CinExpress

CinExpress CinExpress (Cinematic Expression) - არაკომერციული კინემატოგრაფიული პლატფორმა
(7)

01/12/2024

ია ფარულავა დავაბრუნოთ კინოში; იქნებ მერე მაინც დავიკავოთ კინოცენტრი

30/11/2024

ეს სადისტები არც ქალების და არც ბავშვების ცემით არ დაიღლებიან, რადგან დიდი ალბათობით, სახლშიც იმავეს აკეთებენ და ამაში არიან გამოწრთობილნი. ამიტომ, დროზეა მოსაფიქრებელი პროტესტის ახალი ფორმები, რომლის წინააღმდეგ, უსირცხვილო, ბინძურ ოლიგარქს და მის ხელის ბიჭებს, არანაირი "ტრიუკი" არ აქვთ მოფიქრებული — გაფიცვა არის ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთ იარაღი, რომლის წინააღმდეგაც ვერც ამჟამინდელი და ვერც მომავალი მთავრობები ვერაფერს გააწყობენ.

თბილისმა, (სასურველია სხვებმაც) როგორც ქალაქმა ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს, უნდა გაიფიცოს ყველა, მასწავლებლებიდან დაწყებული, მემანქანეებით დამთავრებული.

ეს მახინჯი, ბოროტი, სრულიად გარყვნილი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ. და როდესაც მოვიშორებთ, უნდა გასამართლდეს აბსოლუტურად ყველა, ვინც ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა, ივანიშვილი/კალაძით დაწყებული, სპეცრაზმელებით დამთავრებული.

ნებისმიერ მომავალ მთავრობას უნდა ეშინოდეს ხალხის და მათი სურვილების წინააღმდეგ წასვლა.

Send a message to learn more

29/11/2024

უწყვეტი საპროტესტო ტალღისათვის უნდა მოვემზადოთ, ამიტომ, ერთმანეთის გვერდზე დგომა ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

29/11/2024

აუცილებელია იმგვარი წინააღმდეგობის ფორმების მოფიქრება, რომელიც დროზე მოგვაშორებს ამ პარაზიტი ვაჭრის მიერ ნაყიდ, ქვეყნის გამყიდველი ადამიანების ჯგროს

მაუწყებელი • Mautskebeli-ს ჩვენი დახმარება სჭირდება სოციალური თემების ხილვადობის გაზრდაში, რომელიც მეინსტრიმული მედიის წ...
27/11/2024

მაუწყებელი • Mautskebeli-ს ჩვენი დახმარება სჭირდება სოციალური თემების ხილვადობის გაზრდაში, რომელიც მეინსტრიმული მედიის წესრიგში არასოდეს ხვდება!

“მაუწყებელს” თქვენი მხარდაჭერა სჭირდება!

“მაუწყებელი” დამოუკიდებელი სახალხო მედიაა, რომელსაც დღის წესრიგში შემოაქვს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური საკითხები.

ჩვენ ვაგრძელებთ მშრომელების დემოკრატიისა და თანასწორობისთვის ბრძოლის ტრადიციას - ბრძოლას იმ სიკეთეებისთვის, რომლებიც კაპიტალის მფლობელების ნებით არ მოგვცემია.

დამოუკიდებელი და უკომპრომისო საქმიანობისათვის თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება.

დონაციის ლინკი იხილეთ აქ: https://www.mautskebeli.ge/donation

კინომემკვიდრეობის დაკარგვის, განადგურების პროცესი არ სრულდება!"კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, კი...
26/11/2024

კინომემკვიდრეობის დაკარგვის, განადგურების პროცესი არ სრულდება!

"კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, კინოსტუდიის ყოფილი პავილიონი კულტურული მეკვიდროების ძეგლს წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, კინოსტუდიის პავილიონის შენობა შენარჩუნდება და ახალი ცათამბჯენი მის მიმდებარედ აშენდება."

თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ადგილზე ახალი ცათამბჯენის პროექტი მომზადდა - შესაბამისი ინფორმაცია ქართუ...

არავინ არის დაცული ძალადობრივი სისტემის წინაშე. ადამიანები უსამართლობასა და სისასტიკეს არ უნდა შევატოვოთ, არცერთ მოცემულ...
22/11/2024

არავინ არის დაცული ძალადობრივი სისტემის წინაშე. ადამიანები უსამართლობასა და სისასტიკეს არ უნდა შევატოვოთ, არცერთ მოცემულობაში.

21 წლის მათე დევიძეს სამი პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 2025 წლის 16 იანვარს დანიშნა.

"არ იცის რა მოუვიდა თავად, რა დაემართა ან ელის სამყაროს, რა არის უსამართლობის, ტკივილის, სიყვარულის ან მისი ნაკლებობის მ...
21/11/2024

"არ იცის რა მოუვიდა თავად, რა დაემართა ან ელის სამყაროს, რა არის უსამართლობის, ტკივილის, სიყვარულის ან მისი ნაკლებობის მიზეზი."

"არ იცის რა მოუვიდა თავად, რა დაემართა ან ელის სამყაროს, რა არის უსამართლობის, ტკივილის, სიყვარულის ან მისი ნაკლებობის მიზეზი. ეს ყველაფერი სადღაც არსებობს, მაგრამ ხელიდან ეცლება."

პიერ პაოლო პაზოლინი ავტოპორტრეტთან ერთად 🎬

13/11/2024

თარგმნა ალექსანდრე გაბელიამ დანიელი კინორეჟისორის, სცენარისტის, პროდიუსერის, დისტრიბუტორისა და მწერლის, კრისტ....

კოტბუსის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ნუცა წიქარიძის ,,მცხუნვარე მზეს" (Burning Sun...
10/11/2024

კოტბუსის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ნუცა წიქარიძის ,,მცხუნვარე მზეს" (Burning Sun) გადაეცა.

One hot summer’s day four children, acting out of curiosity and in search of fun, throw a man who would appear to be asleep into a river. And yet when he doesn't wake up the children soon grow uneasy.

08/11/2024

"ქართული ოცნების" მთავარი მაცოცხლებელი, ოპოზიციაა, და სანამ ამას მრავალი ადამიანი არ გაიაზრებს და გავაგრძელებთ თავის მოტყუებას, არაფერი ამ ქვეყანას და პოლიტიკურ სივრცეს არ ეშველება. პოპულარული კინოდან ეპიზოდი რომ მოვიშველიოთ, კრისტოფერ ნოლანის the dark knight-ში ბეტმენი ეკითხება ჯოკერს, რატომ გინდა ჩემი მოკვლაო, რაზეც ჯოკერი დასცინის, — შენი მოკვლა რად მინდა, შენს გარეშე რა უნდა ვაკეთო, შენ სრულყოფილს მხდიო. ქართული ოცნების მიერ დაპირებული კოლექტიური "ნაც-მოძრაობის" გასამართლება მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია. სინამდვილეში, მმართველი პარტია ამაზე უკეთეს ოპოზიციას ვერასდროს ინატრებდა (საფუძვლიანია ეჭვიც, რომ ის თავად ქმნის მას) და მანამდე შეინარჩუნებს მას, სადამდეც ძალაუფლებაში დარჩენა და ოლიგარქიული რეჟიმის შენარჩუნება ესურვება. შესაბამისად, "ქართული ოცნების" თავიდან მოშორება, პირდაპირაა დაკავშირებული ოპოზიციის უარყოფასთან, პროტესტის გამოხატვის ახალი გზების ძიებასთან, ახალი პოლიტიკოსებისა და დღის წესრიგის დაბადებასთან.

05/11/2024

Edvard Munch - Eye in Eye, 1899-1900. Oil on canvas, 136 x 110 cm. @ Munch Museum, Oslo, Norway

დღეს, 19:00-ზე დოკას კინოკლუბში ნახავთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამას - "გაუჩინარებული ეკრანი და ვიზუალური არქივი, ფ...
04/11/2024

დღეს, 19:00-ზე დოკას კინოკლუბში ნახავთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამას -
"გაუჩინარებული ეკრანი და ვიზუალური არქივი, ფანჯარა წარსულში: 90-იანი წლების ყოფის პორტრეტი". პროგრამა შედგენილია ჩვენი სარედაქციო ჯგუფის წევრის, ლიკა გლურჯიძის მიერ.

ნოემბრის და დეკემბრის პროგრამის კურატორები არიან: ლიკა გლურჯიძე და ლუკა ბედოშვილი და ის ეფუძნება ავტორების მიერ ჩატარებულ 1990-იანი და 2000-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინოს კვლევას, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ ►https://shorturl.at/eXn7C

➤ ორშაბათს. 4 ნოემბერს, 19:00-ზე დოკას კინოკლუბში ნახავთ მოკლმენეტრაჟიან ფილმებს, რომელიც ერთი სათაურის ქვეშ გავაერთიანეთ: "გაუჩინარებული ეკრანი და ვიზუალური არქივი, ფანჯარა წარსულში: 90-იანი წლების ყოფის პორტრეტი".

✧ კინოჟურნალი „ადამიანი და კანონი“ N 81 . 10 წთ / 1991 . მაღაზიები, რიგები, დაცარიელებული დახლები, პროდუქტების გაყიდვის შესაძლებლობა და შეუძლებლობა.

✧ გზა შინისაკენ - მერაბ მამარდაშვილი . რეჟ. ნიკოლოზ დროზდოვი . 19 წთ / 1990

✧ გაიცანით, ჩვენი შვილები . რეჟ. ომარ გვასალია . 24 წთ / 1988 . ახალგაზრდები სკეიტბორდებით, ინტერვიუები მათთან სოციალურ საკითხებზე, ყოფაზე.

✧ გვჭირდება თუ არა საბჭოთა კავშირის პირველობა ფეხბურთში . რეჟ. ალექსანდრე ჟღენტი . 29 წთ / 1991 . იწყება საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი. ფეხბურთის როლი და ადგილი იდენტობის ძიებაში. ადამიანების გამაერთიანებელი ძალა.

+Q&A ჩვენების კურატორთან ლიკა გლურჯიძესთან

ბილეთები იყიდება კინოთეატრ ამირანის სალაროში ან ონლაინ ორშაბათს დილიდან.

➤ On Monday Nov 4 at 19:00 DOCA Film Club offers a program shorts titled: Screen That Disappeared and Visual Archive, A Window through the Past: A Portrait of life in the 90s.

✧ Film magazine "ADAMIANI DA KANONI / THE HUMAN AND THE LAW" N81 . 10 min / 1991 . About shops, queues, empty counters, the possibilities and impossibilities of selling products.

✧ THE WAY HOME - MERAB MAMARDASHVILI
dir. Nikoloz Drozdov . 19 min / 1990 . Mamardashvili's reflection on current processes, the film was shot directly before his death.

✧ MEET OUR CHILDREN
dir. Omar Gvasalia . 24 min / 1988
Interviews with young people about social issues, life, at the same time we observe how they have fun with skateboards.

✧ DO WE NEED THE USSR CHAMPIONSHIP IN FOOTBALL
dir. Alexander Zhgenti . 29 min / 1991 . In this film, there is a discussion whether we need the Soviet Union's championship in football or not. The first national championship of Georgia began on March 30, 1990. The role and place of football in the search for a country's identity and the unifying power of people.

+Q&A with curator Lika Glurjidze

Tickets are available in Amirani Cinema or online from Monday morning

Read more about the program at www.doca.ge/film-club

ქალების ბრძოლა, უამრავი ტკივილის, ძალადობის, ფიზიკური განადგურების, სისტემური ჩაგვრის, გაქრობის, ხმის ჩახშობის, სოციალურ...
03/11/2024

ქალების ბრძოლა, უამრავი ტკივილის, ძალადობის, ფიზიკური განადგურების, სისტემური ჩაგვრის, გაქრობის, ხმის ჩახშობის, სოციალური გაუჩინარების მიუხედავად გრძელდება. ეს ბრძოლა – უამრავი გამარჯვების, რევოლუციური და სოლიდარობის აქტის ისტორიას ინახავს. სოლიდარობა ყველა მებრძოლ ადამიანს, რომელიც თავისი და გვერდით მდგომის თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის იბრძვის!

ილუსტრაციაზე – Ahoo Daryaei (آهو_دریایی)

03/11/2024

All the credits go to the song's composer Mr. Sattar Oraki (ستار اورکی). Enjoy!

დღეს, პირველად ვუჩვენებთ ფილმებს ქართული სუბტიტრებით, რისთვისაც მადლობა Gennariello-ს.ამ მშვენიერ პოსტერზეც მათ, Lasha K...
03/11/2024

დღეს, პირველად ვუჩვენებთ ფილმებს ქართული სუბტიტრებით, რისთვისაც მადლობა Gennariello-ს.

ამ მშვენიერ პოსტერზეც მათ, Lasha Kalandadze-მ და Tatuli Tsereteli-მა იმუშავეს.

CinExpress X Gennariello — Notre musique; Je vous salue, Sarajevo

beautiful
02/11/2024

beautiful

Provided to YouTube by Universal Music GroupEndsong · The CureSongs Of A Lost World℗ 2024 Lost Music Limited, under exclusive licence to Universal Music Oper...

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CinExpress posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to CinExpress:

Videos

Share

Category


Other Magazines in Tbilisi

Show All