City Magazine Georgia

City Magazine Georgia Georgian Monthly Magazine "City"

საქართველო ევროპისკენ 🇬🇪🇪🇺 თბილისი, რუსთაველის გამზირი, 22 დეკემბერი, 2024  📸
22/12/2024

საქართველო ევროპისკენ 🇬🇪🇪🇺

თბილისი, რუსთაველის გამზირი, 22 დეკემბერი, 2024

📸

"როცა აყვავდა ნუში"  ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნი მალე მის მკითხველს შეხვდება. დღეს რეჟისორი აქვეყნებს წიგნის ეპილოგს:გუ...
22/12/2024

"როცა აყვავდა ნუში" ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნი მალე მის მკითხველს შეხვდება. დღეს რეჟისორი აქვეყნებს წიგნის ეპილოგს:

გუშინდელი დღის მერე გამიჩნდა სურვილი გაგიზიაროთ ჩემი წიგნის „როცა აყვავდა ნუშის“ ეპილოგი, - წიგნი გამოსულია და ველოდები პრეზენტაციისთვის შესაფერის დღეს.
„ასე, თითქოს შეუმჩნევლად, მივადექი დასასრულს.
ადამიანის სიცოცხლეს თავისი კანონზომიერება აქვს, დიდხანს სიცოცხლეს - კიდევ უფრო განსაზღვრული და უპირობო. როცა სიკვდილი აქვეა, როცა კანით გრძნობ მის სიახლოვეს, შენ წინ გადაშლილი სამყარო უფრო გამჭვირვალე ხდება. უბრუნდები იმას, რაც 2000 წლის წინ გამოიგონა კაცობრიობამ და რაც თავის არსში ყველა რელიგიის საფუძველია - მოყვასის სიყვარულს.
ცხოვრების ბოლოს ფიქრობ, რომ არსებობის ნამდვილი არსი და მიზანიც ეს არის...
იყო იმისათვის, რომ დაინახო, შეიგრძნო სხვა, გაიზიარო მისი ჭირი და ლხინი.
როცა შეგიძლია, დაეხმარო.
მერე შენ გაგიჭირდება და ის დაგეხმარება.
ან სულ უბრალოდ იდგებით ერთმანეთის გვერდით, მხარდამხარ, როგორც ხორუმში. ხანდახან ასეთი ჩუმად გვერდით დგომაც შვების მომტანია.
და კიდევ უფრო - ფეხშეწყობილი სვლა ცხოვრების გზებზე, მოძრაობა ერთად, რიტმში, მხარდამხარ, როგორც ხორუმში.
ეს სოლიდარობაა. კაცობრიობას კი სოლიდარობაზე უკეთესი არაფერი გამოუგონია.
საყოველთაო სოლიდარობა საყოველთაო განწმენდაა.
ხორუმი კი - ცეკვის ილეთების ენაზე თქმული სოლიდარობა.

ზმანება, რომელსაც აქვს ტენდენცია იქცეს რეალობად:
საქართველოს მკვიდრნი, მოქალაქეები: ადამიანები - დიდები, პატარები, ქალები, კაცები, ხელიხელჩაკიდებულნი
და მხარიმხარსმიყრდობილნი, ხორუმის რიტმში იწყებენ სვლას და მიდიან. მიდიან ერთად, დიდი მიზნისაკენ.
ეს მიზანია - ყველამ ერთად შევქმნათ თანამედროვე, ევროპული, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და კეთილდღეობაზე დაფუძნებული ქვეყანა, სადაც ყველას აქვს ბედნიერების, სიხარულის და სილამაზით ტკბობის უფლება და შესაძლებლობა.
და აღარავის ახსენდება ილიას სიმწრით ნათქვამი სიტყვები: „ვაი იმ ხალხს, რომელდაც საერთო ძაფი გაუწყდა, ვაი იმ ქვეყანას, სადაც საერთო ძარღვებში სისხლი გაშრა“.
აღარ ახსენდება იმიტომ, რომ ზმანებაში ამ ხალხს საერთო ძარღვი არ გასკდომია, და მათი სისხლი სწორედ საერთო ძარღვებში მოედინება...“

ისე მოხდა, რომ დღეს ეს ზმანება კი აღარ არის, არამედ უბრალოდ რეალობა: რუსთაველის გამზირზე ხორუმის ილეთებით გაერთიანებული, გამარჯვებისკენ მიმავალი საქართველო!

Lana Gogoberidze

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი პატარა ენის მშობლები გახდნენ💕✨
22/11/2024

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი პატარა ენის მშობლები გახდნენ💕✨

დაიან კრუგერი ესპანური გამოცემა Harper's Bazaar 2024 წლის დეკემბრის გარეკანისთვის ფოტოგრაფმა  .saez -მა გადაიღო.  გერმან...
22/11/2024

დაიან კრუგერი ესპანური გამოცემა
Harper's Bazaar 2024 წლის დეკემბრის გარეკანისთვის ფოტოგრაფმა .saez -მა გადაიღო.

გერმანული წარმოშობის ჰოლივუდის ვარსკვლავს ესპანურმა “ჰარპერს ბაზარმა” მადრიდში გამართულ ღონისძიებაზე 2024 წლის ქალის ჯილდო - მიანიჭა.

ნიკოლ კიდმანის ბალენსიაგური   GQ   ყდა! ვარსკვლავი GQ -ს სპეციალური გამოშვების Men of The  Year Awards 2024 გარეკანისთვი...
20/11/2024

ნიკოლ კიდმანის ბალენსიაგური GQ ყდა!

ვარსკვლავი GQ -ს სპეციალური გამოშვების Men of The Year Awards 2024 გარეკანისთვის გადაიღეს.

ჟურნალის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალზეც, ნიკოლ კიდმანი, ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო.


Men of the Year 2024

ესეც დღევანდელი დღის კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი❤️საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა😍🇬🇪ანდრია ფუტ...
16/11/2024

ესეც დღევანდელი დღის კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი❤️

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გახდა😍🇬🇪

ანდრია ფუტკარაძემ, ჩვენს ქვეყანას, საბავშვო ევროვიზიის მეოთხე გამარჯვება მოუტანა🥇🇬🇪❤️

16/11/2024

არის! მიქაუტაძეე 1-1 😍⚽️🇬🇪

🔔 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟒 -𝐏𝐑𝐄-𝐍𝐄𝐖 𝐘𝐄𝐀𝐑 𝐅𝐀𝐈𝐑!გახდი უძრავი ქონების ექსკლუზიური ღონისძიების მონაწილე! 🔜 მხოლოდ ერთი დღით! ...
14/11/2024

🔔 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟒 -𝐏𝐑𝐄-𝐍𝐄𝐖 𝐘𝐄𝐀𝐑 𝐅𝐀𝐈𝐑!
გახდი უძრავი ქონების ექსკლუზიური ღონისძიების მონაწილე!

🔜 მხოლოდ ერთი დღით!
წარადგინე შენი ექსკლუზიური წინასაახალწლო შეთავაზება მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე!

⚪️ უძრავი ქონების ჰაბი, 𝐏𝐫𝐨𝐩𝐞𝐫𝐭𝐲 𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚, წინასაახალწლოდ გეპატიჟებათ ექსკლუზიური შეთავაზებების სექტორის მთავარ ღონისძიებაზე- 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟒!

🌐 𝐏𝐑𝐄-𝐍𝐄𝐖 𝐘𝐄𝐀𝐑 𝐅𝐀𝐈𝐑-ის მთავარი პარტნიორია 𝐅𝐈𝐀𝐁𝐂𝐈-𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚.

👩‍💻 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟒 ერთ სივრცეში 𝐁𝟐𝐁/𝐁𝟐𝐂 ფორმატში წარმოაჩენს წინასაახალწო შეთავაზებებს უძრავი ქონების და სექტორისთვის სერვისების მომწოდებელი სხვადასხვა კომპანიებისგან.
🗣️ ღონისძიება გაიხსნება უძრავი ქონების თემატური საუბრებით 𝐏𝐫𝐨𝐩𝐞𝐫𝐭𝐲 𝐓𝐚𝐥𝐤𝐬. განხილულ იქნება სექტორის მთავარი სიახლეები და ტენდენციები.
👥 დამსწრე აუდიტორია და ვიზიტორები: უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, საელჩოების წარმომადგენლები, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირები, თავისუფალი ვიზიტორები.
🔗 ღონისძიება გაზიარდება 𝐅𝐈𝐀𝐁𝐂𝐈-𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚-ს სოც. ქსელებში ინგლისურ ენაზე, რაც მოიცავს 𝐅𝐈𝐀𝐁𝐂𝐈-ის აუდიტორიას მსოფლიოს 𝟕𝟎-ზე მეტ ქვეყანაში! FIABCI-Georgia

Vouge -ს პირველი მოწვეული რედაქტორი მარკ ჯეიკობსი და ყდა კაია გერბერის მონაწილეობით!  კაია გერბერი  დეკემბრის   Vogue -ს...
11/11/2024

Vouge -ს პირველი მოწვეული რედაქტორი მარკ ჯეიკობსი და ყდა კაია გერბერის მონაწილეობით!

კაია გერბერი დეკემბრის Vogue -ს ორ ყდაზეა, პირველი- ფოტოგრაფის სტივენ მაიზელის გადაღებულია, ხოლო მეორე მხატვრის , ანა ვეიანტის , მიერ დახატული .

ანა ვინტურის ამ სვლამ ფანტასტიური შედეგი გამოიღო, ნომერზე საუკეთესო გუნდი მუშაობდა და საზოგადოების უდიდესი მოწონებაც დაიმსახურა.



უელსის პრინცი და პრინცესა ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ლეგიონის ხსოვნის ყოველწლიურ ფესტივალს დაესწრნენ   -ში
10/11/2024

უელსის პრინცი და პრინცესა ლონდონში ბრიტანეთის სამეფო ლეგიონის ხსოვნის ყოველწლიურ ფესტივალს დაესწრნენ -ში


08/11/2024

ჰოლივუდის მსახიობების დედა-შვილის: ქეით ჰადსონის და გოლდი ჰოუნის დიდი ოჯახის წინა საშობაო განწყობა.

სარეკლამო რგოლში მათ კიმ კარდაშიანის ბრენდი ტანისამოსი აცვიათ

მარგო რობი და ტომ აკერლი ლოს-ანჯელესის ქუჩებში შვილის გასეირნების დროს
08/11/2024

მარგო რობი და ტომ აკერლი ლოს-ანჯელესის ქუჩებში შვილის გასეირნების დროს


07/11/2024

ავეჯისა და აქსესუარების ყველა მიმართულება ერთად, ერთ სივრცეში?

დიახ, თუ ეს არის სივრცე Icrhome.ge
ვიყავით სტუმრად და გიყვებით ✨

Eka Khoperia

Time and Timelessმონიკა ბელუჩის ახალი ყდა   -სთვის
06/11/2024

Time and Timeless

მონიკა ბელუჩის ახალი ყდა -სთვის


  -ს ახალი მაისური:  საქართველოს დროშით, თბილისის გამოსახულებით და  წარწერით Tbilisi Georgia    -ის ინსტაგრამზე ფოტოს ფო...
05/11/2024

-ს ახალი მაისური: საქართველოს დროშით, თბილისის გამოსახულებით და წარწერით Tbilisi Georgia

-ის ინსტაგრამზე ფოტოს ფონად ნიაზ დიასამიძის “თბილისო” მიყვება




🇬🇪

მატილდა გვარლიანი ჟურნალ Harper’s Bazaar -ის იტალიური გამოცემის ნოემბრის ყდისთვის გადაიღეს. ახალი ნომერი ახალგაზრდა თაობ...
05/11/2024

მატილდა გვარლიანი ჟურნალ Harper’s Bazaar -ის იტალიური გამოცემის ნოემბრის ყდისთვის გადაიღეს.

ახალი ნომერი ახალგაზრდა თაობას ეძღვნება


მატილდა გვარლიანი ლოს-ანჯელესში  LACMA Art+Film Gala -  ს მე -13 გალა წევეულებაზე   -ს კაბით წარსდგა
03/11/2024

მატილდა გვარლიანი ლოს-ანჯელესში LACMA Art+Film Gala - ს მე -13 გალა წევეულებაზე -ს კაბით წარსდგა

Address

Il. Chavchavadze Avenue 72
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995595900005

Alerts

Be the first to know and let us send you an email when City Magazine Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to City Magazine Georgia:

Videos

Share

Category