
23/12/2024
❗️ ამერიკელი პროფესორი, აქტივისტი, მსოფლიო საოჯახო კონგრესის პრეზიდენტი ბრაიან ბრაუნი სოციალურ ქსელში წერს:
''სიმართლე საქართველოზე 🇬🇪 ვრცელი ჩანაწერი... ➡️ For ENG original scroll down ©
ბევრი მეკითხება, თუ რატომ არ ვკონცენტრირდები მხოლოდ ოჯახური ღირებულებების საკითხებზე და არ ვანებებ თავს საგარეო პოლიტიკას?!
პირდაპირ გიპასუხებთ: ამერიკის და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკამ – სამხედრო და ეკონომიკური ძალის გამოყენებით, უცხოელი ელჩების, უცხოეთიდან მიღებული დახმარებების, და ახლა უკვე მათი მოხსნის მუქარების მეშვეობით – სერიოზული გავლენა მოახდინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, განსაკუთრებით აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში.
მაგალითისთვის, მე ვდარდობ საქართველოს 🇬🇪 მომავალზე, ვინაიდან ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. დიდი დრო მაქვს გატარებული საქართველოში ჩემს მეგობარ და თანამებრძოლ ლევან ვასაძესთან და მის ოჯახთან ერთად. იმ დროის განმავლობაში, რაც ერთად გავატარეთ, ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით თბილისსა და მის შემოგარენში, ბათუმში, აგრეთვე ქვეყნის შორეულ კუთხეებში მოგზაურობისას. მე მიყვარს ქართველები და მათი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა. ასევე მიყვარს ის, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა და თავის ისტორიასა და ტრადიციებს დიდად აფასებს.
ამასთან ერთად, კარგად მესმის საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
თუ მთავრობები, რომლებიც ჯორჯ სოროსთან ერთად მოქმედებენ, შეძლებენ ლიბერალური პოლიტიკის თავს მოხვევას ერთ-ერთ ყველაზე ქრისტიანულ ქვეყანაზე, ეს ნიშნავს, რომ მათ ამის გაკეთება ყველგან შეუძლიათ.
და ისინი ასე მოიქცევიან. ისინი გამოიყენებენ საქართველოს, როგორც მაგალითს. ეს არ არის შეთქმულების თეორია. ჩვენმა, ამერიკელმა ელჩმა საქართველოში უკვე აქტიურად უბიძგა ქვეყანას დაეყენებინა LGBTQ საკითხები დღის წესრიგში და ხელი შეუწყო ე.წ. "პრაიდის" აღლუმების მცდელობას თბილისში.
ცდილობენ თუ არა მსგავს ქმედებას მუსლიმურ ქვეყნებში, სადაც ქორწინებისა და ოჯახის განმარტებების ცვლილებას მსგავსი წინააღმდეგობა ხვდება? არა, რა თქმა უნდა, არა.
მათ სურთ, რომ მაგალითი ქრისტიანული ქვეყნისგან შექმნან.
და ფიქრობენ, რომ ეს გამოუვათ.
ასე რომ, თბილისი წალეკილია სოროსის ფულით; როგორც თავადვე აღიარებენ, თანხა 100 მილიონზე მეტია. თუმცა, სინამდვილეში ოდენობა გაცილებით დიდია. მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, აშშ - სამწუხაროდ, საქართველოზე ყოველმხრივი ზეწოლაა, რომ უარი თქვან საკუთარ სულსა და გულზე, რომელიც ქრისტეშია.
ჩემი არ გჯერათ? იხილეთ ახლახანს გადარქმეული „ღია საზოგადოების ფონდი“ საქართველოში. „ღია საზოგადოებას“ იმდენად ცუდი სახელი აქვს უკვე რეგიონში, რომ მოუწიათ სახელის გადარქმევა და ახლა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ ეწოდება. იგივე საწამლავი, სხვა სახელით.
ისინი ამაყობენ თავიანთი ოცდაათ წლიანი საქმიანობით და USAID-ის დაფინანსებით. დიახ, ეს თქვენი გადასახადებიდან მიღებული ფულია. რა თქმა უნდა, მათი საქმიანობის ნაწილი არ ეხება პოლიტიკას. ნაწილი კარგ საქმესაც ხმარდება, როგორიც არის, მაგალითად, მონასტრების შენარჩუნება. მაგრამ, ეს მხოლოდ ფასადური დეკორაციაა. უფრო ღრმად ჩაიხედეთ.
თანხის უდიდესი ნაწილი ხმარდება სამ პროექტს:
✅ ევროინტეგრაციის პროგრამა
✅ მედიის მხარდაჭერის პროგრამა
✅ ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა
შედით ვებგვერდზე და თავად ნახეთ: https://csf.ge/program/mediis-mkhardachera/
მათ სურთ ქართული საზოგადოება სეკულარული და ლიბერალური მოდელის მიხედვით გადააკეთონ.
ისინი არც მალავენ, რომ სურთ ჟურნალისტები მორჩილებაში ჰყავდეთ. ისინი არც მალავენ, რომ სურთ საქართველო ქრისტიანული ფასეულობებიდან ე.წ. „ევროპულ“ ღირებულებებზე გადაიყვანონ. ისინი არაფერს არ მალავენ.
მაგრამ ამერიკელების უმრავლესობას ეს უბრალოდ არ ანაღვლებს.
ჩვენ კი, ვისაც გვადარდებს ქრისტიანები მთელს მსოფლიოში, ვინც ვიბრძვით მარქსისტებისა და ლიბერალების ტყუილების წინააღმდეგ, ვინც ვიბრძვით სიმართლისათვის ამერიკაში: ჩვენ უნდა გვანაღვლებდეს. ჩვენ ასევე უნდა გვანაღვლებდეს, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენს რეპუტაციაზე მსოფლიოს მასშტაბით.
ქართველები კეთილშობილი ხალხია. ისინი ჭკვიანები არიან. ისინი ინდივიდუალურად არ ადანაშაულებენ ამერიკელებს იმ ბოროტებაში, რომელსაც ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვცდილობთ მათ თავს მოვახვიოთ.
მაგრამ სადაც არ უნდა ჩავიდე მსოფლიო საოჯახო კონგრესის ფარგლებში, ყველგან ერთი და იგივე მესმის; ჩვენი რეპუტაცია მთელს მსოფლიოში იშლება იმ ბოროტების გამო, რასაც ქვეყნებს თავს ვახვევთ. და ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
რას იგრძნობთ, ამერიკა რომელიმე სხვა უფრო ძლიერმა ქვეყანამ რომ აიძულოს ბავშვები გენდერის თეორიით დაასახიჩროს? ჩვენ უკვე საკმარისად გავგიჟდით, რომ ამას ჩვენივე მთავრობა გვიკეთებს. და ჩვენ ვიმარჯვებთ ამ გენდერულ საგიჟეთში.
მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყანა მოვა და ამის გაკეთებას დაგვაძალებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის 95% წინააღმდეგია? და რა მოხდება, თუკი ამისი შეჩერების რეალური გზა არ გვექნება? პატივისცემა იმ ქვეყნის მიმართ უკიდურეს ფსკერზე დაეცემა. ზუსტად ეს ემართება ამერიკას მთელს მსოფლიოში.
რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ ზოგიერთი ჩემი მეგობარი, ვინც თავს კონსერვატორად მიიჩნევს, ტყუილის მარწუხებშია მოქცეული. და ტყუილს, რომ დემონსტრანტები კარგები არიან, ხოლო მთავრობა ცუდი, გამოყენების შემთხვევაში, გამანადგურებელი შედეგები ექნება.
„ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სრულყოფილებისგან შორს იყო, არჩევნები ლეგიტიმურად მოიგო. წერტილი.
„ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ ევროკავშირს სურს ქვეყანაში ანტი-ოჯახური და ანტი-სიცოცხლის პოლიტიკა გაატაროს და ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირებაში უბიძგოს.
მანამ, სანამ რუსეთთან დაკავშირებით ჩემს შეხედულებაზე ნაჩქარევ დასკვნებს გააკეთებთ, ნება მომეცით მკაფიოდ განვმარტო: საქართველოს უნდა დაუბრუნდეს მთელი თავისი ტერიტორია, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.
მაგრამ ეს რუსეთთან არსებითი დიალოგის გარეშე არ მოხდება. დროა, რეალურ სამყაროში ვიცხოვროთ. საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა, გმირი მამაკაცებით და ჯარისკაცებით, მაგრამ რუსეთთან ომს ის ვერ მოიგებს. და ძველი საბჭოთა სამხედრო გზა პირდაპირ თბილისამდე მიდის.
ქართველებმა ეს კარგად იციან. მათ არ სურთ არავის დაქვემდებარებაში ყოფნა: არც დასავლეთის და არც რუსეთის. მათ სურთ იყვნენ ის, ვინც არიან თავიანთი არსით: თავისუფალი ხალხი, რომელიც საკუთარ ბედს განკარგავს. საქართველოს შეუძლია იყოს კავკასიის შვეიცარია. ფრთხილად ნეიტრალური და ეკონომიკურად განვითარებული. მაგრამ, ამის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიითაა შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების უმრავლესობამ ცალსახად ეს მთავრობა აირჩია, ქართველების უმრავლესობა ამას ეთანხმება. და არც ევროკავშირს და არც სხვა ვინმეს არ შეუძლია ამის სხვაგვარად გადაწყვეტა.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო წინააღმდეგია სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანდეს. მაგრამ საკითხავია, თუ რას ნიშნავს ეს წევრობა? თუ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ დაკარგოს თავისი მეობა, მაშინ არა. თუ ეს ნიშნავს იმის დაკარგვას, ვინც არიან, არა. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ მოექცნენ როგორც თანასწორს უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობებით, და ამავე დროს პატივი სცენ საქართველოს ქრისტიანულ ღირებულებებს, მაშინ, შესაძლოა, დიახ.
სწორედ ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს ფრთხილად და დიპლომატიურად გაუმკლავდეს როგორც რუსეთს, ასევე ევროკავშირს.
საბედნიეროდ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, საქართველოს სხვა გზას უჩვენებენ. საქართველოს არ სჭირდება დაკარგოს თავისი სუვერენიტეტი ანდა თავისი ქრისტიანული ისტორია, იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი და ღირსეული წევრი გახდეს.
ასე რომ, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ფაქტობრივად თქვა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები შეჩერებულია, საქართველომაც იგივე გააკეთა. და ამის შემდეგ, ლიბერალები ქალაქებში ბალისტიკური რაკეტასავით აფეთქდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ იყო პოლარიზაცია და სხვა პრობლემები, მათ ასევე თქვეს, რომ არჩევნები ვალიდური იყო და ჯამში სამართლიანად ჩატარდა.
ისევ მტკიცებულებები.
აი, რამდენიმე ციტატა: „კამპანია იყო კონკურენტული, მაგრამ მშვიდი. მონაწილეებს ძირითადად ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება...“
და
„არჩევნების დღე ზოგადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და ადმინისტრაციულად მოწესრიგებულად წარიმართა...“
სრული ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
https://osce.org/files/f/documents/3/0/579346.pdf
რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა ეუთო-ს მხრიდან. ერთ-ერთი მათგანი სრული სიგიჟეა, ვინაიდან ევროპას სურს, რომ საქართველოს ჰქონდეს ქალებისთვის ქვოტები არჩეულ ოფიციალურ პირების შორის. ეს არის ევროკავშირის კურსის ტოლფასი: თითქოს რაღაც არალიბერალური სადავო პოლიტიკა (როგორიც არის მაგალითად, არჩეული ქალი თანამდებობის პირების რაოდენობა) არის სავალდებულო, სხვა შემთხვევაში „დემოკრატიული უკუსვლა“ გაქვთ.
იმისი თქმა მინდა, რომ ეუთო თავისთავად უკიდურესად მიკერძოებულია და მათაც კი ვერ შეძლეს გონივრულად დაესკვნათ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო.
ასე რომ, ამ არჩევნებზე ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დროებით ჩერდება, ლიბერალებმა დაიწყეს პროტესტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საფრანგეთში დაბადებული ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც თავს ამჟამინდელ პრეზიდენტად წარმოაჩენდა, თითქოს შანსი დაინახა და სცადა დემოკრატიის გაუქმების მცდელობისთვის ეხელმძღვანელა. შემდეგ ევროკავშირის ბიუროკრატებმაც გადაწყვიტეს შეერთებოდნენ ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობას. ევროკავშირმა კინაღამ სანქციებიც კი დაუწესა საქართველოს. საბედნიეროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი მტკიცედ დადგნენ სანქციების წინააღმდეგ. აი, რა გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენ ახლა. ნამდვილი ორუელისეული სიუჟეტია. ჩვენ ვხედავთ ევროკავშირს, რომელიც სჯის დემოკრატიულად არჩეულ თანამდებობის პირებს, რათა დემოკრატიის სახელით დემოკრატია გააუქმოს.
ღვთის მადლით და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით ამ დრომდე გადატრიალება ჩაიშალა. მე აქ არ ვდავობ იმაზე, რომ პოლიციის ან მთავრობის პასუხი სრულყოფილი იყო. რაც ვიცი, არის ის, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ და ასაფეთქებლები ესროლეს და ბევრი მათგანი დაშავდა. რა თქმა უნდა, პოლიცია უკიდურესად მკაცრად რეაგირებს ნებისმიერ ძალადობაზე.
ეს ჰგავს BLM-ს (Black Lives Matter) აშშ-ში, რომელიც აფეთქებს ქალაქებს და ელოდება, რომ მთავრობა არაფერს გააკეთებს. არა. რა თქმა უნდა, უნდა იყოს პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მშვიდობიანი, თუმცა, ჩემი აზრით, შეცდომაში შეყვანილი მომიტინგეა, ბევრია ძალადობრივი.
ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას აქვს უფლება და ვალდებულება დაიცვას ქვეყანა ძალადობისგან.
გრძელი წერილი გამოვიდა, თუმცა, იმედია გამოსადეგი მათთვისაც, ვინც არ ეთანხმება.
არც ერთი მსხვილი მედია არ ავრცელებს ამ ინფორმაციას. სიცარიელეს სამოქალაქო ჟურნალისტიკა ავსებს.
ღმერთმა დალოცოს საქართველო და ყველა ჩემი მეგობარი საქართველოდან.
📅 19.12.2024
🔳🔳🔳🔳🔳🔳🔳
Brian S. Brown - The president of the National Organization for Marriage and the International Organization for the Family; the president of the World Congress of Families
❗️ THE TRUTH ON GEORGIA 🇬🇪 A longer piece...
I'm getting a lot of questions asking: Why don't I just concentrate on pro-family issues and leave the foreign policy issues alone?
Let me answer directly: American and EU foreign policy, through military and economic power, foreign ambassadors, foreign aid, and, increasingly, threats to withdraw such aid, has had devastating consequences on the domestic policies of countries around the world - especially in countries in Africa, Latin America, Eastern Europe, and the Caucuses.
I'm concerned about the future of Georgia, for example, because I love the country, and I've spent a lot of time there with my friend and brother in arms, Levan Vasadze and his family. I've learned a lot from our time together and from time spent in the countryside, in Tbilisi, Batumi and farther afield. I love the Georgian people and their extraordinary hospitality. And I love that Georgia is one of the first Christian countries and embraces its history and traditions.
I also understand the geopolitical significance of Georgia.
If governments in cahoots with George Soros can force liberal policies on one of the most Christian countries in the world, they know that they can do it anywhere.
And they will. They will use Georgia as an example. This is not a conspiracy theory. Already, our American ambassador has pushed Georgia on the LGBTQ agenda and helped lead the so-called "Pride" parades in Tbilisi.
Do they try to do this in Muslim countries with similar opposition to redefining marriage and family? No. Of course not.
They want to make an example of a Christian country.
They think they can get away with it.
So Tbilisi is awash in Soros money; over 100 million that they admit. But there's more. The World Bank, the EU, the US--all unfortunately pressuring Georgia to abandon its heart and soul, which is in Christ.
Don't believe me? Check out the recently renamed Open Society Foundation Georgia. The Open Society has such a bad name now in the region that they had to rename it Civil Society Foundation.
Same poison, different name.
They brag about their thirty years of work and funding from USAID. Yes, your tax money at work. Of course, some of what they do is non-political. Some good things, like preserving monasteries. But that is window dressing. Dig deeper.
The vast majority of money is going to three projects:
✅ European Integration Program
✅ Media Support Program
✅ National Integration Program
Go to the website yourself. They want to remake Georgian society along a secular liberal model.
https://csf.ge/program/mediis-mkhardachera/
They're not even hiding that they want to get journalists to be their patsies. They're not even hiding that they want Georgia to move away from Christianity to so-called "European" values. They're not even hiding any of it.
But most of us Americans just don't care.
Well, those of us who care about Christians around the world, those of us who are fighting against the lies of Marxists and liberals, those of us who are fighting for truth in America: we should care.
We should also care about what this does to our reputation around the world.
The Georgians are noble people. They are smart. They don't blame Americans individually for the evil we, as a country, are attempting to impose on them.
But everywhere I go for a World Congress of Families I hear the same thing; our reputation is in tatters around the world because of the evils we are pushing on countries. And people's tolerance can only go so far.
How would you feel if America had been coerced by another more powerful country to start mutilating children through gender theory? We're mad enough that our government is doing this to us. And we're winning on the gender insanity.
But what if a more powerful country had come in and forced this on us, even though we had 95 percent opposition to it? And what if there was no real way to stop it.
Respect for that country would hit rock bottom.
That is what is happening to America around the world.
What worries me most is that some of my friends who we see themselves as conservatives are getting sucked into a lie. And the lie that the protestors are good and the government bad, will have devastating consequences if acted upon.
Georgian Dream, while in the past far from perfect, legitimately won the election. Period.
Georgian Dream increasingly realizes that the EU wants to push anti-family and anti-life policies on the country and push it into a confrontation with Russia.
Before you jump to conclusions about my views on Russia, let me be clear: Georgia should have all of its territory back, including so-called South Ossetia and Abkhazia.
But that will not happen without meaningful dialogue with Russia. It's time to live in the real world. Georgia is a relatively small country, with heroic men and soldiers, but it can not win a war with Russia. And the old Soviet military road cuts straight to Tbilisi.
And Georgians know this. They don't want to be under anyone: neither the West or Russia. They wish to be what they are at their core: a free people, in control of their own destiny. Georgia could be the Switzerland of the Caucuses. Carefully neutral, and thriving economically. But that will only happen through diplomacy. Given that the majority of Georgians clearly elected this government, the majority of Georgians agree. And it is not for the EU or anyone else to decide otherwise.
That does not mean that Georgians oppose future EU membership. But the question is what does that membership mean? If it means losing who they are, no. If it means being treated as an equal with better economic possibilities, while respecting simultaneously respecting Georgia's Christian values, then, possibly, yes.
Right now, Georgian Dream is trying to carefully and diplomatically deal with both Russia and the EU.
Luckily, countries like Hungary and Slovakia are pointing a different way for Georgia. Georgia does not need to lose its sovereignty and ability to embrace its Christian history to be a respected member of the international community.
So, after the EU basically said accession talks were off, Georgia did also. And then the libs in the cities went ballistic. While the OSCE election observers said that there was polarization and other problems, they also said that elections were valid and generally fair.
Again, receipts.
Here's a quote: "The campaign was competitive but subdued, and contestants could generally campaign freely..."
and:
"Election day was generally procedurally well-organized and administered in an orderly manner..."
You can read the whole report here.
https://osce.org/files/f/documents/3/0/579346.pdf
Of course there were criticisms from the OSCE. One of them is really insane, because Europe wants Georgia to have quotas for female elected officials. This is par for the course for the EU: pretending that some illiberal reasonably disputed policy (quotas for female elected officials) is mandatory or else you are "democratic backsliding."
My point is that the OSCE is itself extremely biased and even they could not reasonably conclude the election was fraudulent.
So there was no immediate push back from the EU on the elections. It was only once the Prime Minister publicly made clear that talks to join the EU were temporarily halted, that the liberals started to protest, led by the French-born former President, pretending to be current President saw her chance and tried to lead an effort to cancel democracy. Then the EU bureaucrats decided to join the attempt to take down the government. The EU even almost got sanctions against Georgia. Luckily Hungary and Slovakia stood against sanctions. This is the crazy would we now live in. Truly Orwelliaan. We have the EU punishing democratically elected officials in order to rescind democracy in the name of democracy.
Through God's grace and the efforts of the Georgia government this coup has so far failed.
I am not arguing here that the police or government response has been perfect. What I do know is that protestors have launched Molotov cocktails and explosives at police and injured many. So, of course, the police are increasingly firm in their response to any violence.
This is like BLM exploding cities in the US and expecting the government to do nothing. No. Of course there should be a response. While there are many, peaceful, though, in my view, wrong-headed protestors, there are plenty that are violent.
A duly elected government has the right and duty to protect the country from violence.
This has been long, but hopefully helpful, even to those who disagree.
No major media outlet is conveying this information. Citizen journalism is filling the void.
God bless Georgia 🇬🇪 and all of my Georgian friends.
📅 19.12.2024
© Brian S. Brown