ODISHI TV

ODISHI TV www.odishi.ge
https://t.me/tvodishi
ტელე-რადიო კომპანია „ოდიში“

ტელეკომპანია ,,ოდიში,, როგორც პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია 1989 წელს ჩამოყალიბდა. ის იყო პირველი საკაბელო ტელევიზია საქართველოში, რომელმაც ანალოგიური დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შექმნის მაგალითი მისცა სხვა რეგიონებს. ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაფარვის ზონაში შედის სამეგრელოს რეგიონი, ნაწილობრივ სვანეთი და აფხაზეთი. ჰყავს 300000 (სამასიათასი) პოტენციური აუდიტორია.

27/12/2024

🇬🇪 პროტესტის 30-ე დღე

🇺🇸 რას ნიშნავს ეს სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის:⚠️ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში შეყვანილია 14024-ე აღმასრულე...
27/12/2024

🇺🇸 რას ნიშნავს ეს სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის:

⚠️ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში შეყვანილია 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების 1(a)(ii)(C) პუნქტის საფუძველზე, რადგან იგი "პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან, პირდაპირ ან ირიბად, იყო ჩართული ან სცადა ჩართულიყო ქმედებებსა თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რომლებმაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს აშშ-ში ან საზღვარგარეთ, პირდაპირ ან ირიბად, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით, ან მის სასარგებლოდ".

აღნიშნული განკარგულების საფუძველზე ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება გულისხმობს, რომ დღეიდან აშშ-ში არსებული ივანიშვილის ყველა სახის პირადი ქონება ან წილები საკუთრებებში გაყინულია.

"ჩამოთვლილი პირების ყველა საკუთრება ან საკუთრებებში წილები, რომელიც აშშ-ს საზღვრებშია, რომელიც ამიერიდან აშშ-ში შევა, ან რომელიც არის ან ამიერიდან მოხვდება ნებისმიერი ამერიკელი პირის მფლობელობაში ან კონტროლქვეშ, დაბლოკილია და ვერ მოხდება მათი გადატანა, გადახდა, ექსპორტზე გატანა, გაუქმება {...]". - წერია განკარგულებაში, რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი 2021 წელს მოაწერა.

თუმცა, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა განმარტა, რომ ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ OFAC-მა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომლითაც ამერიკელ პირებს ნება დართო, ყველა სახის ტრანზაქციაში ჩაერთონ იმ ერთეულებთან, რომელთა 50%-ს ან მეტს ივანიშვილი ფლობს, თუკი მსგავსი ერთეულები დასანქცირებულთა სიაში ცალკე არ იმყოფება.

ამას გარდა, დასანქცირების რისკის გარეშე ტრანზაქციების ნებართვა ეძლევათ არაამერიკელ პირებსაც, თუმცა, ამერიკელი მოქალაქეებისთვის აკრძალული რჩება უშუალოდ ივანიშვილთან ტრანზაქციები.

ასევე აღსანიშნავია, რომ გენერალური ლიცენზიის მიუხედავად, ნებართვა კვლავ არ ვრცელდება გარკვეული სახის ტრანზაქციებზე, მათ შორის, ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმესთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე ან მასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებზე, როგორც ეს ლიცენზიის (b)(3) პარაგრაფშია გაწერილი.

✍🏻 "ტაბულა"

27/12/2024

▶️ ადამ მარშანიას კოლაჟი:💬 "ვერ მოესწრებით მაგას", - ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მისი ანგარიშების შესაძლო გაყინვაზე, 2016 წელს

⁉️ რისი იმედი აქვს კახა კალაძეს - კომენტარი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ: 💬 "ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა თა...
27/12/2024

⁉️ რისი იმედი აქვს კახა კალაძეს - კომენტარი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ:

💬 "ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება"

🔻 "ის, რომ ჩვენი შვილებისხელა ბავშვებს ქუჩაში, უმოწყალოდ სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, ამას ვერც ფიზიკურად, ვერც ...
27/12/2024

🔻 "ის, რომ ჩვენი შვილებისხელა ბავშვებს ქუჩაში, უმოწყალოდ სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, ამას ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვეღარ გავუძელი". - ამბობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძის "შაბათის" ანონსში.

✔️შაიშმელაშვილმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით 3 დეკემბერს მიმართა.

🔴 წითელი ბარათი ყაველაშვილს - აქცია ინაუგურაციის პარალელურად
27/12/2024

🔴 წითელი ბარათი ყაველაშვილს - აქცია ინაუგურაციის პარალელურად

🔺აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა
27/12/2024

🔺აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა

27/12/2024

✅️საერთო სახალხო პროტესტის ერთი თვე ზუგდიდში

ზურაბიშვილი: “თუ ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა”
27/12/2024

ზურაბიშვილი: “თუ ყაველაშვილი გახდება პრეზიდენტი, არ ჩაითვლება, რომ რუსეთმა მოიგო, რადგან ყველაფერი არ დასრულებულა”

“ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ბელარუსი, ამიტომ არიან მოქალაქეები ქუჩაში” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალ.....

27/12/2024

ლიეტუვასა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც გიტანას ნაუსედა X-ზე წერს, სალომე ზ...

🔺„ჩემს საქმიანობას ამ რეჟმის პირობებში აზრი ეკარგება…მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სკოლა“ – ეს არის მესტიის უნიციპალიტეტ...
27/12/2024

🔺„ჩემს საქმიანობას ამ რეჟმის პირობებში აზრი ეკარგება…მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სკოლა“ – ეს არის მესტიის უნიციპალიტეტის სოფელ საჯარო სკოლის პედაგოგის ეკატერინე წულუკიძის წერილი განათლების მინისტრს.

„ჩემს საქმიანობას ამ რეჟმის პირობებში აზრი ეკარგება…მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სკოლა“ – ეს არის მესტიის უნ....

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ივანიშვილის სასამართლომ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა და 2 500 ლარით დააჯარიმა
27/12/2024

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ივანიშვილის სასამართლომ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა და 2 500 ლარით დააჯარიმა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ივანიშვილის მოსამართლემ სამართადამრღვევად ცნო და 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, ...

“არ გვეკონცერტება” -წალენჯიხაში მოსახლეობის ნაწილი საახალწლო ღონისძიებებს აპროტესტებს
27/12/2024

“არ გვეკონცერტება” -წალენჯიხაში მოსახლეობის ნაწილი საახალწლო ღონისძიებებს აპროტესტებს

ხმაური წალენჯიხაში – მოსახლეობის ნაწილი საახალწლო კონცერტის ჩატარებას აპროტესტებს. მათი თქმით, იმ ფონზე რომ ქვ.....

ხვალ ზუგდიდში ერთობის ჯაჭვი გაიმართება
27/12/2024

ხვალ ზუგდიდში ერთობის ჯაჭვი გაიმართება

28 დეკემბერს, 15:00 საათზე ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთი ბრძოლის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, გამოდი ზუგდიდში. ოჯა.....

“28 ნოემბრიდან მშვიდობიანი პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია, სახეზეა დანაშაულებრი...
27/12/2024

“28 ნოემბრიდან მშვიდობიანი პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია, სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია” – საიამ პროტესტის 1 თვე შეაჯამა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროტესტის ერთ თვეს აჯამებს და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმუ....

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა
27/12/2024

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა

ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორ.....

ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა | ინფორმაციას სო...
27/12/2024

ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა 55 წლის ასაკში გარდაიცვალა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის პრესსპიკერი, კატო შინდაგორიძე ავრცელებს

27/12/2024

ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დ...

Address

ზ. გამსახურდიას # 19
Zugdidi
2100

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ODISHI TV posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ODISHI TV:

Videos

Share

Category

ტელეკომპანია ,,ოდიში”-TV ODISHI

✅ტელეკომპანია ,,ოდიში,, როგორც პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია 1989 წელს ჩამოყალიბდა. ის იყო პირველი საკაბელო ტელევიზია საქართველოში, რომელმაც ანალოგიური დამოუკიდებელი ტელეკომპანიების შექმნის მაგალითი მისცა სხვა რეგიონებს. ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაფარვის ზონაში შედის სამეგრელოს რეგიონი, ნაწილობრივ სვანეთი და აფხაზეთი. ჰყავს 300000 (სამასიათასი) პოტენციური აუდიტორია. თავდაპირველად ის იყო საკაბელო ტელევიზია, ხოლო 1991 წლიდან გადავიდა დეციმეტრულ მაუწყებლობაზე. თავიდან ტელეკომპანიის პროგრამა შედგებოდა ადგილობრივი საინფორმაციო გადაცემებისა და ფილმებისგან. 1995 წლიდან ტელეკომპანია საქართველოს სატელევიზიო ქსელში შედის. ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში სხვადასხვა დროს გადიოდა ახალგაზრდული გასართობი პროგრამა "ახალგაზრდული ტალღა", ლიტერატურულ–შემეცნებითი გადაცემები "ანტურაჟი" და "აპეირონი", მუსიკალურ-გასართობი პროგრამები და გათამაშებები პირდაპირ ეთერში. საინფორმაციო გუნდი ამზადებდა გადაცემას, რომელიც აჯამებდა კვირის მოვლენებს "სიგმა" "სპექტრი". პირველ საინფორმაციო გადაცემას ერქვა "ციონი", ხოლო 2004 წლიდან მისი სახელწოდებაა "დრო". ტელეკომპანია "ოდიში" მდებარეობს ცხელ წერტილში, აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონში, აქედან გამომდინარე იზრდება მასმედიის საერთაშორისო ინტერესი. ჟურნალისტებს ხშირად უწევთ მუშაობა უცხოელ კოლეგებთან. 1995 წლიდან ტელეკომპანიამ დაიწყო გადაცემის ტრანსლაცია რუბრიკით "დიალოგი პირდაპირ ეთერში", იმართებოდა ტელედებატები და მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ტელეფონის მეშვეობით დაესვა შეკითხვები ადგილობრვი კანდიდატებისთვის. ტელეკომპანია პროექტს ახორციელებდა ფონდ "ევრაზიის" დაფინანსებით. მოგვიანებით ტელეკომპანიამ გრანტის საშუალებით და უცხოური ორგანიზაციების, ფონდ "ევრაზიისა" და "აირექსის" დაფინანსებით კიდევ ერთი წარმატებული თოქ–შოუ გააკეთა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სახელწოდებით "ინიციატივა", სადაც მოსახლეობას პირდაპირი ეთერის საშუალებით შეეძლო მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი პირდაპირ ეთერშივე მიეღო. ტელეკომპანია "ოდიში" წლებია თანამშრომლობს მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლესთან და ამზადებს ერთობლივ გადაცემებს, კერძოდ, ახალგაზრდულ და საბავშვო–მუსიკალურ პორგრამებს, რომლებიც მაღალი რეიტინგით გამოირჩევიან. ასეთი გადაცემებია მ/ა სასახლის მუსიკალურ–თეატრალური სტუდია "რიბი–რაბოს" მიერ მომზადებული გადაცემა "რიბი–რაბოს კალეიდოსკოპი". 2008 წელს კი ერთობლივი, საკმაოდ წარმატებული პროექტი განხორციელდა სახელწოდებით "წლის ყველაზე საუკეთესო მუსიკალური კლიპი". ✅ტელეკომპანიის გადაცემათა ბადე მოიცავს საინფორმაციო პროგრამა "დროს", ყოველკვირულ შემაჯამებელ–ანალიტიკურ პროგრამას "ინფო–დაიჯესტი", ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გარასიმეს ლოცვა–კურთხევით მომზადებულ საეკლესიო გადაცემას "ქრისტეს გზა", რომელიც მიზნად ისახავს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების პოპულარიზაციას, ასევე გადის გადაცემა " საუბრები მართმადიდებლობაზე". საეთერო ბადე ივსება სხვადასხვა ჟანრის მხატვრული და დოკუმენტური ფილმებით. ტელეკომპანია "ოდიში" აქტიურად თანამშრომლობს დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ასოციაციასთან, რომლის სრულუფლებიანი წევრიც არის. "ოდიშის" ეთერში ყოველდღიურად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" აფხაზურ ენაზე, ასევე დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ასაციაციის მიერ ერთობლივად მომზადებული გადაცემა "მრავალკუთხედი", რომელიც ყველა რეგიონის მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენებს აშუქებს. ✅ტელეკომპანია ,,ოდიშის,, თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ტრენინგ-სემინარებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, რომლის თემატიკა მოიცავს გლობალურ თემებს. ჟურნალისტები, დიზაინერები, პროგრამისტები, სარეკლამო აგენტები, ტელეკომპანია ,,ოდიშის,, მენეჯერები გარკვეული დროის განმავლობაში უცხოელი კოლეგებისგან სწავლობდნენ და ღებულობდნენ საჭირო ინფორმაციას, რათა აემაღლებინათ თავიანთი პროფესიული დონე. ✅2007 წლიდან ეთერში გავიდა რადიო ,,ოდიში+,,. იგი დღემდე წარმატებით მაუწყებლობს 102,9 მეგაჰერცსიხშირეზე. რადიოეთერში გადის რეიტინგული გადაცემები მუსიკალური ვიქტორინა, MTV ჩარტი, ექსკლუზივი, სტუმარი, +შოუ. ✅,,ოდიშმა,, უამრავი ჟურნალისტი გამოზარდა, რომლებიც დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიებში, რადიოსა და ჟურნალ–გაზეთებში აგრძელებენ მოღვაწეობას.