16/07/2023
აბსოლუტურად ყველა, ქართველ ხალხთან ერთად, არის ერთ მხარს და „რუსული ოცნება“ არის პუტინის მხარეს, გოშია ძაღლის როლში! ____________________________
ვეხმაურები ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებს.
1. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის გენეტიკური მასალა გაჰქონდათ საავადმყოფოდან, შემდგომი კვლევისთვის და ეს მასალა ექიმს იმიტომ ჩამოართვეს, რომ მან ის წინდაში შეინახა. თუ გატანის უფლებას აძლევდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, სად შეინახავდა. უბრალოდ, არც აპირებდნენ მასალის გატანებას და ამიტომ ჩამოართვეს. ეს ფაქტი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ ფაქტის დამალვას.
_______________
2. ბატონი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ღარიბაშვილის თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინას განუცხადეს, რუსეთს რომ დაამარცხებ, მერე მიგიღებთ ნატოშიო. მისივე თქმით, თუ უკრაინა რუსებს დაამარცხებს, მერე ნატოში რაღა უნდაო!? ჯერ ერთი, უკრაინა უკვე მეორე წელია სწორედ ნატოს დახმარებით, წარმატებით იგერიებს რუსების ჯარებს. ნატო სრულადაა ჩართული უკრაინის მხარდაჭერაში, ერთადერთი კომპონენტის, ჯარისკაცების გამოკლებით. ნატო უმოკლეს ვადებში აშენებს თანამედროვე იარაღით და მართვის სისტემებით აღჭურვილ უკრაინულ არმიას, რომელიც ნატოს მოკავშირეობით, გამანადგურებლად დაამარცხებს რუსეთის ვითომ „უძლეველ“ ჯარს და ამას ძალიან მალე ვიხილავთ. ისიც ფაქტია, რომ ღარიბაშვილს და „რუსულ ოცნებას“ არ მოსწონს უკრაინის წარმატება და რუსეთს ქომაგობენ. ომის დაწყების დროს ქართველი ელჩიც იმიტომ არ გამოიწვიეს უკრაინიდან, რომ ის იჯდა საქართველოს საელჩოში და კიევის ქუჩებში მოკავშირე რუსების გამოჩენას ელოდა.
ღარიბაშვილის ლოგიკით, ნატოს წევრობა არც პორტუგალიას უნდა უნდოდეს, რომელსაც საუკუნეებია, არავისთან უომია და არააგრესიული, დემოკრატიული მეზობელი, ესპანეთი ჰყავს, რომელიც თვითონაც ნატოს წევრია. რა უნდა ნატოში პორტუგალიას, თუ არც მას ემუქრებიან და არც თვითონ აპირებს ომს? ეტყობა, ბატონმა ღარიბაშვილმა არ იცის, რომ ნატო თავდაცვითი, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია და ამ ბლოკში, პირველ რიგში, დემოკრატიული ქვეყნები ერთიანდებიან, სადაც თავისუფალი არჩევნები შიშისა და მოსყიდვის გარეშე ტარდება, რაც საქართველოში არ გვაქვს. ნატოს ქვეყნების ამოცანაა, ბლოკში შემავალმა წევრებმა მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატიული და ეკონომიკური პროგრესი შეინარჩუნონ. ნატო თავად არის მშვიდობის, სტაბილურობის და პროგრესის გარანტია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში განსაკუთრებით იკვეთება საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციის მყარი ტენდენცია და სად მიდის ეს მოსახლეობა ?! - ნატოს წევრ ქვეყნებში.
შეუძლებელია ღარიბაშვილის ამ პასაჟის სერიოზულად შეფასება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელია, მაშინ ყველაფერი ლოგიკაში ჯდება!
_______________
3. ბატონი კობახიძის განცხადებაზე: კობახიძემ განაცხადა, რომ გვარამია, არახამია და მიხეილ სააკაშვილი ერთად არიან. ახალი ამბავი! აბსოლუტურად ყველა, ქართველ ხალხთან ერთად, არის ერთ მხარს და „რუსული ოცნება“ არის პუტინის მხარეს, გოშია ძაღლის როლში. პუტინის ერთ-ერთი გოშიაა საქართველოში გავრილოვის ჩამომყვანი კობახიძეც.
ყველაფერი მალე შეიცვლება!