დიალიზზე დამოკიდებულთა აქცია ფოთში.
აქციის მოთხოვნაა: არ გაუქმდეს დიალიზის განყოფილება ქალაქში და არ მოუწიოთ მომსახურების სხვა ქალაქში მიღება, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალება არ აქვთ.
კლინიკა "ბომონდში," ბოლო 1 წლის განმავლობაში, რამდენიმე განყოფილება დაიხურა. დახურვის საფრთხის წინაშე დიალიზის განყოფილებაც დგას.
კლინიკის მენეჯმენტს მედპერსინალის რამდენიმეთვიანი დავალიანება აქვს, რასაც უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები აპროტესტებენ და საკუთარ ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა მენეჯმენტი მათ არც ეკონტაქტება.
#აქცია #ფოთი #დიალიზი #კლინიკა #ბომონდი
❗ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, რომელიც მერიის შენობაში გამართული დახურული და გაუმჭვირვალე შეხვედრებითაა ცნობილი, ჩვენს პლატფორმას, მერიის სხდომათა დარბაზის დატოვება, შეხვედრაზე მოწვეული ადამიანების შანტაჟით, კიდევ ერთხელ აიძულა.
‼️მან და კლინიკა "ბომონდის" მენეჯერმა, მამუკა მიქავამ, შეხვედრაზე მისულ მედპერსონალს (სადაც თავად მედპერსონალმა მიგვიწვია, როგორც მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია), ჩვენი იქ ყოფნის გამო, შეხვედრაზე უარი განუცხადა.
⭕შეხვედრაზე უნდა განხილულიყო კლინიკის ფინანსური პრობლემები, რის გამოც დაიხურა ბევრი განყოფილება და სამშობიაროც დახურვის საფრთხის წინაშეა, ასევე, მედპერსონალისთვის გასაცემი მრავალთვიანი სახელფასო დავალიანება.
❌თავდაპირველად, მათ დაცვის თანამშრომელს გააჟღერებინეს მოთხოვნა, დაგვეტოვებინა
აქციის მეორე დღე ფოთში
#არარუსულკანონს
📣სამეგრელოს ქუჩის მოსახლეობასთან ფოთის მერის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, მხარეებს განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.
🔴უცნობია, როგორ დასრულდა მერის მიერ მოთხოვნილი დახურული შეხვედრა, რაზეც მისივე მოთხოვნით, ჩვენი სამოქალაქო პლატფორმა არ დაიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ შეხვედრა ჩაიშლებოდა.
🔶მერის მოთხოვნას მოსახლეობა დათანხმდა და შეხვედრა, გუშინ, 19:00-ზე გაიმართა.
🟪ჩვენი პლატფორმისთვის შეხვედრის შედეგები უცნობია. ინფორმაცია არც ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე იძებნება.
🟢არც ამ შეხვედრის შემდეგ შეწყვეტილა სამშენებლო სამუშაოები ყოფილი ჰიდრომექანიზმების ტერიტორიაზე. იქ მძიმეწონიანი ტექნიკა დღესაც მუშაობს.
🔷შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს ქუჩის მოსახლეობა სამ კვირაზე მეტია საპროტესტო აქციას
🧩საკრებულოს წევრის,ნაბადის უბნის მაჟორიტარის, მალხაზ ფოჩხუას კომენტარი საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ.
🧩საკრებულოს თავჯდომარემ რეგლამენტის ამოწურვის მიზეზით სხდომა დახურა და მოქალაქე ციცინო ახალაიას ბოლომდე არ მოუსმინა
⭕ საკრებულოს წევრებს ქ-ნი ციცინოს პრობლემების გადაჭრის გზებზე არც უსაუბრიათ და სხდომის დარბაზი სწრაფი ნაბიჯებით დატოვეს
⭕ქ-ნი ციცინო საუბარში აღნიშნავს, რომ უკვე სამი წელია ცდილობს მერთან ან სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან შეხვედრას, თუმცა, უშედეგოდ, რაზეც საკრებულოს თავჯდომარემ უპასუხა, რომ მერი "კომუნიკაბელური ადამიანია და თუ არ იმყოფება ქალაქში, მხოლოდ ქალაქისთვის სასიკეთო მიზნით".
როგორც ციცინო ახალაიამ განაცხადა, მას ბოლომდე არც მოუსმინეს.
ფოთის საკრებულო / Poti City Council
🧩 ჯავახიშვილის მცხოვრები ქალბატონი ციცინო ახალია ფოთის საკრებულოს მიმართავს სიტყვით.
⭕ციცინო საუბრობს ნაბადის უბანში ეკოლოგიურად გაუსაძლის მდგობარეობაზე და მის გავლენაზე საკუთარ ჯანმრთელობაზე.
🧩პლატფორმის დამფუძნებლის ელისო ჯანაშიას სიტყვა საკრებულოს წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააწყვეტინეს და ამომწურავი პასუხი არ იქნა გაცემული, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა პეტიცია სრულად.
მათი თქმით, ბიუჯეტის შემოსავალი ამ პროექტისთვის საკმარისი არ არის
🧩ნაწყვეტი საკრებულოს სხდომიდან, სადაც განიხილებოდა პეტიცია შემოვლითი გზის მშენებლობის მოთხოვნით
🧩Live საკრებულოს სხდომიდან გაითიშა ,სადაც განიხილებოდა პეტიცია შემოვლითი გზის მშენებლობის მოთხოვნით, გთავაზობთ საკრებულო სხდომის ჩანაწერს რამდენიმე ნაწილად
⭕პლატფორმის დამფუძნებელმა, ელისო ჯანაშიამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, სადაც ალტერნატიული შემოვლითი გზის მნიშვნელობასთან ერთად სამეგრელოს ქუჩაზე ტერმინალის უკანონო მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კუმულაციურად სავალალო შედეგებს მოიტანს.
ტერმინალის მშენებლობა ფოთში, სამეგრელოს ქუჩაზე
🏭😷‼️ სამეგრელოს ქუჩის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ფოთში, ჰიდრომექანიზმების ტერიტორიაზე, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რასაც ნაბადის უბნის მოსახლეობის ნაწილი, რამდენიმე დღეა აპროტესტებს.
🏪⏱️მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებლობა დილის 6:00 -დან ღამის 24:00-მდე არ წყდება. მათ მიმდინარე მშენებლობის ხმაურიც აწუხებთ.
🎦 ტერმინალის მშენებლობის ადგილიდან.
#ფოთი #სამეგრელო #საქართველო #ტერმინალი #გარემო #საწარმო #დაბინძურება #ჰაერი #მშენებლობა
🏭😷‼️ სამეგრელოს ქუჩის მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ფოთში, ჰიდრომექანიზმების ტერიტორიაზე, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რასაც ნაბადის უბნის მოსახლეობის ნაწილი, რამდენიმე დღეა აპროტესტებს.
🏪⏱️მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებლობა დილის 6:00 -დან ღამის 24:00-მდე არ წყდება. მათ მიმდინარე მშენებლობის ხმაურიც აწუხებთ.
🎦 ტერმინალის მშენებლობის ადგილიდან.
"მაუწყებლის" სიუჟეტი ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მოსახლეობის მიერ გამართულ აქციაზე
🔴"მაუწყებლის" პოდკასტში, სამეგრელოს ქუჩის მოსახლეობის მიერ გამართული აქციის მიზეზებსა და პრობლემებზე საუბრობს სამოქალაქო პლატფორმა - "ფოთელები - საკუთარი უფლებებისათვის" დამფუძნებელი - ელისო ჯანაშია.
🟢მოსახლეობა, უკვე მეხუთე დღეა, პროტესტის ნიშნად ქუჩას კეტავს. ისინი წლებია, მძიმეწონიანი ტრაილერების გადაადგილებითა და სხვა დამაბინძურებელი საწარმოებით მიყენებულ ზიანს განიცდიან, რასაც დასახლებულ პუნქტთან ახლოს, მასშტაბური ტერმინალის მშენებლობა დაემატა.
🔴მოსახლეიბა ითხოვს, მათი სახლების უკან, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას.
#ფოთი #სამეგრელო #საქართველო #ტერმინალები #გარემო #საწარმოები #დაბინძურება #ჰაერი
❗️მოსახლეობას საცხოვრისებში ეჭრება ტერმინალები.
📹ვიდეო სამეგრელოს ქუჩიდან, რომლის მიმდებარედ, ჰიდრომექანიზმების ქარხნის ტერიტორიაზე, ნაყარი და საკონტეინერო ტვირთების ტერმინალი შენდება.
❗️❗️მოსახლეობამ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და სამნისტროს წერილით არაერთხელ მიმართა, თუმცა, რეაგირება არ მომხდარა. ამიტომაც მოსახლეობა, ამ დღეებში, გამაფრთხილებელ აქციას გეგმავს.
📍 "ტერმინალის მოწყობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით განცხადება სააგენტოში არ წარმოდგენილა" - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რამდენიმე თვის წინ, ასე გვიპასუხა.
📍 საააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიაზე რაიმე სახის საქმიანობაზე გადაწყვეტილება გაცემული არ არის. თუმცა,
რამდენიმე თვეა, რაც ქარხნის დემონტაჟი და შემდგომი სამუშაოები მიმდინარეობს იქ
ხანძარი ფოთში, 8 მარტის ქუჩასთან
*UPDATE: ამ ეტაპზე ხანძარი ჩამქრალია
ამ წუთებში ხანძარია ფოთში, 8 მარტის ქუჩის უკან. ადგილობრივების თქმით, მათ შენიშნეს სამი პირი, ვინც ცეცხლი ბალახებს წაუკიდა.
ფოთში დღეს ძლიერი ქარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები. ისინი იპატრულირებენ ცეცხლის ჩაქრობამდე, ცეცხლი მოსახლეობამდე რომ არ გავრცელდეს.
ფოთი
"დილას რომ ავდგები, ისეთი ხმაურია, თითქოს გემი ჩემს ეზოში შემოვა, ასე მგონია. 10 წლის წინ, როცა ბინა შევიძინე, ასე არ იყო" - ციცინო ახალაია.
"არის საშინელი ხმაური, მტვერი, საწვავის სუნი. სრული ანტისანიტარია, რადგან ღია წესით ხდება პურის მარცვლეულის ტრანსპორტირება. ისინი ხვდება საწვიმარ ჭებში და მერე ლპება" - დონარა კუჭავა
❌ ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ბოლო ათ წელიწადზე მეტია, ამ უბანში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, რაც ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტის გაფართოებითაა განპირობებული.
❌ ჩვენი სამოქალაქო პლატფორმა ფიქრობს, რომ პრობლემა ჯავახიშვილის ქუჩის ორი კორპუსის განსახლებით არ გვარდება. არც საკონტეინერო გადასახადის დაწესება ტრაილერებზე ან მათთვის უკეთესი გზის მშენებლობა ვიბრაციის შესამცირებლად, საკმარისი არ არის.
❌ პლატფორმა პრობლ