04/02/2024
როგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?
1. გამოცხადდი გასაუბრებაზე რამდენიმე წუთით ადრე – ამით აჩვენებ დამსაქმებელს, რომ პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი ნამდვილად შენი ძლიერი მხარეა.
2. ჩაიცვი სოლიდურად – ჩაცმულობა სწორედ ისაა, რაც ჩვენზე პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. სოლიდურად ჩაცმა არ ნიშნავს შარვალ-კოსტუმს, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტანსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობდე და ერგებოდე იმ გარემოსა და ინდუსტრიას, სადაც მუშაობის დაწყებას გეგმავ.
3. იყავი პოზიტიური – პოზიტიური განწყობა ყოველთვის დადებით აურას ქმნის ოთახში, რაც დამსაქმებელზეც აისახება.
4. მიესალმე ყველას თანაბარი ენთუზიაზმით – გასაუბრებაზე მისვლისას არასდროს იცი ვის ესალმები, ამიტომ მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრზე თანაბრად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვო.
5. გამონახე მომენტები საერთო ინტერესებზე საუბრისთვის – საერთო ინტერესების გამონახვისა და გაზიარების დროს დამსაქმებელს ყოველთვის დადებითი ემოციები უჩნდება შენს მიმართ, რაც დაგეხმარება მარტივად დაამახსოვრო მათ თავი.
წყარო: unijobs.ge