Diaspora.ge

Diaspora.ge ქართული დიასპორული მედია მაუწყებელი.
(12)

��Diaspora.ge მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ქართულ დიასპორებში მოღვაწე პიროვნებების,მიმდინარე პოლიტიკის, დიპლომატიური მისიების, კულტურის, განათლების, საზოგადოების, და ბიზნესის შესახებ .
��ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული დიასპორის აქტუალიზაციას და მის ჩართულობის ზრდას საზოგადოებრივ პროცესებში.
�ჩვენს მიერ მომზადებული მასალები ვრცელდება ვებ გვერდის Diaspora.ge-ს საშუალებით.
საკონტაქტო ტელეფონი: +306994442225
ინფორმაციის მოსაწოდებლად მოგვწერეთ თქვენთვის შესაძლებელი გზით.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი - „ქართული კალიგრაფია“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „დედაენის დღესთან“ და...
04/04/2024

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი - „ქართული კალიგრაფია“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით აცხადებს კალიგრაფიის კონკურსს, რომლის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ასევე, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებს, ასევე, უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კონკურსანტს შეუძლია აირჩიოს ერთი კომპონენტი ან სურვილის შემთხვევაში შეუძლია აირჩიოს ერთ, ორი ან სამივე კომპონენტი (იხილეთ დანართი):

მხატვრული ესსე თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპული საქართველო“
კალიგრაფიულად შესრულებული მცირე ზომის ტექსტი
ნახატი თემაზე: „გამარჯვებებით ევროპისკენ!“

კონკურსანტებმა, ამ სამი კატეგორიიდან შერჩეული და შესრულებული ნამუშევრების სკანირებული ასლები, მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით, უნდა გამოაგზავნონ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

წარმოდგენილ ნამუშევარს უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ქვეყანა, ქალაქი, ასაკი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი). საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის, დამატებით: საკვირაო სკოლის დასახელება, პედაგოგის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ დიასპორის დღის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმზე, რომელიც ა.წ. 27 მაისს, ქ. თბილისში ჩატარდება.
დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერთ: [email protected]

მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისათვის!

გისურვებთ წარმატებებს!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

🇬🇪ძვირფასო თანამემამულეებო,🟡გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების -  „დიასპორული ი...
08/09/2023

🇬🇪ძვირფასო თანამემამულეებო,
🟡გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდება 2023 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით. გადაწყვეტილება საგრანტო პროგრამებისადმი მაღალი ინტერესისა და საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეთა თხოვნის გათვალისწინებით იქნა მიღებული.
🟡დამატებითი ინფორმაცია საგრანტო პროგრამების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

🟡„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა” - https://shorturl.at/bGLN2

🔶️„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ - https://shorturl.at/sDOST

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში სა.....

🇬🇪საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ილია დარჩიაშვილის სააღდგომო მილოცვა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთადმ...
15/04/2023

🇬🇪საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ილია დარჩიაშვილის სააღდგომო მილოცვა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთადმი.

ძვირფასო თანამემამულეებო,

გილოცავთ მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ყველაზე დიდ დღეს, მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიხარულისა და იმედის მომტან დღეს!

ვისურვებდი ყოველი თქვენგანისათვის და თქვენი ოჯახებისათვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოეტანოს ჯანმრთელობა, სულიერი სიძლიერე, უკეთესი მომავლის რწმენა. დაე ყოველ თქვენს კეთილ აზრსა და საქმეს მოჰყოლოდეს გამარჯვება და წარმატებები!

ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი

14/11/2022

🔹 ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოება 2022

➡ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) - ფარგლებში აგრძელებს მუშაობას პროექტზე – „საქართველოს მაღალ-პროფილური დიასპორის ჩართულობა“.

➡ ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 4 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით.

✅ ვრცლად იხილეთ: http://bit.ly/3TkfjSP

08/02/2022

„რა არის მოწვევა და მასპინძლის საგარანტიო წერილი, რომელიც საჭიროა საბერძნეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად დ.....

03/01/2022

Ο εβραϊκός λαός είναι αναπόσπαστο μέρος του ευρωπαϊκού πολιτισμού. Κατά τη διάρκεια των χιλιετιών, οι Εβραίοι συνέβαλαν σημαντικά στην ανάπτυξη του ευρωπαϊκού πολ...

03/01/2022

Το 1989 οι έλληνες στη Γεωργία, αριθμούσαν τους 100.052 σύμφωνα με την επίσημη εκδοχή, ο αριθμός αυτός αναφέρεται στην αναγνωρισμένη ελληνική μειονότητα. H εκτίμηση των ε...

03/01/2022

Η γενέτειρα του κρασιού, μια πόλη-σπήλαιο και ένα μοναδικό αλφάβητο – για αυτά και άλλα ενδιαφέροντα γεγονότα γίνεται όλο και πιο ελκυστικός προορισμός η Γεωργία. ....

🔔საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ დავით ზალკალიანის საახალწლო მილოცვა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთადმი! სა...
31/12/2021

🔔საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ დავით ზალკალიანის საახალწლო მილოცვა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთადმი!
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia

25/10/2021
🇬🇷 8 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქში ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში დაფუძნდა კულტურათა შორის დიალოგის პლატფორმ...
08/08/2021

🇬🇷 8 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქში ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში დაფუძნდა კულტურათა შორის დიალოგის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც შედგა ტელე ხიდი ათენი – სოხუმი .

2021 წლის 8 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქში ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში დაფუძნდა კულტურათა შორის დი...

🤝გააზიარეთ და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით !🇬🇪ერთად დავიცვათ ჩვენი ერის სახელი ისევ ჩვენ !
21/06/2021

🤝გააზიარეთ და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით !
🇬🇪ერთად დავიცვათ ჩვენი ერის სახელი ისევ ჩვენ !

Η Κοινότητα της Γεωργιανής Διασποράς στην Ελλάδα ζητά από τα εγχώρια ΜΜΕ να επανορθώσουν για τον διασυρμό της κοινότητάς τους, κατά την κάλυψη των εξελίξεων για τη....

24/05/2021
24/05/2021
05/04/2021

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული დიასპორის მხარდასაჭერი სამი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, საგარეო საქმეთ...

05/04/2021
03/04/2021

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ ათენში წარჩინებულ ქართველ მოსწავლეებს RED ROCK SEI JEANS ახალი ტანსაცმელი ...

01/04/2021

საქართველოს იუსტიციის ახალდანიშნული მინისტრის თქმით, მისი ძირითადი პრიორიტეტები იქნება ადამიანის უფლებების მ...

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili : დიასპორის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ...
27/03/2021

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili : დიასპორის მხრიდან ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი და გარკვეულწილად სოლიდარობის მაჩვენებელია.

საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება პატრიოტიზმის გამოხატულებაა, რაც ამავდროულად ხელს უწყობს მრავალფეროვანი და მზარდი ეკონომიკის განვითარებას. მას შემდეგ, რაც პანდემია მინელდება და მსოფლიო თავის აქტიურ რიტმს დაუბრუნდება, მე განვაგრძობ შეხვედრებს როგორც დიასპორის წევრებთან, ასევე პოტენციურ ინვესტორებთან, დიასპორათა ისეთი წარმომადგენლობებიდან, როგორიც თქვენ ხართ, რათა ხელი შევუწყო თქვენნაირი ინვესტორების ჩართულობას საქართველოს რეგიონულ და ეროვნულ განვითარებაში.

მინდა მივესალმო ამ ფორუმის თითოეულ წევრს, ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვმასპინძლობ და ვხსნი ამ ფორუმს! 100 წლის წი...

27/03/2021

ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჰოლდინგ „MOUZENIDIS GROUP “- ის პრეზიდენტის, საქართველოს მეგობრის, ბორის მუზენიდისის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.

Το Γενικό Προξενείο της Γεωργίας στη Θεσσαλονίκη εκφράζει τη βαθιά θλίψη για την απώλεια του Προέδρου του Ομίλου Μουζενίδη, του φίλου της Γεωργίας, Μπόρις Μουζενίδη. Τα θερμά μας συλλυπητήρια στην οικογένεια, στους φίλους και τους συναδέλφους του.

26/03/2021

🔔🇬🇪ემიგრანტების საყურადღებოდ ვინც ამტკიცებთ საბერძნეთში ყოფნის 7 წელს 👌მოემზადეთ და გაამზადეთ დოკუმენტები.
👌მოიძიეთ სანდო იურისტები
/ადვოკატები/ რადგან:
📊15 აპრილიდან საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროს ელექტრონულ პლატფორმაზე ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა შესაძლებელი გახდება.
წარმატებები ყველას საჭირო და ნანატრი ადია დიამონების მოპოვების მიზნის მიღწევაში.
პატივისცემით Avtandil Giunashvili / ავთანდილ გიუნაშვილი
🇬🇷 #მეტილეგალისაბერძნეთში
🇬🇪 #დიასპორა

გაიცანით და გააზიარეთ საბერძნეთში მცხოვრები კიდევ ერთი ნიჭიერი და საამაყო ქართველი ახალგაზრდა !
26/03/2021

გაიცანით და გააზიარეთ საბერძნეთში მცხოვრები კიდევ ერთი ნიჭიერი და საამაყო ქართველი ახალგაზრდა !

24/03/2021
19/03/2021
14/03/2021

😎 IRI-ს პროექტი ახალგაზრდებისთვის Y-LEAD

👉საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი იწყებს ახალ პროექტს!

🎯პროექტის მიზანია მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდებისთვის ჩართულობის შესაძლებლობების შექმნა, თქვენი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სამოქალაქო აქტივიზმში თქვენი როლის გაძლიერება.

🧐ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ახალგაზრდა ლიდერებს, რომლებსაც გაინტერესებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები და გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

👉პროექტის ფარგლებში თქვენ მონაწილეობას მიიღებთ წამყვანი ქართველი სპიკერებისა და ლექტორების მიერ დაგეგმილ, 4 თვიან ინტენსიურ სასწავლო კურსში, რომელიც ჩატარდება პირპისპირ, ქალაქგარეთ. Სასწავლო კურსის ფარგლებში, თქვენ შეხვდებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებს, პოლიტიკოსებს, საინტერესო ადამიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან და აკადემიური სფეროდან.

📅კურსის გასვლითი ნაწილის სავარაუდო თარიღები:

2 - 4 აპრილი;
19 - 23 აპრილი
10 - 14 მაისი;
27 - 30 მაისი;
7 - 11 ივნისი.

📍სასწავლო კურსის გარდა, თქვენ მიიღებთ შესაძლებლობას დაგეგმოთ და განახორციელოთ აქტივობები და პროექტები, არსებული ბიუჯეტის გამოყენებით.

📍ჩაერთვებით სატელევიზიო გადაცემებსა და დებატებში;

📍გახდებით IRI-ის დემოკრატიის თაობის ქსელის (GenDem) წევრი;

📍შექმნით ინდივიდუალურ პროფესიულ პროფილებს;

📍პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს

❗️პროექტში მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობის გამო, აუცილებელია შერჩეული მონაწილეების მხრიდან პროექტის აქტივობებზე სრულად დასწრება.

✅პროექტი იწყება 2021 წლის აპრილში და ძირითადი აქტივობები ჩატარდება შაბათ-კვირას.

✅მონაწილეობა შეუძლიათ 19-დან 35-წლის ჩათვლით ახალგაზრდებს.

მონაწილეობის მისაღებად დაგჭირდებათ:
1. სამოტივაციო წერილი თემაზე - „რატომ მინდა მონაწილეობის მიღება პროექტში და რას შევმატებ პროექტს ჩემი მონაწილეობით“;
2. უნდა ჩაწეროთ და ატვირთოთ ვიდეო, რომელშიც მოგვიყვებით ქვეყნის წინაშე არსებულ ერთ მწვავე პრობლემაზე და მისი გადაჭრის თქვენეულ გზაზე. მაქსიმალური ხანგრძლივობა 3 წუთი. (შეგიძლიათ ტელეფონით გადაიღოთ ვიდეო და ატვირთოთ YouTube, Vimeo ან რომელიმე ვიდეო პლატფორმაზე. WeTransfer და სხვა ფაილების გაზიარების სერვისი არ მიიღება. მონაწილეთა შერჩევისას ვიდეოს ხარისხი გადამწყვეტი არ იქნება - მთავარია შინაარსი!)

პროექტში მონაწილეობის ხარჯებს ფარავს ჩვენი ორგანიზაცია.

თქვენი საკონტაქტო დეტალები, სამოტივაციო წერილის ტექსტი და თქვენი ვიდეოს ბმული უნდა შეიყვანოთ აპლიკაციაში:
https://forms.gle/UMtrqqFQJgS5Hd289

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის, 17 მარტი, 23:59.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან 26 მარტამდე.
პროექტის შესახებ სხვა ინფორმაციისა და დეტალებისთვის ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia

04/03/2021

🟡საკითხზე დიასპორის როლი ეკონომიკის განვითარებაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებები და ხედვები გადაცემა ბიზნესპარტნიორში.
#საქართველოსპირველიარხი

27/02/2021
25/02/2021

Address

Athens

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Diaspora.ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Diaspora.ge:

Videos

Share

Nearby media companies


Other Media/News Companies in Athens

Show All