ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine)

ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine) შემეცნებით–გასართობი სამედიცინო ჟურნალი

ჟურნალი „ავერსი“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გამოცემათაგან, რომლებიც აწვდიან მკითხველს სანდო, შემოწმებულ, კომპეტენტურ სამედიცინო ინფორმაციას, მისთვის გასაგებ, მარტივ და პოპულარულ ენაზე.

ჟურნალი მოიცავს მედიცინასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფაქტობრივად ყველა სფეროს: ჩვენ ვწერთ გავრცელებულ თუ იშვიათ დაავადებებზე, ორსულთა მოვლაზე, ბავშვთა აღზრდის პრობლემებზე, კურორტოლოგიაზე, ეკოლოგიაზე, გადაუდებ

ელ დახმარებაზე და ა.შ.

ამასთან, ეს არის არა მხოლოდ თეორია, არამედ პრაქტიკული რჩევვა-დარიგებებიც, რომლებიც ყველა ჩვენგანს შეიძლება გამოადგეს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჟურნალში აღმოაჩენთ ჟურნალს _ ქალის კუთხეს რომელიც დიასახლისებისთვის საინტერესო თემებს ეხება (კანის მოვლა, სახლის დიზაინი, გახდომის საშუალებები, კულინარია და სხვა).
დღიდან დაარსებისა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
„ავერსი“ ჟურნალია, რომელშიც ყველა თაობის მკითხველი იპოვის თავისთვის საინტერესო, სასარგებლო ინფორმაციას და რომელიც სამუდამოდ რჩება საოჯახო ბიბლიოთეკის არქივში.

ჟურნალი გამოდის 2004 წლის მაისიდან ყოველთვიურად, აგვისტოს გარდა

✅ როგორ იქცა იდეა საქმედ...
16/01/2025

✅ როგორ იქცა იდეა საქმედ...

ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების თავმჯდომარე იმხანად სპირიდონ ვირსალაძე გახლდათ. მისი ინიციატ...

✅👉 როგორ გავუფრთხილდეთ სახსრებს 🤸‍♀️🤸✅ დროთა განმავლობაში ყველაფერი ცვდება. არც სახსრებია გამონაკლისი. ასაკის მატება, ტრ...
15/01/2025

✅👉 როგორ გავუფრთხილდეთ სახსრებს 🤸‍♀️🤸

✅ დროთა განმავლობაში ყველაფერი ცვდება. არც სახსრებია გამონაკლისი. ასაკის მატება, ტრავმები, სხეულის დიდი მასა ასუსტებს და აზიანებს მათ ხრტილებს, რაც საბოლოოდ სახსრის ნორმალური ფუნქციობის შეზღუდვის და ართრიტის მიზეზად იქცევა.

✅ ამის თავიდან ასაცილებლად კეთილისმსურველები რჩევებს არ იშურებენ. სინამდვილეში სახსრების ჯანმრთელობის ანი და ჰოე კუნთების, იოგებისა და ძვლების სიმტკიცეა. ამისთვის კი შემდეგი რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ:

👉 აკონტროლეთ წონა

ჯანსაღი წონის შენარჩუნება საუკეთესო რამაა, რაც სახსრებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ. ჭარბი წონა ტვირთავს მუხლებს, მენჯ-ბარძაყს, ხერხემალს, ამიტომ ამ სახსრების დაზიანებას ხშირად უჩივიან ჭარბწონიანი ადამიანები. ყველანაირად ეცადეთ, სხეულის მასის ინდექსი ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოთ.

👉 ივარჯიშეთ

ვარჯიშით ორ კურდღელს დაიჭერთ: ზედმეტ კილოგრამებსაც გაუმკლავდებით (თუ ზედმეტი არ გაქვთ – ჯანსაღ წონას შეინარჩუნებთ) და შეშუპებულ სახსრებსაც დაიცხრობთ. რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ აერობული ვარჯიში (ვარჯიში, რომელიც გულის აჩქარებას იწვევს, მაგალითად, სირბილი) სახსრების შეშუპებას ამცირებს. თუ სახსრები უკვე გაწუხებთ, ისეთი დატვირთვა შეარჩიეთ, რომლებიც მათ მეტისმეტად არ დატვირთავს, მაგალითად, ცურვა, ველოსიპედის მართვა.

დიდხანს ნუ იჯდებით. სკამებს მიჯაჭვულ ადამიანებს უფრო მეტად ემუქრებათ სახსრების ტკივილი. ნაკლები მოძრაობა სახსრების მეტ შებოჭილობას უდრის, ამიტომ ხშირად ადექით, გაიარ-გამოიარეთ და წაივარჯიშეთ. ჯდომისას ხშირად იცვალეთ პოზიცია, ტელეფონით საუბრისას ფეხზე ადექით.

👉 დაიყენეთ კუნთები

ძლიერი კუნთები ამაგრებს სახსრებს. როცა კუნთოვანი ქსოვილი საკმარისი არ არის, სახსრები ყანყალებს, განსაკუთრებით – ხერხემლისა, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის. კუნთების მასის გასაზრდელად, კუნთებისა და იოგების სიმტკიცის მოსამატებლად ძალისმიერი ვარჯიშები უნდა შეასრულოთ, ოღონდ სწორად, ამიტომ კონსულტაცია ინსტრუქტორთან გაიარეთ.

👉 გაიმაგრეთ ტანიც

შეასრულეთ ისეთი ვარჯიშებიც, რომლებიც გულმკერდის, ზურგისა და მუცლის კუნთებს გაგიმაგრებთ. შედეგად უფრო ადვილად დაიცავთ წონასწორობას და არ წაიქცევით.

👉 დაადგინეთ საზღვრები

თუ ვარჯიშმა სახსარი გატკინათ, ინსტრუქტორთან შეთანხმებით აუცილებლად შეცვალეთ ეს ვარჯიში. მაგრამ ტკივილი არ აგერიოთ კუნთების ტკივილში, რომელიც ვარჯიშიდან რამდენიმე დღე, განსაკუთრებით – მეორე და მესამე, ჩვეულებრივი ამბავია.

👉 იზრუნეთ ტანდეგობაზე

მოშვებული, მობრეცილი დგომა და ჯდომა სახსრებს არ უხდება. გამართული დგომისა და ჯდომის დროს იცავთ სახსრებს კისრიდან მუხლების ჩათვლით. ტანის სწორად დაჭერა მნიშვნელოვანია სიმძიმეების აწევისა და ტარების დროსაც. ზურგჩანთის სიმძიმე ორივე მხარზე თანაბრად უნდა იყოს განაწილებული. სიმძიმის აწევისას კი თქვენი დიდი კუნთები გამოიყენეთ – მოიდრიკეთ მუხლებში და არა წელში.

👉 დაიცავით უსაფრთხოების წესები

რაც უნდა პროფესიონალად მიგაჩნდეთ თავი, თუ სახიფათო აქტივობაში მონაწილეობთ ან ხშირად გიწევთ მუხლებზე დადგომა თუ ჩაბუქვნა, აუცილებლად გამოიყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა: ჩაფხუტი, ღვედი, მუხლის, იდაყვის, მაჯის დამცავები. მათ გარეშე ველოსიპედის მართვა და გორგოლაჭებით სრიალიც კი არ შეიძება, რადგან ერთმა შემთხვევამ შესაძლოა სამუდამო კვალი დააჩნიოს თქვენს ცხოვრებას.

👉 იმეგობრეთ ყინულთან

ყინული საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების დამცხრობია. თუ სახსარი აგტკივდათ, ყინული პირსახოცში გადაახვიეთ და 20 წუთით დაიდეთ მტკივან ადგილზე. არასოდეს დაიდოთ ყინული პირდაპირ კანზე! ყინულის მაგივრად შეიძლება საყინულეში არსებული გაყინული საკვების გამოყენება.

👉 იკვებეთ სწორად

ძვლების სიმტკიცისთვის ყოველდღე უნდა მიიღოთ კალციუმი. ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში რძე, მაწონი, ბროკოლი, ლეღვი, კალციუმით გამდიდრებული მზა პროდუქტები. თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, ეს ელემენტი დანამატის სახითაც მიიღეთ.

ორგანიზმს საკვებიდან კალციუმის შესაწოვად D ვიტამინი სჭირდება. სასურველია, შეიმოწმოთ სისხლში მისი შემცველობა და საჭიროების შემთხვევაში დანამატის სახით ისიც მიიღოთ.

კუნთების მუშაობისთვის აუცილებელია ცილა. მისი მოთხოვნილება დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და ცხოვრების წესზე. ცილის წყაროა ხორცი, ზღვის პროდუქტები, სოია, ლობიო და სხვა პარკოსნები, თხილეული. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, სახსრებს უხდება C ვიტამინი და სხვა ანტიოქსიდანტებიც.

✅👉 2024 წლამდე სახელმწიფო პროგრამა "დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა" მოიცავდა ახალშობილთა სკრინინგს ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტ...
13/01/2025

✅👉 2024 წლამდე სახელმწიფო პროგრამა "დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა" მოიცავდა ახალშობილთა სკრინინგს ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე, სმენის შეფასებას. შემდეგ პროგრამა გაფართოვდა და სკრინინგული კვლევების ნუსხა გაიზარდა. იმის გასაგებად, რომელი დაავადებები დაემატა ჩამონათვალს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორს, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ექიმ პედიატრ ნანა ჯინჭარაძეს ვესაუბრეთ...

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამას კიდევ სამი დაავადების: გალაქტოზემიის, ადრენოგენიტალური სინდრომისა დ.....

✅ რას გვირჩევენ სპეციალისტები იმისთვის, რომ სამუშაო ადგილზე უფრო კომფორტულად მოვეწყოთ და დიდხანს ჯდომით გამოწვეული ტკივი...
10/01/2025

✅ რას გვირჩევენ სპეციალისტები იმისთვის, რომ სამუშაო ადგილზე უფრო კომფორტულად მოვეწყოთ და დიდხანს ჯდომით გამოწვეული ტკივილი თავიდან ავიცილოთ 🤔

როგორც სპეციალისტები ამბობენ, სამუშაოსთან დაკავშირებულ ზურგის ტკივილს ორი ძირითადი მიზეზი აქვს: ვარჯიშის ნაკლ....

✅ სხვა სკოლაში ბავშვის გადაყვანა მთელი ოჯახისთვის გამოწვევაა. ამ პროცესს თან სდევს უამრავი ემოციური, სოციალური და აკადემ...
09/01/2025

✅ სხვა სკოლაში ბავშვის გადაყვანა მთელი ოჯახისთვის გამოწვევაა. ამ პროცესს თან სდევს უამრავი ემოციური, სოციალური და აკადემიური სირთულე.

✅ 🤔 რა ემოციური და სოციალური საჭიროებები უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის სკოლიდან სკოლაში გადაყვანისას?

სხვა სკოლაში ბავშვის გადაყვანა მთელი ოჯახისთვის გამოწვევაა. ამ პროცესს თან სდევს უამრავი ემოციური, სოციალური დ.....

✅🤔 როგორ შეიძლება ბავშვის აღზრდა ისე, რომ არ ვუთხრათ "არა", მაგრამ, იმავდროულად, თვითდისციპლინაც გამოვუმუშაოთ.✅ თანამედრ...
06/01/2025

✅🤔 როგორ შეიძლება ბავშვის აღზრდა ისე, რომ არ ვუთხრათ "არა", მაგრამ, იმავდროულად, თვითდისციპლინაც გამოვუმუშაოთ.

✅ თანამედროვე ფსიქოლოგები გვირჩევენ, ამ პროცესს პოზიტიურად მივუდგეთ და იშვიათად გამოვიყენოთ სიტყვა "არა". თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დისციპლინის სწავლებაზე უარი ვთქვათ....

ბავშვის აღზრდა რთული ამოცანაა. თანამედროვე ფსიქოლოგები გვირჩევენ, ამ პროცესს პოზიტიურად მივუდგეთ და იშვიათად გ...

⛹️‍♀️🤸 როგორ იცვლება სიხარულის აღქმა ასაკთან ერთად და როგორ განვიცდით სიხარულს ზრდასრულები 🤔
03/01/2025

⛹️‍♀️🤸 როგორ იცვლება სიხარულის აღქმა ასაკთან ერთად და როგორ განვიცდით სიხარულს ზრდასრულები 🤔

რატომღაც მიგვაჩნია, რომ ბავშვები უფროსებზე ბედნიერები და უდარდელები არიან. ხშირად ნოსტალგიით გვახსენდება ბავშ....

✅👉 რა არის ნეიროლინგვისტური პროგრამირება და როდის მიმართავენ მას✅ გვესაუბრება საქართველოს ნლპ-ის სკოლის დამფუძნებელი და ...
30/12/2024

✅👉 რა არის ნეიროლინგვისტური პროგრამირება და როდის მიმართავენ მას

✅ გვესაუბრება საქართველოს ნლპ-ის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ექიმი ფსიქოთერაპევტი, ნლპ-თერაპევტი, ნლპ-ტრენერი მანანა ჯორჯიაშვილი

უმეტესობას, ვისაც ნეიროლინგვისტური პროგრამირების (ნლპ) შესახებ რამე გაუგონია, მიაჩნია, რომ ის ადამიანებზე ფსიქო....

🔴 როგორ ვიზრუნოთ კანზე ზამთარში 🤔👇✅ ზამთარში კანი არცთუ სახარბიელო პირობებში აღმოჩნდება ხოლმე: გარეთ ცივი და მშრალი ჰაერ...
27/12/2024

🔴 როგორ ვიზრუნოთ კანზე ზამთარში 🤔👇

✅ ზამთარში კანი არცთუ სახარბიელო პირობებში აღმოჩნდება ხოლმე: გარეთ ცივი და მშრალი ჰაერია, შენობებში – თბილი და მშრალი, კანის ჯანმრთელობისთვის კი აუცილებელია ტენიანობა. ასაკის მატებასა და ჰორმონულ ცვლილებებთან ერთად მისი ბუნებრივი სინოტივე ისედაც მცირდება, ცივი სეზონი კი მას უფრო მეტად აშრობს.

✅ ამის გამო ზამთარში შეიძლება დამძიმდეს:

👉 ეგზემა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს წითელი ანთებითი, მქავანა გამონაყარი;

👉 ფსორიაზი – ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს წითელ, მქავანა ქერცლიან გამონაყარს, ყველაზე ხშირად – მუხლებზე, იდაყვებზე, ტანზე, თავის თმიან ნაწილზე;

👉 როზაცეა – ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს კანის, ზოგჯერ თვალების სიწითლეს;

👉 პილარული კერატოზი – ამ დროს კანი გაუხეშებულია და შესახედავად ქათმის კანს ჰგავს. ვითარდება უმთავრესად მკლავებზე, ფეხებზე, დუნდულებზე;

👉 რეინოს დაავადება – თითების გათეთრება, გალურჯება, დაბუჟება, რაც გამოწვეულია სიცივის (ან სტრესის) საპასუხოდ სისხლძარღვების სპაზმით.

✅ პრაქტიკული რჩევები

არ არის საჭირო ზამთარში კანის მოვლის რუტინაში დიდი ცვლილებების შეტანა. მთავარია, შევინარჩუნოთ მისი სინოტივე და გამაღიზიანებელ პროდუქტებს ვერიდოთ.

👉 ხშირად დაიტენიანეთ კანი. რაც უფრო სქელია დამატენიანებელი, მით უკეთესი. სქელი დამატენიანებლები, რომლებიც შეიცავს კერამიდებს, ჰიალურონის მჟავას და ვაზელინს, კანს უკეთესად უნარჩუნებს ტენს.

👉 გამოიყენეთ სახის გამწმენდი, რომელიც წმენდასთან ერთად ატენიანებს კიდეც.

👉 ზამთარში ცხელი შხაპის მიღება ყველას უყვარს, მაგრამ ცხელი წყალი კანს უფრო მეტად აშრობს, ამიტომ ნუ დარჩებით საშხაპეში 15 წუთზე მეტ ხანს და გადაივლეთ არა ცხელი, არამედ ნელთბილი წყალი.

👉 ერიდეთ უხეშ სკრაბს, ნეჭას, თავის მოვლის სურნელოვან საშუალებებს – ხეხვამ და ქიმიურმა დანამატებმაც შეიძლება გაგიღიზიანოთ კანი. გამოიყენეთ უსუნო საპონი და თავის მოვლის სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც არომატიზატორებს არ შეიცავს.

👉 გამოიყენეთ რძემჟავას შემცველი დამატენიანებელი, რომელიც დანოტივებასთან ერთად მკვდარ უჯრედებსაც ქერცლავს. ის შხაპის მიღებისთანავე წაისვით.

👉 ნურც ხელებს დაიბანთ მეტისმეტად ცხელი წყლით, მიკრობების მოსაშორებლად გრილი წყალიც საკმარისია. ხელები ყოველი დაბანის შემდეგ დაიტენიანეთ. ჭურჭლის რეცხვისას ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები.

👉 შინიდან გასვლამდე აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ულტრაიისფერი B სხივები ზამთარში არც ისე ძლიერია, ისინი მაინც ეცემა დედამიწას და შეუძლია, ღრუბლიან ამინდშიც კი გამოიწვიოს დამწვრობა, მით უმეტეს – თოვლიდან არეკლილს.

👉 გამოიყენეთ SPF-ის შემცველი ტუჩის ბალზამი, რომ ტუჩები არ დაგისკდეთ და მზემ არ დაგწვათ.

👉 მიიღეთ ნაკლები ალკოჰოლი და მეტი წყალი – დღე-ღამეში დაახლოებით 2 ლიტრი.

👉 ღამით გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებლები. ეცადეთ, სახლში ტენიანობის მაჩვენებელი 30-50% იყოს, ხოლო ტემპერატურა – 20-24 გრადუსი.

👉 გაითვალისწინეთ, რომ კანის მოვლის საშუალებებს, რომლებიც შეიცავს რეტინოიდებს, ამქერცლავ მჟავებს და C ვიტამინს, კანის გაღიზიანება შეუძლია.

👉 ჩაიცვით კომფორტული ტანსაცმელი. ერიდეთ მატყლისა და სხვა უხეში ქსოვილების კანზე პირდაპირ შეხებას – ამან შესაძლოა მშრალი კანის გაღიზიანება და ქავილი გამოიწვიოს. ქვეშ ჩაიცვით რბილი, მსუბუქი, მსუნთქავი ტანსაცმელი (ბამბის, აბრეშუმის) და ზემოდან – თბილი სვიტერი.

⭕ 🤔 რომელი დაავადებები მიმდინარეობს გაციების მსგავსი სიმპტომებით?✅👉  გრიპი – ეს არის გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია....
26/12/2024

⭕ 🤔 რომელი დაავადებები მიმდინარეობს გაციების მსგავსი სიმპტომებით?

✅👉 გრიპი – ეს არის გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია. სიმპტომების მიხედვით გაციებისგან მისი გარჩევა ძნელია, თუმცა, როგორც წესი, გრიპს უფრო მაღალი ცხელება და ძლიერი შემცივნება ახასიათებს, მაშინ როდესაც გაციებულ ზრდასრულ ადამიანს სიცხე შესაძლოა არც კი მისცეს. გრიპის დროს უფრო ძლიერია კუნთების ტკივილი და სხვა სიმპტომებიც. შესაძლოა, თან ახლდეს ღებინება და დიარეა.

გრიპისგან თავის დასაცავად საუკეთესო გზა აცრაა. გრიპის ვირუსები ყოველწლიურად იცვლება, რის გამოც ყოველ წელს ახალ ვაქცინას უშვებენ და აცრაც ყოველ წელს უნდა გაიახლოთ.

✅👉 RSV (რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი) – ეს ვირუსიც გაციების ვირუსების მსგავსად ვრცელდება და სიმპტომებიც მისი მსგავსი აქვს. შეუძლია, გამოიწვიოს ბრონქებისა და ფილტვების ანთება. ერთ წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებთან ღშV საავადმყოფოში მოხვედრის ყველაზე გავრცელებული რესპირატორული მიზეზია. ინფექცია მძიმედ მიმდინარეობს ჩვილებთან (განსაკუთრებით – დღენაკლულებთან), მცირეწლოვან ბავშვებთან, ხანდაზმულებთან, გულისა და ფილტვების პრობლემების მქონე ადამიანებთან, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან. ორ წლამდე ასაკში ბავშვების 97%-ს ეს ინფექცია გადატანილი აქვს.

არც ისე დიდი ხანია, აშშ-ში იყენებენ RSV ვაქცინას ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, 60 წელს გადაცილებულთათვის და მესამე ტრიმესტრში მყოფი ორსულებისთვის.

✅👉 მწვავე ბრონქიტი – ბრონქების ანთება ლორწოს ჭარბ წარმოქმნას იწვევს. ხშირად ის გაციების ან გრიპის შედეგად ვითარდება. შესაძლოა, ბაქტერიებმაც გამოიწვიოს. ბრონქიტი ადვილად ემართებათ მწეველებს, ალერგიულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სინუსიტი, გადიდებული ტონზილები ან ადენოიდები აქვს. მისი ძირითადი სიმპტომი ხველაა, თავდაპირველად – მშრალი, შემდეგ – ნახველიანი. შესაძლოა, თან ახლდეს კუნთების ტკივილი, შემცივნება, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცრემლდენა, ხიხინი.

ბრონქიტი უმეტესად მკურნალობის გარეშეც გაივლის. შეიძლება სიმპტომების შემამსუბუქებელი საშუალებების (დამატენიანებლის, ტკივილგამაყუჩებლის) გამოყენება.

✅👉 პნევმონია – ფილტვების ანთება შემთხვევათა მესამედში ვირუსებით არის გამოწვეული, დანარჩენში – ბაქტერიებით ან სოკოებით. სიმპტომები მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე მერყეობს. მოიცავს ცხელებას, ნახველიან ხველას, ძლიერ ოფლიანობას, შემცივნებას, უმადობას, დაბნეულობას, ქოშინს, რომელიც მოძრაობისას ძლიერდება, გულმკერდის არეში მკვეთრ ტკივილს, რომელსაც ამძაფრებს ხველება და ღრმა სუნთქვა. ვირუსული პნევმონიის დროს რეკომენდებულია დასვენება, კარგი კვება, ბევრი სითხის მიღება. ბაქტერიულ პნევმონიას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.

👠👗 რა არის მოდური ამ სეზონზე და რით შეიძლება გავიხალისოთ გარდერობი 🤔
26/12/2024

👠👗 რა არის მოდური ამ სეზონზე და რით შეიძლება გავიხალისოთ გარდერობი 🤔

მოდის დიზაინერებმა ცივი სეზონისთვის ზრუნვა ადრიანად დაიწყეს და შემოდგომა-ზამთრის კოლექციები მაღაზიებსა და ბუ.....

🦷 რა არის პაროდონტი და რა ასაკობრივ ცვლილებებს განიცდის ის 🤔🦷 რამ შეიძლება გამოიწვიოს პაროდონტის დაავადება და როგორ ვლინ...
26/12/2024

🦷 რა არის პაროდონტი და რა ასაკობრივ ცვლილებებს განიცდის ის 🤔

🦷 რამ შეიძლება გამოიწვიოს პაროდონტის დაავადება და როგორ ვლინდება 🤔

🦷 რა არის შინირება 🤔

ერთი შეხედვით უწყინარ სიმპტომებს, ღრძილების შეწითლებას და კბილების მომატებულ მგრძნობელობას, შესაძლოა ყურადღე.....

🔴 რა ემუქრება შარდის ბუშტს 🤔🔴 როგორ ავიცილოთ თავიდან შარდის ბუშტის დაავადებები და როგორ ვიზრუნოთ შარდის ბუშტისა და საშარ...
25/12/2024

🔴 რა ემუქრება შარდის ბუშტს 🤔

🔴 როგორ ავიცილოთ თავიდან შარდის ბუშტის დაავადებები და როგორ ვიზრუნოთ შარდის ბუშტისა და საშარდე გზების სიჯანსაღეზე 🤔

ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ პროდუქტებს ორგანიზმი შარდთან ერთად გამოდევნის. შარდის წარმოქმნას და გამოყოფას საშა.....

✅ 🤔 რა არის რეინოს დაავადება✅ რეინოს დაავადებას სიცივის ან სტრესის შემთხვევაში თითების დაბუჟება და გაცივება ახასიათებს. ...
24/12/2024

✅ 🤔 რა არის რეინოს დაავადება

✅ რეინოს დაავადებას სიცივის ან სტრესის შემთხვევაში თითების დაბუჟება და გაცივება ახასიათებს. ამ ცვლილებებს იწვევს თითების მცირე არტერიების სპაზმი და სისხლის ნაკადის შემცირება. რეინოს დაავადება უფრო ხშირად აღენიშნებათ ქალებს და ცივ კლიმატურ სარტყელში მცხოვრებ ადამიანებს.

✅ არსებობს რეინოს დაავადების ორი ძირითადი ტიპი:

👉პირველადი, საკუთრივ რეინოს დაავადება – არ არის გამოწვეული სხვა სამედიცინო მდგომარეობით და შეიძლება, იმდენად მსუბუქი იყოს, რომ თავისთავად, მკურნალობის გარეშე გაიაროს. მისი რისკის ფაქტორებია სქესი (ქალი), ასაკი (ხშირად იწყება 15-დან 30 წლამდე), ცივი კლიმატი, დაავადების ოჯახური ისტორია;

👉 მეორეული, იგივე რეინოს სინდრომი, რეინოს ფენომენი – ეს უკანასკნელი უფრო იშვიათია, მაგრამ უფრო მწვავედ გამოვლინდება. თავს იჩენს დაახლოებით 40 წლის ასაკში. მიზეზად შეიძლება იქცეს სკლეროდერმია, წითელი მგლურა (ლუპუსი), რევმატოიდული ართრიტი, შოგრენის სინდრომი, სისხლძარღვთა ათროსკლეროზი, მაღალი არტერიული წნევა, მაჯის გვირაბის სინდრომი, მტევნების განმეორებითი მოძრაობები ან ვიბრაცია (კლავიატურაზე ბეჭდვა, ფორტეპიანოზე დაკვრა), მოწევა, მაჯის მოტეხილობა, ზოგიერთი მედიკამენტი.

✅ ნიშნები და სიმპტომები

👉 დაავადებას ახასიათებს:

👉 თითების გაცივება;
👉 კანის ფერის ცვლილება – მისი სხვადასხვა უბნის ჯერ გათეთრება, შემდეგ გალურჯება;
👉 დაბუჟება ან მტკივნეული ჩხვლეტის შეგრძნება მას შემდეგ, რაც თითებს გაითბობენ ან სინდრომის გამომწვევი სტრესი შემსუბუქდება.

რეინოს დაავადების სიმპტომები უმეტესად ხელის ან ფეხის თითებს მოიცავს, მაგრამ შესაძლოა, სხეულის სხვა ნაწილებზეც გამოიხატოს: ცხვირზე, ტუჩებზე, ყურებზე, ძუძუსთავებზეც კი. გათბობის შედეგად სისხლის ნაკადის სრულ აღდგენას და თავდაპირველი მდგომარეობის მიღწევას შესაძლოა 15 წუთიც კი დასჭირდეს. მძიმე მეორეული რეინოს სინდრომი შესაძლოა გართულდეს – თუმცაღა იშვიათად – წყლულებით ან ნეკროზით.

✅ პრევენცია

შეტევების თავიდან ასაცილებლად რეინოს დაავადების მქონე ადამიანი სიცივეში კარგად უნდა იყოს ჩაფუთნული, ეხუროს ქუდი, ეხვიოს შარფი, ეცვას წინდები, ჩექმები, ერთი ან ორი წყვილი ხელთათმანი. კარგი იქნება თერმული საცვლების ჩაცმაც. თუ ცხვირის წვერი და ყურის ბიბილოები ეყინება, სასურველია, ატაროს ყურებიანი ქუდი ან ყურსაცვამები და ნიღაბი. მანქანა, სასურველია, დაძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე აამუშაოს და სალონი გაათბოს, შენობაშიც კი ეცვას თბილი წინდები. მაცივრიდან ან საყინულიდან საკვების გამოღების დროს ჩაიცვას ხელთათმანები. ზოგიერთი ზამთარში საწოლშიც კი იცვამს ხელთათმანებსა და წინდებს, რაც მათ მართლაც ეხმარება.

✅ დიაგნოსტიკა

დიაგნოზი ისმება სიმპტომების, სამედიცინო ისტორიისა და გასინჯვის საფუძველზე. შეიძლება, ჩატარდეს გამოკვლევები სხვა სამედიცინო პრობლემების გამოსარიცხად. ტარდება ფრჩხილების კაპილაროსკოპია, ავტოიმუნური დაავადების აღმოსაჩენად – სისხლის ანალიზი. სპეციფიკური გამოკვლევა არ არსებობს.

✅ მკურნალობა

მსუბუქი სიმპტომების არსებობისას შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს სიცივეში ფენა-ფენა ჩაცმა, ხელთათმანების, თბილი წინდების ტარება. მკურნალობის მიზანია, შემცირდეს შეტევების რაოდენობა და სიმწვავე, თავიდან იქნეს აცილებული ქსოვილის დაზიანება და აღმოიფხვრას (ან კონტროლს დაემორჩილოს) ძირითადი დაავადება ან მდგომარეობა.

შესაძლოა, ექიმმა გამოწეროს კალციუმის არხის ბლოკატორები და ვაზოდილატატორები (სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატები) ან საჭიროდ მიიჩნიოს ქირურგიული ჩარევა სისხლძარღვის გამაფართოებელ და შემავიწროებელ ნერვებზე, ბოტოქსის ინექციები.

✅ ცხოვრების წესი

თუ რეინოს დაავადება გაქვთ:

👉თავი დაანებეთ მოწევას;
👉 ივარჯიშეთ;
👉 მართეთ სტრესი;
👉 ერიდეთ ტემპერატურის სწრაფ ცვალებადობას, ეცადეთ, ერთბაშად არ გადახვიდეთ სითბოდან კონდიცირებულ გარემოში.

შეტევის დროს გაითბეთ ხელები, ფეხები, სხვა პრობლემური ადგილები. ამისთვის შედით თბილ შენობაში, ამოძრავეთ ხელისა და ფეხის თითები, მტევნები იღლიებში ამოიწყვეთ, მკლავები ატრიალეთ, თითებზე დაისხით თბილი (და არა ცხელი!) წყალი, ჩაყავით კიდურები თბილ (და არა ცხელ!) წყალში, დაიზილეთ თითები. თუ შეტევა სტრესის ბრალია, გამოიყენეთ სარელაქსაციო ტექნიკა.

✅ რა ზრდის რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს? 🤔✅ რევმატოიდული ართრიტი ავტოიმუნური ანთებითი დაავადებაა. ის, წესისა...
24/12/2024

✅ რა ზრდის რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს? 🤔

✅ რევმატოიდული ართრიტი ავტოიმუნური ანთებითი დაავადებაა. ის, წესისამებრ, ერთდროულად რამდენიმე სახსარს აზიანებს, ყველაზე ხშირად – თითისას, მაჯისას, მუხლისას, მხრისას და კოჭისას, თუმცა არც სხვა ორგანოებს ტოვებს უყურადღებოდ – გულის, ფილტვებისა და თვალების დაზიანებასაც იწვევს.

✅ რევმატოიდული ართრიტი პათოლოგიური ავტოიმუნური პასუხის შედეგია. ამ დროს ორგანიზმი საკუთარ ქსოვილებს ებრძვის. რა იწვევს იმუნური სისტემის შეცდომას, უცნობია, თუმცა ვიცით, რა ზრდის დაავადების განვითარების რისკს:

👉 ასაკი – რევმატოიდული ართრიტი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, თუმცა წლების მატებასთან ერთად მისი განვითარების ალბათობაც იმატებს. ყველაზე ხშირად ის 60 წლისთვის იჩენს თავს.

👉 სქესი – დაავადება ორ-სამჯერ უფრო ხშირია ქალებთან, განსაკუთრებით – მათთან, ვისაც შვილი არ ჰყავს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რევმატოიდული ართრიტის განვითარების ალბათობას ამცირებს ძუძუთი კვება.

👉 გენეტიკა – განსაზღვრული გენების არსებობა დაავადების განვითარების ალბათობას ზრდის. ამ გენებს HLA აბრივიატურით აღნიშნავენ. დაავადების რისკი ყველაზე მაღალია მაშინ, როდესაც ამ ჯგუფის გენების მქონე ადამიანი სხვა რისკფაქტორის, მაგალითად, თამბაქოს ან სიმსუქნის, ზემოქმედებასაც განიცდის.

👉მწეველობა – არაერთი კვლევა მოწმობს, რომ თამბაქო ზრდის დაავადების რისკს და ამძიმებს მის მიმდინარეობას.

👉 ჭარბი წონა – კვლევებმა, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის განვითარებაში სიმსუქნის როლის შესასწავლად ჩატარდა, აჩვენა, რომ დაავადების შანსი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ჭარბია წონა.

✅ წონაზეა დამოკიდებული რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის ეფექტიც. ჭარბწონიანები დაავადების მკურნალობისგან ნორმალური წონის მქონე პაციენტებთან შედარებით ნაკლებ სარგებელს იღებენ.

✅ რევმატოიდულ ართრიტს მორეციდივე მიმიდინარეობა ახასიათებს – სიმპტომები ერთგვარი აფეთქებების სახით ვლინდება, გარკვეული ხნის შემდეგ კი სუსტდება და რემისიის პერიოდი დგება. კლინიკური ნიშნები მოიცავს:

👉ტკივილს, დაჭიმულობას და შეშუპებას ერთზე მეტ სახსარში (სხეულის ორივე მხარეს);
👉 წონის კლებას;
👉 ცხელებას;
👉 დაღლილობას და საერთო სისუსტეს.

✅ რევმატოიდული ართრიტი გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. დაავადების პროგნოზი მით უფრო კეთილსაიმედოა, რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება მკურნალობა. იდეალურ შემთხვევაში რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი სიმპტომების გამოვლენიდან 6 თვის განმავლობაში უნდა დაისვას. ამ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა საგრძნობლად აფერხებს, ზოგჯერ კი აჩერებს დაავადების პროგრესს. ამიტომ თუ სახსრებმა შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

🦷 🦷 რა გზით შეიძლება ფერი შევუცვალოთ კბილებს 🤔🦷 🦷  რამდენად უსაფრთხოა კბილების გათეთრების პროცედურა და რა უნდა გავითვალი...
23/12/2024

🦷 🦷 რა გზით შეიძლება ფერი შევუცვალოთ კბილებს 🤔
🦷 🦷 რამდენად უსაფრთხოა კბილების გათეთრების პროცედურა და რა უნდა გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას 🤔

✅👉 გვესაუბრება "ავერსის კლინიკის" ექიმი სტომატოლოგი სოფიო საბანაძე

მართალია, კბილის ფერს მის ჯანმრთელობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ქათქათა კბილებზე ბევრი ოცნებობს. ეს....

✅ დიმიტრი უზნაძის სახელი ფართო საზოგადოებისთვის, უპირველეს ყოვლისა, განწყობის თეორიასთან ასოცირდება და სამართლიანადაც – ...
19/12/2024

✅ დიმიტრი უზნაძის სახელი ფართო საზოგადოებისთვის, უპირველეს ყოვლისა, განწყობის თეორიასთან ასოცირდება და სამართლიანადაც – ამ თეორიამ, რომელიც თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად მიიჩნევა, მოუხვეჭა მსოფლიო სახელი ქართველ მეცნიერს.

✅ დიმიტრი უზნაძის ნააზრევი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გეზი.

✅ თუმცა ცნობილი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსისა და პედაგოგის პროფესიულ ცხოვრებაში იყო ისეთი წახნაგიც, რომელიც საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა...

დიმიტრი უზნაძის სახელი ფართო საზოგადოებისთვის, უპირველეს ყოვლისა, განწყობის თეორიასთან ასოცირდება და სამართლ.....

✅🤔 რა მხრივ აუმჯობესებს თამაში ჩვენს ცხოვრებას?
18/12/2024

✅🤔 რა მხრივ აუმჯობესებს თამაში ჩვენს ცხოვრებას?

თამაში ადამიანისა და ცხოველის განვითარების ბუნებრივი ნაწილია, განსაკუთრებით დიდი ადგილი კი მას ბავშვის ცხოვრე....

Address

აღმაშენებლის გამზ. 148/3
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine) posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ჟურნალი "ავერსი" (Aversi Magazine):

Share

Our Story

ჟურნალი “ავერსი” მარტივი და პოპულარული ენით მოგაწვდით სანდო ინფორმაციას მედიცინის საკითხებზე.

ჩვენგან შეიტყობთ:


  • როგორ დაიცვათ თავი დაავადებებისგან,

  • როდის მიმართოთ ექიმს,