![,, „კოლექციონერი“ უცნაური რომანია, იგი განსხვავდება ჯონ ფაულზის სხვა რომანებისგან და რაღაც ნიშნით საკულტო რომანიც შეიძლე...](https://img3.medioq.com/411/225/1080250994112256.jpg)
09/01/2025
,, „კოლექციონერი“ უცნაური რომანია, იგი განსხვავდება ჯონ ფაულზის სხვა რომანებისგან და რაღაც ნიშნით საკულტო რომანიც შეიძლება ვუწოდოთ, იმდენად მნიშვნელოვანი კვალი დატოვა პოპ-კულტურაში. წიგნს არაერთ ფილმსა თუ რომანში ახსენებენ, მასზე სიმღერებიც კი დაიწერა და, როგორც ირკვევა, ამ რომანმა რამდენიმე სერიული მკვლელიც შთააგონა.
✨ავტორმა წიგნი ერთ თვეში დაწერა. იგი თავად ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, თუმცა იქვე დასძენს, ახალგაზრდა მწერლისთვის მისწრებაა ასეთ დაძაბულ, სტრესულ პირობებში მუშაობაო. რომანი ცივსისხლიანი გამოვიდა, ინგლისურ ყაიდაზე, ლაკონიური, ზედმეტი გადახვევების გარეშე, დაუნდობელი ფინალით.''
მალხაზ ხარბედია
📚https://diogene.ge/ka/shop/1348-koleqtsioneri