გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი / Cezanne Publishing

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი / Cezanne Publishing

გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი / Cezanne Publishing მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურ?

გამომცემლობა, ძირითადად არამხატვრულ ლიტერატურასა და თარგმანებზე მუშაობს. ამ დროის განმავლობაში გამოიცა 13 წიგნი, რომელთა მიმართაც ინტერესი დღემდე არ იკლებს და რომელთაგან ოთხი ბესტსელერია.
ასევე გამომცემლობა მუშაობს საკანცელარიო მიმართულებით და ვამზადებთ სხვადასხვა სახეობის ბლოკნოტს, შესაფუთ ქაღალდებს, ბარათებს, რეპროდუქციებს, კალენდრებს, სანიშნეებსა და სხვა პროდუქციას, სადაც ხშირად ინტერგრირებულია ქართველი მხატვრებისა და ილუსტრატორების ნამუშევრები.

ჩვენს გამომცემლობას წილად ხვდა პატივი გამოგვეცა სახარება - ოთხთავი. პატრიარქის კურთხევა და სურვილი იყო, სახარების ეს გამ...
10/10/2024

ჩვენს გამომცემლობას წილად ხვდა პატივი გამოგვეცა სახარება - ოთხთავი.
პატრიარქის კურთხევა და სურვილი იყო, სახარების ეს გამოცემა ყოფილიყო იმდაგვარი, რომ "გული გაეთბო ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუფურცლავთ ახალი აღთქმა". ძალიან ვეცადეთ, სწორედ ეს ამოცანა შეგვესრულებინა.
📌იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან შაიშმელაშვილი;
📌თარგმანი ძველი ბერძნულიდან და ტექსტის ადაპტაცია - ბაჩანა ბრეგვაძისა;
📌გამოცემის კონსულტანტი - ხელოვნებათმცოდნე, ასმათ ოქროპირიძე;
📌მხატვარი, ილუსტრაციების ავტორი: ლიზი ჩქარეული
(წიგნში შესული ზოგიერთი მინიატურა შესრულებულია მოქვის 1300 წლის სახარების ოთხთავის მიხედვით)
📌დიზაინი: ბესიკ დანელია
გამომცემელი: შორენა შავერდაშვილი

07/09/2024
"საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული  წიგნის - „აია სოფიას ტ...
07/09/2024

"საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნის - „აია სოფიას ტაძრის აღმშენებლობა“ - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“.
2022 წლიდან კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით დაიწყო იშვიათობად ქცეული წიგნების ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა. ხოლო საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობისა და პროფესიონალთა საჭიროების გათვალისწინებით დაიბეჭდა ეს მცირე მოცულობის ფრიად საჭირო წიგნი."
ჩვენი გამომცემლობა მოხარულია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის პარტნიორია.

წარმოგიდგენთ იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამების" ექვსენოვან ალბომს, რომელიც გახლავთ გამომცემლობა "ხელოვნების" 1983 წელს...
08/07/2024

წარმოგიდგენთ იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამების" ექვსენოვან ალბომს, რომელიც გახლავთ გამომცემლობა "ხელოვნების" 1983 წელს გამოცემული წიგნის ფოტოტიპური ასლი. ქართულ და ძველქართულ ტექსტებთან ერთად, წიგნში თავმოყრილია ლათინური, ინგლისური, ფრანგული, ესპანური და გერმანული თარგმანები. თითოეულ თარგმანს ახლავს სხვადასხვა მხატვრის ილუსტრაციები.
📌 წიგნის შემდგენელი, წინათქმის ავტორი და რედაქტორი: ოთარ ეგაძე;
📌მთარგმნელები:
ლათინურად თარგმნა პოლ პიტერსმა;
ინგლისურად თარგმნა ელიზაბეტ ფულერმა;
ფრანგულად თარგმნა სერგი წულაძემ;
ესპანურად თარგმნა ადელ მარტინეს მარტინესმა;
გერმანულად თარგმნა ნელი ამაშუკელმა;
📌 რედაქტორები: მინდია მოსაშვილი, სულიკო ხეთეშვილი, ნატალია ჭავჭავაძე, რევაზ ურუშაძე, ვენერა ურუშაძე, ნათელა მეტრეველი, ადელ მარტინეს მარტინესი, ლამარა ნაუროშვილი;
📌 სამხატვრო რედაქტორი: ვახტანგ გაბელია;
📌 ილუსტრატორები: მამია მალაზონია, ბელა ბერძენიშვილი, ლევან ცუცქირიძე, ზურაბ ნიჟარაძე, თენგიზ მირზაშვილი, ზურაბ ჯაბაძე, ლორეტა შენგელია;
📌 წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალურად პარიზის 2024 წლის წიგნის ფესტივალისთვის. "შუშაინიკის წამება" 16-საუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული ტრადიციის ნიმუშია.

08/07/2024

ჩვენი ავტორის, ირაკლი ლაითაძის წიგნის "თანამედროვეობის ილუზიების" პრეზენტაცია

ვიტრუვიუსი - დიდი შენაძენი არქიტექტორებისთვის!
06/07/2024

ვიტრუვიუსი - დიდი შენაძენი არქიტექტორებისთვის!

06/07/2024

ვიტრუვიუსის "ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ" უკვე უფასოდ ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის! მათ უნდა მიმართოთ კულტურის სამინისტროს და უფასოდ მიიღებენ წიგნს!

ირაკლი ლაითაძის წიგნის "თანამედროვეობის ილუზიები" პრეზენტაცია წიგნის ფესტივალზე!
02/06/2024

ირაკლი ლაითაძის წიგნის "თანამედროვეობის ილუზიები" პრეზენტაცია წიგნის ფესტივალზე!

📚მწერლისა და კინოდოკუმენტალისტის, კახაბერ მელითაურის "ვიბრამები" ლიტერატურულ კონკურსში "მუზა 2023" პროზაული კრებულის ნომ...
31/05/2024

📚მწერლისა და კინოდოკუმენტალისტის, კახაბერ მელითაურის "ვიბრამები" ლიტერატურულ კონკურსში "მუზა 2023" პროზაული კრებულის ნომინაციის გამარჯვებულია!
🖌️„ვიბრამები“ სქელლანჩიან, ალპინისტების ან სათხილამურო ფეხსაცმელს ჰქვია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, იტალიელმა მთამსვლელმა და საქმოსანმა, ვიტოლე ბრამანმა სრულიად პრაქტიკული მიზნით შექმნა, თუმცა მალევე მთელ მსოფლიოში თავისუფლებისა და ხარისხის სიმბოლოდ იქცა. მათ შორის, საბჭოთა კავშირშიც.
ეს სიმბოლო-მეტაფორა კახაბერ მელითაურის კრებულის მხატვრული კონცეპტიცაა - მკაფიო ძალა/სულიერი ენერგია, რომელიც დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც ამოიზიდა საბჭოთა წარსულში, მისივე ოპონენტად თუ ალტერნატივად; ძალა, რომელმაც სისტემის მიერ მონად ჩაფიქრებულ ადამიანში თავისუფლების ცეცხლი გააღვივა და მისი სულიერ-შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოუდგენელი სიხშირით გამოავლინა.
კახაბერ მელითაურის მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობები ჩვენი უახლესი წარსულის შთამბეჭდავი რეტროსპექტივაა. ეპოქალური/სისტემური ცვლილებების ქაოსში მოყოლილი ადამიანების/თაობების ბედი, მათი დაპირისპირება თუ ყოველგვარ ბოროტებაზე აღმატებული ჰარმონია, საქართველოს ფიზიკურ-მეტაფიზიკური ლანდშაფტები, გადარჩენისა და გმირობისთვის ბრძოლის ბრწყინვალე მაგალითები - ამ ყველაფერზე დიდი გატაცებით, იუმორით, ზოგჯერ დიალექტის ზუსტი საკმაზით და რაც მთავარია, უსაზღვრო ადამიანური თანალმობით მოგვითხრობს ავტორი.

📌რედაქტორი: ნინია სადღობელაშვილი
📌რედაქტორ-კორექტორი: შორენა ჭინჭარაული
📌დიზაინი: მაკა ცომაია
📌ავტორის ფოტო: ლევან ხერხეულიძე

📌 წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო Nino Sadgobelashvili Ninia

📚წარმოგიდგენთ კიდევ ერთი დებიუტანტი ავტორის, ლუკა ყაულაშვილის რომანს "შენთვის და შენზე", რომელმაც 2023 წელს, ლიტერატურულ...
31/05/2024

📚წარმოგიდგენთ კიდევ ერთი დებიუტანტი ავტორის, ლუკა ყაულაშვილის რომანს "შენთვის და შენზე", რომელმაც 2023 წელს, ლიტერატურულ კონკურსში "მუზა" დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა.

🖌️ ახალგაზრდა ავტორის პირველი რომანი რთულ მხატვრულ ამოცანას ისახავს მიზნად - აღწეროს შინაგანი მოგზაურობის, თვითჩაღრმავების პროცესი და მკითხველიც აქციოს არამხოლოდ დამკვირვებლად, არამედ თანამგზავრად. მარტოობა ის დაძაბული სააზროვნო ველია, რომელშიც რომანის მთავარი გმირი სიკვდილ-სიცოცხლის საზრისების ამოხსნას ცდილობს. მარტოობა რეალობის საზღვრებსაც ეხება და მას მხატვრულ სინამდვილედ აქცევს. სწორედ აქ იწყება პროტაგონისტის - ახალგაზრდა რედაქტორის „ფილოსოფიური ვნება“ - საკუთარი გრძნობის და გონების ხაფანგებში მომწყვდეულმა, თავად უნდა ამოიცნოს, სად არის ჭეშმარიტი ცხოვრება: ცხადში თუ გამონაგონში?

📌რედაქტორი: ნინია სადღობელაშვილი
📌რედაქტორ-კორექტორი: შორენა ჭინჭარაული
📌დიზაინი: მაკა ცომაია
📌ავტორის ფოტო: ლევან ხერხეულიძე
📌 გარეკანზე გამოყენებულია ვან გოგის ნახატი, "ვარსკვლავებიანი ღამე"
📌 წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით.
Luka Kaulashvili Nino Sadgobelashvili Ninia საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

📚 სიხარულით წარმოგიდგენთ დებიუტანტი ავტორის, კოკა ჭანკოტაძის პირველ პროზაულ კრებულს "ილუზიების მატარებელი", რომელმაც 202...
31/05/2024

📚 სიხარულით წარმოგიდგენთ დებიუტანტი ავტორის, კოკა ჭანკოტაძის პირველ პროზაულ კრებულს "ილუზიების მატარებელი", რომელმაც 2023 წელს, ლიტერატურულ კონკურსში "მუზა" დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა!

🖌️ფაქიზი შინაგანი სამყარო, კარგვისა და გაქრობის შიში, სიყვარულის შესაძლებლობა თუ შეუძლებლობა - ის თემებია, რომლებიც მხატვრულად იშლება კოკა ჭანკოტაძის მოთხრობებსა და ნოველებში. განსხვავებული სიუჟეტების მიუხედავად, კრებული მაინც მთლიანობის მკაფიო შთაბეჭდილებას ბადებს - ესაა წიგნი ახალგაზრდა, მაძიებელ ხელოვანზე, რომელსაც ჭვრეტის მძაფრი წყურვილი აქვს. ის სხვადასხვა თავგადასავალში, ტკივილებსა და ბედნიერების წუთებში შეიცნობს სიცოცხლესაც და სიყვარულსაც. ამ გზაზე შიში მისი მარადიული მტერია, თუმცა შესაძლებელია მისი მოშინაურებაც.

📌რედაქტორი: ნინია სადღობელაშვილი
📌რედაქტორ-კორექტორი: შორენა ჭინჭარაული
📌დიზაინი: მაკა ცომაია
📌ავტორის ფოტო: ლევან ხერხეულიძე
📌 გარეკანზე გამოყენებულია ავტორის ნახატი;

📌 წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით.
Nino Sadgobelashvili Ninia Koka Tchankotadze
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ხელოვნების სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღმოსავლური კოლექციების გამოფენით აღინიშნა;საქართველოს ხელოვნების სასახ...
20/05/2024

ხელოვნების სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღმოსავლური კოლექციების გამოფენით აღინიშნა;

საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში აღმოსავლური კოლექციის ნიმუშების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. კატალოგის ავტორია პროფესორი გიორგი კალანდია, გამომცემელი - შორენა შავერდაშვილი. კატალოგი "სეზან ფაბლიშინგის" მხარდაჭერით ქართულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე გამოიცა და 100-ზე მეტ ნივთს მოიცავს.

კატალოგში ასახულია მუზეუმის მრავალფეროვანი ორიენტალისტური კოლექცია, რომელიც წარმოადგენს იაპონიას, ჩინეთს, შუამდინარეთს, სპარსეთს, თურქეთს, ავღანეთს, არაბეთს, ინდოეთს, ინდონეზიას, ნეპალს, მონღოლეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. აქვეა ტექსტილი, ავეჯი, სამკაული, იარაღი, სხვადასხვა ნივთი და საქართველოში ერთადერთი, ლურსმნული დამწერლობით შესრულებული 4000-წლოვანი ფირფიტა, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმმა გასულ წელს კერძო პირისგან შეიძინა.

ჩვენი გამომცემლობა დიდ მადლობა უხდის პირადად გიორგი კალანდიას და ხელოვნების სასახლეს თანამშრომლობისთვის

📚 წარმოგიდგენთ ირაკლი ლაითაძის სტატიების კრებულს -  "თანამედროვეობის ილუზიები". სტატიები ქვეყნდებოდა ბლოგების სახით, წლე...
15/05/2024

📚 წარმოგიდგენთ ირაკლი ლაითაძის სტატიების კრებულს - "თანამედროვეობის ილუზიები". სტატიები ქვეყნდებოდა ბლოგების სახით, წლების მანძილზე, ჟურნალ Forbes Georgia-ს პლატფორმაზე.

🖋️ როგორც ბიზნეს მედია BMG TV-ს მთავარი პროდიუსერი, Forbes Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე ამბობს: "ირაკლი ლაითაძის ყველა სტატია ცალკე მოგზაურობაა, თითოეული ეს ბლოგი თუ სვეტი მზა მედია პროდუქტია. მე ბევრჯერ გამიმართლა მთავარი რედაქტორის ამპლუაში. პირველ რიგში, გამიმართლა ადამიანებში, ვინც გვიზიარებდნენ თავისუფალ თემებს, ნააზრევს და ამისთვის ნახულობდნენ დროს. ავტორების ეს კატეგორია შემდგარი პროფესიონალები არიან, შრომობენ სხვადასხვა კომპანიაში და თავს ვალდებულად მიიჩნევენ, გააზიარონ ის ცოდნა, რაც ცხოვრების მანძილზე დააგროვეს. სწორედ ასე გავიცანი ხელმეორედ ირაკლი ლაითაძე - ჩემთვის გამორჩეული მთხრობელი და ავტორი, რომელსაც გადმოცემის არაჩვეულებრივი ნიჭი აღმოაჩნდა."

📌 ირაკლი ლაითაძე დაიბადა 1972 წლის 16 ოქტომბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მადრიდის დიპლომატიური სკოლა და კემბრიჯის უნივერსიტეტი. არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირთან საქართველოს მისიაში და ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოში. დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, საქმიანობა გააგრძელა კორპორატიულ სექტორში და ამჟამად არის GMT M-ის ფინანსური დირექტორი.

📌 2022 წელს გამოიცა მისი სადებიუტო მოთხრობების კრებული, "კედელზე ამოკაწრული ამბები". "თანამედროვეობის ილუზიები" (308 გვერდი) ირაკლის მეორე წიგნია.

📌 წიგნის ყიდვა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში.

📌 წარმოგიდგენთ "ქართული პოეზიის ანთოლოგიას", ფრანგულად; მთარგმნელი: სერგი წულაძე📌 ანთოლოგია მოიცავს პერიოდს იაკობ ცურტავ...
29/04/2024

📌 წარმოგიდგენთ "ქართული პოეზიის ანთოლოგიას", ფრანგულად;
მთარგმნელი: სერგი წულაძე
📌 ანთოლოგია მოიცავს პერიოდს იაკობ ცურტაველიდან - ბესიკ ხარანაულამდე;
📌 პირველი გამოცემა: გამომცემლობა "ხელოვნება", 1982
📌 გამოცემის კონსულტანტები: ლიკა წულაძე, ნიაზ დიასამიძე;
📌ტექსტის ამკრეფები: გიორგი ქურდაძე, მარიამ ღლონტი, მარიამ ხარებავა, ნათია გლურჯიძე;
📌რედაქტორი: დალი იაშვილი;
📌გარეკანის კონცეფცია: ნიაზ დიასამიძე
📌 დიზაინი: გეგა პაქსაშვილი

📌 წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალურად პარიზის 2024 წლის წიგნის ფესტივალისთვის;

📌 წარმოგიდგენთ ოთხენოვან ალბომს „თბილისის ინტერიერები";📌 ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული, იაპონური;📌 ავტორები: მარია...
25/04/2024

📌 წარმოგიდგენთ ოთხენოვან ალბომს „თბილისის ინტერიერები";
📌 ენები: ქართული, ინგლისური, ფრანგული, იაპონური;
📌 ავტორები: მარიამ რაქვიაშვილი, ნატა სოფრომაძე, ნათია კალანდარიშვილი, მაკა კუკულაძე;
📌 დიზაინერი: თორნიკე ლორთქიფანიძე
📌 "... თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობამ განაპირობა კიდეც მისი განუმეორებელი ეკლექტური ესთეტიზმი. არტნუვო, ნეობაროკო, ფსევდომავრიტანული სტილი, საბჭოთა პერიოდის ფუნქციონალიზმი - მცირე ჩამონათვალია იმ არქიტექტურული მიმდინარეობებისა, რომლებიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და თბილისის მთლიანობას ქმნის. ეს ფოტოალბომი ათი წლის მანძილზე მოძიებული და თავმოყრილი მასალის საფუძველზე შეიქმნა. იგი გვაძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას, შევიხედოთ ამ უძველესი ქალაქის სახლებში, ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ თბილისელები, შევიგრძნოთ ისიც, თუ რას ნიშნავს თბილისური ინტერიერი, მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმით, ექსტრავაგანტურობით, სისადავითა და ზომიერი პათოსით".
📌 წიგნი გამოიცა მწერალთა სახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალურად პარიზის 2024 წლის წიგნის ფესტივალისთვის;

📌 წარმოგიდგენთ ფრანგულენოვან ალბომს „ქართველი მხატვრები პარიზში: მე-20 საუკუნის დასაწყისი.“ავტორები: ქეთევან კინწურაშვილ...
24/04/2024

📌 წარმოგიდგენთ ფრანგულენოვან ალბომს „ქართველი მხატვრები პარიზში: მე-20 საუკუნის დასაწყისი.“
ავტორები: ქეთევან კინწურაშვილი (ტექსტი), დავით ჯანიაშვილი (დიზაინი);

📌 გამოიცა მწერალთა სახლის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალურად პარიზის 2024 წლის წიგნის ფესტივალისთვის;

📌 წიგნი ეძღვნება ქართველ მხატვრებს, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში სხვადასხვა წელს, სხვადასხვა მისიით ჩავიდნენ პარიზში. ზოგმა რამდენიმე წელი დაჰყო იქ, ზოგმა - მთელი შემდგომი ცხოვრება. ამის მიუხედავად, მათი სახელები სამუდამოდ დაუკავშირდა ქალაქს, რომელიც განსაკუთრებით იმ, ე.წ. „შეშლილ წლებში“ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს წარმოადგენდა (როგორც კირილე ზდანევიჩი წერს, „ატრიალებდა კულტურის ბორბალს“).

📌 ალბომში წარმოდგენილნი არიან: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი, კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, ფელიქს ვარლამიშვილი, მიხეილ ბილანიშვილი, ვერა ფაღავა, ვანო ენუქიძე, სკულპტორი იაკობ ნიკოლაძე და აგრეთვე, ნიკო ფიროსმანი (ეს უკანასკნელი არასოდეს ყოფილა პარიზში, მაგრამ მისი სახელი ლეგენდითა თუ სხვადასხვა ფაქტით დაუკავშირდა ამ ქალაქს). წიგნში განხილულია თითოეული მათგანის როლი და მნიშვნელობა მე-20 საუკუნის ქართულ და ზოგ შემთხვევაში, ფრანგულ ხელოვნებასთან და კულტურასთან მიმართებით;

📌 წიგნების ყიდვა შეგიძლიათ გამომცემლობიდან;

Address

65-67 Irakli Abashidze Street
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი / Cezanne Publishing posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგი / Cezanne Publishing:

Videos

Share

Category