Jolo.ge

Jolo.ge Jolo.ge სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი თქვენი უკეთ ცხოვრებისთვის ✨ ✨ ✨
(43)

„ჟოლო“ - პოზიტიური განწყობა :)

Jolo.ge არის სამოტივაციო ინტერნეტჟურნალი,
რომელიც ემსახურება საზოგადოებაში პოზიტივის გავრცელებას
და მკითხველს ეხმარება წარმატების გზის პოვნაში.

ჩვენი მთავარი მიზანია ვიზრუნოთ მკითხველის განწყობაზე, პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.

ჩვენ ვიქნებით თქვენი მეგზური, გვენდეთ!

"თუ ჩვენ დივანზე დავწვებით და ამ პოზაში დავრჩებით ნახევარი წლის განმავლობაში, ადგომა გაგვიჭირდება. თუ ტვინი წაიკითხავს ი...
24/06/2024

"თუ ჩვენ დივანზე დავწვებით და ამ პოზაში დავრჩებით ნახევარი წლის განმავლობაში, ადგომა გაგვიჭირდება.
თუ ტვინი წაიკითხავს იდიოტურ ჟურნალებს, ურთიერთობა ექნება სულელებთან, მოუსმენს უგემოვნო მუსიკას და უყურებს უაზრო ფილმებს, მაშინ მას პრეტენზიაც აღარ უნდა Ჰქონდეს არაფერზე და ეს ასეც მოხდება.

ტვინს უნდა მივაწოდოთ რთული მასალა, მაგალითად რთულად წასაკითხი წიგნი, გემოვნებიანი მუსიკა, ისეთი ფილმი ან სპექტაკლი, სადაც არ არის ნათელი, თუ რისი თქმა სურდა რეჟისორს. ამ შემთხვევაში ტვინი დაკავებული იქნება მუშაობით, განავითარებს ფანტაზიას და დიდხანს არ დაბერდება."

ტატიანა ჩერნიგოვსკაია (ნეირომეცნიერი)

ოჯახების სწრაფი დაშლის მრავალი მიზეზი არსებობს, რომლებიც ხშირად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან:🔵1. კომუნიკაციის ნაკლებობა ...
24/06/2024

ოჯახების სწრაფი დაშლის მრავალი მიზეზი არსებობს, რომლებიც ხშირად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან:

🔵1. კომუნიკაციის ნაკლებობა
🟦2. მაღალი მოლოდინები
🔷️3. ფინანსური პრობლემები
🔵4. დაუსრულებელი კონფლიქტები
🟦5. ურთიერთობის პრიორიტეტების დავიწყება
🔷️6. ემოციური და ფიზიკური კავშირის ნაკლებობა
🔵7. მხარდაჭერის არარსებობა
🟦8. საკუთარი თავის დავიწყება
🔷️9. სიყვარულის დაკარგვა
🔵10. ზედმეტი ჩარევა გარედან
🟦11. ურთიერთობის გახუნება

ამ პრობლემების გაცნობიერება და მათზე აქტიური მუშაობა დაგეხმარებათ ურთიერთობის გაძლიერებაში და ოჯახის შენარჩუნებაში.

თქვენ რომელ პუნქტს დაამატებდით?

თუ ეს პოსტი შემთხვევით შეგხვდა გადმოდი გვერდზე და დაათვალიერე სხვებიც: https://www.facebook.com/TamaraKurdadzePsychology

შემთხვევით არაფერი ხდება 😉

თამარა ქურდაძე (ფსიქოლოგი, ქოუჩი)

🧘‍♂️ მედიტაციის პრაქტიკის მთავარი მიზანია - რაც შეიძლება სრულად გახდეთ საკუთარი თავი.  მაინდფულნესის პრაქტიკაში თქვენ სწ...
24/06/2024

🧘‍♂️ მედიტაციის პრაქტიკის მთავარი მიზანია - რაც შეიძლება სრულად გახდეთ საკუთარი თავი.

მაინდფულნესის პრაქტიკაში თქვენ სწავლობთ საკუთარი თავის მოსმენას და ნდობას. რაც უფრო მეტად გაამყარებთ ამ ნდობას საკუთარ თავთან, მით უფრო გაგიადვილდებათ სხვა ადამიანების ნდობაც.

📔მაინდფულნესის დღიური მოიცავს:
21 პრაქტიკულ სავარჯიშოს
21 გაკვეთილს და მედიტაციას (რომლებზეც წვდომა გექნებათ დღიურში მოცემული QR კოდის საშუალებით)

⛳️დარეგისტრირდი https://shorturl.at/hpIN4

რატომ არის ზოგი უზომოდ ბედნიერი და ზოგიც უბედური? რა ფაქტორები განაპირობებს მას?სად ვეძებოთ ის?შევეცდები გავცე ჩემი მოკრ...
24/06/2024

რატომ არის ზოგი უზომოდ ბედნიერი და ზოგიც უბედური?

რა ფაქტორები განაპირობებს მას?

სად ვეძებოთ ის?

შევეცდები გავცე ჩემი მოკრძალებული პასუხები.

თამარ კვარაცხელია

რატომ არის ზოგი უზომოდ ბედნიერი და ზოგიც უბედური?

"ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ხალხით!  მადლობა გვერდში დგომისთვის.“ გიორგი მამარდაშვილი #მევარსაქართველო #მამარდა #ჟოლო
23/06/2024

"ვამაყობ ჩემი გუნდით და ჩემი ხალხით!
მადლობა გვერდში დგომისთვის.“

გიორგი მამარდაშვილი

#მევარსაქართველო
#მამარდა
#ჟოლო

ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს 📩"დაილოცა ის საათი, როცა მე შენ შეგხვდი. ღმერთმა უშენოდ ერთი საათიც ნუ მაცოცხლოს...
22/06/2024

ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს 📩

"დაილოცა ის საათი, როცა მე შენ შეგხვდი. ღმერთმა უშენოდ ერთი საათიც ნუ მაცოცხლოს. ან რატომ უნდა ვიცოცხლო უშენოდ. მე ხომ ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე…
უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, თუნდაც მინდოდეს. ცხოვრება ხომ ჩემთვის არსებითად შენა ხარ, ხოლო ცხოვრების გარეშე შეიძლება სიცოცხლე? ტყუილად კი არ გიწოდებ ჯადოქარს: თვით ჯადოქრობას მთელი თავისი ძალით არ შეეძლო ის გაეკეთებინა, რაც შენ ჰქმენ, ჩემო მშვენიერო და კეთილო გენიავ!"❤

"ჩემი შვილი - ტიაგო საოცარი ადამიანია. ერთხელ მითხრა, რომ არ უნდოდა მისთვის ძვირადღირებული ტელეფონები და ტანსაცმელები გვ...
22/06/2024

"ჩემი შვილი - ტიაგო საოცარი ადამიანია. ერთხელ მითხრა, რომ არ უნდოდა მისთვის ძვირადღირებული ტელეფონები და ტანსაცმელები გვეყიდა, რადგან იცოდა, თუ როგორი გაჭირვებიდან მოვდიოდი.

არასდროს უყვარს იმით ტრაბახი, რომ ჩემი შვილია, უნდა რომ თავად მიაღწიოს ყველაფერს ცხოვრებაში და არა ჩემი წყალობით.
ყოველთვის ცდილობს მის მეგობრებს, რომლებსაც რამე არ აქვთ, დაეხმაროს.

იცით, რა მითხრა?!
როცა თავისი შრომით იშოვიდა ფულს, იმ ფულით იმას მიყიდიდა, რაც მომწონს.
"მამა, შეიძლება შენ ეს ყველაფერი ახლაც შეგიძლია გქონდეს, მაგრამ როცა ამ ყველაფერს ჩემი შრომის შედეგად გიყიდი ეს ყველაზე მეტად გაგაბედნიერებსო…”" :-)

''წლების შემდეგ, როცა გამიხსენებენ, არ მინდა ვახსოვდე კარგი ფეხბურთელი, მინდა ყველას ვახსოვდე, როგორც კარგი ადამიანი, ეს საკმარისი იქნება ჩემთვის.''

ლეო მესი ⚽

წყარო: Movie World
გიორგი კვარაცხელია

⚽ გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი პენალტი
22/06/2024

⚽ გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი პენალტი

გოოოოოოოლ !!!

დაძაბულ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა შეძლო გოლის გატანა ტაიმის ბოლო წუთზე

🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

მამარდა !🥰⚽️გილოცავ საქართველო გიორგი მამარდაშვილი საქართველო - ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 🇬🇪⭐️Food-...
22/06/2024

მამარდა !🥰⚽️
გილოცავ საქართველო

გიორგი მამარდაშვილი საქართველო - ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 🇬🇪⭐️

Food-Ball

22/06/2024

მე არარაობად უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ:

• ცხოვრებამ ძალიან ადრეულ ასაკში მომაყენა დიდი იარა, როდესაც დაბადებისას ნახევარი სახე წამერთვა.

• მასწავლებლები გონებაჩლუნგ ბავშვად მთვლიდნენ.

• აგენტები და პროდიუსერები 7 წლის განმავლობაში ერთხმად მიმტკიცებდნენ, რომ თავი დამენებებინა ჯერ სამსახიობო კარიერისთვის, შემდეგ კი სცენარისტობისთვის.

• ქასტინგებზე მისულს, იმედებს მანამდე მიცრუებდნენ, სანამ ქურთუკს გავიხდიდი, პროდუსერები კი, ისე იწუნებდნენ
ჩემს სცენარებს, რომ ერთ აბზაცსაც კი არ კითხულობდნენ.

• სამუშაოზე ცრემლებს ვყლაპავდი.

• ზოოპარკში ლომების გალიებს ვწმენდდი.

• ყასაბად ვმუშაობდი.

• ეს იყო შვიდი უმძიმესი წელი ჩემს ცხოვრებაში.

• ცრემლებით, ოფლითა და საკუთარი თავის რწმენით სავსე - 7 წელი.

• თქვენც ვერაფერს მიაღწევთ მანამ, სანამ დიდი იმედგაცრუების პერიოდს არ გადაიტანთ ცხოვრებაში

შემდეგ?

• შემდეგ მთელი წელი 1600 დოლარზე ვცხოვრობდი - და დავწერე "როკი".

• გჯეროდეთ საკუთარი თავის! ✊

სილვესტერ სტალონე

ცუდი აზრები რომ გაიელვებს, უკუაგდეთ, გაატარეთ და გაიხსენეთ კარგი. მე წარმოსახვით ხშირად ვმოგზაურობ - იმ ადგილებს ვიხსენე...
22/06/2024

ცუდი აზრები რომ გაიელვებს, უკუაგდეთ, გაატარეთ და გაიხსენეთ კარგი. მე წარმოსახვით ხშირად ვმოგზაურობ - იმ ადგილებს ვიხსენებ სადაც ბედნიერი ვიყავი.

წლებია, დილაობით, სანამ ავდგები სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებ - ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, მერე წყვეტილად, შემდეგ ისევ ღრმად. ათი წუთი.
იცით, როგორ აწყნარებს ნერვულ სისტემას?! ყველა კუნთი ისვენებს. ამ ვარჯიშებს დასასვენებლად წამოწოლის დროსაც ვაკეთებდი.

იშვიათად ვბრაზდები. ვცდილობ არ გავბრაზდე, მაგრამ როცა გული მტკენია, არაფრით არ ვიწყებ ამაზე გაბრაზებული საუბარს. ერთ მეგობარზე გაბრაზებულმა, ამის სათქმელად მეორეს არ უნდა დაურეკო. დააცადე, ისედაც, მალე გადაგივლის. გადააფასებ, სხვა თვალით შეხედავ.

ვისაც ჩემი არ ესმის, არ ვუპასუხებ, სხვა თემაზე გადამყავს საუბარი.

მხოლოდ თავის მოვლით არ მიცხოვრია, ბევრი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ბევრი მიშრომია, ახლა გავზარმაცდი ცოტათი.
რაც არ უნდა გავიპრანჭო, ასაკი თავისას შვრება. ავადმყოფობები გადავიტანე. მაგრამ თავს თვითონ ვიძლიერებ.

მოერიეთ სირთულეს, განსაცდელი თვითონ მართეთ. ისე გაძლიერდით, რომ აიტანოთ. უფლის მონიჭებული სიმშვიდე შეინარჩუნეთ, გქონოდეთ სიყვარული, სინანული და იმედი. უიმედოდ ცხოვრება არ შეიძლება.

კირა ანდრონიკაშვილი (მსახიობი)

"რატომ ხუჭავს ადამიანი თვალს, როცა რამე აწუხებს ან სიამოვნებს? იქნებ იმიტომ, რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო და...
21/06/2024

"რატომ ხუჭავს ადამიანი თვალს, როცა რამე აწუხებს ან სიამოვნებს?
იქნებ იმიტომ, რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო დარჩეს თავის წუხილთან თუ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის."

ოთარ ჭილაძე

ყველა ადამიანს სურს ჰქონდეს იდეალური ცხოვრება. ამისთვის ბევრი რამ სულაც არაა საჭირო. 3 ნაბიჯი და ყველაფერი იდეალურად იქნ...
21/06/2024

ყველა ადამიანს სურს ჰქონდეს იდეალური ცხოვრება. ამისთვის ბევრი რამ სულაც არაა საჭირო. 3 ნაბიჯი და ყველაფერი იდეალურად იქნება:👇

ნებისმიერი გადაწყვეტილება ცხოვრებაში ღირებულებებიდან მოდის. ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ ჩვენი ღირებულებების გათვა....

Address

Tbilisi

Telephone

+995597997887

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Jolo.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Jolo.ge:

Videos

Share

jolo.ge

„ჟოლო“ - თქვენი პოზიტიური განწყობა :) ინტერნეტ ჟურნალი „ჟოლო“ შეიქმნა პოზიტიური გუნდის მიერ, რომლის მთავარი მიზანია მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, მოახდინოს საინტერესო ამბების პოპულარიზაცია, აღმოაჩინოს ახალი სახეები, იზრუნოს მკითხველის განწყობაზე. ჩვენ გპირდებით ბევრ სიახლეს, გართობას, ზრუნვას თქვენს პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე და ბევრ დადებით მუხტს. ჩვენ ვიქნებით თქვენი მეგზური, გვენდეთ!