მედია აკადემია / Media Academy

მედია აკადემია / Media Academy მედიააკადემიის მთავარი ამოცანა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა.

26/04/2024

დავით მძინარიშვილი კონფლიქტებისა და ომის გაშუქების შესახებ.
სრული მასტერკლასი: https://www.youtube.com/playlist?list=PLRn9tDTnkxd4HtSOt2zCXQxj9b1f6xmA1
#ისწავლესაუკეთესოსგან

15/04/2024

"აუცილებლად უნდა დაიცვა ბალანსი და მოყვე ფაქტი, შენი აზრის გარეშე. ეს არის მთავარი პრინციპი, სტანდარტი, რომელსაც ჩვენ, ჟურნალისტები ვემსახურებით"
მაკა ანთიძის მასტერკლასი: https://bit.ly/3HLE1aC
#ისწავლესაუკეთესოსგან

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩაატარა, რომელსა...
08/04/2024

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩაატარა, რომელსაც მაკა ანთიძე უძღვებოდა.
▪ მაკა ანთიძე ბოლო 25 წელი "Reuters"-ში მუშაობდა, როგორც ხელმძღვანელის, ასევე, უფროსი კორესპონდენტის თანამდებობაზე.
🎬 მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ახალი ამბების გაშუქებაზე, რეპორტინგზე, ინტერვიუს მომზადებაზე და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეების გაშუქება.

ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები ახალი ამბების გაშუქებასა და რეპორტინგში გადაამზადა 08 აპრილი 2024 კომუნიკაციებ.....

🖊️ კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „რა ხდება დაფინანსების შემდეგ?” ჩატარდა. 🔹 შეხვედრას ან...
28/03/2024

🖊️ კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „რა ხდება დაფინანსების შემდეგ?” ჩატარდა.

🔹 შეხვედრას ანტრეპრენერი და ტექნიკური კომერციალიზაციის ექსპერტი, დავით ჩეჩელაშვილი გაუძღვა, რომელმაც სტარტაპერებთან ერთად დაფინანსების მოპოვების შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

💡 შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპის განვითარების შესახებ სემინარი ჩატარდა 28 მარტი 2024 კომუნიკაციების კომისიის მედიალაბშ.....

27/03/2024

🖊 როგორ დავძლიოთ საჯაროდ საუბრის შიში?
▪ სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტის, ნატა ასათიანის მასტერკლასი.
#ისწავლესაუკეთესოსგან

🖊 მედიააკადემიის მე-13 ონლაინ მასტერკლასი დაიწყო, რომლის ავტორი საჯარო გამოსვლის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნატა ასათიანია...
18/03/2024

🖊 მედიააკადემიის მე-13 ონლაინ მასტერკლასი დაიწყო, რომლის ავტორი საჯარო გამოსვლის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნატა ასათიანია.
🎥 მასტერკლასი 10 ლექციისგან შედგება და განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს წარმატებული პრეზენტატორი და გამოიმუშაოს საჯაროდ საუბრის უნარი.
▪ მასტერკლასის ნახვა მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ComCom-ის მედიააკადემია ნატა ასათიანის მასტერკლასს იწყებს 18 მარტი 2024 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტ.....

11/03/2024

🖊 მედიააკადემიის მე-13 მასტერკლასი იწყება!
🎥 საჯარო გამოსვლის სპეციალისტი და ფსიქოლოგი ნატა ასათიანი გასწავლით, როგორ გახდეთ წარმატებული პრეზენტატორი და გამოიმუშაოთ საჯაროდ საუბრის უნარი.
▪მასტერკლასის ფარგლებში საუბარი შეეხება სტრესის დაძლევის გზებს, ყურადღების მიპყრობის ტექნიკებს, აუდიტორიის შესწავლის მექანიზმებს და სხვა საჭირო უნარებს, რომელიც ყველა ადამიანს საკუთარი აზრის უკეთ გადმოცემისთვის და საინტერესოდ საუბრისთვის სჭირდება.
▪ გამოიყენეთ შესაძლებლობა და ისწავლეთ პროფესიონალისგან.
🎬 მასტერკლასი 18 მარტს Youtube არხზე განთავსდება და მის ნახვას უფასოდ შეძლებთ.
#ისწავლესაუკეთესოსგან

26/02/2024

🎥 "ემოციებს ყოველთვის უნდა აჭარბებდეს პროფესიონალიზმი"
🖊 სამხედრო რეპორტიორისა და ტელეწამყვანის, დავით კაკულიას სრული მასტერკლასი: https://www.youtube.com/
#ისწავლესაუკეთესოსგან

26/02/2024

🖊 "პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში" - მედიააკადემიამ რუსუდან გორგილაძის ხელმძღვანელობით ორდღიანი სემინარი ჩაატარა.

▪️ რუსუდან გორგილაძე ფსიქოლოგი, ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი და"ჰარვარდის" კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის ყოფილი რეგიონული დირექტორია

📌 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ დეზინფორმაციისა თუ დამახინჯებული ინფორმაციის სხვადასხვა მაგალითს და მის შედეგებს

🖊️ კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ორდღიანი სემინარი "პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში"...
26/02/2024

🖊️ კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ორდღიანი სემინარი "პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში" ჩაატარა, რომელსაც ფსიქოლოგი, ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი და"ჰარვარდის" კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის ყოფილი რეგიონული დირექტორი - რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა.
🟨 სემინარში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები და სტუდენტები, რომლებმაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს, გერმანულენოვან მედიაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით, პროპაგანდის ფორმებსა და ხერხებზე.

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის რუსუდან გორგილაძის სემინარი ჩატარდა 26 თებერვალი 2024 კომუნიკაციების კომ...

🖊 „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ - კომუნიკაციევბის კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთის სემინარტრი ჩატარდა. ▪ შეხ...
23/02/2024

🖊 „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ - კომუნიკაციევბის კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთის სემინარტრი ჩატარდა.
▪ შეხვედრას „Neuron UX”-ის უფროსი UX დიზაინერი, ირაკლი ჭრელაშვილი უძღვებოდა.
▪ სტარტაპერების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია, სრულიად უფასოდ, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს ატარებს.

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „ჩვევების გამომუშავება მომხმარებელში“ ჩატარდა 23 თებერვალი 2024 კომუ...

🖊 მედიააკადემია ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს გიწვევთ რუსუდან გორგილაძის ერთ დღიან სემინარზე სახე...
19/02/2024

🖊 მედიააკადემია ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს გიწვევთ რუსუდან გორგილაძის ერთ დღიან სემინარზე სახელწოდებით „პროპაგანდისტული ხერხები: საქართველო გერმანულენოვან მედიაში“
▪ სემინარზე განვიხილავთ პროპაგანდის ფორმებსა და ხერხებს გერმანულენოვან მედიაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მასალების მაგალითებზე. ვისაუბრებთ დეზინფორმაციის ან დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებსა და მათ შედეგებზე.
▪ რუსუდან გორგილაძე განათლებით ფსიქოლოგია. ის იყო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. ის იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი.
📍 სემინარი გაიმართება 2024 წლის 24 თებერვალს მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან წამებულის გამზ. / ბოჭორმის ქ. 50/18), 10-დან 18 საათამდე.
▪ სემინარი უფასოა და ითვალისწინებს კვებას. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
📩 მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა გამოგზავნონ ელფოსტაზე: [email protected],
❗ განაცხადები მიიღება 22 თებერვლის ჩათვლით.

12/02/2024

🖊 იუმორი, როგორც რომელიმე საგნის ან სპორტის სახეობა, მისი ძირითადი ფორმები და ფორმულები, იუმორისტული ფორმატის შექმნის წესები -კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ირაკლი კაკაბაძისა და ირაკლი ვახტანგიშვილის სემინარი ჩაატარა.
🎥 მედიააკადემია ზრუნავს ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მედიის წარმომადგენლებს სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს უკვე მეხუთე წელია, სრულიად უფასოდ სთავაზობს.

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები“ ჩატარდა, რომელსაც პროდიუ...
12/02/2024

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები“ ჩატარდა, რომელსაც პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე და ტელეწამყვანი ირაკლი ვახტანგიშვილი უძღვებოდნენ.
🎬 სემინარზე განხილული იყო იუმორისტული ფორმატის შექმნის მთავარი წესები, ასევე, იუმორის ძირითადი ფორმები და მისი სწავლის მეთოდები, როგორც რომელიმე საგნის ან სპორტის სახეობის.

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი „იუმორი და იუმორისტული ფორმატები” ჩატარდა 12 თებერვალი 2024 კომ.....

🖊 მედიააკადემია მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს გიწვევთ ირაკლი კაკაბაძისა და ირაკლი ვახტა...
02/02/2024

🖊 მედიააკადემია მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს გიწვევთ ირაკლი კაკაბაძისა და ირაკლი ვახტანგიშვილის სემინარზე სახელწოდებით „იუმორი და იუმორისტული ფორმატები “.
▪ სემინარზე განხილული იქნება რა არის იუმორი და შესაძლებელია თუ არა იუმორი ვისწავლოთ ისე, როგორც რომელიმე უცხო ენა, ჩოგბურთი ან მათემატიკა.
▪ სემინარზე ისაუბრებენ იუმორის ძირითად ფორმებსა და ფორმულებზე, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ხუმრობის მოფიქრება.
🎬 საუბარი, ასევე შეეხება იუმორისტულ ფორმატებსა და მათი შექმნის წესებს. სესია პრაქტიკულ მაგალითებზე იქნება აგებული.
📍 სემინარი გაიმართება 2024 წლის 10 თებერვალს, მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ.50/18),
📩 თუ გსურს მონაწილეობა, გამოაგზავნე CV და საკონტაქტო მონაცემები 8 თებერვლის ჩათვლით ელფოსტაზე: [email protected]
❗ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და მედიააკადემია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.
▪ სემინარი უფასოა და ითვალისწინებს კვებას.
▪ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

31/01/2024

🎥 როგორ იქმნებოდა სერიალი "შუა ქალაქში"
🖊 პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, ირაკლი კაკაბაძის სრული მასტერკლასი: https://www.youtube.com/playlist?list=PLRn9tDTnkxd4U-QjEz4NRrhYZb9OtxvPI
#ისწავლესაუკეთესოსგან

🖊 Tri Media Intelligence-მა, რომელიც სატელევიზიო აუდიტორიის მზომი ორგანიზაციაა, ყოველწლიური ღონისძიება გამართა, სადაც სხ...
30/01/2024

🖊 Tri Media Intelligence-მა, რომელიც სატელევიზიო აუდიტორიის მზომი ორგანიზაციაა, ყოველწლიური ღონისძიება გამართა, სადაც სხვა პარტნიორებთან ერთად, კომუნიკაციების კომისიისა და მედიააკადემიის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულნი.

▪ შეხვედრის ფარგლებში, მედიააკადემიის ხელმძღვანელმა, შორენა შავერდაშვილმა, მონაწილეებს მედიააკადემიის საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შორენა შავერდაშვილმა TMI-ის კონფერენციაზე ComCom-ის მედიააკადემიის საქმიანობა შეაჯამა 30 იანვარი 2024 Tri Media Intelligence-მა (TMI), რომე....

🖊 მედიააკადემიის მე-12 ონლაინ მასტერკლასი დაიწყო, რომლის ავტორი სამხედრო რეპორტიორი და ტელეწამყვანი დავით კაკულიაა.🎥 მას...
23/01/2024

🖊 მედიააკადემიის მე-12 ონლაინ მასტერკლასი დაიწყო, რომლის ავტორი სამხედრო რეპორტიორი და ტელეწამყვანი დავით კაკულიაა.
🎥 მასტერკლასი 5 ლექციისგან შედგება და განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების გაშუქებითა და რეპორტინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის. მისი ნახვა მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ComCom-ის მედიააკადემიაში დავით კაკულიას მასტერკლასი დაიწყო 22 იანვარი 2024 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის “.....

16/01/2024

🖊 მედიააკადემიის მე-12 მასტერკლასი იწყება!
🎥 სამხედრო რეპორტიორი და ტელეწამყვანი დავით კაკულია მოგიყვებათ საკუთარ გამოცდილებაზე - როგორ გააშუქოთ საგანგებო სიტუაციები, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, როგორ იცვლება უსაფრთხოების ნორმები, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ რეპორტიორები და რა ტიპის ცოდნა გვეხმარება ამბების უკეთ გასაშუქებლად.
▪ გამოიყენეთ შესაძლებლობა და ისწავლეთ პროფესიონალისგან.
🎬 მედიააკადემიის მასტერკლასი 22 იანვარს Youtube არხზე განთავსდება და მის ნახვას უფასოდ შეძლებთ.
#ისწავლესაუკეთესოსგან

18/12/2023

🖊 იდეის დამუშავება, ამბის ფოკუსის დახვეწა, ამოცანის სწორად დასახვა, პრეინტერვიუ და წინასწარ შეთანხმებული ჩარჩოების, სტანდარტებისა და გაიდლაინების ეფექტიანად გამოყენება- კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ BBC-ის ცვლილებების მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერის, ნათია აბრამიას ხელმძღვანელობით სემინარი ჩაატარა.
🎥 მედიააკადემია ზრუნავს ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მედიის წარმომადგენლებს სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს უკვე მეხუთე წელია, სრულიად უფასოდ სთავაზობს.

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი სემინარი, რომელსაც BBC-ის ცვლილებების მართვის და ხ...
18/12/2023

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი სემინარი, რომელსაც BBC-ის ცვლილებების მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერი, ნათია აბრამია უძღვებოდა.
🎬 სემინარზე მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს იდეის დამუშავებაზე, ამბის ფოკუსის დახვეწაზე, ამოცანის სწორად დასახვაზე და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა პრეინტერვიუ და წინასწარ შეთანხმებული ჩარჩოების, სტანდარტებისა და გაიდლაინების ეფექტიანად გამოყენება.

ComCom-ის მედიააკადემიამ BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერის, ნათია აბრამიას სემინარი ჩაატარა 18 დეკემბერი 2023 კომუნიკაცი.....

🖊 “Startup Investment Forum”-ის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპერებისთვის სემინარი ჩაატარა.▪ სემინ...
13/12/2023

🖊 “Startup Investment Forum”-ის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპერებისთვის სემინარი ჩაატარა.
▪ სემინარზე განხილული იყო სტარტაპთეორია და ტესტირება, ასევე, ბაზრის რისკები და პოტენციალი.
Techstars Startup Week Georgia
Axel • Georgian Business Angel Network • აქსელი

ComCom-ის მედიალაბმა ბათუმში სტარტაპერები გადაამზადა 13 დეკემბერი 2023 კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა ბათუმში გა.....

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის კიდევ ერთი მასტერკლასი დაიწყო, რომლის ავტორი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ირაკლი ...
11/12/2023

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის კიდევ ერთი მასტერკლასი დაიწყო, რომლის ავტორი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ირაკლი კაკაბაძეა.
🎥 მასტერკლასი განკუთვნილია პროდიუსინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ComCom-ის მედიააკადემიაში პროდიუსერ ირაკლი კაკაბაძის მასტერკლასი დაიწყო 11 დეკემბერი 2023 კომუნიკაციების კომისიის მე.....

04/12/2023

🖊 მედიააკადემიის მორიგი მასტერკლასი იწყება!
🎥 პროდიუსერი და ტელეწამყვანი ირაკლი კაკაბაძე ქართული წარმატებული სერიალებისა და გასართობი შოუების შექმნის ისტორიას მოგიყვებათ.
▪ "შუა ქალაქში", "იდეალური დედა" "კაცები", დავით გოგიჩაიშვილის "ღამის შოუ" და სხვა მრავალი წარმატებული პროექტის შექმნის ეტაპებსა და საკუთარი გამოცდილებას ირაკლი კაკაბაძე ახალ მასტერკლასში გაგიზიარებთ.
▪ გამოიყენეთ შესაძლებლობა და ისწავლეთ პროფესიონალისგან.
🎬 მასტერკლასი 11 დეკემბერს მედიააკადემიის Youtube არხზე განთავსდება და მის ნახვას უფასოდ შეძლებთ.
#ისწავლესაუკეთესოსგან

28/11/2023

▪ როგორ ვაქციოთ ამბავი ისტორიად, როგორ მოვახდინოთ ამბის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და მისი კრიტიკული ანალიზი - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ორდღიანი სემინარი „როგორ მოვძებნოთ მთავარი გმირი?" ჩატარდა.
🖊სემინარს დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი უძღვებოდა. დასასრულს კი, ყველა მონაწილეს მედიააკადემიის სერტიფიკატი გადაეცა.

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჩატარდა ორდღიანი სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“, რომელსა...
25/11/2023

🖊 კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჩატარდა ორდღიანი სემინარი „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“, რომელსაც დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი უძღვებოდა.
🟨 ინტერაქციულ სემინარზე, მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს ამბის ისტორიად ქცევის გზები, დრამატურგია, ისტორიის სხვადასხვა რაკურსით გაშლა და მისი კრიტიკული ანალიზი.

ComCom-ის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისთვის სემინარი “როგორ მოვძებნო მთავარი გმირი” ჩატარდა 25 ნოემბერი 2023 კომუნიკ.....

18/11/2023
„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიის სემინარი ჟურნალისტებისთვისკომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია 24-25 ნ...
13/11/2023

„როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ - მედიააკადემიის სემინარი ჟურნალისტებისთვის

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემია 24-25 ნოემბერს დრამატურგ ბასა
ჯანიკაშვილის ტრენინგზე გიწვევთ სახელწოდებით „როგორ მოვძებნო მთავარი
გმირი?“

თანამედროვე მედიის ეპოქაში კვლავაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ამბის
დრამატურგია და თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა. როგორ ვაქციოთ ამბავი
ისტორიად? როგორ გავშალოთ ამბავი სხვადასხვა რაკურსით და როგორ
გავაანალიზოთ ის კრიტიკულად? მოვლენები, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ რომელთა
გარეშეც არ იქმნება სრული სურათი − ამ თემებზე ისაუბრებს ბასა ჯანიკაშვილი ორი დღის განმავლობაში.

სემინარი ჩატარდება 2023 წლის 24-25 ნოემბერს მედიააკადემიის ოფისში (ქეთევან
წამებულის გამზ. / ბოჭორმის ქ. 50/18), 10-დან 18 საათამდე.
განაცხადები მიიღება 22 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ
მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.
დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ტრენინგი უფასოა და ითვალისწინებს კვებას.

მონაწილეობის
მსურველებმა განაცხადები უნდა გამოგზავნონ მედიააკადემიაში, ელფოსტაზე:
[email protected] ან [email protected]

13/11/2023

🎯კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეშვიდედ წარმატებით ჩაატარა და გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა.
🏆 საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა.
💡 მედიალაბი • Medialab-ის მიზანია პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპიდეების აღმოჩენა და მათი რეალობად ქცევის ხელშეწყობა.
#იდეადრომი #სტარტაპი

🏆 კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი • Medialab-მა კონკურს „იდეადრომში“ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.🎯 ეს არის კონკურს...
10/11/2023

🏆 კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი • Medialab-მა კონკურს „იდეადრომში“ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.
🎯 ეს არის კონკურსი სტარტაპერებისთვის, სტარტაპიდეიდან რეალურ შესაძლებლობამდე.
🚀 შერჩეულმა გუნდებმა უკვე გაიარეს მედიალაბის მიერ ორგანიზებული 5 დღიანი სწავლება პროფესიონალი მენტორებისა და მოწვეული ტრენერების დახმარებით და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: სტარტაპიდეის ვალიდაცია, გუნდის მართვა, სტრატეგია, პროტოტიპირება და პროდუქტის განვითარება.
#იდეადრომი #სტარტაპი

ComCom-ის მედიალაბმა “იდეადრომის” გამარჯვებულები დააჯილდოვა 10 ნოემბერი 2023 კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტა.....

Address

ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედია აკადემია / Media Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to მედია აკადემია / Media Academy:

Videos

Share

Category