Chroniconi publishing • გამომცემლობა ქრონიკონი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Chroniconi publishing • გამომცემლობა ქრონიკონი

Chroniconi publishing •  გამომცემლობა ქრონიკონი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Chroniconi publishing • გამომცემლობა ქრონიკონი, Publisher, ქეთევან წამებულის N24, Tbilisi.

🔮  "უნდა ეძებოთ და დაინახოთ სასწაული, რომელიც თქვენს ირგვლივ ბევრია. თქვენ მოკვდებით დაღლილობით, საკუთარი თავის გარდა სხ...
23/06/2022

🔮 "უნდა ეძებოთ და დაინახოთ სასწაული, რომელიც თქვენს ირგვლივ ბევრია. თქვენ მოკვდებით დაღლილობით, საკუთარი თავის გარდა სხვა არაფრის მიმართ ინტერესის გარეშე.
და ამ დაღლილობის გამო, სხვა ყველაფრის მიმართ ყრუ და ბრმა ხართ"
✍ კარლოს კასტანედა

📚 გამომცემლობა "ქრონიკონი" წარმოგიდგენთ დღის რუბრიკას - ვისაუბროთ ავტორებზე

🤗 გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები, თქვენი შეხედულებები გენიალური ამერიკელი მისტიკოსი მწერლის - კარლოს კასტანედას შემოქმედების შესახებ.

🤫 ისურვებდით "ცოდნის გზის" შემდეგ ნაწილებთან გაცნობას?

📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ კარლოს კასტანედას წიგნებიდან პირველი ორი სერია - "დონ ხუანის სწავლება" და "ცალკე რეალობა". წიგნების შეძენა შესაძლებელია ონლაინ შეკვეთით.

🎉🎉 გამომცემლობა ქრონიკონი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!  #ესდღეჩვენია🇬🇪  #26მაისი🇬🇪  #დამოუკიდებელისაქართვე...
26/05/2022

🎉🎉 გამომცემლობა ქრონიკონი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

#ესდღეჩვენია🇬🇪
#26მაისი🇬🇪
#დამოუკიდებელისაქართველო 🇬🇪

29/04/2022
📚 გამომცემლობა ქრონიკონი წარმოგიდგენთ - რჯული ქრისტესი, აღდგომა 2 ნაწილად⛪ "რჯული ქრისტესი", დიდ საეკლესიო დღესასწაულებს...
23/04/2022

📚 გამომცემლობა ქრონიკონი წარმოგიდგენთ - რჯული ქრისტესი, აღდგომა 2 ნაწილად

⛪ "რჯული ქრისტესი", დიდ საეკლესიო დღესასწაულებს ეძღვნება;
🗞 მასალები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა ქართულ ეკლესიაში და საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილე მრევლისთვის იყო განკუთვნილი;
📒 თითოეულ კრებულში თავმოყრილია:
• სადღესასწაულო მოვლენის საღვთისმეტყველო განმარტება;
• დღესასწაულთან დაკავშირებული საკითხავები წმიდა წერილიდან მამათა განმარტებებთან და ისტორიულ კომენტარებთან ერთდ;
• ძველ ხელნაწერებში შემონახული ქადაგებები და ის საგალობლები, რომელთაც მორწმუნეები დღესაც აღავლენენ ტაძრებში და ისინიც, რომლებიც საუკუნეების წინ გამოიყენებოდა ღვთისმსახურებაში.
• მოცემული დღესასწაულის იკონოგრაფიის განმარტება და ფერადი ილუსტრაციები.
📜 თითოეულ ძველქართულ ტექსტს თან ერთვის შესაბამისი ახალქართული ვარიანტი.
📠 დაბეჭდილია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით, აქვს მაგარი, ფერადი გარე ყდა.

ყდის ტიპი: მაგარი.
გვერდების რ-ბა: - 614.
ზომა: სიგრძე - 22სმ, სიგანე - 16სმ.

🥳 გამომცემლობა ქრონიკონი ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 🕯

📚 გამომცემლობა ქრონიკონი გთავაზობთ ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსის, ანთროპოლოგის, ეთნოგრაფის, მკვლევარისა და მისტ...
15/04/2022

📚 გამომცემლობა ქრონიკონი გთავაზობთ ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსის, ანთროპოლოგის, ეთნოგრაფის, მკვლევარისა და მისტიკოსის კარლოს კასტანედას პირველ ორ წიგნს - "დონ ხუანის სწავლება", "ცალკე რეალობა" სერიიდან, რომელიც აღწერს ეზოთერულ სწავლებას "ცოდნის გზის" შესახებ.

📢 წიგნების შესაძენად გთხოვთ მოგვწეროთ პირადი შეტყობინება.

გამომცემლობა „ქრონიკონმა“ ახლახანს გამოსცა ცნობილი ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსის, ანთროპოლოგის, ეთნოგრაფის, მკვლევარისა და მისტიკოსის კარლოს კასტანედას პირველი ორი წიგნი სერიიდან, რომელიც აღწერს ეზოთერულ სწავლებას „ცოდნის გზის“ შესახებ.
წიგნები ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმიშვილმა, მას ქართველი მკითხველი იცნობს ჯორჯ მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ქართული თარმანით.
კარლოს კასტანედა წერს:
„ჩემთვის არსებობს მხოლოდ სიარული გზებზე, რომლებსაც გული აქვს, ნებისმიერ გზაზე, რომელსაც შეიძლება გული ჰქონდეს. ასე ვმოგზაურობ და ჩემთვის ერთადერთი რამ, რასაც ღირს, შევეჭიდო, მისი ბოლომდე გავლაა. და ასე ვიარები: ვუყურებ, ვუყურებ სუნთქვაშეკრული“.
„დონ ხუანის სწავლება“ და „ცალკე რეალობა“ „გულის მქონე გზაზე“ გადადგმული პირველი ნაბიჯების ამბავია. მათ მოჰყვება კიდევ უფრო საოცარი მოგზაურობა, რომელიც კასტანედას მომდევნო წიგნებშია აღწერილი.

წიგნებს აქვს მაგარი ყდა, ორიგინალური მხატვრობით;
რედაქტორია ნათია მენაბდე
„დონ ხუანის სწავლება“ - 336 გვერდი
„ცალკე რეალობა“ - 350 გვერდი

02/03/2022

👩‍🎓 თუ ხარ აბიტურიენტი, მაშინ ეს პოსტი ნამდვილად არ უნდა გამოტოვო 👇
📚 გამომცემლობა ქრონიკონი წარმოგიდგენთ ერთიანი ეროვნული გამოცდებითვის მოსამზადებელ სახელმძღვანელოს
📖 ქართული ენა და ლიტერატურა
✍️ ავტორი: ფილოლოგი - აზა მდინარაძე

📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შესაძლებელია ონლაინ შეკვეთით.

🛣 "ყველა გზა ერთნაირია: ისინი არსად მიდიან. აქვს ამ გზას გული? თუ ასეა, ეს კარგი გზაა; თუ არა, მაშინ ის არაფრად გამოდგებ...
16/02/2022

🛣 "ყველა გზა ერთნაირია: ისინი არსად მიდიან. აქვს ამ გზას გული? თუ ასეა, ეს კარგი გზაა; თუ არა, მაშინ ის არაფრად გამოდგება ..."
✍ კარლოს კასტანედა - "დონ ხუანის სწავლება"

📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ კარლოს კასტანედას წიგნებიდან პირველი ორი სერია - "დონ ხუანის სწავლება" და "ცალკე რეალობა". წიგნების შეძენა შესაძლებელია ონლაინ შეკვეთით.

💬 დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 12 ტომეულის ბეჭვდა. 👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვ...
11/02/2022

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 12 ტომეულის ბეჭვდა.
👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვენს გვერდს, ყოველდღიურად, თანამიმდევრულად შემოგთავაზებთ ამონარიდებს ამ დიდი მამის ნააზრევიდან — ჩვენ მიერ გამოცემული სერიის მიხედვით.
🙏🕯 "მადლიერებით მივიღოთ საღვთო წერილის სწავლება, ნუ გავუძალიანდებით სიმართლეს, ნუ დავრჩებით ბინდში, სინათლისკენ ვისწრაფოთ და ვაკეთოთ დღის, სინათლის საკადრისი საქმენი, ამასვე გვირჩევს პავლე მოციქული: განვიშოროთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაÁ (რომ. 13:13)"

📣📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენი Facebook გვერდისა და საიტის- https://chroniconi.ge/ საშუალებით.

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 24 ტომეულის ბეჭვდა. 👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვ...
10/02/2022

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 24 ტომეულის ბეჭვდა.
👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვენს გვერდს, ყოველდღიურად, თანამიმდევრულად შემოგთავაზებთ ამონარიდებს ამ დიდი მამის ნააზრევიდან — ჩვენ მიერ გამოცემული სერიის მიხედვით.
🕯 "უფალი, რომელსაც ყოველი ემორჩილება, სიტყვით და ბრძანებით ქმნის. შეხედე, თქვა და იქმნა ნათელი, წყვდიადი გაქრა. გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. რას ნიშნავს გაჰყარა? თითოეულს საკუთარი ადგილი მიუჩინა და შესაბამისი დრო განუსაზღვრა. და როდესაც ეს უკვე აღსრულდა, თითოეულს შესაბამისი სახელიც უწოდა. „ნათელს, – ამბობს წინასარმეტყველი, –ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე.“ ხედავ, ეს გონებისთვის მიუწვდომელი ქმედება მხოლოდ ერთი სიტყვით, ერთი ბრძანებით რომ აღსრულდა? ხედავ, რაოდენ მოწყალეა ნეტარი წინასწარმეტყველი, უწინარესად კი კაცთმოყვარე უფალი წინასწარმეტყველის პირით კაცთა მოდგმას ქმნილებათა რიგის შესახებ რომ აუწყა, რათა სცოდნოდათ როგორ წარმოიშვა თითოეული ქმნილება და შეეცნოთ ვინ არის ყოველივეს შემოქმედი?"

📣📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენი Facebook გვერდისა და საიტის- https://chroniconi.ge/ საშუალებით.

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 24 ტომეულის ბეჭვდა. 👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვ...
09/02/2022

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 24 ტომეულის ბეჭვდა.
👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვენს გვერდს, ყოველდღიურად, თანამიმდევრულად შემოგთავაზებთ ამონარიდებს ამ დიდი მამის ნააზრევიდან — ჩვენ მიერ გამოცემული სერიის მიხედვით.

🌄 თუკი ვინმე სასუფეველს ეძებს, ყოველი დანარჩენიც მიეცემა მას. ნამდვილად, ვინც გონება იქით მიმართა, იგი არად აგდებს ამჟამინდელ კეთილდღეობას, თითქოს ის არც კი არსებობდეს. როდესაც რწმენის თვალი გამოუთქმელ სიკეთეს ჭვრეტს, ხილულ სიკეთეს ვეღარ აღიქვამს. ამგვარია ამ და იმ სიკეთეთა შორის მანძილი! მაგრამ ვერ ვხედავ, რომ უხილავი სიკეთე აქ ხილულზე მეტად ფასობდეს. ამიტომ გამუდმებით მტკენს გულს წუხილი. ვერც გამოცდილებამ გვასწავლა რამე, ვერც ღვთის აღთქმულმა, ვერც დიდმა მადლმა განგვაწყო ცათა სასუფევლის სიყვარულით! პირიქით! ძირს ვეშვებით და მიწიერი ზეციურს გვირჩევნია, დროებითი _ მარადიულს, ის, რაც გამოჩენამდე ქრება მუდმივზე უკეთესი გვგონია, წარმავალი სიამოვნება წარუვალ ბედნიერებაზე მეტად გვიტაცებს, ამჟამინდელი ყოფის ხანმოკლე სიხარული კი მარადიულ ნეტარებას გვიჯობს. ვიცი, რომ თქვენთვის ამის მოსმენა არასასიამოვნოა, მაგრამ, მომიტევეთ. ამას თქვენი ცხონების სურვლით ვამბობ.

📣📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენი Facebook გვერდისა და საიტის- https://chroniconi.ge/ საშუალებით.

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 24 ტომეულის ბეჭვდა. 👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვ...
08/02/2022

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 24 ტომეულის ბეჭვდა.
👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვენს გვერდს, ყოველდღიურად, თანამიმდევრულად შემოგთავაზებთ ამონარიდებს ამ დიდი მამის ნააზრევიდან — ჩვენ მიერ გამოცემული სერიის მიხედვით.

🌅 ღვთისგან მოცემული მცნებების აღსრულებას ვეცადოთ და ზურგს ნუ ვაქცევთ უფლისაგან ნაბოძებ კანონებს. არამედ, მეხსიერებაში შევინახოთ ისინი და მოშურნეობით აღვასრულოთ. დაუდევრად ნუ გავაკეთებთ იმას, რაზედაც ჩვენი ცხონებაა დამოკიდებული. მითუმეტეს, რომ ამჯერად ჩვენ (ახალი აღთქმის ადამიანებს) იმდენადვე აღმატებული სათნოებები მოგვეთხოვება, რამდენადაც მეტი სიკეთე მოგვეცა. ამიტომაც თქვა ქრისტემ: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 5, 20). დავაკვირდეთ და ყურს ნუ ვარიდებთ ამ სიტყვებს.

📣📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენი Facebook გვერდისა და საიტის- https://chroniconi.ge/ საშუალებით.

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 24 ტომეულის ბეჭვდა. 👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვ...
07/02/2022

📣📣 2021 წელს დასრულდა წმინდა მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის ჰომიელიების 24 ტომეულის ბეჭვდა.
👉 მათ, ვინც თვალს ადევნებს ჩვენს გვერდს, ყოველდღიურად, თანამიმდევრულად შემოგთავაზებთ ამონარიდებს ამ დიდი მამის ნააზრევიდან — ჩვენ მიერ გამოცემული სერიის მიხედვით.

✨ წმინდა წარილი საგანძურივითაა, მისი მცირეოდენი ნაწილის მიმღებიც კი დიდ სიმდიდრეს იძენს, მის სულ მოკლე აბზაცშიც ხომ დიდებული სულიერი ძალის და აზრთა ამოუწურავი სიმდიდრის პოვნაა შესაძლებელი. ღვთის სიტყვა არა მხოლოდ საგანძურის, სხვადასხვა ნაკადის წარმომშობი და წყალმრავალი წყაროს დარიცაა. ეს ყოველივე სინამდვილეში ჩვენ გუშინ გავიგეთ. შესაქმის პირველივე სიტყვების წაკითხვისთანავე გონება მხოლოდ სიტყვებს მივაპყარით: თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ყოველივეს დატევნა კი ვერ შევძელით, რადგანაც დიდია ამ განძის სიმდიდრე და უხვია სულიერი წყაროს შენაკადები. არ გაოცდე! ჩვენი წინაპარნიც თავისი ძალისაებრ მოიპოვებდნენ ამ ნაკდთაგან, მომავალი თაობაც იმავეს გააკეთებს, თუმც, ვერ შეძლებენ ბოლომდე ამოხაპვას. პირიქით, წყალი იმატებს, და ნაკადები გამრავლდება. ასეთია სულიერი ნაკადების თავისებურება: რაც უფრო ამოხაპავენ სულიერ მადლს, ის მით უფრო გამრავლდება.

📣📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენი Facebook გვერდისა და საიტის- https://chroniconi.ge/ საშუალებით.

✨"რჯული ქრისტესი"– ასე ეწოდება წიგნების სერიას, რომელიც დიდ საეკლესიო დღესასწაულებს მოიცავს. ამ სერიის ერთ-ერთი მნიშვნელ...
11/01/2022

✨"რჯული ქრისტესი"– ასე ეწოდება წიგნების სერიას, რომელიც დიდ საეკლესიო დღესასწაულებს მოიცავს. ამ სერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია „ნათლისღება“ - პირველი და მეორე ტომი.
📚 წიგნებში შესულია მასალები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა ქართულ ეკლესიაში.
📌 პირველ ტომში თავმოყრილია:
უფლის ნათლისღების საღვთისმეტყველო განმარტება; დღესასწაულის იკონოგრაფიის განმარტება და ფერადი ილუსტრაციები.
📌 მეორე ტომში თავმოყრილია:
ძველ ხელნაწერებში შემონახული ქადაგებები და ის საგალობლები, რომელთაც მორწმუნეები დღესაც აღავლენენ ტაძრებში და ისინიც, რომლებიც საუკუნეების წინ გამოიყენებოდა ღვთისმსახურებაში.
ძველქართულ ტექსტს თან ერთვის შესაბამისი ახალქართული ვარიანტი.
დაბეჭდილია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით, აქვს მაგარი, ფერადი გარე ყდა.

📣📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენი Facebook გვერდისა და საიტის- https://chroniconi.ge/ საშუალებით.

🎉🎉 გამომცემლობა ქრონიკონი გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს!

"რჯული ქრისტესი"– ასე ეწოდება წიგნების სერიას, რომელიც დიდ საეკლესიო დღესასწაულებს მოიცავს. ამ სერიის ერთ-ერთი მნიშვნელო...
06/01/2022

"რჯული ქრისტესი"– ასე ეწოდება წიგნების სერიას, რომელიც დიდ საეკლესიო დღესასწაულებს მოიცავს. ამ სერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია „შობა“ პირველი და მეორე ტომი. წიგნებში შესულია მასალები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა ქართულ ეკლესიაში.
პირველ ტომში თავმოყრილია:
ქრისტეშობის საღვთისმეტყველო განმარტება; დღესასწაულის იკონოგრაფიის განმარტება და ფერადი ილუსტრაციები.
მეორე ტომში თავმოყრილია:
ძველ ხელნაწერებში შემონახული ქადაგებები და ის საგალობლები, რომელთაც მორწმუნეები დღესაც აღავლენენ ტაძრებში და ისინიც, რომლებიც საუკუნეების წინ გამოიყენებოდა ღვთისმსახურებაში.
ძველქართულ ტექსტს თან ერთვის შესაბამისი ახალქართული ვარიანტი.
დაბეჭდილია მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით, აქვს მაგარი, ფერადი გარე ყდა.
ყდის ტიპი: მაგარი.
ზომა: სიგრძე - 22სმ, სიგანე - 16სმ.

📢 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენი Facebook გვერდისა და საიტის- https://chroniconi.ge/ საშუალებით.

🎉🎉🎉 გამომცემლობა ქრონიკონი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

🔮 "... მერე სამყარო თანდათან დაიწმინდა და ფოკუსში მოექცა. ჩემი ხედვის არე კვლავ მრგვალი და ძალიან ფართო გახდა; ამას მოჰყ...
30/12/2021

🔮 "... მერე სამყარო თანდათან დაიწმინდა და ფოკუსში მოექცა. ჩემი ხედვის არე კვლავ მრგვალი და ძალიან ფართო გახდა; ამას მოჰყვა ჩემი ჩვეულებრივი ცნობიერი მოქმედება, რაც იყო შემობრუნება იმ საოცარი არსების დასანახად. ეს გადასვლა ჩემთვის უძნელესი აღმოჩნდა. ნორმალური მდგომარეობიდან ისე გავედი, თითქმის ვერც შევნიშნე: ცნობიერი ვიყავი; ჩემი ფიქრები და გრძნობები ამ ცნობიერ მდგომარეობაში ყოფნის შედეგი იყო, ხოლო გასვლა - თავისუფალი, მკაფიო. მაგრამ ეს მეორე ცვლილება, დაბრუნება, გამოღვიძება სერიოზულ, ფხიზელ ცნობიერებაში, ჩემთვის ნამდვილი ელდა გამოდგა. დავიწყებული მქონდა, რომ ადამიანი ვიყავი! ამასთან შერიგება იმდენად გამიჭირდა და ისეთი სევდა დამეუფლა, ავტირდი."
💡 კარლოს კასტანედა - " დონ ხუანის სწავლება"

📰 გამომცემლობა ქრონიკონი გთავაზობთ, ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსის, ანთროპოლოგის, ეთნოგრაფის, მკვლევარისა და მისტიკოსის კარლოს კასტანედას პირველ ორ წიგნს სერიიდან, რომელიც აღწერს ეზოთერულ სწავლებას „ცოდნის გზის“ შესახებ.

📢 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ჩვენი Facebook გვერდისა და საიტის- https://chroniconi.ge/ საშუალებით.

" - ადამიანი ცოდნისკენ ისე მიდის, როგორც ომში: სრულიად ფხიზელი, შიშით, პატივისცემით აღსავსე და საკუთარი თავის ურყევი რწმ...
24/12/2021

" - ადამიანი ცოდნისკენ ისე მიდის, როგორც ომში: სრულიად ფხიზელი, შიშით, პატივისცემით აღსავსე და საკუთარი თავის ურყევი რწმენით. ცოდნისკენ ან ომში სხვანაირად წასვლა შეცდომაა და ვინც ამ შეცდომას დაუშვებს, ერთხელაც აუცილებლად ინანებს.
ვკითხე, ასე რატომ არის- მეთქი, მომიგო, რომ, თუ ადამიანი ამ ოთხ მოთხოვნას ასრულებს, ის არ უშვებს შეცდომებს, რომლებზედაც ოდესმე პასუხისგება მოუწევს. ამ პირობების შესრულებით მის მოქმედებას სულელის ქცევის უგერგილობა სცილდება. თუ ასეთ კაცს რამე არ გამოსდის ან მარცხდება, ის მხოლოდ ერთ ბრძოლას აგებს, რაშიც არაფერია სავალალო."

✍ კარლოს კასტანედა - "დონ ხუანის სწავლება"

📣 შეგახსენებთ, რომ ჩვენთან წიგნების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ შეკვეთით.

💬 დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

„მედიცინა — ადამიანის მკურნალობა — ღვთიური შემოქმედებაა...“ ვკითხულობთ წიგნში, რომელსაც „სალბუნი“ ეწოდება. ეს წიგნი „დედ...
28/07/2021

„მედიცინა — ადამიანის მკურნალობა — ღვთიური შემოქმედებაა...“ ვკითხულობთ წიგნში, რომელსაც „სალბუნი“ ეწოდება. ეს წიგნი „დედაენის“ უახლეს გამოცემას წარმოადგენს და თანაბრად საინტერესოა როგორც სამედიცინო, ისე, საეკლესიო მნიშნველობით.

ყველასთვის ცნობილია, რომ ადამინის სულიერი ცხოვრება განსაკუთრებით გამახვილებულია ხორციელი ავადმყოფობის დროს. ამიტომ მან უნდა შეძლოს, ერთგვარად „გამოიყენოს“ ავადმყოფობა, როგორც გამოცდილება. ამავე დროს სნეულებასთან სულიერი მიდგომა ყველაზე უკეთესი მკურნალია.

წიგნის შემდგენლი და ავტორი დეკანოზი კონსტანტინე გიორგაძე თავადაც თერაპევტი, მედიცინის დოქტორი და ღვთიმსმეტყველების მაგისტრია.

წიგნში განხილულია სულიერი და ხორციელი სნეულების უერთიერთკავშირი; ცრურწმენები, როგორც მედიცინის, ასევე სულირი ცხოვრების მიმართულებით.

დაწვრილებითაა განხილული დეპრესია და მისი ფსიქო-სომატური მიზეზები.

მარხვის მედიკო-ბიოლოგიური ასპექტები.

სამკურნალო საშუალებები ბიბლიაში.

ვაქცინაციის საკითხი.

მავნე ჩვევებზე დამოკიდებულების საკითხები.

უეჭველია, რომ „სალბუნი“ საუკეთესო საჩუქარი იქნება მათთვის, ვისთვისაც მისაღები და სარმწუნოა მეცნიერების, კერძოდ მედიცინისა და რწმენის ჰარმონიული თანაარსებობა.

Address

ქეთევან წამებულის N24
Tbilisi
0103

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 07:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Telephone

+995598975579

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Chroniconi publishing • გამომცემლობა ქრონიკონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Category