ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ქართ? Throughout the centuries, Georgia became a country where Europe not only meets Asia geographically but also culturally.
(1)
Address
Chavchavadze Street 52
Batumi
6004
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when geodance.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Business
Send a message to geodance.ge:
Videos
Shortcuts
Category
“ინტერნეტ მედია ტელევიზია”
ინტერნეტ მედია ტელევიზია: https://geodance.ge
ვებ-სივრცეში გაჩნდა ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ და მათ მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის ნახვა მხოლოდ ინტერნეტშია შესაძლებელი.
დღესდღეობით ძალიან ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ინტერნეტ-ტელევიზია მომავლის ტელევიზიაა. მართალია, დღესდღეობით საქართველოში კომპიუტერების რაოდენობას ტელევიზორების რაოდენობა ჯერ კიდევ აჭარბებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მომავლის ტელევიზიას ქართულ ვებ-სივრცეში საფუძველი უკვე ჩაეყარა.
პირველი ინტერნეტ-ტელევიზია "GEODANCE.GE" (https://geodance.ge) ქართული ცეკვის კულტურის საერთაშორისო ცენტრის და ახალგაზრდა ქორეოგრაფთა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2020წლის 25 მარტს გავიდა.ცენტრმა, რომელიც მივიწყებული ქართული კულტურის, ისტორიის, ენისა და ტრადიციების მიმართულებით მუშაობდა, ეს საკითხები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს დაუკავშირა და დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგომი ლაზური დიალექტის გადარჩენის მიზნით, ინტერნეტ-ტელევიზია დააარსა. ინტერნეტზე კი არჩევანი მისი სპეციფიკიდან გამომდინარე შეჩერდა: იქიდან გამომდინარე რომ მსოფლიოში განვითარებულია ინტერნეტი და, ამასთან, მისი დახმარებით ტელევიზიის ყურება შესაძლებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-სივრცე გაცილებით თავისუფალია: "მას არ სჭირდება სიხშირე, ლიცენზიები, აქ გამორიცხულია ცენზურა..ძალიან მალე ინტერნეტი მასმედიის მძლავრ საშუალებად იქცევა, ქართულ ვებ-სივცეში კი ამ კუთხით პირველი ნაბიჯი ჩვენ უკვე გადავდგით".ინტერნეტ-აუდიტორია მალე გაუტოლდება სატელევიზიო აუდიტორიას. ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სატელევიზიო ეთერის ორგანიზებისთვის, კატასტროფულად დიდია ინტერნეტ-ფორმატში მაუწყებლობის ორგანიზებისთვის საჭირო ხარჯებთან შედარებით. ინტერნეტ-ტელევიზიას ფუნქციონირებისთვის სჭირდება გაცილებით ნაკლები ტექნიკური და ადამიანური რესურსები. ასე რომ, ამ სფეროს განვითარებას სულ ახლო მომავალში უნდა ველოდოთ", რომ დღეს არსებული ქსელების გამტარუნარიანობა და უახლესი ვიდეო კომპრესიის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ინტერნეტ-მაუწყებლობა მარტივად და იაფად განხორციელდეს. რაც შეეხება მათ, ვისაც ინტერნეტ-ტელევიზიის შექმნა სურთ და აინტერესებთ რა არის საჭირო ამ საქმიანობის დასაწყებად: როგორც მამუკა მონავარდისაშვილი აღნიშნავს, ტექნიკურად ინტერნეტ-მაუწყებლობის გასახორციელებლად საკმარისია მძლავრი სერვერი, დიდი გამტარუნარიანობის შეერთება ლოკალურ და გლობალურ ქსელთან და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მედიასტრიმინგის უზრუნველსაყოფად. ხოლო ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტ ტელევიზიის ორგანიზებასთან, პირდაპირპროპორციულია იმ რიცხვისა, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ერთდროული მომხმარებლების რაოდენობას.