26/05/2024
🇬🇪Happy Independence Day Georgia! 🇬🇪
“სწორედ ამ საუკუნის და საქართველოს წინა საუკუნეების ისტორია იმის დასტურია, რომ დამოუკიდებლობა არასოდეს სამუდამოდ მოცემული არაა და ყოველთვის დასაცავია. დღესაც კარგად ვხედავთ, რომ დიდი ნაწილი ჩვენი საზღვრებისა ჯერ კიდევ არა თუ დაცული, არამედ დადგენილი და აღიარებული არაა, და ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ჯერ მისაღწევია.
თუმცა ტერიტორიაზე, საზღვრებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ის შინაგანი თავისუფლებაა, რომლის გარეშე თავისუფალი საზოგადოება და მასში მყოფი თავისუფალი პიროვნებები არ ჩნდებიან, მათ გარეშე ვერც თავისუფალი ქვეყანა იარსებებს.
მონურად განწყობილ ადამიანებს ყოველთვის მიდრეკილება ექნებათ, რომ შიგნით ვინმეს დაემონონ და გარეთ უფრო ძლიერი სახელმწიფოების ჩრდილს ამოეფარონ.” - სალომე ზურაბიშვილი, 2018 წ. ჟურნალი დიპლომატი