Imervizia

Imervizia ახალი ამბების გვერდი იმერპოსტი/imerpost საინფორმაციო გვერდი ჭიათურა - მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე.

Address

Chavchavadzis 24
Chiat'ura
5500

General information

ჭიათურა მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით).ქალაქის მოსახლეობა ამჟამად კი მისი მოსახლეობა 19, 587 კაცია (2008). ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება კი განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. 1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურა რკინიგზი სადგურ შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50% -ს აღწევდა. XIX საუკუნეში განაშენიანებული მხოლოდ მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარე იყო, ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ. ამ ნაწილში ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი შემორჩენილია. 1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში[4]. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. 1964 წელს ჭიათურა ტროლეიბუსის ხაზით დაუკავშირდა საჩხერეს. ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1921 წლიდან ჭიათურაში აღინიშნება ქალაქის დღესასწაული „ჭიათურობა",რომელსაც ცნობილი ქართველები და ჭიათურასთან დამეგობრებული ქალაქების წარმომაგდენლები ესწრებიან. 1924 წელს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო ჭიათურაშიც. 3 დღის განმავლობაში ჭიათურლებმა შეძლეს შეეკავებინათ აჯანყების ჩასახშობად თბილისიდან გამოგზავნილი სადამსჯელო რაზმები, თუმცა მე-4 დღეს საქართველოს ცეკას გამოგზავნილმა ჯარისკაცებმა ჩაახშეს აჯანყება და სასტიკად გაუსწორდნენ გამოსვლებში მონაწილე ხალხს, დახვრიტეს 2000-მდე ჭიათურელი. ქალაქის მოსახლეობა 1989 წლის მონაცემებით შეადგენდა 29 000, ამჟამად კი მისი მოსახლეობა 19, 587 კაცია (2008). In 1879 the Georgian poet Akaki Tsereteli explored the area in search of manganese and iron ores, discovering deposits in the area. After other intense explorations it was discovered that there are several layers of commercially exploitable manganese oxide, peroxide and carbonate with thickness varying between 0.2 m (0.66 ft) and 16 m (52 ft). The state set-up the JSC Chiaturmanganese company to manage and exploit the huge deposit. The gross-balance of workable manganese ores of all commercial categories is estimated as 239 million tonnes, which include manganese oxide ores - 41.6%, carbonate ores - 39%, and peroxide ores - 19%.[1][2][2][3] As a result, the company developed a rail link to transport manganese ore to the ferro-alloy plant in Zestaphoni, which operated today by Georgian Railways is fully electrified. Manganese production rose to 60% of global output by 1905. In Chiatura are located the Tsereteli State Theater, 10 schools, Faculty of the Georgian Technical University, and the Mgvimevi Cathedral (10th-11th centuries). During the 1905 Russian Revolution Chiatura was the only Bolshevik stronghold in mostly Menshevik Georgia. 3,700 miners worked 18 hours a day sleeping in the mines, always covered in soot. They didn't even have baths. Joseph Stalin persuaded them to back Bolshevism during a debate with the Mensheviks. They preferred his simple 15 minute speech to his rivals' oratory. They called him 'sergeant major Koba'. He set up a printing press, protection racket and 'red battle squads'. Stalin put Vano Kiasashvili in charge of the armed miners. The mine owners actually sheltered him as he would protect them from thieves in return and he destroyed mines whose owners refused to pay up.[4] In 1906 a gold train carrying the miners' wages was attacked by Kote Tsintsadze's Druzhina (Bolshevik Expropriators' Club). They fought for two hours, killing a Gendarme and soldier, and stealing 21,000 roubles.[5] The miners went on a successful 55 day strike June–July 1913. They demanded an 8 hour day, higher wages and no more night work. The police allowed the RSDRP to lead the strike provided they didn't make any political demands.[6] They were supported by fellow strikers in Batumi and Poti.[7] Чиатура (груз. ჭიათურა) — город в Грузии, в Имеретии. Население — 19 587 жителей (2008 год). Расположен в ущелье реки Квирила (приток Риони) и на прилегающих плато; расстояние до Тбилиси по железной дороге — 220 км. Железнодорожная станция на ветви Зестафони — Сачхере (от линии Самтредиа — Хашури) Грузинской железной дороги. Районы Чиатура связаны с центральной частью города пассажирскими воздушно-канатными дорогами.

Telephone

+995595253435

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Imervizia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Imervizia:

Videos

Share

ქალაქის ისტორია

ჭიათურა - მდებარეობს ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობაში, ზღვის დონიდან 340-500 მეტრზე, გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თბილისიდან 220 კმ-ის დაშორებით (რკინიგზით). ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო ტემპერატურაა +13%, იანვარი +2%, ივლისი +23%, აბსოლუტური მინიმუმი -20, აბსოლუტური მაქსიმუმი +42 ნალექები 1100 მმ. წელიწადში. Xby ads ქალაქ ჭიათურის მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ჭიათურაში და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს.არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველეს თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ. მნახველი განცვიფრდება, თუ როგორ შესძლო ადამიანმა მიუვალ კლდეებში თვალუწვდენ სიმაღლეზე გამოეკვეთა მრავალი გამოქვაბული, ამ გამოქვაბულებში შესვლა დღეისათვის მხოლოდ გამოცდილმა მთასვლელებმა მოახერხეს თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით. 2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა გამოქვაბულში დღესაც გრძელდება ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება კი განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. 1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურის რკინიგზის სადგურ შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50% -ს აღწევდა. XIX საუკუნეში განაშენიანებული მხოლოდ მდინარე ყვირილის მარჯვენა მხარე იყო, ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ. ამ ნაწილში ისტორიული განაშენიანება და ქუჩების ქსელი შემორჩენილია. 1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველ სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის. სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები. 1964 წელს ჭიათურა ტროლეიბუსის ხაზით დაუკავშირდა საჩხერეს. ჭიათურა ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1921 წლიდან ჭიათურაში აღინიშნება ქალაქის დღესასწაული „ჭიათურობა",რომელსაც ცნობილი ქართველები და ჭიათურასთან დამეგობრებული ქალაქების წარმომაგდენლები ესწრებიან. 1924 წელს საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო აჯანყება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. 28 აგვისტოს აჯანყება დაიწყო ჭიათურაშიც. 3 დღის განმავლობაში ჭიათურლებმა შეძლეს შეეკავებინათ აჯანყების ჩასახშობად თბილისიდან გამოგზავნილი სადამსჯელო რაზმები, თუმცა მე-4 დღეს საქართველოს ცეკას გამოგზავნილმა ჯარისკაცებმა ჩაახშეს აჯანყება და სასტიკად გაუსწორდნენ გამოსვლებში მონაწილე ხალხს, დახვრიტეს 2000-მდე ჭიათურელი. ქალაქის მოსახლეობა 1989 წლის მონაცემებით შეადგენდა 29 000, ამჟამად კი მისი მოსახლეობა 19, 587 კაცია (2008). Xby ads ქალაქის ეკონომიკის განვითარებაში ძირითად როლს თამაშობს მანგანუმის საბადო, რომელშიც დასაქმებულია 3 500 ადამიანი. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში . ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ფეროშენადნობთა ქარხანას. ამჟამად ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი საქართველოს საერთო ექსპორტის 10%-ს შეადგენს. ჭიათურაში მოიპოვებენ უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად, ქალაქის მახლობლად სალიეთის მარმარილოს საბადოა, რომელიც ღია კარიერული წესით ამუშავებს წითელ, ვარდისფერ და რუხ მარმარილოს, ქალაქში არის აგრეთვე საშენი მასალის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები - სილიკატური აგურის ქარხანა, სამკერვალო და ბაიხის ჩაის პირველადი დამუშავების ფაბრიკები, პურის, ხორცის, რძის და ადგილობრივი მრეწველობის კომბინატები და სხვა. ჭიათურაში გადის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი, ქალაქზე გადის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს, შიდა საქალაქო ტრანსპორტია ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან. ჭიათურაში არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში ფუნქციონირებს რეგიონალური ტელეკომპანია იმერვიზია, ჭიათურაში გამოდის გაზეთები: „საშევარდნო“, „მაღაროელი“ და „ჭიათურა“(დაარსდა 1924 წელს). ქალაქში არის კულტურის დაწესებულებები: აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრი, კინო-თეატრი,რიტუალების სასახლე, მხატვრის სახლი, ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და კულტურის სასახლე. ჭიათურაში მოსწავლეთა კულტურულ აღზრდას ემსახურება კულტურის ცენტრთან არებული "მსახიობთა სკოლა", ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი "ჩანგი", ხალხური ცეკვის ანსამბლები: "მერცხალი", "ფესვები" და "ანსამბლი-XXI", ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "იმერეთი",საესტრადო სიმღერის შემსწავლელი სკოლა "ნატვრისთვალი" სამეჯლისო-სპოტრული ცეკვების სტუდიები: "დანს-ფორუმი", "გრაცია" და "ელეგანტი". ქალაქში ფუნქციონირებს მოსწავლეთა თვითმმართველობა. ჭიათურის შესასვლელში დგას დიდების მემორიალი. ქალაქში არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები, კავშირგაბმულობის განყოფილება, ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, ასევე ჭიათურის სამთო მეტალურგიული სასწავლებელი. ქალაქში არის 9 საჯარო სკოლა და ერთი სკოლა პანსიონი, 1 კერძო სკოლა, 1 სასულიერო სკოლა, 1 გიმნაზია, 3 სასპორტო, 3 სამუსიკო და 2 სამხატვრო სკოლა, 13 საბავშვო ბაღი. ქალაქ ჭიათურის სკოლებში სწავლობს დაახლოებით 4000-მდე მოსწავლე, ასწავლის 500-მდე მასწავლებელი. Xby ads ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის დაწესებულებები: ქალაქის პოლიკლინიკა, სანატორიუმ-პროფილაქტორიუმი, ამბულატორია, ჭიათურა-საჩხერის რეგიონის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, 5 სტომატოლოგიური კაბინეტი, ბავშვთა პოლიკლინიკა, სამშობიარო სახლი, ფსიქონერვოლოგიური კლინიკა, მასაჟის ცენტრი, ტუბდისპანსერი, 3 ძველი და ერთი ახალი მრავალპოფილიანი საავადმყოფო ჭიათურაში არის საფეხბურთო კლუბი „ჭიათურა". მოქმედებს საფეხბურთო, სარაგბო, საკალათბურთო, საჩოგბურთო, კრივის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის,ცურვის, კარატისა და მძლეოსნობის სკოლები. ქალაქს აქვს ცენტრალური სტადიონი გათვლილი 11 700 მაყურებელზე, ასევე სარეზერვო სტადიონი გათვლილი 2 500 მაყურებელზე. 1892 წელს ინგლესელებმა, ჭიათურაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს მე-19 საუკუნის დამლევიდან იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა "Forward and Salinas"-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ჩოგბურთი შემოიტანა. გამოჩენილი ინგლისელი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი, რომელიც ჭიათურაში მოღვაწეობდა თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი - აკაკი წერეთელი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა. ჭიათურაში დაიბადნენ: მარიკა ბარათაშვილი — პოეტი, დრამატურგი. გიორგი ჭოღოშვილი — მათემატიკოსი და პედაგოგი. იუზა ღვალაძე - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით კირკიტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, სამართალმცოდნე იეგუდიელი (მეუფე) - სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ეპისკოპოსი ცირა სუქნიძე - მის საქართველო 2009 აკაკი (კაკო) ბაქრაძე - თეატრისა და კინოს მსახიობი არჩილ გომიაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი მიხეილ ვაშაძე- თეატრისა და კინოს მსახიობი ანზორ კავსაძე - დირიჟორი, მომღერალ-მგალობები დავით გამრეკელი - მომღერალი, კომპოზიტორი ჭიათურაში მოღვაწეობდნენ: იან ჰომერი - საქართველოს ჩოგბურთის ფუძემდებელი, დამსახურებული მწვრთნელი კიტა აბაშიძე - კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ალექსანდრე კავსაძე — ლოტბარი, მომღერალ-მგალობელი გრიგოლ ტყაბლაძე — თეატრისა და კინოს მსახიობი თამარ აბაშიძე - თეატრისა და კინოს მსახიობი ალექსანდრე წუწუნავა - მსახიობი, რეჟისორი, ჭიათურის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერიან შალიკაშვილი - დრამატურგი,ჭიათურის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე იმედაშვილი- მსახიობი, ტრაგიკოსი, ჭიათურის დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი


Other Media/News Companies in Chiat'ura

Show All