Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Generation 91, Broadcasting & media production company, Tbilisi.
Address
Tbilisi
Website
Alerts
Be the first to know and let us send you an email when Generation 91 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Business
Send a message to Generation 91:
Videos
Shortcuts
Our Story
ზღვისუბანი, თემქა — უბანი თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, ნაძალადევის რაიონში, თბილისის წყალსაცავის მიდამოებში. სახელწოდება XX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა თბილისის წყალსაცავის („თბილისის ზღვა“) შექმნასთან დაკავშირებით, როდესაც „ზღვას“ უშუალოდ მოადგა ქალაქის განაშენიანებაც. ზღვისუბანი მოიცავს ლოტკინის გორის დასახლებას და ავჭალის მიმდებარე ტერიტორიას. საბჭოთა პერიოდში დღევანდელი უბნის ტერიტორიაზე აშენდა თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, რომლის სახელწოდების შემოკლების მიხედვით უბანსაც თემქას უწოდებდნენ. 1999 წ. თემქის დასახლებას ზღვისუბანი ეწოდა. თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით. წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმიაა დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით — კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია. ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით. თბილისი (1936 წლამდე ტფილისი[2][3]) — საქართველოს დედაქალაქი; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. ზღვისუბნის მშენებლობა დაიწყო XX საუკუნის 60-იან წლებში. დაგეგმარდა 1971 და 1988 წლებში. შედგება ოთხი მიკრორაიონისაგან: I, III, IV, XI. I მიკრორაიონი მოიცავს IV, IX, X, Xა კვარტლებს, III მიკრორაიონი — I, II III, IV, V კვარტლებს, XI მიკრორაიონი — I, II, III კვარტლებს, IV მიკრორაიონი კვარტლებად არ იყოფა. თბილისის ზღვა საქართველოს დედაქალაქის მნიშვნელოვანი რეკრეაციული ობიექტია; აშენდა იახტკლუბი, მოქმედებს აკვაპარკი ჯინო პერედაისი, ღია და დახურული აუზებით, ატრაქციონებითა და ველნეს ცენტრით. თბილისის ზღვის ვარკეთილის მხარეს დგას 50-იან წლებში აღმართული ორი ობელისკი, რომელიც წყალსაცავის გახსნას უკავშირდება