23/04/2019
გაიცანით მე-19 საუკუნის თბილისელი თარჯიმანი და გიდი - როსტომი. მის შესახებ მწირი ცნობები დაგვიტოვა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა ჰენრი ნორმანმა, რომელმაც 1890-იან წლებში იმოგზაურა საქართველოში. მისი მოგზაურობის ჩანაწერები კი გამოქვეყნდა 1902 წელს. როგორც წიგნიდან ირკვევა როსტომი წარმოშობით სამეგრელოდან იყო, მშობლიური მეგრულის და ქართულის გარდა ის ასევე საუბრობდა სპარსულ, სომხურ, ლეზგიურ და რუსულ ენებზე. როგორც ჩანს ასეთი ლინგვისტური შესაძლებლობების წყალობით მან თავის რჩენა თარჯიმნობით და უცხოელთათვის გიდობის გაწევით გადაწყვიტა. ჰენრი ნორმანმა ის თბილისის ცნობილ სასტუმრო „ლონდონის“ (Hotel de Londres) ფოიეში გაიცნო, სადაც როსტომი ხანჯალასხმული და საომარი ჯილდოებით მკერდდამშვენებული დაიარებოდა ხოლმე.
სასტუმრო „ლონდონის“ შესახებ კი ჰენრი ნორმანი განსაკუთრებული აღფრთოვანებით საუბრობს, მისი აზრით ასეთი მაღალი დონის, თანამედროვე და ლამაზი სასტუმრო მთელს იმდროინდელ რუსეთის იმპერიაშიც არ მოიძებნებოდა.
უფრო დეტალურად ჰენრი ნორმანის ცნობებს საქართველოს და კავკასიის სხვა მხარეების შესახებ გაეცანით ჩვენს მორიგ პუბლიკაციაში „თარგმანების სერიიდან“. ნაშრომი ინგლისურიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა.
თარგმანი ხელმისაწვდომია ჩვენი ცენტრის ვებ გვერდზეhttp://csem.ge/wp-content/uploads/2019/04/Henry-Norman-Travels-in-Georgia-and-Caucasus.pdf
წარმოდგენილი ფოტო სკანირებულია ჰენრი ნორმანის წიგნის ორიგინალი გამოცემიდან. კავკასიის შესახებ წიგნში შესულია ოცდასამი ფოტოილუსტრაცია. თუმცა თარგმანისათვის ჩვენ შევარჩიეთ ცამეტი ფოტო და ერთი რუკა. აღსანიშნავია, რომ ჰენრი ნორმანის ჩანაწერები დარიალიდან თბილისამდე ფრაგმენტულად გამოქვეყნებულია ახალი ამბების პორტალ on.ge-ზე 2016 წელს (ავტორი საბა ლეკვეიშვილი). თუმცა წარმოდგენილ პუბლიკაციაში საქართველოს და კავკასიის აღწერას სრული სახით ქართულენოვანი მკითხველი პირველად გაეცნობა.