გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing

გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing მისამართი: ჭავჭავაძის გამზ.5, თბილისი
Address: Chavchavadze Ave.5, Tbilisi, Georgia
ტელ/Tel (+995 32) 2 25 05 22
(1)

გამომცემლობა „არტანუჯი“ 2000 წელს ამავე სახელწოდების საისტორიო ჟურნალის ბაზაზე დაარსდა. ვამაყობთ, რომ ოც წელზე მეტია ჩვენი გამომცემლობა ხარისხიან საისტორიო სამეცნიერო-პოპულარულურ ლიტერატურასა და სასკოლო სახელმძღვანელოებთან ასოცირდება.

ჩვენი პროფესიონალი გუნდის ენთუზიაზმითა და სიახლის მუდმივი ძიებით შეიქმნა არაერთი პოპულარული სერია: „ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებების მრავალტომეული“ „თან საკითხავი“,

„უცნობი გრიგოლ რობაქიძე“, „სხვა კლასიკა“, „გავიცნოთ საქართველო“, „თანამედროვე დრამატურგია“, „ფეხბურთელების ავტობიოგრაფიები“ და სხვ.

ჩვენს ერთგულ მკითხველებში მოწონებით სარგებლობს „არტანუჯის“ მიერ გამოცემული მსოფლიო ბესტსელერების მაღალმხატვრული თარგმანები, ქართული პროზა და პოეზია, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, ლექსიკონები, ალბომები თუ ტურისტული გზამკვლევები. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში, სადაც წარვადგენთ ქართველ ავტორებს და ასევე ვიძენთ საავტორო უფლებებს უცხოური, გამორჩეული წიგნების თარგმნაზე.

ჩვენს ახალ მიმართულებაში – „არტანუჯი ბავშვებისთვის“ პატარა მკითხველი ქართული კლასიკური ლიტერატურის გრაფიკულ ვერსიებსაც შეხვდება და ქართულ ზღაპრულ ზღაპრებსა და მითებსაც. „არტანუჯი“ ლიდერია ღია ბარათების მრავალფეროვნებითა და ხარისხით. თუ უცხოელი სტუმრისათვის საჩუქარს ეძებთ ან საყვარელი ადამიანისათვის დღესასწაულის მილოცვა გსურთ, ჩვენი ბარათები შეგიძლიათ დაიმგზავროთ. The publishing house Artanuji was founded in 2000 based on the history magazine of the same name. Consequently, its main area of interest is history, historical research and academic aspects. Apart from historical books, Artanuji publishes fiction, books on popular science, biographies of famous people, books for children and dictionaries. Artanuji is the leader in the diversity and quality of postcards it produces.

✍🏻 „25 იანვარს ბათუმში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა, ის სრულიად უგულებელყო მონარქისტულმა პრესამ: 📜 „დილის ცხრა საათზე ქ...
15/01/2025

✍🏻 „25 იანვარს ბათუმში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა, ის სრულიად უგულებელყო მონარქისტულმა პრესამ:

📜 „დილის ცხრა საათზე ქარხნებმა მისცეს სახანძრო განგაში, საყვირის ხმაზე ყველა ქარხნის მუშამ შეწყვიტა მუშაობა.

📜 1 საათზე და 50 წუთზე ნიგოითიდან გამოსული მატარებელი ლიანდაგის
დარაჯებმა გააჩერეს მე­-10 ვერსზე და განაცხადეს, რომ ლიანდაგი აყრილიაო. მატარებელი დაბრუნდა უკან.

📜 გაფი­ცული მუშები ქარხნების ეზოებში მართავდნენ სახელდახელო მიტინგებს, მუშა­-ორატორები მუშებს მოუწოდებდნენ
საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვისაკენ“.

✍🏻 ქარხნებთან ერთად გაიფიცნენ აფთიაქარები, მეეზოვეები და მეეტლეები, გაჩერდა რკინიგზაც.

✍🏻 პროტესტს გიმნაზიებიც შეუერთდნენ. მოსწავლე მელენტი ზაქარიაძემ რევოლვერიდან ესროლა გიმნაზიის კედელზე ჩამოკიდებულ მეფე ნიკოლოზის სურათს.

✍🏻 ხალხი არჩეული დამფუძნებე­ლი კრების მოწვევას, 8­-საათიან სამუშაო დღეს, დემოკრა­ტიულ რესპუბლიკის დაფუძნებას და მემამულეთა მიწების კონფისკაციას მოითხოვდა. ბათუმთან ერთად გაიფიცა სოხუ­მი, ჭიათურა, ქუთაისი და ფოთი.“

📣 გიორგი ღვინჯილიას „1905 წლის რევოლუცია ბათუმში და ქართველი მუსლიმები“ მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ფასდაკლებით ბმულიდან 👉🏻 https://ref.ge/5oQx5

#არტანუჯი #გაიფიცე

📣 დღეს, 15 იანვარს, 15:00-დან 18:00 საათამდე, გამომცემლობა „არტანუჯი“ უერთდება საყოველთაო გაფიცვას! ✊🏻 თავისუფლება პოლიტ...
15/01/2025

📣 დღეს, 15 იანვარს, 15:00-დან 18:00 საათამდე, გამომცემლობა „არტანუჯი“ უერთდება საყოველთაო გაფიცვას!

✊🏻 თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! დაინიშნოს ახალი არჩევნები!

#არტანუჯი #გაიფიცე

📣 „ბ. იეგერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ – „არტანუჯის წყაროების“ ახალი წიგნი 📖 წიგნში განხილულია ავსტრიე...
13/01/2025

📣 „ბ. იეგერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ – „არტანუჯის წყაროების“ ახალი წიგნი

📖 წიგნში განხილულია ავსტრიელი მეცნიერისა და მოგზაურის – იეგერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, რომელიც XIX საუკუნის პირველი მესამედის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ისტორიის შესწავლისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წყაროა.

📖 ნაშრომში ბევრი საყურადღებო ცნობაა საქართველოზე, მათ შორის, ყველაზე ვრცლად და საფუძვლიანად ტფილისის აღწერაა მოცემული, მისი საყოფაცხოვრებო პირობებით, წეს-ჩვეულებებით, ქუჩების, უბნების, ციხეებისა თუ დიდი ბაზრის აღწერით, ადგილობრივთა გარეგნობის, ტანისამოსისა თუ გოგირდის აბანოების მიმოხილვითა და სხვ.

📖 წყარო მიკვლეულია 2005 წელს და მისი ქართულენოვანი თარგმანი პირველად წარედგინება ქართულ სამეცნიერო და ფართო საზოგადოებას.

✍🏻 თარგმნეს, შესავალი წერილი, კომენტარები და საძიებლები დაურთეს იზა აღლაძემ და გოჩა საითიძემ

#არტანუჯისწყაროები #იკითხეარტანუჯისწიგნები

⭕ „ეს წიგნი დავწერე საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა საქართველოს შესახებ. ასევე ვწერ მომხდარ ამბებზე, რომელთა მომსწრე და უშუ...
12/01/2025

⭕ „ეს წიგნი დავწერე საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა საქართველოს შესახებ. ასევე ვწერ მომხდარ ამბებზე, რომელთა მომსწრე და უშუალო მონაწილე ვიყავი.

⭕ სუბიექტურია, ცხადია. Als ich kan. და როგორც ერთხელ ითქვა: „საბჭოთა კავშირიდან, ისევე როგორც საკუთარი სიზმრებიდან, გამოცდილების გამოტანა შეუძლებელია“.

⭕ უცნაური ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი. ყველა ქვეყანა თავისებურად უცნაურია, მაგრამ ეს მე­ტისმეტად უცნაური და თანაც საშიში იყო. ვისაც გვახსოვს, ერთად გავიხსენოთ და ვინც არ მოსწრებიხართ, ნება მომეცით, გიამბოთ მის შესახებ.

📕 ირაკლი ლაითაძის „იყო ასეთი ქვეყანა – CCCP. გასეირნება უახლოეს წარსულში“ შეგიძლიათ მოიკითხოთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწეროთ ფასდაკლებით ბმულიდან 👉🏻 https://ref.ge/tbxcZ

#რაზეაესწიგნი #იკითხეარტანუჯისწიგნები

📘 „ორი მთაწმინდელი – ნიკოლოზ მუსხელიშვილი და ილია ვეკუა. 100 ამბავი“ – ახალი „თან საკითხავი“ წიგნი 📗 შარავანდედით მოსილ ...
10/01/2025

📘 „ორი მთაწმინდელი – ნიკოლოზ მუსხელიშვილი და ილია ვეკუა. 100 ამბავი“ – ახალი „თან საკითხავი“ წიგნი

📗 შარავანდედით მოსილ მთაწმინდის პანთეონში სასიქადულო მამულიშვილთა შორის განისვენებს ორი დიდი ქართველი მათემატიკოსი – მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერები და თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეები – ნიკო მუსხელიშვილი (1891‑1976) და ილია ვეკუა (1907-1977). ეს პატარა წიგნიც მათ შესახებაა.

▪️შეადგინა კახმეგ კუდავამ

📘 მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ბმულიდან: https://ref.ge/JmACe

#არტანუჯი #თანსაკითხავი

[1941]✍🏻 „ნესში შობა ჩვეულებისამებრ, ყველა წესის დაცვით – უამრავი საჭმელ-სასმლითა და არაჩვეულებრივი ამინდით აღვნიშნეთ. თ...
07/01/2025

[1941]

✍🏻 „ნესში შობა ჩვეულებისამებრ, ყველა წესის დაცვით – უამრავი საჭმელ-სასმლითა და არაჩვეულებრივი ამინდით აღვნიშნეთ. თოვა შობის ღამეს დაიწყო (მანამდე უსახური, შიშველი ზამთარი იდგა). შობის ღამეს ისე თავგამეტებით თოვდა, რომ მეორე დილით ყველა ხე და ბუჩქი საშობაო ღია ბარათზე დახატულს ჰგავდა...

✍🏻 აქ, შვედეთში, ყველაზე მძაფრი წინასაშობაო შეგრძნება ისევ ის გულწრფელი შინაგანი მადლიერებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის, რადგან შეუძლებელია არ აფასებდე იმას, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ ვახერხებთ შობის აღნიშვნას.

🎄(თუმცა, წელს ნაძვის ხეზე თითო ბავშვზე ათ საშობაო სანთელს დავჯერდით).“

[1943]

✍🏻 „წელს მეორედ შევხვდით შობას სტოკჰოლმში – ამჯერადაც ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. გაგვიმართლა და, კარინი ავად არ გამხდარა. ის კი არა, [ლუკას] სახარებიდან „ქრისტეს შობის“ ნაწილი წაგვიკითხა და თოვლის ბაბუს როლიც შეასრულა.

🎁 საშობაო საჩუქრებით სავსე ტომარა იმდენად მძიმე იყო, ოთახში ძლივს შემოათრია. სტურემ და მე ერთმანეთს თითო-თითო ღამის სანათი ვაჩუქეთ. ორი = ერთ წყვილს. სანათებს ლურჯად შეღებილი თიხის ძირი და ბუნებრივი საღებავებით გაფორმებული აბრეშუმის აბაჟური აქვს. თუმცა, საჩუქრების უმეტესობა, ცხადია, ბავშვებმა მიიღეს...“

📖 ასტრიდ ლინდგრენი – „ომის დღიურები“ | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ 50%-იანი ფასდაკლებით ბმულიდან 👉🏻 https://ref.ge/jJRms

#სხვაკლასიკა #იკითხეარტანუჯისწიგნები

📣 5 იანვარი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა! ✍🏻 გამომცემლობა „არტანუჯმა“ სხვადასხვა დროს გამოსცა ექვთიმე თაყაიშვილის ...
05/01/2025

📣 5 იანვარი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა!

✍🏻 გამომცემლობა „არტანუჯმა“ სხვადასხვა დროს გამოსცა ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებათა თორმეტტომეული და წიგნი ექვთიმეს შესახებ. გთავაზობთ ახალ გამოცემებს:

📘 ექვთიმე თაყაიშვილი, „1902 წლის ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ – ეს გახლდათ სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის სამი ექსპედიციიდან (1902, 1907, 1917) ერთადერთი, რომლის ანგარიში მეცნიერს ქართულად არ გამოუცია.

▪️წიგნში წარმოდგენილია 1902 წლის ექსპედიციის მასალების ქართული თარგმანი, რომელსაც ერთვის ისტორიული, გეოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი ხასიათის განმარტებითი კომენტარები.

📸 გამოცემა შევსებულია აგრეთვე მოგზაურობის ამსახველი ისეთი ფოტოებით, რომლებიც პირვანდელ, რუსულენოვან დედანთან ერთად არ გამოქვეყნებულა. ეს მასალები დღეს სხვადასხვა სიძველეთსაცავში ინახება. პუბლიკაციის ტექსტი გამართულია თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების შესაბამისად და დართული აქვს საძიებლები. | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ფასდაკლებით ბმულიდან 👉🏻 https://ref.ge/TYWgI

📘 არჩილ კოხრეიძის „ექვთიმე თაყაიშვილი – საფრანგეთიდან საქართველოში განძის დაბრუნების ინიციატორი 1930-იანი წწ.“ | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ბმულიდან 👉🏻 https://ref.ge/IqPYi

▪️ნაშრომი დღემდე უცნობ საარქივო მასალაზე დაყრდნობით, დეტალურად და დაწვრილებით მოგვითხრობს ექვთიმე თაყაიშვილის პირველ მცდელობაზე დაებრუნებინა საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის მიზეზით საქართველოდან უცხოეთში გატანილი ეროვნული სამუზეუმო ქონება, რასაც მხოლოდ გაკვრით, თანაც მცდარად გადმოგვცემენ საკითხზე მომუშავე მკვლევარები.

▪️იგი დაეხმარება პროფესორ-მასწავლებლებსა
და სტუდენტებს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობისა და საქართველოს იმჟამინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების უკეთ გარკვევაში.

📘 ექვთიმე თაყაიშვილის ყველა წიგნი იხილეთ ჩვენს საიტზე 👉🏻 https://ref.ge/pY0w3

#არტანუჯისკალენდარი
#არტანუჯისწყაროები
#იკითხეარტანუჯისწიგნები

✍🏻 „მამაჩემი მობრძანდა საახალწლოთ, მოგვიტანა ყველას საჩუქრები, ჩამოვიდნენ ჩვენი მოურავებიც მოსალოცათ ახალის წლისა: ინაურ...
01/01/2025

✍🏻 „მამაჩემი მობრძანდა საახალწლოთ, მოგვიტანა ყველას საჩუქრები, ჩამოვიდნენ ჩვენი მოურავებიც მოსალოცათ ახალის წლისა: ინაური, ბარის მოურავი, ჩემი გამდლის ბიძაშვილი, მშვენიერი ვაჟკაცი, მშვენივრათ იცვამდა, ყაზახის პოლკში ნამყოფი იყო. ჩიქლაძე, ტყვიავის მოურავი, ბედოშვილი გიო ოსეთისა, ჯამბრიშვილი ღვარებისა.

✍🏻 ახალწლის ღამეს ჩემმა გამზრდელმა დაალაგა დიდ ვერცხლის ფოდნოზზე გოზინაყები კაკლისა, თხილის, ნუშის, სხვადასხვა მურაბები ვაზით, კანფეტები, ლიკვერები და შამპანიური სალფეთქში შეხვეული.

✍🏻 თორმეტი საათი რომ შესრულდა, დაუძახა მამიჩემის კამერდინერს ზაქარა რუსიტაშვილს, რომელიც ობოლი იყო და ჩემმა გამდელმა აღზარდა და მერე ჩემს ძმას ვანოს გაატანეს კვნერის პანსიონში ოდესაში. გაატანეს, რომ არ ინაღვლოსო. მერე კამერდინერი იყო.

✍🏻 მისცა ფოდნოსი ხელში, დაასვენა ვაზებს შუახატი, წმინდა სამთელი ანთებული და უთხრა: „რომ შეხვიდეო, ბატონს მიულოცეო და სთქვი ასეო: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა“. რასაკვირველია, ზაქარამ მიულოცა და სთქვა, როგორც ასწავლეს.

✍🏻 ჩვენც ვახშამზე ვისხედით და ყველამ მიულოცეს ერთმანეთს, აკოცეს, შამპანიული დალიეს და ტკბილეული მიირთვეს. ამ დროს მოურავებიც და მთელი სახლის მოსამსახურეებიც შემოვიდნენ მამაჩემთან მოსალოცათ. მამაჩემმა ყველას მიულოცა, ფულითაც, ტკბილეულითაც და ყველას ლიკვერები დაალევინა. საჭმელი და ღვინო, რასაკვირველია, ქვევით სასადილოში ყველაფერი სანყოფი ჰქონდათ. მეორე დღეს მთელი გორი მოვიდოდნენ ხოლმე მოსალოცათ.“

📘 ელისაბედ ერისთავი – „მემუარები“ | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ 65%-იანი ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/TZB5j

▪️გამოსაცემად მოამზადა, რუსული ტექსტები თარგმნა და სამეცნიერო აპარატი დაურთო მაია ცერცვაძემ

#არტანუჯისწყაროები #მემუარები
#იკითხეარტანუჯისწიგნები

❓განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებ? ⭕ „არტანუჯი“ დიდი ფასდაკლებით გთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის ქართულ და ინგლისურენოვან ალბო...
30/12/2024

❓განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებ?

⭕ „არტანუჯი“ დიდი ფასდაკლებით გთავაზობთ სხვადასხვა თემატიკის ქართულ და ინგლისურენოვან ალბომებს!

📍 ბუბა კუდავას „ტაო-კლარჯეთი (ფოტოემოციები)“ | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/nh9OI

📍 სულხან სალაძის „ძველი ტფილისის ევროპული გრავიურები“ | მოიკითხოთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/6f7gN

📍 გურამ წიბახაშვილის „ქართული ფილმი. ფოტოისტორიები, კულისები, ქრონიკები“ | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/RM9IT

📍 მარიამ გაჩეჩილაძის „ქართული პლაკატი“ | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/CEOVn

📕 „არტანუჯის“ ყველა ალბომი იხილეთ ჩვენს საიტზე: https://ref.ge/1MyFk

#არტანუჯისალბომები
#იკითხეარტანუჯისწიგნები

🗯️ „მენთისიტირანი მაკბეტ რასა იქმს ახლა?💬 ქეითნესიგამალებული ამაგრებს თურმე დანსინენის ციხეს,ზოგი ამბობს, რომ ჭკუიდან შე...
28/12/2024

🗯️ „მენთისი

ტირანი მაკბეტ რასა იქმს ახლა?

💬 ქეითნესი

გამალებული ამაგრებს თურმე დანსინენის ციხეს,
ზოგი ამბობს, რომ ჭკუიდან შეცდა,
სხვანი, ვისაც ნაკლებადა სძულთ,
იხსენიებენ განრისხებულად.
ერთი რამ კი ცხადზე ცხადია,
ერთმანეთისთვის თავი და ბოლო ვერ მიუბია.

🗨️ ანგუსი

მის ხელებს ახლა ზედ ეკვრის ალბათ
საიდუმლო მსხვერპლების სისხლი;
და მის გარშემო წამიერად იხლართება დიდი ამბოხი,
ჯარს, მას რომ მორჩილებს,
ამოძრავებს მხოლოდ ბრძანება
და არა მეფის სიყვარული ან თავდადება,
დაპატარავდა თითქოს მაკბეტ, ჩამოსჩაჩვია მეფის მანტია,
პეწი დაჰკარგა, ულაზათო ჯუჯა ქურდსა ჰგავს,
რომელსაც სადღაც ხელთ მოგდებული
გოლიათის წამოსასხამი უშნოდ აცვია.

🗯️ მენთისი

სხვა ვინ დაძრახავს გრძნობააშლილ, შეშინებულ შლეგს,
როცა ყველაფერს, მასში ჩამალულს, სწყევლის თავადვე.“

📙 უილიამ შექსპირი – „მაკბეტი“ | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/iMbCS

▪️ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა

#შედევრები #იკითხეარტანუჯისწიგნები

27/12/2024

🗨️ „ფოტოგრაფია უტყუარ დოკუმენტად რჩება, და ვინც არასწორ რაღაცეებს აკეთებს, ამ უტყუარობის ეშინია. ამაშია ფოტოგრაფიის ძალა.“

📺 „უახლესი ისტორია გურამ წიბახაშვილის თვალით“ – ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილის ფოტოგრაფიასა და წიგნებზე ზვიად კვარაცხელიას ლიტერატურულ რუბრიკაში.

📕 „არტანუჯის“ მიერ გამოცემული გურამ წიბახაშვილის ყველა წიგნი იხილეთ ბმულზე: https://ref.ge/nrFhP

#არტანუჯი #ყოველდღე #თანსაკითხავი
#ალბომი #ფოტოგრაფია

📕 დაბადება✍🏻 „27 დეკემბერი იყო. ცივი ზამთარი იდგა პატარძეულში. მუხლამდე თოვლში კაცს გავლა უჭირდა. საშინელი ქარბუქი იქაურ...
27/12/2024

📕 დაბადება

✍🏻 „27 დეკემბერი იყო. ცივი ზამთარი იდგა პატარძეულში. მუხლამდე თოვლში კაცს გავლა უჭირდა. საშინელი ქარბუქი იქაურობას ანგრევდა.

✍🏻 მამაჩემი, ნიკო ლეონიძე, წიგნის კითხვით იყო გართული. ფეხმძიმე დედაჩემი, სოფიო, კი ტახტზე ჩამომჯდარი წინდასა ქსოვდა.

✍🏻 ოთახში ნავთის ლამპა ბჟუტავდა, ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. ყმაწვილებს ეძინათ. უცბად მამაჩემს ორღობიდან ხმა შემოესმა. გავიდა.

✍🏻 ჭიშკარს ვიღაც კაცი მოსდგომოდა მარხილით. სტუმარი სახლში შეიპატიჟა, თუ არ ვცდები, იყო ექიმი ნიკოლოზ ჯანდიერი. იგი საგარეჯოში მიემგზავრებოდა და ქარბუქის გამო ცხენები გასჩერებოდა. უფიქრია: ნიკო ლეონიძესთან გავათევ ღამეს და დილით გავაგრძელებ გზასაო.

✍🏻 მამაჩემი იცნობდა ჯანდიერს და მისი სტუმრობა დიდად გაუხარდა. ცხენები დააბინავა და ვახშმის სამზადისს შეუდგნენ. ინდაური მოხარშეს, მარნიდან ღვინო ამოიტანეს, სახელდახელო სუფრა თუშური ყველითა და შოთის პურებით დაამშვენეს, არც წნილი დაივიწყეს.

✍🏻 სტუმარ-მასპინძელმა ტკბილი საუბარი გააბა, ხელადასაც წაუქციეს თავი. დედაჩემმა მოხარშული ინდაური ხის თაბახზე დადო, მარილი მოაყარა და მამაჩემს დასაჭრელად გადააწოდა, თვითონ კი ტკივილისგან საშინლად
ამოიგმინა.

✍🏻 მამაჩემმა თაბახი სასწრაფოდ დააგდო
მაგიდაზე, დედაჩემს ხელი შეაშველა, რომ არ წაქცეულიყო და ტახტზე დასვა...

✍🏻 ჯანდიერი წამოხტა, მიხვდა, რომ მშობიარობა იწყებოდა. ერთი საათის მერე დაიბადა ბიჭი. ის ბიჭი მე ვიყავ...“ – გიორგი ლეონიძე

📘 „გოგლა. 150 ამბავი“ | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/YSLkr

▪️შეადგინა ნათია სიხარულიძემ

#თანსაკითხავი #არტანუჯისკალენდარი

▪️ღმერთო„მოხედე წყალობით, მოხედე თბილ სიყვარულით,ჩემს დას და დედას ფარვიდე.დაიცავ მათი სიცოცხლე,დღეგრძელ ჰყავ და ბედნიერ...
25/12/2024

▪️ღმერთო

„მოხედე წყალობით, მოხედე თბილ სიყვარულით,
ჩემს დას და დედას ფარვიდე.
დაიცავ მათი სიცოცხლე,
დღეგრძელ ჰყავ და ბედნიერნი,
გულთ ჩაუსახე მშვიდობა,
მიხვედრა შენდამიერი.
ვკადნიერდები, შემოგთხოვ, წყალობას შენგან მოველი,
შენ დაგვიფარე, დაგვლოცე და გვაპატიე ყოველი.“

📕 ესმა ონიანის წიგნიდან „ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ!“

🖤 მწუხარებას გამოვთქვამთ ესმა ონიანის დის, ირინა ონიანის გარდაცვალების გამო.

📣 საახალწლო აქცია პატარა მკითხველებისთვის წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“. 😊📘 მარია იზაბელ სანჩეს ვეგარას ბესტსელერი სერი...
25/12/2024

📣 საახალწლო აქცია პატარა მკითხველებისთვის წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“. 😊

📘 მარია იზაბელ სანჩეს ვეგარას ბესტსელერი სერიის – „პატარა ადამიანები დიდი ოცნებებით“ – ოთხივე წიგნი 99.60 ლარის ნაცვლად 50 ლარად!

✍🏻 გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.

📙 არ გამოტოვოთ! ეწვიეთ „შაქრო ბაბუას“ ჭავჭავაძის №17ბ-ში, ან გამოიწერეთ კომპლექტი მაღაზიის საიტიდან 👉🏻 https://ref.ge/HeNUW

#არტანუჯიბავშვებისთვის #შაქრობაბუა

♦️ „გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრალისა“ 1937 წელს გერმანიაში, გერმანულ ენაზე გამოიცა.♦️ აღნიშნულ ნაწარმოებში რობაქ...
24/12/2024

♦️ „გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრალისა“ 1937 წელს გერმანიაში, გერმანულ ენაზე გამოიცა.

♦️ აღნიშნულ ნაწარმოებში რობაქიძე ქმნის გრაალის თასის შესახებ სრულიად ახალ, ქართულ ლეგენდას, რომელიც არ უკავშირდება გრაალზე ევროპელ ავტორთა ნაწარმოებებში (კრეტიენ დე ტრუას „პერსევალი“ , ვოლფრამ ფონ ეშენბახის „პარციფალი“) გადმოცემულ ამბებს. ის ნათლად წარმოაჩენს ქართული გრაალის თასის არსს.

♦️ ამასთან, რობაქიძე ასევე ქმნის ლეგენდას ქართული გრაალის თასის მცველთა ორდენზე. თუკი ზემოაღნიშნულ ევროპელ მწერალთა ტექსტების მიხედვით, გრაალის მცველები დასავლური ლიტერატურის ცნობილი გმირები – არტური, ლანსელოტი ან პარციფალი – არიან, ქართულ გრაალს ქართველები, თანაც, უმეტესად, ხელოვანები იცავენ.

♦️ რობაქიძისეულ ქართველ რაინდებს ჰყავს პროტოტები. რომანის მთავარი გმირის, ლევან ორბელის, პროტოტიპი თავად გრიგოლ რობაქიძეა, ოდილიანი – პაოლო იაშვილი, ავალა – ტიციან ტაბიძე, მზისავარ – აპოლონ წულაძე, დათა და კოსტა – ძმები ვლადიმერ და გრიგოლ ჯაფარიძეები, ჰიდდირ – მამედ ბეგ აბაშიძე, საღარა – მფრინავი საღარაძე, მარჯანი – კოტე მარჯანიშვილი, უშანგ – უშანგი ჩხეიძე, ხორავა – აკაკი ხორავა, ვასსა – აკაკი ვასაძე, ვანო – იაკობ ნიკოლაძე. რაც შეეხება თავად გიორგის, რობაქიძე ამ მხატვრულ სახეში კარდჰუს – (მისივე
შემოქმედებითი ნააზრევის მიხედვით) ქართველი ერის პირველხატს, მითოსურ
პირველმდგენს აცოცხლებს.

♦️ რომანის მიხედვით, ქართული გრაალისა და მის მცველთა ორდენის ლეგენდა სათავეს VIII საუკუნიდან იღებს. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ კი, სრული უსასოობის ჟამს, ლევან ორბელი წერს წმინდა ნინოსადმი მიძღვნილ საგალობელს, რომელსაც, ეროვნული ტრაგედიის გარდა, საფუძვლად დაედო გრაალთან დაკავშირებული ხილვა, რომელიც მას ეწვია.

♦️ ნაწარმოებში მთელი სიმძაფრითაა წარმოჩენილი სამკვდრო-სასიცოცხლო
დაპირისპირება გრაალის თასისთვის მის მცველ ქართველ რაინდებსა და ბოლშევიკური რეჟიმის წარმომადგენლებს (ს. ო. – სერგო ორჯონიკიძე, შავდია – ლავრენტი ბერია, ლეგა – ლევან ღოღობერიძე) შორის.

♦️ ამასთან, რომანში ავტორი სიღრმისეულად მიმოიხილავს ბოლშევიკურ იდეოლოგიას. რობაქიძე ხაზს უსვამს რისკებს, რომლებსაც ბოლშევიზმი ადამიანსა და მის სულიერ სამყაროს უქადდა.

♦️ გრიგოლ რობაქიძე ასევე ვრცლად საუბრობს საქართველოში არსებული მზის კულტის შესახებ. სწორედ მზეს უკავშირებს ის ქართული გრაალის თასის ჭეშმარიტი მცველობისთვის აუცილებელ თვისებებს.

♦️ რობაქიძის თანახმად, ქართული გრაალის თასის ჭეშმარიტი მცველი მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის მზესავით უანგაროდ გამცემი, გამბედავი, მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანი შეიძლება გახდეს.

♦️ მიუხედავად რომანის დრამატული ხასიათისა, რობაქიძემ ნაწარმოების
ფინალით შექმნა იმედი, რწმენა, რომ გრაალის თასი, ანუ საქართველოს გული და მისი მომავალი, მართალია, უმძიმესი ბრძოლისა და მსხვერპლის გაღების ფასად, მაგრამ მაინც გადაურჩებოდა თავს დატეხილ უბედურებას.“

✍🏻 ირაკლი რობაქიძე, თსუ-ს ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი

📕 გრიგოლ რობაქიძის „მცველნი გრალისა“ მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ 71%-იანი ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/8vFxg

#გამოხმაურებაწიგნზე #უცნობიგრიგოლრობაქიძე

✍🏻 „არ ვიცი, გამოგადგებათ თუ არა ჩვენი გამოცდილება, მაგრამ გეტყვით. ჩვენ არ გვქონია თავისუფლების გამოცდილება. არ გვქონია...
23/12/2024

✍🏻 „არ ვიცი, გამოგადგებათ თუ არა ჩვენი გამოცდილება, მაგრამ გეტყვით. ჩვენ არ გვქონია თავისუფლების გამოცდილება. არ გვქონია ეს გამოცდილება, როგორც შეიძლება ქართველებს ჰქონდეთ მენტალობაში, სიამაყეში. სწორედ ამიტომ ვუყურებდით სიხარულით ახალ ამბებს საქართველოდან. რადგან ყველა ელოდა, რომ ქართველები არ მისცემდნენ ამის გაკეთების უფლებას, რომ ისინი სხვანაირები არიან, რომ მათ სხვანაირი ისტორია აქვთ.“

📣 სვეტლანა ალექსიევიჩი

📻 ბელარუსი ნობელიანტი მწერლის ინტერვიუ ანასტასია სლოვინსკაიასთან სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე: https://ref.ge/9c7R0

#არტანუჯი #სვეტლანაალექსიევიჩი

⭕ „შეიძლება 1991­-1992 წლების თბილისში მომხდარი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების აქტორთა სიის დავიწროება და ორნიშნა...
22/12/2024

⭕ „შეიძლება 1991­-1992 წლების თბილისში მომხდარი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების აქტორთა სიის დავიწროება და ორნიშნა კონკრეტული იდენტიფიკაცია – საქართველოს მეხუთე კოლონა და რუსეთის ხელისუფლება.

⭕ თბილისის გადატრიალების მამოძრავებელ-მონაწილეთა
შემადგენლობას, ყველა დროისა და ქვეყნის დემოკრატიული რევოლუციების მთავარი შემოქმედი – ხალხი აკლია.

⭕ მოსახლეობის ფართო ფენები ამბოხებას მხარს არ უჭერდნენ და მასში არ მონაწილეობდნენ, ამიტომ ამბოხებულებისა და შემდგომში ე. წ. შევარდნაძისტების ფორმულირება, თითქოს თბილისის გადატრიალება „დემოკრატიული რევოლუცია“ იყო – პოლიტიკური სპეკულაციაა და სიყალბე. ამგვარმა შეფასებამ დროის მხოლოდ მცირე მონაკვეთს გაუძლო და თვით შევარდნაძისტების უმრავლესობამ უარყო.

⭕ ცნობილია, თბილისის მოვლენების შეფასება თვით განდევნილი ეროვნული ხელისუფლების – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ, რომელმაც 1992 წლის 13 მარტს
სპეციალური დადგენილება მიიღო ჩვენთვის საინტერესო პრობლემის შესახებ. მასში ვკითხულობთ:

🔻 „1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოში მომხდარი მოვლენების პოლიტიკური შეფასების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. 1991 წლის დეკემბრისა და 1992 წლის იანვრის მოვლენები, რომლებიც მოხდა საქართველოში, კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალება;
2. არაკანონიერი ხელისუფლების სტრუქტურების – „სამხედრო საბჭო“ და ა. შ. შექმნა კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც
ხელისუფლების უზურპაცია;
3. ყველა აქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს არაკანონიერი ხელისუფლების მიერ, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების დანიშვნის აქტი, გამოცხადდეს იურიდიული ძალის არმქონედ;
4. სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორების მოქმედება კვალიფიცირებულ იქნეს, როგორც სამშობლოს ღალატი;
5. საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ უკანონო ხელისუფლების დაუმორჩილებლობას“.

⭕ თბილისის მოვლენების შეფასება უზენაესი საბჭოს მიერ სრულიად ობიექტურია, სამართლებრივად სწორი...“

📕 დიმიტრი შველიძე – „პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში, 1987-1992“ | მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/euKZm

#არტანუჯისკალენდარი
#იკითხეარტანუჯისწიგნები

🟦 „ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრა...
21/12/2024

🟦 „ქართველები მდიდარი ხალხი ვართ. ამ სიმდიდრის უპირველესი ნიშანი მრავალფეროვნებაა, ყველგან რომ ვლინდება: ნაირგვარ გეოგრაფიულ გარემოსა თუ კონტრასტულ კლიმატურ ზოლებში, მადისაღმძვრელ კერძებსა თუ მრავალხმიან სიმღერებში, ხალხურ არქიტექტურასა თუ ტრადიციულ მეურნეობაში, ხასიათის თავისებურებებსა თუ ენა-დიალექტებში...

🟨 ...თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე, განსაკუთრებით – ბავშვები და ახალგაზრდები.

🟩 გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში და დაინტერესებულ საზოგადოებას ვთავაზობთ ქართველური ენების თვითმასწავლებლებს.“ – ბუბა კუდავა

📘 მოიკითხეთ წიგნის მაღაზიებში ან გამოიწერეთ 50%-იანი ფასდაკლებით ბმულიდან: https://ref.ge/sYxXD

#ვისწავლოთ #მეგრული #სვანური #ლაზური #თვითმასწავლებლები

Address

Chavchavadze Avenue 5
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Telephone

+995 32 2 25 05 22

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing:

Videos

Share

Category