🍂 შემოდგომა სვანეთში
🍂 შემოდგომა სვანეთში
_______________
🎼 მუსიკის ავტორები: მადონა ჩამგელიანი და ილია ჯღარკავა.
ხის ოსტატი მულახიდან - კახა იოსელიანი
ℹ ხის დამუშავების ოსტატი კახა იოსელიანი, ევროკავშირის ENPARD პროგრამის საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც ქმნის როგორც სვანურ ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ავეჯსა და ნაკეთობებს.
🇪🇺 ევროკავშირისგან მიღებული 40 000 ლარიანი გრანტით მან საკუთრი საამქრო თანამედროვე დაზგა-დანადგარებით აღჭურვა.
🗣️ ,, პროექტი უნიკალური იყო, რომ არა ეს გრანტი ამ ძვირადღირებულ დანადგარებს მე ვერ შევიძენდი. მაგალითად ერთ-ერთი დანადგარი - „ფუგანი“17 000 ლარი ღირს, ამ თანხის გამომუშავებას დაახლოებით ერთი წელი მოვუნდებოდი. ევროკავშირის დაფინანსებით შეძენილი დანადგარები იდეალურია სამუშაოდ, საგრძნობლად გამიმარტივა საქმე.“
🔹კახა იოსელიანი ევროკავშრის ENPARD პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტები რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ პრ
ევროკავშირის მხარდაჭერა სვანური ხორბლის ჯიშებისა და კულტურის გადასარჩნად.
🇪🇺 ბეჩოს თემის მკვიდრი გულადი გაბულდანი სვანური ხორბლის ჯიშებს აღადგენს და შექმნის ადგილობრივ ორგანულ ნაწარმს.
✅მან მონაწილეობა მიიღო საგრანტო კონკურსში რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში და თანადაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ,. საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე გულადი გაბულდანია, რომლის იდეა მოიცავდა ისეთი დავიწყებული და დაკარგვის პირას მყოფი კულტურის აღდგენა-გადარჩენას, როგორიცაა სვანური ხორბლის ჯიშები. 🌾
🗣️ ,,ადრე სოფელში თითო მოსახლეზე თითო წისქვილი მოდიოდა, იხვნებოდა ყველა მიწის ნაკვეთი და ხდებოდა ადგილობრივი ხორბლის ჯიშების მოყვანა. წლიდან წლამდე ადგილობრივი ხორბლით არსებობდა ხალხი. ძალიან კარგი ხორბალი მოდიოდა უშუალოდ ჩვენს სოფელში, ეს ვიცი მა
📣 მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭალაადის მიმართულებით - ლეხზარის მთაზე ორი დღეა ტყის მასას ცეცხლი უკიდია, ხანძრის ორ ჰექტარზეა გავრცელებული🔥
👩🏻🚒🏔 მეორე დღეა მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც ჩართული არის რეგიონული სამაშველო ჯგუფი და ვერტმფრენი. ინფორმაცია უცნობია ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციის შესახებ.
❌ რადგან აღნიშნულ ლოკაციაზე არ არის სატელეფონო კავშირი რადიო ,,ლილე” ვერ ახერხებს დაკავშირებას სამაშველო ჯგუფთან.
ელენე კვანჭიანის და მისი შშმ შვილის დასახმარებლად.
„წყლის არ გამოშვება და შეზღუდვა ნამდვილად ძალიან მწყინს, ჩვენ უწყლოდ არ ვარგივართ, ამ ბავშვთან ერთი წუთი არ შეიძლება წყლის გარეშე. რამდენი მიზიდია ვედროებით, ქეც დავეცი ამ ზამთარს, ვერ ვდგებოდი. ისე შემეშინდა მოტეხილი არ მქონდეს თქო რამე. მე არ ვიცი პირადად ვერავის დავაბრალებ ვინ გვითიშავს, მე ვერ ვხედავ, მაგრამ რომ არ მოდის და წყალი წყდება ეს ხომ ჩანს.“
„ამ დედაშვილს ვუვლი ნოემბრიდან, ძალიან რთულია, ორივეს ესაჭიროება მომვლელი. მე ჩამოვდივარ საჭმელი მომაქვს და ვუკეთებ ყველაფერს, მაგრამ მათ აუცილებლად სჭირდებათ ქალი, რომელიც მუდმივად მათთან იცხოვრებს და მოუვლის. ამ ეტაპზე, შეიქმნა წყლის პრობლემა. უწყლოდ აქ ვერ იმუშავებს ვერავინ მოგეხსენებათ, დედა-შვილი ორივე შშმ პირია და ისედაც ძნელია მათი ჰიგიენის დაცვა, უწყლოდ ხომ საერთოდ ვერაფერს გააკეთებ.
🧗 მიხეილ ხერგიანის მემორიალი - პანდემიის გამო ჩაშლილი ტურნირი განახლდა 🏆
🧗 მიხეილ ხერგიანის მემორიალი - პანდემიის გამო ჩაშლილი ტურნირი განახლდა 🏆
📢„მიდი“, „ბოლომდე“, „მაგარი ხარ, მაგარი“ - ამ შეძახილებით ამხნევებდნენ კლდის ძირში შეკრებილი გულშემატკივრები მიხეილ ხერგიანის მემორიალის მონაწილეებს. პანდემიის გამო გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მესტიაში, პირველად გაიმართა ოთხდღიანი ტურნირი მეკლდეურობაში, რომლის დასკვნით ეტაპზე, ბუნებრივ კლდეზე ცოცვაში, მიხეილ ხერგიანის თასი გათამაშდა. შეჯიბრში მხოლოდ ქართველი მეკლდეურები მონაწილეობდნენ, წელს ტურნირმა უცხოელების გარეშე ჩაიარა.
„წელს მაინც მოვახერხეთ, როგორც შევძელით. ბავშვები ცოტანი ჩამოვიდნენ, ის რაოდენობა არაა, როგორც იყო. უნდა ჩამოსულიყო აზერბაიჯანის გუნდი, სომხეთის გუნდი, უკრაინიდანაც ჩამოდიან ხოლმე, თუმცა წელს ალბათ კოვიდის გამო თავი შეიკავეს და
ნარგის ნიგურიანმა და მაია კახიანმა მესტიის მერიას სასამართლო დავა მოუგეს
‼ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის მიერ, სამსახურიდან ნარგის ნიგურიანისა და მაია კახიანის გათავისუფლება უკანონოდ სცნო. სასამართლომ მერიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ნარგის ნიგურიანი და მაია კახიანი მესტიის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების დირექტორებად მუშაობდნენ. ისინი სამსახურიდან 2018 წლის 22 მარტს გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა 19 მარტს მათი გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელეები გათავისუფლებას მესტიაჭალა ჰესის წინააღმდეგ მათ აქტიურობას უკავშირებენ.
ნიგურიანმა და კახიანმა ზუგდიდის სასამართლოში საქმე 2019 წლის მარტში მოიგეს. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაადგინა, რომ მესტიის მერიამ ვერ დაასაბუთა რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელეთა გათავისუფ
ნინო ხვისტანი ადიშიდან
ნინო ხვისტანი ერთ-ერთი პირველია ქვემო ქართლიდან ადიშში დაბრუნებულთაგან ✌️ გარდაბანში იქაურ კლიმატთან და პირობებთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ. ადიშში ახლაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ - ისევ არ აქვთ გამართული და უსაფრთხო გზა, სატელეფონო კავშირი, ინტერნეტი.
„ტურიზმი რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, 2-3 სახლზე მეტი ახლაც არ იქნებოდა სოფელში. ნასახლარები დარჩებოდა, როგორც ამ დანგრეულ სახლებს უყურებთ. მშენებლიბა აქ ადვილი არ არის, პირიქით, ძალიან რთულია. მარხილით ამოგვაქვს ტვირთი - ქვიშა, ხრეში, ცემენტი, ქვა, ყველაფერი ხარებით გვაქვს მოზიდული.
კოვიდმა ჩვენზე ძალიან ცუდი ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ დადებითი მხარეებიც ჰქონდა: თვითონ მოსახლეობამ თუ რამე გააკეთა ამ პერიოდში, საკუთარი ძალებით, შიდა გზების მოწესრიგება, ყანების შემოღობვა, ხვნა-თესვა, ყველ
ბავშვები დიზში ინტერნეტის გარეშე
🗻 სოფელი დიზი ლახამულის თემშია, მესტიიდან 48 კილომეტრში. 70-მდე ადამიანი ცხოვრობს, ბავშვებიც არიან და სტუდენტებიც, სკოლა კი აღარ აქვთ. მოსწავლეთა მცირე რაოდენობის გამო რამდენიმე წლის წინ დახურეს. პანდემიამდე ბავშვები დიზიდან ლახამულის სკოლაში დადიოდნენ. სკოლის მანქანით ყოველდღიურად 24 კილომეტრის გავლა უწევდათ.
#სვანეთისრადიო
ხერგიანების კომპლექსი მესტიაში
👉 ლეხთაგის უბანში ხერგიანების უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსის შუა საუკუნეების 24 მეტრიანი კოშკი ერთადერთია მთელს მესტიაში, რომელსაც 4 ქონგური აქვს. კომპლექსის პირველი ფოტოსურათი, 1888 წელს, ინგლისელ გეოგრაფ ფრეშფილდს აქვს გამოქვეყნებული თავის ნაშრომში კავკასიის შესახებ.
კომპლექსში მოქცეულია დიდი ოჯახის განვითარების ყველა საფეხური, როგორც სამეურნეო, ისე საერო და რელიგიური. 2 საბრძოლო კოშკის გარდა, აქ არის 5 მაჩუბი, საგვარეულო სასაფლაო და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, 4 კალო. სამხრეთით ორი კალოს ქვეშ ჭირნახულის შესანახი კამერა-ოთახებია, რომლის ნაწილიც მიწითაა ამოვსებული და გასუფთავება სჭირდება.
მაჩუბების უმეტესობას სახურავი არ აქვს და ინგრევა. კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
‼ ბოლო სარესტავრაციო სამუშაოები ძეგ