TV Mtvare

TV Mtvare ტელეკომპანია "მთვარე" აჭარიდან.

ტელევიზია ხალხისთვის! ვემსახურებით საქართველოს! ტელეკომპანია "მთვარე"

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო
14/12/2023

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო

10/07/2023

ღია სცენა „თაკარა“ ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს“ 6 აგვისტომდე უმასპინძლებს.
იხილეთ განახლებული პროგრამა და ქორეოგრაფიული იმპროვიზაციები, TV მთვარეს სიუჟეტში.

გივი ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 1933 წლის 15 მაისს დაიბადა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი და საქართველო...
15/05/2023

გივი ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 1933 წლის 15 მაისს დაიბადა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი და საქართველოს სახალხო არტისტი დღეს 90 წლის გახდებოდა.
#გივიბერიკაშვილი #გივიბერიკაშვილი

02/04/2023

რა ყოფილა გურია... 😊

🌨 30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბა...
30/03/2023

🌨 30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

❗❗მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადმცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე.

21/03/2023

სუხიშვილები - ახალი თაობა

7 აპრილს, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე თევზის ფესტივალი ჩატარდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „...
17/03/2023

7 აპრილს, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე თევზის ფესტივალი ჩატარდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ და საკალმახე მეურნეობა “სოფოს კალმახის” დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ განუცხადა, ღონისძიება აჭარაში 3 წელია არ ჩატარებულა, შესაბამისად, წელს ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

„ფაქტობრივად, ბოლო 3 წელი ვერ ჩავატარეთ თევზის ფესტივალი. თავიდან, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, შემდეგ უკვე რუსეთ-უკრანის ომმა, რადგან სადღესასწაულო გარემოება არ იყო არც მსოფლიოში და არც ჩვენთან. აქედან გამომდინარე, წელს ვგეგმავთ საკმაოდ პომპეზურ ღონისძიებას“, – აღნიშნა სოფო დიასამიძემ.

მან ფესტივალის დაარსების მთავარ იდეაზეც ისაუბრა. „გვინდოდა რომ თევზის კვებით ღირებულებაზე გაგვესვა ხაზი. ამიტომ, ჩვენს ფესტივალში არა მხოლოდ ფერმერები, არამედ რესტორნებიც მონაწილეობენ. წელსაც, გვეყოლება 20-მდე მონაწილე – ჩამოვლენ ფერმერები, ჩამოიტანენ მათ ნაწარმს და გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე წარმოდგენილები იქნებიან რესტორნებიც, ჩატარდება თევზის მომზადების მასტერკლასები, იქნება გასართობი აქტივობებიც“, – აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფორეჯის“ და საკალმახე მეურნეობა “სოფოს კალმახის” დამფუძნებელმა, სოფო დიასამიძემ.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორებს ის 3 წელი, რომელიც ჩავარდა და ფესტივალი არ ჩატარებულა, აძლევს იმის სტიმულს, რომ აღნიშნული აქტივობა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადონ.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცი...
12/03/2023

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას აძლევს.

“რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას გასცემს. თუ თქვენ უკვე საქართველოში იმყოფებით, რეკომენდაციას ვიძლევით მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, თბილისისა და ბათუმის ისტორიულ, ცენტრალურ უბნებში”. – წერია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თუ...
01/03/2023

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მ.უ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 6 კილოგრამი ვერცხლის ზოდები, ასევე ოქროს მონეტები/ოქროს ნაკეთობები ( საერთო წონით 6 261 გრამი ), ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალი მჭიდით და 113 ცალი ვაზნა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტომობილის საბარგულში მალულად ჰქონდა განთავსებული.

არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 090 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ტელეკომპანია „მთვარე“ იწყებს კომუნიკაბელური, ენერგიული, თავისუფალი, გამოცდილი და გამოუცდელი, შედეგებზე ორიენტირებული კან...
01/03/2023

ტელეკომპანია „მთვარე“ იწყებს კომუნიკაბელური, ენერგიული, თავისუფალი, გამოცდილი და გამოუცდელი, შედეგებზე ორიენტირებული კანდიდატების მიღებას სტაჟირებაზე, დასაქმების მიზნით ბათუმში !

პოზიციები:

• ჟურნალისტი (გოგონა)

• ლოკაცია: ხელვაჩაური-ბათუმი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

• მიზანდასახულობა (კონკრეტულობა)
• პუნქტუალურობის მაღალი გრძნობა
• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
• ათვისება-შესწავლის უნარი
• გამართული მეტყველება (პრიორიტეტულია)
• კომუნიკაბელურობა უცხო ადამიანებთან
• ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები:

• გუნდური მუშაობის უნარი;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
• პრეზენტაბელურობა;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: [email protected]

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი კითხვებისთვის, დაგვიკავშირდით!

პირადი შეტყობინების სახით

01/03/2023

ბავშვი რომელიც იზრდება ველურად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და...
01/03/2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.

I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2023 წლის 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

II ეტაპი – რეგისტრაცია 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი – 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

პოლონეთში, პოზნანის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე ოთხი ადამიანი, რომლებიც თ...
24/02/2023

პოლონეთში, პოზნანის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე ოთხი ადამიანი, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ბრალდებულები ფულს ხანდაზმულ ადამიანებს სძალავდნენ. დაკავებულებს შორისაა 44 წლის ქართველი მამაკაცი.

ოთხივე დაკავებულს ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს, მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.

უბედური შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. “TV Mtvare”-ის ინფორმაციით, დაიხრჩო გოგო, რომელიც ზღვაში ძაღლის გადასარჩენა...
24/02/2023

უბედური შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. “TV Mtvare”-ის ინფორმაციით, დაიხრჩო გოგო, რომელიც ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, გოგოს ამ დრომდე ზღვაშია გაუჩინარებული და მას მაშველები ეძებენ.

ადგილობრივთა თქმით, გოგო წყალში ძაღლის გადარჩენის მიზნით შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

საქართველოს დროით, 02:54 საათზე მაღალმთიან აჭარაში 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო.ბიძგები ხულოს მუნიციპალიტეტის...
21/02/2023

საქართველოს დროით, 02:54 საათზე მაღალმთიან აჭარაში 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო.

ბიძგები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ძირკვაძეებში დაფიქსირდა.

ბათუმში, ივანე მესხის 14 ნომერში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა 30-მდე ოჯახმა გზისა და სანიაღვრე არხის მოწესრიგების მოთ...
21/02/2023

ბათუმში, ივანე მესხის 14 ნომერში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა 30-მდე ოჯახმა გზისა და სანიაღვრე არხის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წვიმის დროს ტერიტორია იტბორება და გადაადგილება უჭირთ. მათივე ინფორმაციით, არაერთხელ მიმართეს მთავრობას, თუმცა უშედეგოდ.

“გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. როგორც კი გაწვიმდება, გარეთ ვერ გამოვდივართ, ვერც ბავშვები მიგვყავს სკოლაში და ბაღში, ვერც სამსახურში მივდივართ. ვითხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება. სანიაღვრე არხი გააკეთონ ისე, როგორც იყო”- აცხადებს ადგილობრივი მადონა დიასამიძე.

აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოდებოდა. მისი განცხადებით, კერძო კომპანიამ. საკუთარი ბიზნესინტერესის გამო, სანიაღვრე არხი გააუქმა, რის გამოც გზა დაიტბორა.

“დაახლოებით 30-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადამიანები ვერ გამოდიან და ვერ შედიან საკუთარ საცხოვრებელ ფართში.

თვეზე მეტია ეს ადამიანები ამ მდგომარეობაში არიან და არავინ რეაგირებას არ აკეთებს. დღეს გადაწყვიტეს, თქვენი, ჟურნალისტების საშუალებით, მიაწვდინონ ხმა ხელისუფლებას, რათა ამ ხალხს მიაქციონ ყურადღება.

ეს ყველაფერი გამოწვეულია კერძო კომპანიის მიერ, რომელმაც თავისი ბიზნესის განვითარებისა და მეტი ფულის შოვნისთვის, დაკეტა მთლიანად სანიაღვრე არხი და მოსახლეობა აღმოჩნდა ასეთგაუსაძლის მდგომარეობაში.
მივმართავთ ხელისუფლებას, აიღონ პასუხისმგებლობა და მიხედონ ხალხს”- აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when TV Mtvare posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Shortcuts

  • Address
  • Alerts
  • Contact The Business
  • Videos
  • Claim ownership or report listing
  • Want your business to be the top-listed Media Company?

Share