Artlines Ge

Artlines Ge გამომცემლობა "აკადემიური წიგნი" დარს?

31/12/2024

სიახლე 📘📗📙 - ჩვენი სერიის - ACADIA-ს ახალი წიგნი - ლერი ჯიბლაძე, რევაზ პაპუაშვილი - აბაშის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ...
24/12/2024

სიახლე 📘📗📙 -
ჩვენი სერიის - ACADIA-ს ახალი წიგნი -

ლერი ჯიბლაძე, რევაზ პაპუაშვილი - აბაშის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური ძეგლები

ნაშრომში მოცემულია აბაშის მუნიციპალიტეტის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, ისტორიული წარსული და ტოპონიმიკა. საუბარია პრეისტორიულ, ანტიკურ და ადრეშუასაუკუნეების ხანის ძეგლებზე, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ნამარნუს ნამოსახლართა კომპლექსს.მოთხრობილია ნამარნუს ცენტრალური ბორცვის „შუამაღალაზე“ არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობა, სტრატიგრაფიული დახასიათება, კულტურული ფენების მიხედვით მონაპოვარი მასალის ანალიზი. ასევე განხილულია ნამარნუს ნამოსახლართა სისტემაში შემავალი სხვა სატელიტი ნამოსახლარები. ვეხებით ქ.წ.IV საუკუნის ბერძენი მწერლის ფსევდო-სკილას კარიანდელის „პერიპლუსში“ ნახსენებ ბარბაროსების ქალაქის იგივობის საკითხს ნამარნუსთან მიმართებაში. განხილულია ამ საკითხზე არსებული სხვადასხვა მეცნიერთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

http://acad.ge/index.php?run=product/product&id=23963

ჩვენი არხის სიახლე:ACAD სტუმარი - კონსტანტინე (კოკა) ბრეგაძევსაუბრობთ გოეთეს "ფაუსტზე"❤️
23/12/2024

ჩვენი არხის სიახლე:
ACAD სტუმარი - კონსტანტინე (კოკა) ბრეგაძე

ვსაუბრობთ გოეთეს "ფაუსტზე"❤️

გამომცემლობა "აკადემიური წიგნის" (acad.ge) სერია ACADIA-ს ფარგლებში გვესტუმრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნი...

ACADIA-ს წიგნი:ცოტნე სამადაშვილი – ტრიტიკალეს სელექცია საქართველოშიმონოგრაფიაში შეჯამებულია ავტორის ხანგრძლივი (1978-202...
12/12/2024

ACADIA-ს წიგნი:
ცოტნე სამადაშვილი – ტრიტიკალეს სელექცია საქართველოში

მონოგრაფიაში შეჯამებულია ავტორის ხანგრძლივი (1978-2020 წწ.) ექსპერიმენტული კვლევის შედეგები. წიგნში გაანალიზებულია ტრიტიკალეს შესწავლის ისტორიული ცნობები, სელექციის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მიღებულია მრავალფეროვანი სასელექციო საწყისი მასალა. დამუშავებულია ტრიტიკალეს სელექციის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, დადგენილია ინტენსიური ტიპის ჯიშების მიღების მეთოდიკა და ტექნიკა.
http://acad.ge/index.php?run=product/product&c=1506_3318&id=23938

დავით ნაჭყებია - მორალური თვითგანვითარების საფუძვლები
10/12/2024

დავით ნაჭყებია - მორალური თვითგანვითარების საფუძვლები

ჩვენი სიახლე:პაატა ბუხრაშვილი - 3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზეწიგნი  ეხება  შირაქის ზეგანზე, დღევანდელ ...
04/12/2024

ჩვენი სიახლე:
პაატა ბუხრაშვილი - 3000 წლის წინანდელი სამლოცველო ნაზარლების მთაზე

წიგნი ეხება შირაქის ზეგანზე, დღევანდელ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მთა „ნაზარლები“-ს თხემზე, ახლადაღმოჩენილ გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის (ქ.წ. XII – X ს.ს.) არქეოლოგიურ ძეგლს.
მასში მოკლედ აღწერილია ძეგლის საველე შესწავლის მიმდინარეობა, გამოთქმულია წინასწარი ვარაუდები და დასკვნები მოცემული არქეოლოგიური ძეგლის ადგილის თაობაზე ცენტრალური ამიერკავკასიის და მისი მიმდებარე მხარეების გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის კულტურათა სისტემაში. ახლადმოპოვებული არქეოლოგიური მონაცემებისა და ეთნოგრაფიული მასალების შეპირისპირების საფუძველზე, კავკასიის უძველეს მოსახლეთა და მათ მემკვიდრეთა სულიერი კულტურის და რწმენა-წარმოდგენების რეტროსპექტივის ერთგვარ ცდადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

http://acad.ge/index.php?run=product/product&c=1506_3318&id=23957

აქადური ენა ათასწლეულების მანძილზე ძველ ახლო აღმოსავლეთში ე.წ. "ლინგვა ფრანკად" ითვლებოდა. თქვენს წინაშეა აქადური ენის ს...
22/11/2024

აქადური ენა ათასწლეულების მანძილზე ძველ ახლო აღმოსავლეთში ე.წ. "ლინგვა ფრანკად" ითვლებოდა.
თქვენს წინაშეა აქადური ენის სასწავლო ლექსიკონი დამწყებთათვის🥰
http://acad.ge/index.php?run=product/product&keyword=%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98&id=23818

ACAD Youtube:როგორ ავიცილოთ სოკოთი მოწამვლა:
19/11/2024

ACAD Youtube:
როგორ ავიცილოთ სოკოთი მოწამვლა:

გამომცემლობა "აკადემიური წიგნის" (acad.ge) სერია - როგორ წარმოგიდგენთ წიგნის -"როგორ ავიცილოთ სოკოთი მოწამვლა" - ავტორს - ...

Address

Tbilisi
0179

Telephone

599960904

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Artlines Ge posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Artlines Ge:

Share

Category