის პრიორიტეტულია განათლების გავრცელება და სფეროს მხარდაჭერა. სწორედ ამისთვის შევქმენით ფეისბუქჯგუფი - „სამასწავლებლო“, სადაც თავი მოვუყარეთ პედაგოგებისთვის საჭირო ინფორმაციას.

🌐 აქ ნახავთ არა მხოლოდ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებს, არამედ გაეცნობით შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს;
თვალს მიადევნებთ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს;
ერთმანეთს გაუზიარებთ ინფორმაციას, აზრებსა და იდეებს.

👉 თუ ჯერ კიდევ არ ხარ ჯგუფში, შემოგვიერთდი და გახდი სამასწავლებლო -ს მნიშვნელოვანი წევრი

15/01/2025

👉 2024 წლის შეჯამება - როგორ იმოქმედა ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა საგამომცემლო ბიზნესზე.

📺 გამომცემლობის დირექტორი, თინა მამულაშვილი, სტუმრად BMG-ის დილის ეთერში.

სულაკაურის გამომცემლობა და წიგნის მაღაზიები უერთდებიან საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - სამართლიანი არჩევნები საქართ...
14/01/2025

სულაკაურის გამომცემლობა და წიგნის მაღაზიები უერთდებიან საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - სამართლიანი არჩევნები საქართველოს და თავისუფლება უკანონოდ დაკავებულებს!

ჩვენი თორმეტივე მაღაზია და ოფისი 15 იანვარს, 15:00-დან 18:00 საათამდე, დაიკეტება.

📣 მარკეტინგის გუნდში გრაფიკულ დიზაინერს ვეძებთ!📚 თუ გიყვარს კითხვა, გხიბლავს წიგნების მრავალფეროვანი ილუსტრაციები და შეგ...
14/01/2025

📣 მარკეტინგის გუნდში გრაფიკულ დიზაინერს ვეძებთ!

📚 თუ გიყვარს კითხვა, გხიბლავს წიგნების მრავალფეროვანი ილუსტრაციები და შეგიძლია ამბების ვიზუალურად მოყოლა, გელოდებით!

👉 ვაკანსიის დეტალური აღწერა ბმულზე დაგხვდება:
https://sulakauri.ge/jobs/graphikuli-dizaineri/

📣 მალე ჩვენი ახალი ავტორის, თინათინ ნოღაიდელის, სადებიუტო წიგნი - „ულვაშები“ - გამოიცემა.◾ საკუთარი თავისა და სხეულის შე...
13/01/2025

📣 მალე ჩვენი ახალი ავტორის, თინათინ ნოღაიდელის, სადებიუტო წიგნი - „ულვაშები“ - გამოიცემა.

◾ საკუთარი თავისა და სხეულის შეცნობის ამბავი აჭარის სოფლიდან იწყება და თანამედროვე ევროპულ ქალაქებში გრძელდება.

◾ გოგონა, რომელიც ბებიასთან იზრდებოდა, ძნელად ეგუება მშობლებსა და ქალაქს. ამიტომ გაქცევას გადაწყვეტს.
სახლიდან წასვლა, როგორც ოჯახური წნეხისა და ქალობის იდეალებისგან თავის დაღწევის მცდელობა, ემანსიპაციის ერთადერთი გზაა. ამ გზის გავლა რომანის ქალ პერსონაჟებს მემკვიდრეობით ერგოთ.

◾ განსხვავებულის გარიყვა და მუსლიმური რწმენის მალვა რომანის ერთ-ერთი მგრძნობიარე პასაჟია. ამბავი, სადაც დრამატული, მაგრამ მსუბუქი იუმორით ჩნდება აჭარა და აჭარული დიალექტი, წიგნის მხატვრულ სინამდვილეს კიდევ უფრო ავთენტურს ხდის.

📝 თინათინ ნოღაიდელი ავტორი, მომღერალი და პოდკასტერია. ის არაერთი ფემინისტური ბლოგისა და ქართული ფემინისტური ჰიმნის “დაოს” ავტორია.

რედაქტორი: თეონა ბექიშვილი
ყდის დიზაინერი: ია მახათაძე

🌍 სულაკაურის გამომცემლობის ესეების კონკურსმა თემაზე “როგორ შეუძლიათ ბავშვებს დედამიწის გადარჩენა” ჩვენი მკითხველის დიდი ...
25/12/2024

🌍 სულაკაურის გამომცემლობის ესეების კონკურსმა თემაზე “როგორ შეუძლიათ ბავშვებს დედამიწის გადარჩენა” ჩვენი მკითხველის დიდი ინტერესი დაიმსახურა. აღნიშნულ თემაზე ნამუშევრები 120-ზე მეტმა მოსწავლემ გამოგვიგზავნა. თითოეულ ესეში მკაფიოდ იგრძნობოდა, თუ რამდენად კარგად აცნობიერებენ ბავშვები გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას.

💫 საინტერესო ნამუშევრების სიმრავლის გამო, გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა სულაკაურის გამომცემლობამ 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ნამუშევრებშიც საინტერესოდ იყო წარმოჩენილი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და ავტორების იდეები თუ სამომავლო გეგმები.

🎉 დაჩის, ეთუნასა და თეკლას ვულოცავთ გამარჯვებას, კონკურსის მონაწილეებს კი დიდ მადლობას ვუხდით დაინტერესებისთვის.

გუშინდელი დღის მერე გამიჩნდა სურვილი გაგიზიაროთ ჩემი წიგნის „როცა აყვავდა ნუშის“ ეპილოგი, - წიგნი გამოსულია და ველოდები ...
23/12/2024

გუშინდელი დღის მერე გამიჩნდა სურვილი გაგიზიაროთ ჩემი წიგნის „როცა აყვავდა ნუშის“ ეპილოგი, - წიგნი გამოსულია და ველოდები პრეზენტაციისთვის შესაფერის დღეს.

„ასე, თითქოს შეუმჩნევლად, მივადექი დასასრულს.
ადამიანის სიცოცხლეს თავისი კანონზომიერება აქვს, დიდხანს სიცოცხლეს - კიდევ უფრო განსაზღვრული და უპირობო. როცა სიკვდილი აქვეა, როცა კანით გრძნობ მის სიახლოვეს, შენ წინ გადაშლილი სამყარო უფრო გამჭვირვალე ხდება. უბრუნდები იმას, რაც 2000 წლის წინ გამოიგონა კაცობრიობამ და რაც თავის არსში ყველა რელიგიის საფუძველია - მოყვასის სიყვარულს.

ცხოვრების ბოლოს ფიქრობ, რომ არსებობის ნამდვილი არსი და მიზანიც ეს არის...
იყო იმისათვის, რომ დაინახო, შეიგრძნო სხვა, გაიზიარო მისი ჭირი და ლხინი.
როცა შეგიძლია, დაეხმარო.
მერე შენ გაგიჭირდება და ის დაგეხმარება.
ან სულ უბრალოდ იდგებით ერთმანეთის გვერდით, მხარდამხარ, როგორც ხორუმში. ხანდახან ასეთი ჩუმად გვერდით დგომაც შვების მომტანია.

და კიდევ უფრო - ფეხშეწყობილი სვლა ცხოვრების გზებზე, მოძრაობა ერთად, რიტმში, მხარდამხარ, როგორც ხორუმში.
ეს სოლიდარობაა. კაცობრიობას კი სოლიდარობაზე უკეთესი არაფერი გამოუგონია.
საყოველთაო სოლიდარობა საყოველთაო განწმენდაა.

ხორუმი კი - ცეკვის ილეთების ენაზე თქმული სოლიდარობა.
ზმანება, რომელსაც აქვს ტენდენცია იქცეს რეალობად:
საქართველოს მკვიდრნი, მოქალაქეები: ადამიანები - დიდები, პატარები, ქალები, კაცები, ხელიხელჩაკიდებულნი
და მხარიმხარსმიყრდობილნი, ხორუმის რიტმში იწყებენ სვლას და მიდიან. მიდიან ერთად, დიდი მიზნისაკენ.

ეს მიზანია - ყველამ ერთად შევქმნათ თანამედროვე, ევროპული, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც ყველას აქვს ბედნიერების, სიხარულის და სილამაზით ტკბობის უფლება და შესაძლებლობა.
და აღარავის ახსენდება ილიას სიმწრით ნათქვამი სიტყვები: „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძაფი გაუწყდა, ვაი იმ ქვეყანას, სადაც საერთო ძარღვებში სისხლი გაშრა“.

აღარ ახსენდება იმიტომ, რომ ზმანებაში ამ ხალხს საერთო ძარღვი არ გასკდომია, და მათი სისხლი სწორედ საერთო ძარღვებში მოედინება...

ისე მოხდა, რომ დღეს ეს ზმანება კი აღარ არის, არამედ უბრალოდ რეალობა: რუსთაველის გამზირზე ხორუმის ილეთებით გაერთიანებული, გამარჯვებისკენ მიმავალი საქართველო!

🪶 ლიტერატურული პრემია „საბა“ ჩვენს ავტორებს 4 ნომინაციაში გადაეცა:წლის საუკეთესო რომანი: ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილ...
18/12/2024

🪶 ლიტერატურული პრემია „საბა“ ჩვენს ავტორებს 4 ნომინაციაში გადაეცა:

წლის საუკეთესო რომანი: ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“

წლის საუკეთესო პროზაული კრებული: მარი ბექაური, „ორ ზღვას შუა“

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ზაზა ბურჭულაძე, „ჩემი სიმღერა“

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში: ლაშა ბუღაძე, „საქართველოს სახელით“

ვულოცავთ თითოეულს პრემია „საბას“ ლაურეატობას!🤍

„ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ დავწერდი წიგნებს და ჩემს წიგნებში აღწერილი სიუჟეტები წარმოუდგენელი სიცხადით კვლავ გაცოცხლდე...
12/12/2024

„ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ დავწერდი წიგნებს და ჩემს წიგნებში აღწერილი სიუჟეტები წარმოუდგენელი სიცხადით კვლავ გაცოცხლდებოდა აწმყოში.

„დამალობანას“ გამოცემიდან ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დაიწყო და ასობით უკრაინელი ლტოლვილისთვის მეგზური გავხდი იმ რთულ და ტკივილით სავსე უღელტეხილზე, რაც ჩემმა მთავარმა გმირმა გამოიარა.

მითუმეტეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის იმის გაფიქრებაც კი, რომ „Bon Voage პეტრო“-ს გამოცემიდან, კვლავ ერთ წელიწადში, ყველაფერი რაც რომანში ხდება და მეგონა, რომ ჩემს ღრმა ბავშვობასა და ბნელ ეპოქას ჩაბარდა, საოცარი სისწრაფითა და სიცხადით დატრიალდებოდა ჩვენს თავს.

7 წლის ასაკში ფანჯრიდან ვუყურებდი თბილისის ომს. მახსოვს ჩარაზული დარაბები, რომელსაც წესით ირიბად შემოვარდნილი ტყვიისგან და გარეთ ნანახი სისასტიკიდან უნდა დავეცავით.
თუმცა მაინც აღწევდა ტყვიები ჩვენს სასადილო ოთახში და მაინც ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში კვამლში გახვეული, გადამწვარი რუსთაველის გამზირი, დედაჩემის ტკივილისგან დაბერებული სახე და შეკითხვაზე - რა ხდება, - პასუხი - ქვეყანას ვკარგავთ.

თუმცა, იმის მიუხედავად რომ ყველაფერი რაც დღეს ხდება, თითქოს და იმ ძველის, ბნელის და სასტიკის ხელახლა განმეორებაა, მაინც განსხვავდება აწმყო. დიახ, განსხვავდება წარსულისგან და ჩვენს აწმყოს სრულიად სხვა მომავალიც ექნება.

დღეს ბევრად უფრო ძლიერი და მყარია ერთიანობა და სიბნელის დამარცხების სურვილი ვიდრე ოდესმე ყოფილა.
დღეს ბევრად უფრო მყარია და მტკიცე ბრძოლა - უსამართლობის წინააღმდეგ, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ამიტომ თუ კი ერიკ ფონერს დავესესხები: „ახალი მომავალი მოითხოვს ახალ წარსულს“. ხოდა ჩვენც რუსთაველზე ამ ახალ მომავალს ვქმნით.
30 წლის შემდეგ, როდესაც გადმოვხედავთ/გავიხსენებთ დღევანდელ პერიოდს, დავინახავთ - ბოლომდე მიყვანილ ბრძოლას, უსისხლოდ დაბრუნებულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და აუცილებლად ვიგრძნოთ მადლიერებას საკუთარი თავის მიმართ, რომ ბოლომდე ვიდექით რუსთაველის გამზირზე და შვილებს დამოუკიდებელი საქართველო ვარგუნეთ.”

ელენე ჯაფარიძე

04/12/2024

სულაკაურის გამომცემლობა მხარდაჭერას უცხადებს მწერალსა და ჩვენს მეგობარ ტორესა მოსის, რომელსაც დღეს მწერალთა სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მწერლები და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლები გუშინ მწერალთა სახლში შეიკრიბნენ და მის დირექტორს, ქეთი დუმბაძეს, მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. დუმბაძე, დაპირების მიუხედავად, შეკრებილებს არ შეხვდა.

დღეს პროტესტის ნიშნად მწერალთა სახლში მისულ ადამიანებს რამდენიმე პირი დახვდათ, მათ შორის, ქეთი დუმბაძის შვილიც, რომელმაც ტორესა მოსის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სულაკაურის გამომცემლობა მხარდაჭერას უცხადებს ყველა ადამიანს, ვისაც სამართლიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

„ვიცი, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, მაგრამ მე მაინც თვალები ცრემლებით მევსება, როცა თბილისში ადამიანებს არბევენ, რადგ...
04/12/2024

„ვიცი, რომ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, მაგრამ მე მაინც თვალები ცრემლებით მევსება, როცა თბილისში ადამიანებს არბევენ, რადგან ის საშინელი სითხე თვალებს მეც მწვავს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან საკმაოდ შორს ვარ.

ვარ საფრანგეთში, იქ, სადაც 1713 წელს სულხან-საბა ორბელიანი საფრანგეთის მეფესა და სხვა ევროპელ მონარქებს საქართველოს დახმარებასა და ევროპულ მფარველობას სთხოვდა თვალცრემლიანი და რას წარმოიდგენდა სულხან-საბა, რომ 300 წლის შემდეგ პირიქით მოხდებოდა. დაუჯერებელია, მაგრამ ახლა ევროპელები გვთხოვენ, რომ გამოვიყენოთ ისტორიული შანსი და ჩვენ კი უარს ვამბობთ იმ არჩევანზე, რომელიც ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალმა, დავით აღმაშენებელმა თუ ილია ჭავჭავაძემ გააკეთეს.

თუმცა დიდმა საბამ ისიც არ იცოდა, რომ მალე, მისი გარდაცვალებიდან თითქმის ასი წლის შემდეგ, საქართველოს ისეთი ბოროტი მტერი დაიპყრობდა რუსეთის იმპერიის სახით, რომ ამ ბოროტებასთან ბრძოლა, ჩვენ შვილებსაც კი მოუწევდათ ოცდამეერთე საუკუნეში.
ჩვენი შვილები ახლა რუსთაველზე დგანან და ისე იბრძვიან, როგორც მანამდე ჩვენ ვიდექით და ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, როგორც უფრო ადრე ჩვენი მშობლები და კიდევ უფრო ადრე მათი მშობლები იბრძოდნენ უკეთესი საქართველოსთვის და ეს ბრძოლა 1801 წელს დაიწყო და მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როცა საქართველო რუსეთის იმპერიას თავს დააღწევს.

სამწუხაროდ ეს არ ესმის რუსულ ხელისუფლებას და ვერც იმას ხვდება თუ რა გენეტიური, კულტურული და ისტორიული კავშირი გვაქვს ევროპასთან და რატომ არ ვამბობთ უარს იმ ნაბიჯზე, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, ფარნავაზ მეფემ გადადგა. რუსებმა არათუ საქართველოს შორეული წარსული, საქართველოს უახლესი ისტორიაც არ იციან და ამიტომაც ვერასოდეს გაიგებენ თუ რატომ შეეწირა საქართველოს თავისუფლებას ამდენი ქართველი მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებშიც კი - მაშინაც კი, როცა თავისუფლებაზე ფიქრიც კი საშიში იყო.

არადა სწორედ თავისუფლება არის ჩვენი არსებობის მთავარი წყაროც, გამართლებაც და მიზანიც, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლეზეც მეტია და ზოგჯერ ამ ბრძოლაში ვმარცხდებით კიდეც, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად არ შეგვიძლია, რადგან სხვებმა თუ არა, ჩვენ ხომ მაინც ზუსტად ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა, ისეთივე ბედნიერებაა, როგორც თავისუფლებით ტკბობა და აზროვნება.

და რაც მთავარია, ჩვენ ისიც ვიცით, რომ თუ თავისუფლებისთვის ბრძოლას შევწყვეტთ, ჩვენ აღარ ვიქნებით საქართველო - ამიტომაც მადლობა ყველას, ვინც არის საქართველო და ოთარ ჭილაძისა არ იყოს, თავისუფლებისთვის იბრძვის და იბრძვის, იბრძვის და იბრძვის...“

დათო ტურაშვილი

03/12/2024

"ამ სიყვარულისთვის რამდენიმე დღის წინ პოლიციამ მას კიდევ ერთხელ აგინა, სცემა და დაამცირა. მაგრამ მოსამართლე ცეკვავამ ეს არასაკმარისად ჩათვალა პოეტისთვის და მას პატიმრობა შეუფარდა. მერე რა, თუკი პოლიციამ პოეტს ცხვირი გაუტეხა და ხერხემლის მალები დაუბზარა? აბა, მოძალადეს ხომ არ დასჯიდა მოსამართლე ცეკვავა? მოსამართლე ცეკვავა სჯის მარტო ბავშვებს და ახალგაზრდებს. პროცესის დროს ალბათ ვერც კი შენიშნა მის წინ მდგარი ნაცემი პოეტი, რომელსაც ძლიერ უყვარს თავისი სამშობლო. მოსამართლე ცეკვავას ბინძურ მეთოდებს ხშირად ახსენებენ..."
🔗ზაზა ბურჭულაძის ახალი ბლოგი წაიკითხე აქ 👉 https://is.gd/DR0vjQ

03/12/2024

სულაკაურის გამომცემლობა მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს მთარგმნელსა და ყოფილ თანამშრომელს, დათა ხარაიშვილს, რომელიც აქციაზე დააკავეს, შემდეგ კი მანქანაში სასტიკად სცემეს.

დათა ამჟამად გადაყვანილია საავამდყოფოში, აქვს ტვინის შერყევა და თვალბუდის მოტეხილობა.

სოლიდარობას ვუცხადევთ დათა ხარაიშვილსა და ყველა მოქალაქეს, რომლებსაც აქციებზე უსწორდებიან და მოვითხოვთ მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას.

Data Kharaishvili ❤️

Address

დ. აღმაშენებლის გამზ. 150
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995322911165

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category