🔴 პირდაპირი ეთერი: გამარჯობა ევროპა
🔴პირდაპირი ეთერი: გამარჯობა ევროპა
🔹 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა. ისინი მზიას და სხვა დაკავებულების მხარდასაჭერად ლინკოლნის მემორიალიდან თეთრ სახლთან მსვლელობით მივიდნენ.
🔹 აქციის მონაწილეებმა მზია ამაღლობელს წერილებიც დაუწერეს, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნიან.
🔹 “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 22-ე დღეა შიმშილობს!
🔹 „ქართული ოცების“ რეჟიმი გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები, გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. სამართალიც და სიმართლეც არის ჩვენ მხარეს. მეორე მხარეს არის ერთი კაცის ნების შემსრულებელი ძალოვანი სტრუქტურები“ - ეკონომისტი გიორგი ქადაგიძე თბილისის გასასვლელთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე
🔹 „ასეთი დღეების ატანა მოუწევთ ძალიან ხშირად, ვიდრე არ მივაღწევთ გამარჯვებას, რომელსაც საქართველოს დაბრუნება და რუსების რუსეთში გაშვება ჰქვია.“
🔹 თბილისის გასასვლელთან საპროტესტო აქცია დასრულებულია. დემონსტრანტები ახლა დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.
🔴 პირდაპირი ეთერი : ამბები ამ საღამოს
🔴 პირდაპირი ეთერი : ამბები ამ საღამოს
🔹 თბილისის გასასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
🔹 თბილისის გასასვლელთან შეკრებილი დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ.
🔹 „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც.
🔹 თბილისის გასასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.
🔴 პირდაპირი ეთერი : ამბები ამ საღამოს
🔴 პირდაპირი ეთერი : ამბები ამ საღამოს
🔹 დედაქალაქის გასასვლელთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
🔹 აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. ადგილზე შსს-ს განსაკუთრებული მობილიზებაა. სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის სრულად გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევენ.
📍 თბილისი,საქართველო | 02.02.2025