რუსეთის ტამბოვის ოლქში მდებარე დენთის ქარხანას დრონები დაესხნენ თავს.
უკრაინის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ცენტრის ცნობით, ქარხანა არის რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს.
"აქ იწარმოება დენთი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მცირე იარაღის, საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის. ასევე, - კოლოქსილინი, რომელიც გამოიყენება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სხვა სპეციალიზებული პროდუქტების შესაქმნელად." - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ საწარმო რუსული არმიისთვის ასაფეთქებელი მასალების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ამ ობიექტზე წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ლისკისში, დრონები თავს დაესხნენ ნავთობის საცავს, სადაც დიდი ხანძარი გაჩნდა.
35 წლის ერაყელი დაქორწინდა... 9 წლის გოგონაზე. მისმა მამამ ბავშვი მდიდარ პედოფილ სასიძოს მიჰყიდა.
გოგონა სადედოფლოდ იყო მორთული და ნამდვილი ქორწილი ჰქონდა.
ასეთი ქორწინება შესაძლებელი გახდა ერაყში კანონის მიღების შემდეგ, რომელიც სექსუალური თანხმობის ასაკს 18-დან 9 წლამდე ამცირებს.
ინდოეთში, არმიის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში, რობოტი ძაღლები მონაწილეობდნენ.
კადრებში ჩანს, რომ მოდენაზე მარშით მიმავალ რობოტ ძაღლებს, უკან ოპერატორები მიჰყვებოდნენ, დისტანციური მართვის პულტით ხელში.
სლოვაკეთის პრორუსი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკიდურესად გაბრაზდა სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს, პიტერ პელეგრინის ხელი არ ჩამოართვა.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ცენტრალური ევროპის მათემატიკური ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი სიმონ ომანიკი ქვეყნის განათლების მინისტრის, ტომას დრაკერის ხელიდან იღებს მედალს გამარჯვებისთვის, ხოლო სლოვაკეთის პრეზიდენტის მიერ გაწვდილ ხელს ნეგატიური ჟესტით პასუხობს.
როგორც ღონისძიების შემდეგ მოზარდმა თქვა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ ეთანხმება პელეგრინის პოლიტიკურ პოზიციას. მან სლოვაკეთის პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში "მოტყუებითა და სიცრუით" გამარჯვებაში დაადანაშაულა, მათ შორის, ომის თემით მანიპულირებით, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა.
„არ