18/02/2025
🔥 18 თებერვალს, ოლიგარქის დაბადების დღეზე, სამოქალაქო აქტივისტებმა სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო ბანერები გადმოფინეს.
📢 ბანერების პარალელურად, აქტივისტები მანიფესტს ავრცელებენ:
✊ “ტრაგედიით, სისასტიკით, სიხარბით, პროპაგანდითა და ოლიგარქიული მისწრაფებებით ნაკვებ პოლიციურ რეჟიმს, ყოველდღიურად ძალადობრივად რომ ცდილობს ჩვენს გაჩუმებას, ჩვენს დაშორიშორებას, ჩვენ შორის შიშისა და შუღლის ჩანერგვას - ერთიანობით ვპასუხობთ.
ვპასუხობთ ტყუილს, გაყალბებულ რეალობას, პოლიტიკურად გარყვნილ ელიტას და მათ დღის წესრიგს:
ამბოხებაა ჩვენი პასუხი!
აზვავებაა ჩვენი პასუხი!
შეთქმულებაა ჩვენი პასუხი!
ამხედრებაა ჩვენი პასუხი!
ჩვენ ვდგავართ ყველგან, ვდგავართ მთელს საქართველოში, ვდგავართ მხარდამხარ და ვაშენებთ ხიდებს, ერთმანეთისკენ მისასვლელ ხიდებს, და ვაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სოლიდარობისთვის!”, ნათქვამია მანიფესტში.
📌 18 თებერვალს თბილისში, ქუთაისსა, ბათუმში, რუსთავში, თელავში, მცხეთასა და ბალდაში საპროტესტო ბანერი, ერთდროულად, დილის 10 საათზე გადმოიფინა.