ushba.tv

ushba.tv Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ushba.tv, TV Channel, 1004 Hemphill Avenue, Atlanta, GA.

A dynamic, entertaining, creative and fun hub that will guarantee constant innovation


დინამიური, გასართობი, კრეატიული და სახალისო ცენტრი, რომელიც მუდმივი ინოვაციის გარანტი იქნება

Ushba (mountain)
10/17/2024

Ushba (mountain)

08/21/2024

What is your favorite ice cream?

08/20/2024
04/30/2024

How about this 🙂 pretty creative video / song about lawless drivers 😞

სამთავისი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავის...
04/04/2024

სამთავისი — შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის თანახმად, პირველი ტაძარი აქ ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში, ამ ნაგებობიდან აღარაფერია შემორჩენილი.

ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მდებარეობს. კომპლექსი ...
04/04/2024

ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მდებარეობს. კომპლექსი მოცავს სამ სხვადასხვა პერიოდის ნაგებობას, ესენია: ღვთაების ეკლესია, სამრეკლო და საეპისკოპოსო სასახლე. ანსამბლის მთავარი ნაგებობა გუმბათოვანი ტაძარია. პირვანდელი ეკლესია, რომელიც სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, V საუკუნით თარიღდება, თუმცა იგი მოგვიანებით, XIV-XV საუკუნეებში, გუმბათოვან ეკლესიად გადაუკეთებიათ. V საუკუნის ტაძრისგან შემორჩენილია აფსიდი, პასტოფორიუმები და კბილანა ლავგარდანის ფრაგმენტები. ზემო ნიქოზის ეკლესია ვახტანგ გორგასალმა ააგებინა წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი (ვახტანგ გორგასლის მეუღლის აღმზრდელი).

Kyiv, Ukraine 🇺🇦
03/30/2024

Kyiv, Ukraine 🇺🇦

ერთიანი საქართველოს მეფეები
03/29/2024

ერთიანი საქართველოს მეფეები

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი – გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზ...
03/28/2024

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი – გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მ. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV ს–ის II ნახევარი) და საბჭეო (XV ს). მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.

1. სამების ტაძარი - XIV ს. 30-იანი წწ.
2. სამრეკლო - XIV ს. II ნახ

03/27/2024

Ushba.tv got published in Roku store 👌🏻

03/27/2024

უყურეთ Ushba.TV ს Roku ტელევიზორებზე და მოწყობილობებზე. ყველა არხი საინტერესოა ფართო ინტერესის მაყურებლუსთვის 👌🏻

ანანურის ციხის ანსამბლი საქართველოს ისტორიულ მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თეთრი არაგვის მარჯვენა ნაპირზეა აშენებული...
03/26/2024

ანანურის ციხის ანსამბლი საქართველოს ისტორიულ მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თეთრი არაგვის მარჯვენა ნაპირზეა აშენებული. ამ მძლავრმა ციხესიმაგრემ დროს გმირულად გაუძლო. ადრე ის უძველესი ფეოდალური გვარის - არაგვის ერისთავების ციხესიმაგრე იყო, საიდანაც სტრატეგიული გზები კონტროლდებოდა.

ნარიყალა — უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა, თბილისის ციხის — კალას...
03/26/2024

ნარიყალა — უძველესი დროის ციხესიმაგრე, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა, თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტედტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით ციხე როგორც თვით ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალის დაფუძნებულია. ისტორიკოსების ერთ-ერთი ვერსიით IV საუკუნეში მეფე ვარაზ-ბაკურს ციხე-სიმაგრე აუშენებია ამ ადგილას რომელსაც შემდგომში სასანუდურ ირანს ჩაუგდია ხელში, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც „შურის ციხე“, V საუკუნის შუა ხანებში ქართლის მეფეებმა დაიბრუნეს ციხე. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ქსნის ციხე აგებულია 1511-14 წწ. 1512 წელს ქართლის მეფის დავით X-ის (1505-25 წწ.) უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხ...
03/26/2024

ქსნის ციხე აგებულია 1511-14 წწ. 1512 წელს ქართლის მეფის დავით X-ის (1505-25 წწ.) უმცროსმა ძმამ ბაგრატმა საუფლისწულოდ მუხრანი და შიდა ქართლის სადროშოს სპასპეტობა ითხოვა. სამაგიეროდ კახეთის მეფე ავგიორგისთან შებრძოლება იკისრა. დავითი დათანხმდა ძმას. ქსნის ციხე ბაგრატ მუხრანბატონმა საუფლისწულო მამულების მიღებისთანავე ააგო. როცა ავგიორგიმ ციხის აგების ამბავი გაიგო, წამოვიდა ჯარით და ციხეს ალყა შემოარტყა. ალყა სამ თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. ავგიორგიმ ბაგრატს დაცინვით ღვინო გაუგზავნა და შეუთვალა – შენ მეფის ძე ხარ და რამდენი ხანია ღვინის გემო არ გინახავსო. ბაგრატს კი ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყავდა, გაუგზავნა ორაგული და თან შეუთვალა – სამი თვეა ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემიაო. აჰა, ეს ცოცხალი იგემეო. ავგიორგი დარწმუნდა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სანოვაგით და სასმელი წყლით, ალყა მოხსნა და უკუიქცა

უშბა ♥️
03/23/2024

უშბა ♥️

ძილის დრო აქვს და მაინც ushba.tv-ს უჭვრიტინებს 😁💖
03/22/2024

ძილის დრო აქვს და მაინც ushba.tv-ს უჭვრიტინებს 😁💖

😁 შემოგვიერთდით,გვიყურეთ,გაერთეთ, იხალისეთ ushba.tv-თან ერთად. 🥰
03/20/2024

😁 შემოგვიერთდით,გვიყურეთ,გაერთეთ, იხალისეთ ushba.tv-თან ერთად. 🥰

Address

1004 Hemphill Avenue
Atlanta, GA
30318

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ushba.tv posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ushba.tv:

Share

Category