პრაიმ მოდელს მენეჯმენტი
პრაიმ მოდელს მენეჯმენტი დაარსდა 1995 წელს დაარსებიდან დღემდე აქტიურად მუშაობს როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა სამოდელო ფესტივალებსა და ღონისძიებებში, ასევე ჩვენებებში : თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, იტალია, საფრანგეთი.
ჩვენი სამოდელო სააგენტო ხელს უწყობს პრაიმ მოდელს მენეჯმენტის თითოეულ მოდელს, რათა ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო, მსოფლიო მოდის ასპარესზე და გააცნოს მსოფლიოს ქართველი ნიჭიერი დიზაინერების შემოქმედება.
ჩვენი სააგენტო თანამშრომლობს პროფესიონალ ქართველ პედაგოგებთან, რათა შეასწავლონ მოდელებს შემდგომი პროფესიები: დეფილე (პოდიუმზე სიარულის ტექნიკა), სასცენო ხელოვნება, მოდის ისტორია, კამერის წინ პოზირების ტექნიკა, სამსახიობო ოსტატობა, აერობიკა, ფიტნესი, ფსიქოლოგია, უცხო ენა, ვიზაჟი.
პედაგოგები : მარკუს მეტრეველი, გიორგი ჯაჯანიძე, მაკა შალიკაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ვიქტორია გაბიჩვაძე, გიორგი ყიფშიძე.
სამოდელო სააგენტო არამარტო პროფესიონალი მოდელისთვის არის განკუთვნილი, არამედ ყველა იმ მოყვარული მოზარდისთვის, ვაჟისთვის თუ გოგონასთვის, რომ ღირსეულად წარმოაჩინოს თავისი ესთეტიკური მხარე, ზრდასრული ასაკის შემდგომ განვითარებისთვის ჩვენი პედაგოგების დახმარებით.
შემოგვიერთდით, გახდით ჩვენი დიდი ოჯახის წარმატებული წევრი.
გზა შენი წარმატებისკენ გადის ჩვენთან.