19/02/2025
დაფიქრდით, საკმაოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შეძლო ამერიკის შეერთებული შტატების დარწმუნება 350 მილიარდი დოლარის დახარჯვაში ომზე, რომელსაც ვერ მოიგებდნენ, რომელიც საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ომზე, რომელსაც, ამერიკისა და ტრამპის გარეშე, ვერასდროს მოაგვარებს. შეერთებულმა შტატებმა დახარჯა 200 მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე ევროპამ, და ევროპისთვის ფულის დაბრუნება გარანტირებულია, მაშინ, როცა შეერთებულ შტატებს არაფერი დაუბრუნდება. რატომ არ მოითხოვა "მძინარე" ჯო ბაიდენმა გათანაბრება, როცა ეს ომი ევროპისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის? – ჩვენ გვაშორებს დიდი, ლამაზი ოკეანე.
ამის გარდა, ზელენსკი აღიარებს, რომ ნახევარი იმ ფულისა, რაც მას გადავურიცხეთ, "გაქრა". ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, მისი რეიტინგი ძალიან დაბალია უკრაინის გამოკითხვებში, და ერთადერთი, რაშიც წარმატებული იყო, ბაიდენის "ვიოლინოსავით დაკვრა" იყო.
დიქტატორი არჩევნების გარეშე – ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ მას აღარ დარჩება ქვეყანა.
ამავდროულად, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე რუსეთთან, რაღაცას, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებენ.
ბაიდენმა არასდროს სცადა მშვიდობის დამყარება, ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის უზრუნველყოფა, და ზელენსკის, შესაძლოა, სურს, რომ "ქეიფის მატარებელი" გაგრძელდეს.
მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი სამუშაო გააკეთა, მისი ქვეყანა ნანგრევებშია, და მილიონობით ადამიანი უსარგებლოდ დაიღუპა – და ეს გრძელდება...