რადიო ურბანიკი • Radio Urbanique

რადიო ურბანიკი • Radio Urbanique ᲠᲐᲓᲘᲝ ᲐᲠᲘᲡ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ 📻 𝐅𝐌 - 𝟗𝟗.𝟑
(1)

𝟑 იანვარს, 𝟕𝟕 წლის ასაკში თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ᲜᲘᲙᲝ ᲚᲔᲙᲘᲨᲕᲘᲚᲘ ...
03/01/2025

𝟑 იანვარს, 𝟕𝟕 წლის ასაკში თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე, ᲜᲘᲙᲝ ᲚᲔᲙᲘᲨᲕᲘᲚᲘ ᲒᲐᲠᲓᲐᲘᲪᲕᲐᲚᲐ.

ამბობენ, ნაღდი თბილისელობა სინონიმია ვაჟკაცობის, ზრდილობის, თავაზიანობის, უფროს-უმცროსისა და ქალის მიმართ პატივისცემის გამოხატულების. ბატონი ნიკო ნაღდი თბილისელი იყო, კაცი რაინდული თვისებებით, რომელიც ნამდვილად დააკლდება ჩვენს ქალაქს.

აღსანიშნავია, რომ ბატონი ნიკო გამორჩეული მსმენელი იყო რადიო ურბანიკი • Radio Urbaniqueსა. გიზიარებთ კომენტარის სქრინს, სადაც ბატონი ნიკო, ერთ-ერთ პოსტზე წერს: “ყველაზე კარგი რადიოა. დღე და ღამე ჩართული მაქვს: მანქანაში, ოფისში, სახლში, ყველგან. ეტყობა გემოვნებიანი ხალხი მართავს ამ რადიოს”.

“გემოვნებიანი ხალხი” ყველაზე მეტად წუხს და განიცდის თქვენი ამ ქვეყნიდან წასვლას, ბატონო ნიკო.

ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლებისა და ყველა თბილისელის მწუხარებას.

📻🌟 „ᲩᲐᲛᲭᲘᲓᲔ ᲮᲔᲚᲘ“, ასე ჰქვია ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას, რომლის პრემიერა, ნატო გელაშვილმა რადიო ურბან...
23/12/2024

📻🌟 „ᲩᲐᲛᲭᲘᲓᲔ ᲮᲔᲚᲘ“, ასე ჰქვია ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას, რომლის პრემიერა, ნატო გელაშვილმა რადიო ურბანიკი • Radio Urbaniqueს მიანდო.

შანოს გადაცემას, ავტორ-შემსრულებელი, ლუკა ჭოხონელიძესა და ნიკოლოზ კირვალიძესთან ერთად ესტუმრა 🚀 🎶

როგორც პრემიერიდან გაირკვა, სიმღერა, ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით დაიწერა და პირველად, გასულ წელს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაჟღერდა. „ჩამჭიდე ხელი“, ნატო გელაშვილის შემოქმედების საეტაპო ჰიტად შეფასდა.

გაჟღერდა გზავნილები, რომლებმაც სიმღერის ტექსტი განსაზღვრა: სიყვარული, მხარდაჭერა, მეგობრობა, ერთიანობა და იმედი.

ნატო გელაშვილი, ჭოხოები, ანსამბლი “ჰერიო” - ჩამჭიდე ხელი 🎶

23/12/2024

📻🌟 „ᲩᲐᲛᲭᲘᲓᲔ ᲮᲔᲚᲘ“, ასე ჰქვია ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას, რომლის პრემიერა, ნატო გელაშვილმა რადიო ურბანიკი • Radio Urbaniqueს მიანდო.

შანოს გადაცემას, ავტორ-შემსრულებელი, ლუკა ჭოხონელიძესა და ნიკოლოზ კირვალიძესთან ერთად ესტუმრა 🚀 🎶

როგორც პრემიერიდან გაირკვა, სიმღერა, ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით დაიწერა და პირველად, გასულ წელს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაჟღერდა. „ჩამჭიდე ხელი“, ნატო გელაშვილის შემოქმედების საეტაპო ჰიტად შეფასდა.

გაჟღერდა გზავნილები, რომლებმაც სიმღერის ტექსტი განსაზღვრა: სიყვარული, მხარდაჭერა, მეგობრობა, ერთიანობა და იმედი.

ნატო გელაშვილი, ჭოხოები, ანსამბლი “ჰერიო” - ჩამჭიდე ხელი 🎶

✨ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲝᲑᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ „ᲨᲠᲝᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲫᲛᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ“, ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓ 45 ᲬᲚᲘᲡ ᲬᲘᲜ, 𝟏𝟗𝟕𝟗 ᲬᲚᲘᲡ 𝟐𝟖 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲡ ᲐᲦᲘᲜᲘᲨᲜᲐ.თბ...
28/10/2024

✨ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲝᲑᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ „ᲨᲠᲝᲛᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲫᲛᲝᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ“, ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓ 45 ᲬᲚᲘᲡ ᲬᲘᲜ, 𝟏𝟗𝟕𝟗 ᲬᲚᲘᲡ 𝟐𝟖 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲡ ᲐᲦᲘᲜᲘᲨᲜᲐ.

თბილისობის დღესასწაულის იდეა თენგიზ მენთეშაშვილს ეკუთვნის. ის ქალაქკომის პირველი მდივანი გახლდათ.

თბილისის ძველი უბნების რესტავრაციასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ თათბირზე, მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა, შოთა ყავლაშვილმა ძველი თბილისის აღდგენის გეგმა წარადგინა. უნდა დაწყებულიყო ძველი უბნების რესტავრაცია. შეიქმნა არქიტექტორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს საკითხზე მუშაობა. გაიმართა თათბირი, მოიხაზა ძველი თბილისის მიდამოები, საიდანაც რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო.

სწორედ ამ თათბირზე, თენგიზ მენთეშაშვილმა თქვა: როდესაც რაიონული მასშტაბის დღესასწაულები დასრულდება, თბილისობა, როგორც ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება ხომ არ გავმართოთო? ეს იდეა მოიწონეს და გაიცა კიდეც დავალება, სპეციალისტებს გაეკეთებინათ ღონისძიების კონცეფცია.

თბილისობის აღნიშვნა 1979 წლიდან აიწყო. საქართველოს ყველა კუთხემ ძველ თბილისში, აბანოთუბანსა და რიყეზე მოიყარა თავი. მხარეები წარმოდგენილი იყვნენ თავიანთი ანსამბლებით, სამზარეულოთი, მოწეული მოსავლითა და რეწვის ნიმუშებით.

პირველ თბილისობაზე საპატიო თბილისელის წოდება ლადო გუდიაშვილს, კონსტანტინე ილურიძეს, აკაკი შანიძესა და შუშანა ჩიქოვანს მიანიჭეს.

05/08/2024

ᲛᲠᲐᲕᲐᲚᲟᲐᲛᲘᲔᲠ ✊

15/07/2024

𝟏𝟓 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ ᲜᲐᲜᲣᲚᲘ ᲐᲑᲔᲡᲐᲫᲘᲡ ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲐ ✨🎉

რადიო ᲣᲠᲑᲐᲜᲘᲙᲘᲡ შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს დამსახურებულ არტისტს, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს დაბადების დღეს!

ჯანმრთელობასა და დიდ ხანს სიცოცხლეს უსურვებს 🌹

გაზაფხულის დუეტი - ნანული აბესაძე, სულიკო კოროშინაძე

14/07/2024

𝟏𝟒 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ ᲜᲝᲓᲐᲠ ᲓᲣᲛᲑᲐᲫᲘᲡ ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲐ

"ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან."

🎶 ᲣᲠᲑᲐᲜᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲐ 📻✨ რომელი ცნობილი გალობა ჟღერს ფილმში “ბეჭდების მბრძანებელი”? 🎵 🎶Let the guessing game begin!
11/07/2024

🎶 ᲣᲠᲑᲐᲜᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲐ 📻✨

რომელი ცნობილი გალობა ჟღერს ფილმში “ბეჭდების მბრძანებელი”? 🎵 🎶

Let the guessing game begin!

10/07/2024

✨🎶 𝟏𝟎 ივლისი ქართული სასიმღერო ჟანრის კლასიკოსის, საქართველოს სახალხო არტისტის ᲠᲔᲕᲐᲖ ᲚᲐᲦᲘᲫᲘᲡ დაბადების დღეა.

კაცი, რომელიც უმღერდა იმას, რაც აღელვებდა და შთააგონებდა, წერდა ისე, როგორც სწამდა და სჯეროდა.

“ჩემო კარგო ქვეყანა” ფილმიდან “გლახის ნაამბობი” 🎶

09/07/2024

🎶 ᲣᲠᲑᲐᲜᲘᲙᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲬᲕᲔᲕᲐ: გამოიცანი შებრუნებული სიმღერა 📻✨

რადიო ურბანიკი გთავაზობთ სახალისო გამოწვევას. მოუსმინეთ ცნობილი ქართული ქალაქური სიმღერის შებრუნებულ ვერსიას და კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი ვერსიები, დათაგეთ და დაიხმარეთ მეგობრები 🕵‍♀🎵

Let the guessing game begin! 🎶🔄

01/07/2024

𝟏-ელი ივლისი ᲡᲔᲠᲒᲝ ᲖᲐᲥᲐᲠᲘᲐᲫᲘᲡ დაბადების დღეა ✨📽️ ყარაჩოხელი ფილმიდან “ქეთო და კოტე” ®️

✨ 29 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ ᲠᲔᲖᲝ ᲒᲐᲑᲠᲘᲐᲫᲘᲡ ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲐ - საქართველოს სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვრი,...
29/06/2024

✨ 29 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ ᲠᲔᲖᲝ ᲒᲐᲑᲠᲘᲐᲫᲘᲡ ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲐ - საქართველოს სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვრი, მწერალი და ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარისა.

რეზო გაბრიაძემ 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა.

📸 ფოტოზე: გაბრიაძის ანგელოზიანი კოშკი. მარიონეტების თეატრის მშვენება და თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი.

26/06/2024

𝟐𝟔 ივნისი ᲔᲗᲔᲠ ᲙᲐᲙᲣᲚᲘᲐᲡ გარდაცვალების დღეა 🤍 სიმღერის ავტორი: ინოლა გურგულია | უშენოდ

Address

Kostava Street
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რადიო ურბანიკი • Radio Urbanique posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Videos

Share

Category