09/12/2023
თითოეული გათენებული დღე, ეს არის უფლის უდიდესი წყალობა და საჩუქარი. როდესაც იძინებ,შენ ხომ იმის გარანტია არ გაქვს რომ ხვალინდელი დღე დადგება? თუმცა გჯერა....იმედი გაქვს და წინასწარ გეგმავ უკვე ხვალ,ზეგ,მაზეგ რა გააკეთო... ჩვენ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს,ხშირად უკმაყოფილოები ვართ და ცხოვრებას გადავაბრალებთ ხოლმე ყველაფერს, არ გვიყვარს განსაცდელები,გამოცდები,სირთულეები.... ოდნავ რომ რაღაც წამოგვტკივდება ხან იმაზეც კი ვბუზღუნებთ. მცირედი არ გვაკმაყოფილებს,რაც მეტი გვაქვს უფრო მეტი და მეტი გვინდა კიდევ... იმას კი არ ვფიქრობთ რომ უამრავი ადამიანი ჩვენნაირ ცხოვრებაზე ოცნებობს. იცით,რამდენ ადამიანს ენატრება თბილი ლოგინი,საჭმელი,მშობლების სითბო და სიყვარული? იცით რამდენი ადამიანია დაავადებული განუკურნებელი სენისგან?
რატომ არ გვტკივა სხვისი ტკივილი,რატომ ვერ განვიცდით? რით ვერ გამოვფხიზლდით,სადავართ? განა ჩვენც ის სისხლი არ გვიდუღს რომლებმაც არ დაინდეს ღმერთი? შენ გამო,ჩემ გამო და ყველას გამო არ ეწამა უფალი? თუ დაგვავიწყდა რამდენი დამცირება,უარყოფა,დაცინვა,შეურაწყოფა,ღალატი და ტკივილები გადაიტანა მან? ჩვენი ცოდვების გამო ეცვა ჯვარს და იტვირთა ეს ყველაფერი... რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით.... ამ ყველაფრის მიუხედავად უფალს მაინც უყვარდა ყველა,თავმდაბალი იყო და ზუსტად ამ სიმდაბლითა და სიბრძნით იცნეს ის. ჯვარზე როცა იყო მაშინაც კი ამბობდა: მამაო მიუტევე,რამეთუ არ იციან რას აკეთებენ. ჩვენ ვპატიობთ ერთმანეთს შეცდომებს? ხშირად წვრილმანი რამის გამოც კი ვჭამთ ერთი-მეორეს და უარესიც,ვკარგავთ....
სამწუხარო კი ისაა რომ ადამიანებმა ყველაფრის უნარი დავკარგეთ.
სიყვარულის,პატიების,ერთგულების,სითბოს,ღიმილის და ასე შემდეგ... ეს დრომ კი არ მოიტანა,ჩვენი ბრალია-ადამიანების.... პატიება ყველაზე დიდი ნიჭია,ეგ ყველას არ შეუძლია.....ხანდახან ჩემი თავის მიკვირს,როგორ ვბედავ და ვეურჩები უფალს,უამრავ ცოდვას ჩავდივარ და თან ვამბობ რომ მისი მჯერა...
რა, მე თუ აღსარებას ვაბარებ,ეკლესიაში მივდივარ სანთელს ვანთებ და წირვას ვესწრები მორწმუნე ვარ? იმისი იმედი უნდა მქონდეს რომ გადავრჩები? თუკი ვინმეს დავეხმარები და რაიმე სიკეთეს გავაკეთებ კარგი ვარ და მადლობას და აბლოდისმენტებს ვიმსახურებ? ჩვენ უნდა შევიცვალოთ,სხვა ადამიანები უნდა გავხდეთ. იცით ეს რა მტკივნეული პროცედურაა? მაგრამ თუ გვინდა ღმერთთან სიახლოვე,ჩვენში ყველანაირი უკეთური მისწრაფება და სურვილები უნდა ამოვგლიჯოთ.... რად გინდა ის,რაც შენ ღმერთს დაგაშორებს? მახსოვს მამა გაბრიელის სიტყვები,ერთი ადამიანიც რომ გძულდეს,მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფეველისგან შორს ხარო. აი ასე არის ეს,ადამიანი კი არუნდა გვძულდეს,ცოდვა უნდა გვძულდეს,მასში ის ცოდვა უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი,ერთმანეთი თუ გვეყვარება და ვილოცებთ ერთმანეთისათვის,რაოდენ ძლიერები ვიქნებით... ხოლო როცა ერთმანეთს ვმტრობთ,ბოროტი უცებ გვერევა ......
ყველა დავატარებთ გულით ჩვენს ჯვარს,ზოგს მძიმე ეჩვენება და ზოგს მსუბუქი.....მგონია რომ სიყვარული ყველა ცოდვას ფარავს,მგონია რომ უსიყვარულოდ ადამიანი გამხმარ ხეს გავს,რომელიც მოჭრეს,დაწვეს და ფერფლად აქციეს....ბევრი ალბათ იტყვის ჩვენ ისეთ რთულ დროში ვცხოვრობთ ამ ყველაფრის შესრულება წარმოუდგენელიაო,ბევრსაც სისულელედ მოეჩვენება,იფიქრებს წმინდანი ხომ არ ვარ რომ ეს ყველაფერი შევძლოო... გახსოვდეთ რომ მთავარია რწმენა,რწმენა არასოდეს არ დაკარგოთ,ქრისტე ეძებეთ,უფალს ჩაეჭიდეთ,გაამაგრეთ თქვენი გულები და ყველაფერი კარგად იქნება.... ჩვენ უნდა ვიყოთ მგლოვარენი ჩვენი ცოდვების მიმართ,განუწყვეტლივ უნდა ვლოცულობდეთ და უფალს ვევედრებოდეთ რომ შეგვიწყალოს.... სხვა არაფერი არ გინდა,არ ინდომო,ჩვენი ბედნიერება მხოლოდ ღმერთთან სიახლოვეშია....