01/02/2024
გიწვევთ !!!!!!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი მეორე კონფერენციაში
"ტექსტი და ინტერპრეტაცია"
მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2024 წლის მაისში ჩატარდება თბილისში.
კონფერენცია ეძღვნება ფაკულტეტის დამაარსებლისა და დასავლური ენების კათედრის პირველი გამგის ერეკლე ტატიშვილის დაბადებიდან 140 წლისთავს.
კონფერენცია მიესალმება მოხსენებებს, რომელიც შეეხება:
• ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში
• ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში
• ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგებში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.).
• თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია.
• ტესტის ლინგვო-სტილისტური ინტერპრეტაცია.
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მაისი. თეზისების გაფორმების წესი, გთხოვთ იხილოთ დანართში.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: [email protected]
საკონტაქტო პირი: მანანა გელაშვილი
ლიზი ძაგნიძე
შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია.’’