ამერიკის ხმა

ამერიკის ხმა ამერიკის ხმა გაწვდით საერთაშორისო სიახლეებს, ექსპერტების ანალიზსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.
(272)

„ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა. ის მულტიმედიურ პროგრამებს 45 ენაზე ავრცელებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის, რომელსაც თავისუფალ მედიაზე ხელი შეზღუდულად, ან საერთოდ არ მიუწვდება.

დაფუძნების დღიდან, 1942 წლიდან მოყოლებული, „ამერიკის ხმა“ მოვლენების მრავალმხრივი, დამოუკიდებელი მიმოხილვის და აუდიტორიისთვის სიმართლის თქმის ერთგულია. „ამერიკის ხმა“ მთლი

ანად შეერთებული შტატების გადამხდელების მიერ ფინანსდება და წარმოადგენს „შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს“ ნაწილს. „ამერიკის ხმის“ მისია და სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონმდებლობით არის გარანტირებული. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს კანონი იცავს მთავრობის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების გავლენის, ზეწოლის, ან შურისძიებისგან.

1976 წელს პრეზიდენტმა ჯერალდ რ. ფორდმა ხელი მოაწერა „ამერიკის ხმის“ ქარტიას, რომელიც ამბობს:

1. „ამერიკის ხმა“ ახალი ამბების მუდმივად სანდო და ავტორიტეტული წყარო იქნება. „ამერიკის ხმის“ ახალი ამბები იქნება ზუსტი, ობიექტური და მრავალმხრივი.

2. „ამერიკის ხმა“ წარმოადგენს შეერთებულ შტატებს და არა მხოლოდ ამერიკული საზოგადოების ერთ რომელიმე სეგმენტს. შესაბამისად, ის მნიშვნელოვანი ამერიკული მოვლენების და ინსტიტუტების დაბალანსებულ და მრავალმხრივ წარმოჩენას ემსახურება.

3. „ამერიკის ხმა“ ინფორმაციას ამერიკულ პოლიტიკაზე, გარკვევით და ეფექტურად მიაწვდის. ამ საკითხებზე დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლაც პასუხისმგებლობით იქნება გაშუქებული.

1994 წელს ამერიკის კონგრესმა დაამტკიცა „შეერთებული შტატების საერთაშორისო მაუწყებლობის აქტი“. ეს კანონი ასევე მოითხოვს, რომ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტთა ნამუშევარი იყოს ავტორიტეტული, ზუსტი, ობიექტური, მრავალმხრივი, დაბალანსებული და ასახავდეს შეერთებული შტატების კულტურულ და საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას.

01/15/2025

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი თემა იმიგრაცია იყო და მისი გუნდის წევრები რეგულაციების დაცვისა და აღსრულების გამკაცრებაზე საუბრობენ. რას ნიშნავს ეს იმიგრანტებისთვის და როგორი შეიძლება იყოს საიმიგრაციო პოლიტიკა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ბოლო სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კ...
01/14/2025

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ბოლო სიტყვით გამოსვლის შემდეგ, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსმა წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა განცხადება გამოაქვეყნა. ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და ბაიდენის საქმიანობის შესახებ მოკლე განცხადების ერთ ნაწილში სენატორი საქართველოსაც ახსენებს.

⭕️ "მსოფლიოში დიქტატორები ჟურნალისტებს იჭერენ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი საქმეებით, თუმცა მთელმა დემოკრატიულმა...
01/14/2025

⭕️ "მსოფლიოში დიქტატორები ჟურნალისტებს იჭერენ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი საქმეებით, თუმცა მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ იცის, რომ ეს ჟურნალისტები საპყრობილეებში იმიტომ ხვდებიან, რომ ჟურნალისტები არიან და არა იმიტომ, რომ დანაშაულს სჩადიან. მათი “დანაშაული” თავისუფლებისთვის ბრძოლაა და ამ ბრძოლით ამხობენ დიქტატურებს. თავისუფლება მზია ამაღლობელს!”- ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი.

⭕️ „ეს ჟესტი, როდესაც პოლიციელები მაიძულებდნენ ტელევიზიის დატოვებას, მაფიქრებინებს, რომ აჭარის მაუწყებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფი და არა ტელევიზია," - ეთერ თურაძე, "ბათუმელების" რედაქტორი.

"ბათუმელები"/"ნეტგაზეთი" დამოუკიდებელი ონლაინ მედიაა, რომელსაც პირველივე გვერდზე გამოქვეყნებული აქვს განაცხადი...

ინაუგურაცია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით ჩატარდება, ვინაიდან ინაუაგურაციამდე პერიოდში რამდენიმე თავდასხმა მოხდა რ...
01/14/2025

ინაუგურაცია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებით ჩატარდება, ვინაიდან ინაუაგურაციამდე პერიოდში რამდენიმე თავდასხმა მოხდა როგორც არჩეულ პრეზიდენტზე, ისე უბრალო მოსახლეობაზე.

ვაშინგტონი დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთვის ემზადება, რომელიც მომავალ კვირას, 20 იანვარსაა დაგეგმილი. ცერემონია.....

დღეს ვაშინგტონში სომხეთი ხელს აწერს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვაშინგტონს სამხ...
01/14/2025

დღეს ვაშინგტონში სომხეთი ხელს აწერს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიის სტაბილიზაციაში როლი არასდროს უთამაშია, შეიძლება პირიქითაც კი იყოს, აცხადებს კრემლი.

კრემლის განცხადებით, რუსეთი აფასებს მჭიდრო ურთიერთობებს სომხეთთან. ამასთან, მოსკოვი შენიშნავს, რომ შეერთებულ შ.....

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მათ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი ბალტიის ზღვ...
01/14/2025

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მათ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი ბალტიის ზღვაში, გაზსადენთან ახლოს შენიშნეს, ინფორმაცია არ აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს, 14 იანვარს, მედიით გავრცელდა. ამ ინფორმაციის თანახმად, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი მოძრაობდა ბალტიის ზღვაში, გაზსადენთან ახლოს. თუმცა, მილსადენის ოპერატორმა აღნიშნა, რომ გაზსადენი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მათ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემი ბ...

ყატარის პრემიერ-მინისტრის მიერ მიწვეულ შეხვედრას ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპ...
01/14/2025

ყატარის პრემიერ-მინისტრის მიერ მიწვეულ შეხვედრას ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც დაესწრო და ბაიდენის სპეციალური წარმომადგენელი ბრეტ მაკგარკიც.

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ...

01/14/2025

ამერიკის ახალი მოწვევის კონგრესში საქართველოზე უკვე ორი საკანონმდებლო ინიციატივაა წარდგენილი. ერთი - განახლებული „მეგობარი აქტია“, მეორე კი - „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ ამერიკა ქართველი ხალხს სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას მხარს უჭერს.

01/14/2025

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის საჯარო სამსახურის მოცულობისა და ხარჯების მკვეთრად შემცირებას გეგმავს. ინიციატივას საგანგებოდ შექმნილი მრჩეველთა საბჭო ჩაუდგება სათავეში: მთავრობის ეფექტიანობის სააგენტო. კონცეფცია სიახლე არაა, მსგავსი რამ ქვეყნის დაფუძნებიდან მოყოლებული, არაერთ ამერიკელ ლიდერს უცდია.

01/14/2025

"ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და მისი ფულია", - ამბობს დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი. "მეგობარი აქტის" და "ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" თანაავტორი.მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრდება,საქართველო კი რუსეთს დაუახლოვდება

ფოტორეპორტაჟი 📸 ლოს-ანჯელესში კვირის განმავლობაში მძვინვარე ხანძარმა 24 ადამიანი იმსხვერპლა, 12 000-ზე მეტი შენობა გაანა...
01/13/2025

ფოტორეპორტაჟი 📸 ლოს-ანჯელესში კვირის განმავლობაში მძვინვარე ხანძარმა 24 ადამიანი იმსხვერპლა, 12 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა და კალიფორნიის შტატს მილიარდობით დოლარის ზარალი მიაყენა. ძლიერი ქარის ჩადგომის შემდეგ, მეხანძრეებმა სტიქიის მხოლოდ ნაწილობრივ გაკონტროლება შეძლეს. ქალაქში 8 თვეზე მეტია წვიმა არ მოსულა.

ლოს-ანჯელესში კვირის განმავლობაში მძვინვარე ხანძარმა 24 ადამიანი იმსხვერპლა, 12 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა და კალ...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა ჩრდილო კორეელი ტყვეები მათ ლიდერს, კიმ ჩენ ინს გადასცეს. ზელენ...
01/13/2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა ჩრდილო კორეელი ტყვეები მათ ლიდერს, კიმ ჩენ ინს გადასცეს. ზელენსკი ამას შემთხვევაში გააკეთებს, თუ ჩრდილო კორეის ლიდერი რუსეთში ტყვეობაში მყოფი უკრაინელების სახლში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა ჩრდილო კორეელი ტყვეები მათ ლიდერს, კიმ ჩენ ინს გადასც....

„ბოლო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში თალიბანმა ყველა ავღანელ გოგონას წაართვა სწავლის უფლება. მათ ჩვენი რწმენა იარაღად ...
01/13/2025

„ბოლო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში თალიბანმა ყველა ავღანელ გოგონას წაართვა სწავლის უფლება. მათ ჩვენი რწმენა იარაღად გამოიყენეს, რათა ეს გაემართლებინათ“, - განაცხადა მან.

პაკისტანელი უფლებადამცველი, აქტივისტი და ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი მალალა იუსაფზაი, მოუწოდებს მუსულ.....

სამხედრო ხომალდების გარდა, შვედეთი რეგიონში ასევე აგზავნის სადაზვერვო თვითმფრინავს ASC 890 და სანაპირო დაცვის გემებს. შვ...
01/13/2025

სამხედრო ხომალდების გარდა, შვედეთი რეგიონში ასევე აგზავნის სადაზვერვო თვითმფრინავს ASC 890 და სანაპირო დაცვის გემებს. შვედეთის მთავრობის განცხადებით, დამატებით 7 გემი სრულ მზადყოფნაში იქნება მოყვანილი, რათა საჭიროების შემთხვევაში, ნატომ ისინი ბალტიის ზღვის დასაცავად და პატრულირებისთვის გამოიყენოს.

შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში ალიანსის გაძლიერების მიზნით სამ სამხედრო ხომალდს გაუშვებს. ნა...

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, დანია ეთანხმება, რომ ამერიკელებს აქვთ გარკვეული ინტერესები არქტიკაში უსაფრთხოები...
01/13/2025

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, დანია ეთანხმება, რომ ამერიკელებს აქვთ გარკვეული ინტერესები არქტიკაში უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით, რასაც დანია იზიარებს

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ურთიერთობა გააღრმავა შეერთებული შტატების მიმართ მტრულა...
01/13/2025

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ურთიერთობა გააღრმავა შეერთებული შტატების მიმართ მტრულად განწყობილ ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და ირანია.

ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, 17 იან...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ამბობს, რომ ის დონალდ ტრამპს საქართველოზე ესაუბ...
01/13/2025

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ამბობს, რომ ის დონალდ ტრამპს საქართველოზე ესაუბრა. კონგრესმენმა ამის შესახებ ფოტო და შეტყობინება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.

ძლიერი ქარის გარდა, კალიფორნიაში ხანძრებს ხელს მშრალი ჰავაც უწყობს. ხანძრების ტერიტორიაზე 8 თვეზე მეტია, ნალექი არ უნახა...
01/13/2025

ძლიერი ქარის გარდა, კალიფორნიაში ხანძრებს ხელს მშრალი ჰავაც უწყობს. ხანძრების ტერიტორიაზე 8 თვეზე მეტია, ნალექი არ უნახავთ.

მეხანძრეები ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის დარჩენილ ნაწილთან ბრძოლას აგრძელებენ, პარალელურად კი სინოპტიკოს...

Address

330 Independence Avenue, SW
Washington D.C., DC
20237

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ამერიკის ხმა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ამერიკის ხმა:

Videos

Share

Our Story

„ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ყველაზე დიდი საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანიზაციაა. ის მულტიმედიურ პროგრამებს 45 ენაზე ავრცელებს სხვადასხვა აუდიტორიისთვის, რომელსაც თავისუფალ მედიაზე ხელი შეზღუდულად, ან საერთოდ არ მიუწვდება. დაფუძნების დღიდან, 1942 წლიდან მოყოლებული, „ამერიკის ხმა“ მოვლენების მრავალმხრივი, დამოუკიდებელი მიმოხილვის და აუდიტორიისთვის სიმართლის თქმის ერთგულია. „ამერიკის ხმა“ მთლიანად შეერთებული შტატების გადამხდელების მიერ ფინანსდება და წარმოადგენს „შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს“ ნაწილს.

„ამერიკის ხმის“ მისია და სარედაქციო დამოუკიდებლობა კანონმდებლობით არის გარანტირებული. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებს კანონი იცავს მთავრობის ოფიციალური პირების და პოლიტიკოსების გავლენის, ზეწოლის, ან შურისძიებისგან.

1976 წელს პრეზიდენტმა ჯერალდ რ. ფორდმა ხელი მოაწერა „ამერიკის ხმის“ ქარტიას, რომელიც ამბობს: