პირველი არხი

პირველი არხი „პირველი არხი" მაუწყებლობს 1956 წლიდან.

15/01/2025

#მოამბე 18 საათზე 🔴

15/01/2025

🔻 კომპანიების ნაწილი პროტესტის ნიშნად 15:00-დან 18:00 საათამდე იფიცება. მათ მუშაობა გარკვეული პერიოდით უკვე შეწყვიტეს. თანამშრომელთა ნაწილი შეკრებილია „წითელ პარკში“. მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით

15/01/2025

🔻 „მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად ჩვენი ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე, გახარიაზე თავდამსხმელებსა და ორგანიზატორს შესაბამისი პასუხი გაეცემა,“ - აცხადებს ბერდია სიჭინავა. მისი თქმით, სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით და სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა

15/01/2025

🔻 გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული. კლინიკიდან ის უკვე გაწერეს და მკურნალობას სახლში განაგრძობს. პარტიაში ამბობენ, რომ თავდამსხმელის ვინაობა იციან, თუმცა, დაელოდებიან გამოძიებას. პარალელურად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირება მოხდა გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის

15/01/2025

🔻 ვინ დაესხა თავს გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს - ბათუმში მომხდარი ინციდენტები დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. განცხადება გაკეთდა მედიის წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან. მათ დაგმეს ძალადობა და კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მერაბ წულუკიძე დეტალებით

15/01/2025

#მოამბე 15 საათზე 🔴

პროკურატურა - მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ ა...
15/01/2025

პროკურატურა - მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას

საქართველოს გენერალური პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

15/01/2025

🔻 ბათუმში მომხდარ თავდასხმის ფაქტებზე პოლიტიკურ სპექტრში დილიდან განცხადებები კეთდება

15/01/2025

🔻 ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, თავდასხმა მოხდა ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზეც. მისი განცხადებით, ათამდე პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა. ქორიძის თქმით, მას თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სიტუაცია სასტუმროს დაცვის ჩარევის შემდეგ განიმუხტა

15/01/2025

🔻 პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას თავს ბათუმში დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მას დაზიანებები აქვს სახის არეში და აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს

15/01/2025

🔻 გიორგი გახარია მადლობას უხდის მხარდამჭერებს და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მხრივ თავს ნორმალურად გრძნობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევა ბათუმში მოხდა

15/01/2025

#მოამბე 12 საათზე 🔴

15/01/2025

#მოამბე 10 საათზე, 15 იანვარი, 2025 🔴

14/01/2025

აქცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

14/01/2025

საპროტესტო აქცია რუსთაველზე

14/01/2025

აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

14/01/2025

საპროტესტო აქცია პირველ არხთან

14/01/2025

„მოამბის“ შეკითხვებს მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, ჯუბა ქათამაძემ უპასუხა

Address

68 Kostava Street
Tbilisi
0171

Telephone

2 40 94 77

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პირველი არხი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to პირველი არხი:

Videos

Share

Our Story

საზოგადოებრივი მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს: „საქართველოს პირველი არხი“ (1956 წლიდან) და „მეორე არხი“ (1991 წლიდან), ასევე რადიოარხებს - FM 102.3 (1925 წლიდან), FM 100.9 (1995 წლიდან).