Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი

Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი, წინამძღვრიშვილის ქ. # 93/95, Tbilisi.

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა 🇬🇪მადლობა სამშობლოსათვის გაწეული თავდადებისთვის !
17/10/2024

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა 🇬🇪

მადლობა სამშობლოსათვის გაწეული თავდადებისთვის !

10/10/2024

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის! – დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად, თავდაცვის სამინისტროსა და თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივით, გარბენი უკვე მეორედ ჩატარდა.

მადლობა ყველას, ვინც საქველმოქმედო სპორტულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და გამოხატა პატივისცემა ჩვენი ქვეყნის გმირების მიმართ.

გარბენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” ანგარიშზე.
სილქნეტი 2018 წლიდან ფონდის დამფუძნებელი და მთავარი დონორია.

ნახეთ, საქველმოქმედო გარბენის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” სიუჟეტი.

08/10/2024

ფონდის მხარდასაჭერად გამართული საქველმოქმედო გარბენი ევრონიუსის ეთერში.

დიდი მადლობა კომპანია Silknet - სილქნეტი-ს და ყველა მხარდამჭერს:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia
British Embassy Tbilisi
Lietuvos ambasada Sakartvele/ლიეტუვის საელჩო საქართველოში
US Embassy Tbilisi, Georgia
Lisi Lake l ლისის ტბა
Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace

For English, please scroll down:28 სექტემბერს ლისის ტბაზე მეორე ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა საქართველოს თ...
02/10/2024

For English, please scroll down:
28 სექტემბერს ლისის ტბაზე მეორე ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia-ს, თავდაცვის ძალებისა და “თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის” ინიციატივით და ორგანიზებით. მათთან ერთად გარბენს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდიც” მასპინძლობდა.

ღონისძიების მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერაა. საქველმოქმედო გარბენში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა და დაჭრილ-დაშავებულმა მებრძოლებმა. მარათონს, ასევე, თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები შეუერთდნენ. ფონდი დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს.
On September 28 the second annual Georgian wounded warriors charity run took place on Lisi Lake. The event was initiated and oranized by the Ministry of Defence of Georgia, Georgin Defence Forces and Tbilisi Defence Attache Associacion. Together with them the event was hosted by Wounded Warrior Support Foundation as well. This event was to honor the Georgian Defense Forces and help support their wounded warriors. Participants of the charity run were representatives of MOD, Defense Forces, Defense Volunteer Organizations and Georgian Diplomatic Community, as well as their friends and family members. WWSF extends its gratitude to all the participants.
British Embassy Tbilisi
Lietuvos ambasada Sakartvele/ლიეტუვის საელჩო საქართველოში
US Embassy Tbilisi, Georgia

16 წელი აგვისტოს ომიდან 💔დიდება გმირებს!
08/08/2024

16 წელი აგვისტოს ომიდან 💔
დიდება გმირებს!

11/07/2024

30 ივნისს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე აღინიშნება.
ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ მებრძოლთა კვირეულს მართავს წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში. კვირეულის გახსნას "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი ესწრებოდა.
კვირეულის მიმდინარეობა ევრონიუსის ეთერში გაშუქდა.

12/06/2024

უკვე მეორე წელია, რაც დიდი ბრიტანეთის საელჩო „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს აფინანსებს British Corner-ის მეშვეობით.
31 მაისს მორიგი სასწავლო კურსის დასრულება აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, მეთაური სტივ ქუანთრილი, ფონდის ბენეფიციარები, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
განსაკურებულ მადლობას ვუხდით დიდი ბრიტანეთის საელჩოს ამ მეტად საჭირო ინიციატივისთვის.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ! 🇬🇪
26/05/2024

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ! 🇬🇪

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
05/05/2024

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

30/04/2024
08/04/2024

გამომცემლობა Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L-ის ორგანიზებით და პალიტრა მედია ჰოლდინგის მხარდაჭერით ჩატარებული საქველმოქმედო აქცია ფონდის მხარდაჭერის არაჩვეულებრივი მაგალითია.
კიდევ ერთხელ მადლობა ვუხდით ორგანიზატორებს ამ მეტად საჭირო ინიციატივისთვის.
აქციის შედეგად შემოსული 3 000 ლარი ფონდის ბენეფიციარების საჭიროებებს მოხმარდება.

„პალიტრა მედია“ ჰოლდინგის Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L -იმ, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდა...
22/03/2024

„პალიტრა მედია“ ჰოლდინგის Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L -იმ, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერი აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამართა. შედეგად შეგროვდა 3000 ლარი, რომელიც სრულად ჩაირიცხა ფონდის ანგარიშზე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერთგულმა გამომწერებმა და მკითხველებმა ფონდის შესახებ უფრო მეტი შეიტყვეს. აქციის ფარგლებში შეიძინეს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წიგნები და თავისი წვლილი შეიტანეს დაჭრილი მებრძოლების მხარდაჭერის საქმეში.

ფონდისა და ჰოლდინგის მეგობრობა გრძელდება. ჩვენს გმირ მებრძოლებზე ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ „პალიტრის“ საინფორმაციო არხების მეშვეობით.

დიდი მადლობა „პალიტრა მედია” ჰოლდინგს, პალიტრა L -ს, მათ ერთგულ მკითხველებს თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მეგობრობისთვის.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ კომპანია სილქნეტმა 2018 წელს დააფუძნა. ამ წლების მანძილზე ასობით ვეტერანმა და სამხედრო მოსამსახურემ მიიღო ფონდისგან მხარდაჭერა. ფონდის ბენეფიციარები არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ- დაშავებული მებრძოლები.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

Silknet - სილქნეტი-ს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდასაჭერად სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ერთიანდება...
22/02/2024

Silknet - სილქნეტი-ს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდასაჭერად სულ უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ერთიანდება.
Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L საქველმოქმედო აქციას მართავს: ამიერიდან, შეგიძლიათ ბიბლუსის მაღაზიებში ფონდის სტენდიდან შეიძინოთ მკითხველების რჩეული წიგნები და გადაიხადოთ ნებისმიერი თანხა საფასურთან ერთად. თქვენ მიერ გადახდილი თანხა სრულად ჩაირიცხება ფონდის ანგარიშზე.
გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის! ✊

გილოცავთ ახალ წელს !
01/01/2024

გილოცავთ ახალ წელს !

ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებაში ლომის წილი მიუძღვით ჩვენს გმირ მებრძოლებს. გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ საქართვე...
15/12/2023

ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებაში ლომის წილი მიუძღვით ჩვენს გმირ მებრძოლებს. გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.🇪🇺🇬🇪

05/12/2023

2 დეკემბერს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ყოველწლიურ გალა-ვახშამზე სილქნეტმა თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებს, ელჩებს, სამხედრო ატაშეებს, ნატოს სამეკავშირო ოფისის წევრებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ბიზნესმენებს და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

2018 წელს კომპანია Silknet - სილქნეტი-ს მიერ დაარსებული ფონდი, მხარში უდგას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობას. ფონდის საქმიანობის ნაწილია ბენეფიციარების მეუღლეებზე და მათ არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვა.

ფონდის დაარსებიდან დღემდე 2,5 მილიონ ლარამდე თანხა მოხმარდა ბენეფიციართა საჭიროებებს, საიდანაც მილიონ ლარზე მეტი სილქნეტის კონტრიბუციაა.

Address

წინამძღვრიშვილის ქ. # 93/95
Tbilisi
0112

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Wounded Warrior Support Foundation - დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი:

Videos

Share