ინტერნეტის ეპოქამ და ტექნოლოგიურმა წინსვლამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საზოგადოება. ახალი ტექნოლოგიების განვითარება ზრდის მოთხოვნას ისეთი უნარების მქონე ჟურნალისტებზე, რომლებიც ახერხებენ მუშაობას მულტიპლატფორმებისთვის - შეუძლიათ ერთდროულად როგორც ტექსტის, ისე აუდიო და ვიდეოპროდუქციის წარმოება და მეტიც, შეუძლიათ გრაფიკის, ტექსტისა და აუდიო ვიზუალის ისეთი სახით გაერთიანება და გავრცელება, რომ
გასაგები იყოს ყველა შესაძლო პლატფორმისთვის: ვებისთვის, მობილურებისთვის, სოციალური ქსელებისთვის, პრესისთვის, რადიოსა და ტელევიზიისთვის, აუდიო და ვიდეოკასტისთვის. ჩვენი მიზანია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები უკეთ გაერკვნენ ჟურნალისტიკაში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ჟურნალისტური ნაწარმოების მომზადებისა და გავრცელების ფორმებში.
წარმოდგენილ გვერდზე ყოველდღიურად აიტვირთება არამხოლოდ აქტივობები, არამედ ჟურნალისტიკს დარგში მიმდინარე სიახლეები, სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული შრომები, თემატური ფილმების, კლიპების ბმულები, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც მედიით დაინტერესებულ ადამიანებს სფეროში ორიენტაციაში დაეხმარება. #კსუ-მულტიმედია_ცენტრის FB.გვერდი საუკეთესო პლატფორმაა იდეებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მოგვიწონეთ