Artarea/Tv2.0

Artarea/Tv2.0 პირველი ქართული ციფრული არხი ხელოვნებასა და კულტურაზე.

Permanently closed.

Artarea/Tv2.0 - პირველი მედია საქართველოში, რომელიც მხოლოდ ხელოვნებასა და მის განვითარებაზეა ორიენტირებული.

🇬🇪⚽️❤️ავტორი: Teo kvi
30/06/2024

🇬🇪⚽️❤️
ავტორი: Teo kvi

25/05/2024

გავიმარჯვებთ სახელოვნად❤️
არ გაჩერდება საქართველო✊
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს❤️🙌

24/05/2024

ასეა ეს👇❤️

კულტურის სამინისტრომ, გამოცემა “არილი”-ს დაფინანსება შეწყვიტა. გთავაზობთ რედაქციის განცხადებას👇“ყურადღება!!!ცუდი ამბავი ...
08/05/2024

კულტურის სამინისტრომ, გამოცემა “არილი”-ს დაფინანსება შეწყვიტა. გთავაზობთ რედაქციის განცხადებას👇

“ყურადღება!!!

ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინოთ - „არილის“ გამოცემა ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება!

როგორც მოსალოდნელი იყო, კულტურის სამინისტრომ და პირადად თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა "არილისთვის" დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა. და თანაც ეს გააკეთა, როგორც მას სჩვევია, ცინიზმით - „არილის“ საიუბილეო, 30-ე წელს. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. „არილი“ და მისი რედაქტორები არ ემორჩილებიან სამინისტროს ცენზურას, ყოველთვის გამოხატავდნენ კრიტიკულ პოზიციას და ამ თვალსაზრისით არასდროს უფიქრიათ რაიმე კომპრომისზე. „არილმა“ მხარი დაუჭირა რუსული კანონის წინააღმდეგ მოძრაობას, სოლიდარობა გამოუცხადა თავისუფალ გამომცემლობებს, რომლებიც არაადეკვატური პოლიტიკოსების თავდასხმის სამიზნეები გახდნენ და, რაც მთავარია, ერთგულად აგრძელებდა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას.

„არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტა, ცხადია, კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და ლოგიკური გაგრძელებაა ხელისუფლების მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდის. არილი იყო და არის ლიტერატურასა და, ზოგადად, ხელოვნებაში დასავლური ღირებულებების, თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი და ხმა. წლების მანძილზე "არილში" გამოქვეყნებული ტექსტები იყო მნიშვნელოვანი წყარო, კავშირების დამყარების შესაძლებლობა საგანმანათლებლო სივრცისთვის, სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე დასავლურ სამყაროსთან. იგი იყო მთავარი მხარდამჭერი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მასპინძლობისა. ჟურნალმა რამდენიმე სპეციალური ნომერიც მიუძღვნა ამ მოვლენას 2018 წლის განმვლობაში. ამიტომ, ცხადია, "არილი" ვერ და არ ჩაჯდებოდა იმ კულტურულ და პოლიტიკურ კონიუნქტურაში, რომელიც ბოლო წლებში შექმნა თეა წულუკიანმა. "არილის" არსებობას ხომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს რამე საზრისი, თუ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება.

მივმართავთ ჩვენს მკითხველებს, ავტორებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, საგამომცემლო სახლებსა და შესაბამის ფონდებს, იქნებ ვიფიქროთ, თუ როგორ გადავარჩინოთ ერთად იდეა - „არილი“. ამის პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა, როცა „არილის“ მკითხველებმა და გულშემატკივრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჟურნალის გადარჩენაში.

„არილი“ ათწლეულების ტრადიციაა, რომელიც თავისუფლების, მომავალზე ზრუნვის, წარსულის გააზრებისა და შემოქმედებითი ძალისხმევების სივრცედ ჩამოყალიბდა. „არილის“ იდეა ამ მცდელობებში იწრთობოდა წლების მანძილზე, ეს გზა გამოიარეს მისმა ერთგულმა ავტორებმა და მკითხველებმა და არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ეს იდეა დღემდე არსებობს და სულ უფრო და უფრო მწიფდება!”

06/05/2024

📣დრამატურგი ალექს ჩიღვინაძე ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

🟢ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იმყოფებოდა.

„თბილისში ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი ამბობს -კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ რეჟისორი სალომე ჯაში, რომელიც Kairos...
06/05/2024

„თბილისში ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი ამბობს -კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“

რეჟისორი სალომე ჯაში, რომელიც Kairos Prize 2024-ის გამარჯვებულია, დაჯილდოების ცერემონიაზე თბილისში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.
მეტი: https://www.facebook.com/sakdocfilm/videos/1401885440479093

მზექალა შანიძე❤️
06/05/2024

მზექალა შანიძე❤️

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა თბილისში💜ფოტო  #ვახოქარელი 💜📸
05/05/2024

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა თბილისში💜
ფოტო #ვახოქარელი 💜📸

მაისის ქრისტენათელო სოფლისაო - ქრისტე ღმერთო,მინდა რომ ისევ მენდო, ისევ მენთომშვინვიერ განცდების ფერადებად,ვინც უკვე დაგ...
04/05/2024

მაისის ქრისტე

ნათელო სოფლისაო - ქრისტე ღმერთო,
მინდა რომ ისევ მენდო, ისევ მენთო

მშვინვიერ განცდების ფერადებად,
ვინც უკვე დაგვტოვა და მენატრება -

მათი სიყვარულის ფერადოვან
გამმად გამენდო და ჟღერადობად.

მინდა რომ ცოცხლებიდან შემომხედო,
ხილულში უხილავის შემოქმედო.

თავი დედამიწას მიუძღვენი,
მზის იქით გარდაცვლილებს მიუძღვები.

პეპლების მწყემსივით მიუძღვები,
სიკვდილში სიცოცხლეს იუწყები.

აუხდენ ძეხორციელს რაც უნდოდა -
გადახსნი მარადიულს საწუთროდან.

მოგვიხვალ სინათლეო სოფლისაო,
ქვეყანა სისხლისა და ოფლისღვრაა.

ორივე დაგიღვრია, ხელის გულთა
ნაჭდევით. გვემულხარ და შერისხულხარ.

სამყარო წრებრუნვაა, საათია,
წამში უკვდავება ჩაატია,

კაცში ღვთაებრივი გაატია
მასში ღამე როცა გაათიე.

როცა კაცის ხვედრი გაიხვედრე,
როცა ჯოჯოხეთში ჩაიხედე.

და მერე მოზეიმე ამოხედვით
სრულად ამოხვედი, ამომღერდი.

გაშალე სივრცეები განვლილები,
განში გაწეულან განივები.

ფლატე, ხეობა თუ კანიონი
შენში აშრიალდა, განიავდა.

გაავსე შვების მომგვრელ მალამოთი
გულის სანიაღვრე კალაპოტი.

ნათელო სოფლისაო, მაცხოვარო
გახდი უხსოვარში სახსოვარი.
#რატიამაღლობელი
#გიორგისამხარაძე

  ❤️
04/05/2024

❤️

📷 Dima Zverev 💫
03/05/2024

📷 Dima Zverev 💫

“ოდა სიხარულისა”💜ვსწავლობთ ყველა, რომ შევძლოთ ევროპის ჰიმნის, ერთად შესრულება🙌💜Rati Amaglobeli 💜
03/05/2024

“ოდა სიხარულისა”💜
ვსწავლობთ ყველა, რომ შევძლოთ ევროპის ჰიმნის, ერთად შესრულება🙌💜
Rati Amaglobeli 💜

02/05/2024

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი🙌❤️

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბოიკოტს უცხადებენ, ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა  იმ კომპანიას, ...
02/05/2024

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბოიკოტს უცხადებენ, ყველა იმ ბიზნესმენს და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.

არქი
CELFIE
Wissol
Wendy’s
Dunkin’
Smart
Subway
ჯორჯიან მანგანეზი
მილდიანი
აიჯი დეველოპმენტი
VR ჰოლდინგი
KTW
თეთრი კვადრატი
ანაგი
ორბი

“ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ბრენდებთან. ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ ბიზნესმენებს და მათ კომპანიებს!!!
განცხადებას უერთდებიან” აცხადებენ ხელმომწერები🙌👇
- ADHD
- ABK
- Betterfly
- Enkeny Films
- JWT Metro
- Leavingstone
- Maverik
- Playmakers
- Redberry
- Socialsharks
- Q&A
- Quick
- Watergunz
- Windfor’s
#ძალაერთობაშია

(C) მარი ლორთქიფანიძე 👇🤗
02/05/2024

(C) მარი ლორთქიფანიძე 👇🤗

ხვალ, 1 მაისს 18:00-21:00 არტარეას გალერეაში ჯგუფური გამოფენა “ეფემერული მანიპულაციები” იხსნება. მის: დოდო აბაშიძის  #10...
30/04/2024

ხვალ, 1 მაისს 18:00-21:00 არტარეას გალერეაში ჯგუფური გამოფენა “ეფემერული მანიპულაციები” იხსნება.

მის: დოდო აბაშიძის #10, გალერეაში შემოსასვლელი კარი გახსნაზე ღია იქნება სანაპიროს მხრიდან (კლუბ TES-ის გვერდით).

კურატორი და იდეის ავტორი - მარიამ შერგელაშვილი

გამოფენა განხორციელდა პლატფორმა unarchived_semiotics- ის ფარგლებში.

მხარდამჭერები: Reach Art Visual - ART Consulting Company, არტარეას
გალერეა, Peter Moennig Foundation

💔 ირაკლი სუთიძე
19/04/2024

💔 ირაკლი სუთიძე

3 აპრილს, 18:30-ზე არტარეას საგალერეო სივრცეში სალომე დევაძის სოლო გამოფენის დახურვა გაიმართება. ფინისაჟზე იგეგმება საუბ...
30/03/2024

3 აპრილს, 18:30-ზე არტარეას საგალერეო სივრცეში სალომე დევაძის სოლო გამოფენის დახურვა გაიმართება.

ფინისაჟზე იგეგმება საუბარი ხელოვანთან და გამოფენის ფარგლებში გამოცემული ხელოვანის ტექსტების და ნამუშევრების კრებულის პრეზენტაცია.

სალომე დევაძის სოლო შოუ ორგანიზებულია სახელოვნებო ორგანიზაცია R.A.V.-ის (Reach Art Visual) მიერ.

On April 3rd, at 18:30 you are invited to the closing event of Salome Devadze's solo exhibition at the Artarea gallery space.

During the finissage there will be a conversation with the artist and a presentation of the new edition of the artist's texts and works published within the framework of the exhibition.

Salome Devadze Solo Show is organized by Reach Art Visual - ART Consulting Company

გზები რომლებიც იკვეთებიან: სალომე დევაძის გამოფენა / Paths That Cross: Salome Devadze Solo Show

გზები რომლებიც იკვეთებიან: სალომე დევაძის გამოფენა / Paths That Cross: Salome Devadze Solo Show გაიხსნება 13 მარტს, 18:0...
11/03/2024

გზები რომლებიც იკვეთებიან: სალომე დევაძის გამოფენა / Paths That Cross: Salome Devadze Solo Show გაიხსნება 13 მარტს, 18:00-ზე არტარეას საგალერეო სივრცეში (მის: დ. აბაშიძის #10).

გამოფენა გაგრძელდება 3 აპრილამდე, დათვალიერების საათები: ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 16:00-20:00.

01/03/2024

არტარეა და თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმი წარმოგიდგენთ -correspondences: Soundwalk Collective and Patti Smith exhibition-ინტერვიუ პატი სმიტთან.

ოქტომბრის ბოლოს, Tbilisi Photography & Multimedia Museum-ში გაიხსნა თბილისისთვის განსაკუთრებული გამოფენა. თემებისა და შთაგონებების სიმრავლით გამოფენამ უნიკალური გავლენა დატოვა თითოეულ ვიზიტორზე.
ინტერვიუში პატი სმიტი გვიზიარებს საკუთარ შეხედულებას, კოლაბორაციული ნამუშევრების მიღმა არსებული ჩანაფიქრების შესახებ.

ავტორები: Natalia Shatberashvili & Nica Machavariani

Artarea & Tbilisi Photography Museum present - Soundwalk Collective and Patti Smith exhibition-Interview With Patti Smith

A few months ago, at the end of October, an exhibiton opened at Tbilisi Photography & Multimedia Museum.
An exhibition that turned out to be very special for Tbilisi. With its plethora of themes and inspirations, the exhibition left a unique, lasting impact on each visitor.
Here Patti Smith shares her view on the thought process behind the collaborative artworks, the things that inspired and urged the artists to connect the themes that weave this exhibition together.

Interview by Natalia Shatberashvili
& Nica Machavariani

ხვალ, 25 თებერვალს, 16:30-18:00 არტარეას გალერეაში Ze Gavlena-ს თებერვლის სადისკუსიო შეხვედრების შემაჯამებელი შეხვედრა გ...
24/02/2024

ხვალ, 25 თებერვალს, 16:30-18:00 არტარეას გალერეაში Ze Gavlena-ს თებერვლის სადისკუსიო შეხვედრების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება თემაზე “თანამედროვე სკულპტურა და ექსპერიმენტული მიდგომები”

მოწვეული სპიკერები : ხელოვანი Lia Bagrationi და ხელოვნებათმცოდნე Tamta Tamara Shavgulidze

მოდერატორი: Mariam Shergelashvili

შეხვედრა ხორციელდება ზე გავლენას გამომცემლის, სახელოვნებო ორგანიზაცია რ.ა.ვ. Reach Art Visual - ART Consulting Company ინიციატივით.

პროექტის მხარდამჭერები: Artarea/Tv2.0 და Peter Moennig Foundation

დასწრება თავისუფალია.

კვირას, 18 თებერვალს 16:30-18:00 არტარეას გალერეაში გაიმართება შეხვედრა  Ze_Gavlena Talks: თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრ...
17/02/2024

კვირას, 18 თებერვალს 16:30-18:00 არტარეას გალერეაში გაიმართება შეხვედრა Ze_Gavlena Talks: თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

მოწვეული სპიკერები: Natalia Nebieridze და TaTa Gachechiladze
მოდერატორი: Mariam Shergelashvili

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება Litagora-ს ფილმი “თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა”

პროექტის ხორციელდება Ze Gavlena-ს გამომცემლის, სახელოვნებო ორგანიზაცია რ.ა.ვ. Reach Art Visual - ART Consulting Company ხელშეწყობით.

მხარდამჭერები: Artarea/Tv2.0 და Peter Moennig Foundation

დასწრება თავისუფალია. მისამართი: დ. აბაშიძის ქ. #10

🌟კვირას, 11 თებერვალს 16:30-ზე არტარეას საგალერეო სივრცეში გაიმართება სახელოვნებო გამოცემა Ze Gavlena-ს სადისკუსიო პირვე...
11/02/2024

🌟კვირას, 11 თებერვალს 16:30-ზე არტარეას საგალერეო სივრცეში გაიმართება სახელოვნებო გამოცემა Ze Gavlena-ს სადისკუსიო პირველი შეხვედრა Ze_Gavlena Talks: ქართული თანამედროვე ხელოვნება, კულტურული იდენტობის ასპექტები

მოწვეული სპიკერები: Keti Shavgulidze და Mzia Chikhradze

შეხვედრის მოდერატორი: Mariam Shergelashvili

🍃დასწრება თავისუფალია (მისამართი: დ.აბაშიძის ქ. #10)

პროექტი ხორციელდება ზე გავლენას გამომცემლის, სახელოვნენი ორგანიზაცია Reach Art Visual - ART Consulting Company ხელშეწყობით.

მხარდამჭერები: Artarea/Tv2.0 და Peter Moennig Foundation

Address

10 Dodo Abashidze Street
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Artarea/Tv2.0 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Artarea/Tv2.0:

Videos

Share

Category

არტარეა - შენი ციფრული არხი

კინო, თეატრი, ლიტერატურა, მოდა, მუსიკა, კულტურული მემკვიდრეობა, პოპ-კულტურა, სამეცნიერო ფანტასტიკა და კიდევ ძალიან ბევრი რამ, უფრო სწორად, ყველაფერი, რაც ხელოვნებას ეხება - შეგიძლია ნახო ჩვენთან.

არტარეა - პირველი ქართული ციფრული არხი ხელოვნებასა და კულტურაზე.

Nearby media companies


Other TV Channels in Tbilisi

Show All