ქართველური ცივილიზაცია / Kartvelian civilization

  • Home
  • Georgia
  • Tskneti
  • ქართველური ცივილიზაცია / Kartvelian civilization

ქართველური ცივილიზაცია / Kartvelian civilization ქართველური ცივილიზაცია: გალაქტიკა 🪐ირმის ნახტომი. პლანეტა 🌎 დედამიწა. კონტინენტი🗻 კავკასია. ქვეყანა 🇬🇪 საქართველო

გვერდი ემსახურება უძველესი ქართველური - კავკასიური ცივილიზაციური კულტურის პოპულარიზაციას.

🥀 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეებს გააჩნიათ            თავისებური სახის მხედველობა 💖
21/12/2024

🥀 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეებს გააჩნიათ
თავისებური სახის მხედველობა 💖

Рассказываем про самые интересные события 2024 года в мировой науке. Рейтинг телеканала «Наука», 10 место!

21/12/2024

👍🖕

🔴 ამერიკელი პროფესორი, აქტივისტი, მსოფლიო       საოჯახო კონგრესის პრეზიდენტი ბრაიან ბრაუნი       სოციალურ ქსელში წერს:  ...
21/12/2024

🔴 ამერიკელი პროფესორი, აქტივისტი, მსოფლიო
საოჯახო კონგრესის პრეზიდენტი ბრაიან ბრაუნი
სოციალურ ქსელში წერს:
''სიმართლე საქართველოზე 🇬🇪 ვრცელი ჩანაწერი... ➡️
For ENG original scroll down ©

ბევრი მეკითხება, თუ რატომ არ ვკონცენტრირდები მხოლოდ ოჯახური ღირებულებების საკითხებზე და არ ვანებებ თავს საგარეო პოლიტიკას?!
პირდაპირ გიპასუხებთ: ამერიკის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკამ – სამხედრო და ეკონომიკური ძალის გამოყენებით, უცხოელი ელჩების, უცხოეთიდან მიღებული დახმარებების, და ახლა უკვე მათი მოხსნის მუქარების მეშვეობით – სერიოზული გავლენა მოახდინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.
მაგალითისთვის, მე ვდარდობ საქართველოს 🇬🇪 მომავალზე, ვინაიდან ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. დიდი დრო მაქვს გატარებული საქართველოში ჩემს მეგობარ და თანამებრძოლ ლევან ვასაძესთან და მის ოჯახთან ერთად. იმ დროის განმავლობაში, რაც ერთად გავატარეთ, ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით თბილისსა და მის შემოგარენში, ბათუმში, აგრეთვე ქვეყნის შორეულ კუთხეებში მოგზაურობისას. მე მიყვარს ქართველები და მათი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა. ასევე მიყვარს ის, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა და თავის ისტორიასა და ტრადიციებს დიდად აფასებს.
ამასთან ერთად, კარგად მესმის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

თუ მთავრობები, რომლებიც ჯორჯ სოროსთან ერთად მოქმედებენ, შეძლებენ ლიბერალური პოლიტიკის თავს მოხვევას ერთ-ერთ ყველაზე ქრისტიანულ ქვეყანაზე, ეს ნიშნავს, რომ მათ ამის გაკეთება ყველგან შეუძლიათ.
და ისინი ასე მოიქცევიან. ისინი გამოიყენებენ საქართველოს, როგორც მაგალითს. ეს არ არის შეთქმულების თეორია. ჩვენმა, ამერიკელმა ელჩმა საქართველოში უკვე აქტიურად უბიძგა ქვეყანას დაეყენებინა LGBTQ საკითხები დღის წესრიგში და ხელი შეუწყო ე.წ. "პრაიდის" აღლუმების მცდელობას თბილისში. ცდილობენ თუ არა მსგავს ქმედებას მუსლიმურ ქვეყნებში, სადაც ქორწინებისა და ოჯახის განმარტებების ცვლილებას მსგავსი წინააღმდეგობა ხვდება? არა, რა თქმა უნდა, არა.
მათ სურთ, რომ მაგალითი ქრისტიანული ქვეყნისგან შექმნან.
და ფიქრობენ, რომ ეს გამოუვათ.

ასე რომ, თბილისი წალეკილია სოროსის ფულით; როგორც თავადვე აღიარებენ, თანხა 100 მილიონზე მეტია. თუმცა, სინამდვილეში ოდენობა გაცილებით დიდია. მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, აშშ - სამწუხაროდ, საქართველოზე ყოველმხრივი ზეწოლაა, რომ უარი თქვან საკუთარ სულსა და გულზე, რომელიც ქრისტეშია.

ჩემი არ გჯერათ? იხილეთ ახლახანს გადარქმეული „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში. „ღია საზოგადოებას“ იმდენად ცუდი სახელი აქვს უკვე რეგიონში, რომ მოუწიათ სახელის გადარქმევა და ახლა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ ეწოდება. იგივე საწამლავი, სხვა სახელით. ისინი ამაყობენ თავიანთი ოცდაათ წლიანი საქმიანობით და USAID-ის დაფინანსებით. დიახ, ეს თქვენი გადასახადებიდან მიღებული ფულია. რა თქმა უნდა, მათი საქმიანობის ნაწილი არ ეხება პოლიტიკას. ნაწილი კარგ საქმესაც ხმარდება, როგორიც არის, მაგალითად, მონასტრების შენარჩუნება. მაგრამ, ეს მხოლოდ ფასადური დეკორაციაა. უფრო ღრმად ჩაიხედეთ.
თანხის უდიდესი ნაწილი ხმარდება სამ პროექტს:
🔹 ევროინტეგრაციის პროგრამა
🔹 მედიის მხარდაჭერის პროგრამა
🔹 ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა
შედით ვებგვერდზე და თავად ნახეთ: https://csf.ge/program/mediis-mkhardachera/
მათ სურთ ქართული საზოგადოება სეკულარული და ლიბერალური მოდელის მიხედვით გადააკეთონ.

ისინი არც მალავენ, რომ სურთ ჟურნალისტები მორჩილებაში ჰყავდეთ. ისინი არც მალავენ, რომ სურთ საქართველო ქრისტიანული ფასეულობებიდან ე.წ. „ევროპულ“ ღირებულებებზე გადაიყვანონ. ისინი არაფერს არ მალავენ.
მაგრამ ამერიკელების უმრავლესობას ეს უბრალოდ არ ანაღვლებს.
ჩვენ კი, ვისაც გვადარდებს ქრისტიანები მთელს მსოფლიოში, ვინც ვიბრძვით მარქსისტებისა და ლიბერალების ტყუილების წინააღმდეგ, ვინც ვიბრძვით სიმართლისათვის ამერიკაში: ჩვენ უნდა გვანაღვლებდეს. ჩვენ ასევე უნდა გვანაღვლებდეს, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს რეპუტაციაზე მსოფლიოს მასშტაბით.
ქართველები კეთილშობილი ხალხია. ისინი ჭკვიანები არიან. ისინი ინდივიდუალურად არ ადანაშაულებენ ამერიკელებს იმ ბოროტებაში, რომელსაც ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვცდილობთ მათ თავს მოვახვიოთ.

მაგრამ სადაც არ უნდა ჩავიდე მსოფლიო საოჯახო კონგრესის ფარგლებში, ყველგან ერთი და იგივე მესმის; ჩვენი რეპუტაცია მთელს მსოფლიოში იშლება იმ ბოროტების გამო, რასაც ქვეყნებს თავს ვახვევთ. და ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
რას იგრძნობთ, ამერიკა რომელიმე სხვა უფრო ძლიერმა ქვეყანამ რომ აიძულოს ბავშვები გენდერის თეორიით დაასახიჩროს? ჩვენ უკვე საკმარისად გავგიჟდით, რომ ამას ჩვენივე მთავრობა გვიკეთებს. და ჩვენ ვიმარჯვებთ ამ გენდერულ საგიჟეთში.

მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყანა მოვა და ამის გაკეთებას დაგვაძალებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის 95% წინააღმდეგია? და რა მოხდება, თუკი ამისი შეჩერების რეალური გზა არ გვექნება? პატივისცემა იმ ქვეყნის მიმართ უკიდურეს ფსკერზე დაეცემა. ზუსტად ეს ემართება ამერიკას მთელს მსოფლიოში.
რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ ზოგიერთი ჩემი მეგობარი, ვინც თავს კონსერვატორად მიიჩნევს, ტყუილის მარწუხებშია მოქცეული. და ტყუილს, რომ დემონსტრანტები კარგები არიან, ხოლო მთავრობა ცუდი, გამოყენების შემთხვევაში, გამანადგურებელი შედეგები ექნება. „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სრულყოფილებისგან შორს იყო, არჩევნები ლეგიტიმურად მოიგო. წერტილი. „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ ევროკავშირს სურს ქვეყანაში ანტი-ოჯახური და ანტი-სიცოცხლის პოლიტიკა გაატაროს და ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირებაში უბიძგოს.

მანამ, სანამ რუსეთთან დაკავშირებით ჩემს შეხედულებაზე ნაჩქარევ დასკვნებს გააკეთებთ, ნება მომეცით მკაფიოდ განვმარტო: საქართველოს უნდა დაუბრუნდეს მთელი თავისი ტერიტორია, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მაგრამ ეს რუსეთთან არსებითი დიალოგის გარეშე არ მოხდება. დროა, რეალურ სამყაროში ვიცხოვროთ. საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა, გმირი მამაკაცებით და ჯარისკაცებით, მაგრამ რუსეთთან ომს ის ვერ მოიგებს. და ძველი საბჭოთა სამხედრო გზა პირდაპირ თბილისამდე მიდის.
ქართველებმა ეს კარგად იციან. მათ არ სურთ არავის დაქვემდებარებაში ყოფნა: არც დასავლეთის და არც რუსეთის. მათ სურთ იყვნენ ის, ვინც არიან თავიანთი არსით: თავისუფალი ხალხი, რომელიც საკუთარ ბედს განკარგავს. საქართველოს შეუძლია იყოს კავკასიის შვეიცარია. ფრთხილად ნეიტრალური და ეკონომიკურად განვითარებული. მაგრამ, ამის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიითაა შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების უმრავლესობამ ცალსახად ეს მთავრობა აირჩია, ქართველების უმრავლესობა ამას ეთანხმება. და არც ევროკავშირს და არც სხვა ვინმეს არ შეუძლია ამის სხვაგვარად გადაწყვეტა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო წინააღმდეგია სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანდეს. მაგრამ საკითხავია, თუ რას ნიშნავს ეს წევრობა? თუ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ დაკარგოს თავისი მეობა, მაშინ არა. თუ ეს ნიშნავს იმის დაკარგვას, ვინც არიან, არა. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ მოექცნენ როგორც თანასწორს უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობებით, და ამავე დროს პატივი სცენ საქართველოს ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ, შესაძლოა, დიახ. სწორედ ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს ფრთხილად და დიპლომატიურად გაუმკლავდეს როგორც რუსეთს, ასევე ევროკავშირს.

საბედნიეროდ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, საქართველოს სხვა გზას უჩვენებენ. საქართველოს არ სჭირდება დაკარგოს თავისი სუვერენიტეტი ანდა თავისი ქრისტიანული ისტორია, იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი და ღირსეული წევრი გახდეს.
ასე რომ, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ფაქტობრივად თქვა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერებულია, საქართველომაც იგივე გააკეთა. და ამის შემდეგ, ლიბერალები ქალაქებში ბალისტიკური რაკეტასავით აფეთქდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ იყო პოლარიზაცია და სხვა პრობლემები, მათ ასევე თქვეს, რომ არჩევნები ვალიდური იყო და ჯამში სამართლიანად ჩატარდა.

ისევ მტკიცებულებები.
აი, რამდენიმე ციტატა: „კამპანია იყო კონკურენტული, მაგრამ მშვიდი. მონაწილეებს ძირითადად ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება...“
და
„არჩევნების დღე ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრაციულად მოწესრიგებულად წარიმართა...“
სრული ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
https://osce.org/files/f/documents/3/0/579346.pdf
რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა ეუთო-ს მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი სრული სიგიჟეა, ვინაიდან ევროპას სურს, რომ საქართველოს ჰქონდეს ქალებისთვის ქვოტები არჩეულ ოფიციალურ პირების შორის. ეს არის ევროკავშირის კურსის ტოლფასი: თითქოს რაღაც არალიბერალური სადავო პოლიტიკა (როგორიც არის მაგალითად, არჩეული ქალი თანამდებობის პირების რაოდენობა) არის სავალდებულო, სხვა შემთხვევაში „დემოკრატიული უკუსვლა“ გაქვთ.

იმისი თქმა მინდა, რომ ეუთო თავისთავად უკიდურესად მიკერძოებულია და მათაც კი ვერ შეძლეს გონივრულად დაესკვნათ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.
ასე რომ, ამ არჩევნებზე ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დროებით ჩერდება, ლიბერალებმა დაიწყეს პროტესტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საფრანგეთში დაბადებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თავს ამჟამინდელ პრეზიდენტად წარმოაჩენდა, თითქოს შანსი დაინახა და სცადა დემოკრატიის გაუქმების მცდელობისთვის ეხელმძღვანელა. შემდეგ ევროკავშირის ბიუროკრატებმაც გადაწყვიტეს შეერთებოდნენ ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობას. ევროკავშირმა კინაღამ სანქციებიც კი დაუწესა საქართველოს. საბედნიეროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი მტკიცედ დადგნენ სანქციების წინააღმდეგ. აი, რა გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ ახლა. ნამდვილი ორუელისეული სიუჟეტია. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირს, რომელიც სჯის დემოკრატიულად არჩეულ თანამდებობის პირებს, რათა დემოკრატიის სახელით დემოკრატია გააუქმოს.
ღვთის მადლით და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით ამ დრომდე გადატრიალება ჩაიშალა. მე აქ არ ვდავობ იმაზე, რომ პოლიციის ან მთავრობის პასუხი სრულყოფილი იყო. რაც ვიცი, არის ის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ და ასაფეთქებლები ესროლეს და ბევრი მათგანი დაშავდა. რა თქმა უნდა, პოლიცია უკიდურესად მკაცრად რეაგირებს ნებისმიერ ძალადობაზე.
ეს ჰგავს BLM-ს (Black Lives Matter) აშშ-ში, რომელიც აფეთქებს ქალაქებს და ელოდება, რომ მთავრობა არაფერს გააკეთებს. არა. რა თქმა უნდა, უნდა იყოს პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მშვიდობიანი, თუმცა, ჩემი აზრით, შეცდომაში შეყვანილი მომიტინგეა, ბევრია ძალადობრივი.
ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას აქვს უფლება და ვალდებულება დაიცვას ქვეყანა ძალადობისგან.
გრძელი წერილი გამოვიდა, თუმცა, იმედია გამოსადეგი მათთვისაც, ვინც არ ეთანხმება.
არც ერთი მსხვილი მედია არ ავრცელებს ამ ინფორმაციას. სიცარიელეს სამოქალაქო ჟურნალისტიკა ავსებს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა ჩემი მეგობარი საქართველოდან.
📅 19.12.2024

🔴 ამერიკელი პროფესორი, აქტივისტი, მსოფლიო
საოჯახო კონგრესის პრეზიდენტი ბრაიან ბრაუნი
სოციალურ ქსელში წერს:

''სიმართლე საქართველოზე 🇬🇪 ვრცელი ჩანაწერი... ➡️ For ENG original scroll down ©

ბევრი მეკითხება, თუ რატომ არ ვკონცენტრირდები მხოლოდ ოჯახური ღირებულებების საკითხებზე და არ ვანებებ თავს საგარეო პოლიტიკას?!
პირდაპირ გიპასუხებთ: ამერიკის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკამ – სამხედრო და ეკონომიკური ძალის გამოყენებით, უცხოელი ელჩების, უცხოეთიდან მიღებული დახმარებების, და ახლა უკვე მათი მოხსნის მუქარების მეშვეობით – სერიოზული გავლენა მოახდინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.

მაგალითისთვის, მე ვდარდობ საქართველოს 🇬🇪 მომავალზე, ვინაიდან ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. დიდი დრო მაქვს გატარებული საქართველოში ჩემს მეგობარ და თანამებრძოლ ლევან ვასაძესთან და მის ოჯახთან ერთად. იმ დროის განმავლობაში, რაც ერთად გავატარეთ, ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით თბილისსა და მის შემოგარენში, ბათუმში, აგრეთვე ქვეყნის შორეულ კუთხეებში მოგზაურობისას. მე მიყვარს ქართველები და მათი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა. ასევე მიყვარს ის, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა და თავის ისტორიასა და ტრადიციებს დიდად აფასებს.

ამასთან ერთად, კარგად მესმის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
თუ მთავრობები, რომლებიც ჯორჯ სოროსთან ერთად მოქმედებენ, შეძლებენ ლიბერალური პოლიტიკის თავს მოხვევას ერთ-ერთ ყველაზე ქრისტიანულ ქვეყანაზე, ეს ნიშნავს, რომ მათ ამის გაკეთება ყველგან შეუძლიათ.
და ისინი ასე მოიქცევიან. ისინი გამოიყენებენ საქართველოს, როგორც მაგალითს. ეს არ არის შეთქმულების თეორია. ჩვენმა, ამერიკელმა ელჩმა საქართველოში უკვე აქტიურად უბიძგა ქვეყანას დაეყენებინა LGBTQ საკითხები დღის წესრიგში და ხელი შეუწყო ე.წ. "პრაიდის" აღლუმების მცდელობას თბილისში. ცდილობენ თუ არა მსგავს ქმედებას მუსლიმურ ქვეყნებში, სადაც ქორწინებისა და ოჯახის განმარტებების ცვლილებას მსგავსი წინააღმდეგობა ხვდება? არა, რა თქმა უნდა, არა.
მათ სურთ, რომ მაგალითი ქრისტიანული ქვეყნისგან შექმნან.
და ფიქრობენ, რომ ეს გამოუვათ.
ასე რომ, თბილისი წალეკილია სოროსის ფულით; როგორც თავადვე აღიარებენ, თანხა 100 მილიონზე მეტია. თუმცა, სინამდვილეში ოდენობა გაცილებით დიდია. მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, აშშ - სამწუხაროდ, საქართველოზე ყოველმხრივი ზეწოლაა, რომ უარი თქვან საკუთარ სულსა და გულზე, რომელიც ქრისტეშია.

ჩემი არ გჯერათ? იხილეთ ახლახანს გადარქმეული „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში. „ღია საზოგადოებას“ იმდენად ცუდი სახელი აქვს უკვე რეგიონში, რომ მოუწიათ სახელის გადარქმევა და ახლა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ ეწოდება. იგივე საწამლავი, სხვა სახელით. ისინი ამაყობენ თავიანთი ოცდაათ წლიანი საქმიანობით და USAID-ის დაფინანსებით. დიახ, ეს თქვენი გადასახადებიდან მიღებული ფულია. რა თქმა უნდა, მათი საქმიანობის ნაწილი არ ეხება პოლიტიკას. ნაწილი კარგ საქმესაც ხმარდება, როგორიც არის, მაგალითად, მონასტრების შენარჩუნება. მაგრამ, ეს მხოლოდ ფასადური დეკორაციაა. უფრო ღრმად ჩაიხედეთ.

თანხის უდიდესი ნაწილი ხმარდება სამ პროექტს:
🔹 ევროინტეგრაციის პროგრამა
🔹 მედიის მხარდაჭერის პროგრამა
🔹 ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა
შედით ვებგვერდზე და თავად ნახეთ: https://csf.ge/program/mediis-mkhardachera/

მათ სურთ ქართული საზოგადოება სეკულარული და ლიბერალური მოდელის მიხედვით გადააკეთონ.
ისინი არც მალავენ, რომ სურთ ჟურნალისტები მორჩილებაში ჰყავდეთ. ისინი არც მალავენ, რომ სურთ საქართველო ქრისტიანული ფასეულობებიდან ე.წ. „ევროპულ“ ღირებულებებზე გადაიყვანონ. ისინი არაფერს არ მალავენ.
მაგრამ ამერიკელების უმრავლესობას ეს უბრალოდ არ ანაღვლებს.
ჩვენ კი, ვისაც გვადარდებს ქრისტიანები მთელს მსოფლიოში, ვინც ვიბრძვით მარქსისტებისა და ლიბერალების ტყუილების წინააღმდეგ, ვინც ვიბრძვით სიმართლისათვის ამერიკაში: ჩვენ უნდა გვანაღვლებდეს. ჩვენ ასევე უნდა გვანაღვლებდეს, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს რეპუტაციაზე მსოფლიოს მასშტაბით.
ქართველები კეთილშობილი ხალხია. ისინი ჭკვიანები არიან. ისინი ინდივიდუალურად არ ადანაშაულებენ ამერიკელებს იმ ბოროტებაში, რომელსაც ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვცდილობთ მათ თავს მოვახვიოთ.
მაგრამ სადაც არ უნდა ჩავიდე მსოფლიო საოჯახო კონგრესის ფარგლებში, ყველგან ერთი და იგივე მესმის; ჩვენი რეპუტაცია მთელს მსოფლიოში იშლება იმ ბოროტების გამო, რასაც ქვეყნებს თავს ვახვევთ. და ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

რას იგრძნობთ, ამერიკა რომელიმე სხვა უფრო ძლიერმა ქვეყანამ რომ აიძულოს ბავშვები გენდერის თეორიით დაასახიჩროს? ჩვენ უკვე საკმარისად გავგიჟდით, რომ ამას ჩვენივე მთავრობა გვიკეთებს. და ჩვენ ვიმარჯვებთ ამ გენდერულ საგიჟეთში.
მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყანა მოვა და ამის გაკეთებას დაგვაძალებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის 95% წინააღმდეგია? და რა მოხდება, თუკი ამისი შეჩერების რეალური გზა არ გვექნება? პატივისცემა იმ ქვეყნის მიმართ უკიდურეს ფსკერზე დაეცემა. ზუსტად ეს ემართება ამერიკას მთელს მსოფლიოში.
რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ ზოგიერთი ჩემი მეგობარი, ვინც თავს კონსერვატორად მიიჩნევს, ტყუილის მარწუხებშია მოქცეული. და ტყუილს, რომ დემონსტრანტები კარგები არიან, ხოლო მთავრობა ცუდი, გამოყენების შემთხვევაში, გამანადგურებელი შედეგები ექნება.
„ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სრულყოფილებისგან შორს იყო, არჩევნები ლეგიტიმურად მოიგო. წერტილი.
„ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ ევროკავშირს სურს ქვეყანაში ანტი-ოჯახური და ანტი-სიცოცხლის პოლიტიკა გაატაროს და ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირებაში უბიძგოს.
მანამ, სანამ რუსეთთან დაკავშირებით ჩემს შეხედულებაზე ნაჩქარევ დასკვნებს გააკეთებთ, ნება მომეცით მკაფიოდ განვმარტო: საქართველოს უნდა დაუბრუნდეს მთელი თავისი ტერიტორია, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მაგრამ ეს რუსეთთან არსებითი დიალოგის გარეშე არ მოხდება. დროა, რეალურ სამყაროში ვიცხოვროთ. საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა, გმირი მამაკაცებით და ჯარისკაცებით, მაგრამ რუსეთთან ომს ის ვერ მოიგებს. და ძველი საბჭოთა სამხედრო გზა პირდაპირ თბილისამდე მიდის.

ქართველებმა ეს კარგად იციან. მათ არ სურთ არავის დაქვემდებარებაში ყოფნა: არც დასავლეთის და არც რუსეთის. მათ სურთ იყვნენ ის, ვინც არიან თავიანთი არსით: თავისუფალი ხალხი, რომელიც საკუთარ ბედს განკარგავს. საქართველოს შეუძლია იყოს კავკასიის შვეიცარია. ფრთხილად ნეიტრალური და ეკონომიკურად განვითარებული. მაგრამ, ამის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიითაა შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების უმრავლესობამ ცალსახად ეს მთავრობა აირჩია, ქართველების უმრავლესობა ამას ეთანხმება. და არც ევროკავშირს და არც სხვა ვინმეს არ შეუძლია ამის სხვაგვარად გადაწყვეტა.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო წინააღმდეგია სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანდეს. მაგრამ საკითხავია, თუ რას ნიშნავს ეს წევრობა? თუ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ დაკარგოს თავისი მეობა, მაშინ არა. თუ ეს ნიშნავს იმის დაკარგვას, ვინც არიან, არა. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ მოექცნენ როგორც თანასწორს უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობებით, და ამავე დროს პატივი სცენ საქართველოს ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ, შესაძლოა, დიახ.

სწორედ ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს ფრთხილად და დიპლომატიურად გაუმკლავდეს როგორც რუსეთს, ასევე ევროკავშირს.
საბედნიეროდ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, საქართველოს სხვა გზას უჩვენებენ. საქართველოს არ სჭირდება დაკარგოს თავისი სუვერენიტეტი ანდა თავისი ქრისტიანული ისტორია, იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი და ღირსეული წევრი გახდეს.
ასე რომ, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ფაქტობრივად თქვა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერებულია, საქართველომაც იგივე გააკეთა. და ამის შემდეგ, ლიბერალები ქალაქებში ბალისტიკური რაკეტასავით აფეთქდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ იყო პოლარიზაცია და სხვა პრობლემები, მათ ასევე თქვეს, რომ არჩევნები ვალიდური იყო და ჯამში სამართლიანად ჩატარდა.
ისევ მტკიცებულებები.
აი, რამდენიმე ციტატა: „კამპანია იყო კონკურენტული, მაგრამ მშვიდი. მონაწილეებს ძირითადად ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება...“
და
„არჩევნების დღე ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრაციულად მოწესრიგებულად წარიმართა...“
სრული ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
https://osce.org/files/f/documents/3/0/579346.pdf

რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა ეუთო-ს მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი სრული სიგიჟეა, ვინაიდან ევროპას სურს, რომ საქართველოს ჰქონდეს ქალებისთვის ქვოტები არჩეულ ოფიციალურ პირების შორის. ეს არის ევროკავშირის კურსის ტოლფასი: თითქოს რაღაც არალიბერალური სადავო პოლიტიკა (როგორიც არის მაგალითად, არჩეული ქალი თანამდებობის პირების რაოდენობა) არის სავალდებულო, სხვა შემთხვევაში „დემოკრატიული უკუსვლა“ გაქვთ.

იმისი თქმა მინდა, რომ ეუთო თავისთავად უკიდურესად მიკერძოებულია და მათაც კი ვერ შეძლეს გონივრულად დაესკვნათ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.
ასე რომ, ამ არჩევნებზე ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დროებით ჩერდება, ლიბერალებმა დაიწყეს პროტესტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საფრანგეთში დაბადებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თავს ამჟამინდელ პრეზიდენტად წარმოაჩენდა, თითქოს შანსი დაინახა და სცადა დემოკრატიის გაუქმების მცდელობისთვის ეხელმძღვანელა. შემდეგ ევროკავშირის ბიუროკრატებმაც გადაწყვიტეს შეერთებოდნენ ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობას. ევროკავშირმა კინაღამ სანქციებიც კი დაუწესა საქართველოს. საბედნიეროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი მტკიცედ დადგნენ სანქციების წინააღმდეგ. აი, რა გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ ახლა. ნამდვილი ორუელისეული სიუჟეტია. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირს, რომელიც სჯის დემოკრატიულად არჩეულ თანამდებობის პირებს, რათა დემოკრატიის სახელით დემოკრატია გააუქმოს.
ღვთის მადლით და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით ამ დრომდე გადატრიალება ჩაიშალა. მე აქ არ ვდავობ იმაზე, რომ პოლიციის ან მთავრობის პასუხი სრულყოფილი იყო. რაც ვიცი, არის ის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ და ასაფეთქებლები ესროლეს და ბევრი მათგანი დაშავდა. რა თქმა უნდა, პოლიცია უკიდურესად მკაცრად რეაგირებს ნებისმიერ ძალადობაზე.
ეს ჰგავს BLM-ს (Black Lives Matter) აშშ-ში, რომელიც აფეთქებს ქალაქებს და ელოდება, რომ მთავრობა არაფერს გააკეთებს. არა. რა თქმა უნდა, უნდა იყოს პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მშვიდობიანი, თუმცა, ჩემი აზრით, შეცდომაში შეყვანილი მომიტინგეა, ბევრია ძალადობრივი.

ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას აქვს უფლება და ვალდებულება დაიცვას ქვეყანა ძალადობისგან.
გრძელი წერილი გამოვიდა, თუმცა, იმედია გამოსადეგი მათთვისაც, ვინც არ ეთანხმება.
არც ერთი მსხვილი მედია არ ავრცელებს ამ ინფორმაციას. სიცარიელეს სამოქალაქო ჟურნალისტიკა ავსებს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა ჩემი მეგობარი საქართველოდან.
📅 19.12.2024

21/12/2024

რეტრო...

21/12/2024
დღის ფოტო
21/12/2024

დღის ფოტო

💢 _ სამების საკათედრო ტაძარი ...|🇬🇪

21/12/2024

ალი ბეი ალ ქაბირი / علي بك الكبير

21/12/2024

Fotos(გრაფის) ფოტონოველა
"ვისთვის მარტო სარკმელია...
ვისთვის მწვანე სამოსელი...
ვისთვის მოშვავებული კლდეა...
ვისთვის... უტყეო... ტყეა...
ვისთვის... თავშესაფარია...
ვისთვის... თავზე საფარია...
ვისთვის... სახლია წმინდა...
ვისთვის... სიცოცხლეც გინდა...
ვისთვის... სიკვდილიც ღირდა...
ვისთვის... ჟამთასვლაც იდგა...
ვისთვის... წამია მხოლოდ...
ვისთვის... სიცოცხლის ბოლო..."
13.11.22 წ, Mitso, Khevsureti, Georgia .
Gela Chaduneli
#ხევსურეთი
#ესსაქართველოა

ანანური. 1888 წ. იმ პერიოდის გერმანულ პრესაში დაიბეჭდილი ფოტო
20/12/2024

ანანური. 1888 წ.
იმ პერიოდის გერმანულ პრესაში დაიბეჭდილი ფოტო

ანანურის აქამდე უცნობი და უნიკალური ილუსტრაცია, რომელიც 1888 წელს გერმანულ პრესაში დაიბეჭდა 😮🧡

#ანანური #მთიულეთი #საქართველო

20/12/2024

ეს მნიშვნელოვანია...

Address

Tskneti

Telephone

+995595244745

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართველური ცივილიზაცია / Kartvelian civilization posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

რაკურსი / Racurs

გვერდი გახსნილია სამეცნიერო - პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია ,,რაკურს-ის / Racurs” ხელშეწყობით. https://www.facebook.com/racursdokstudio/