Tbilisi International Film Festival

Tbilisi International Film Festival www.tbilisifilmfestival.ge Consequently, the festival at that time had interesting and diverse program.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის "საჩუქრის" ფარგლებში ტარდებოდა, რომელსაც ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა და, შესაბამისად, კინოფესტივალის პროგრამაც ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 2002 წელს "საჩუქარს" დახურვის საფრთხე დაემუქრა, ამიტომ რამდენიმე თანამოაზრემ (გაგა ჩ

ხეიძე, ნინო ანჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, დავით ბუხრიკიძე, ბესიკ დანელია, გუგა კოტეტიშვილი, გაგა ლომიძე, გიორგი ყაჯრიშვილი) კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე" დააარსა, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი, სხვა პროექტების განხორციელების გარდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება იყო. 2002 წელს კინოხელოვნების ცენტრმა "პრომეთემ" კინოფესტივალი დამოუკიდებლად, მწირი ფინანსებით ჩაატარა.

დროთა განმავლობაში "პრომეთემ" თავისი საქმიანობით სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებაც შეძლო. 2004 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კერძო სპონსორებთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, მომდევნო წლებში კინოცენტრს თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც შეუერთდა.

კინოფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

პროფესიული შეხვედრები, უორკშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება ფესტივალის ფარგლებში, სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას. ჩვენ ვისწრაფით, რომ კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში რეჟისორების, პროდიუსერების, გაყიდვების აგენტებისა და დისტრიბუტორების თავშეყრის ადგილი გახდეს. თავისი არსებობის მანძილზე ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. წლიდან წლამდე მატულობს ფესტივალზე ფილმის წარდგენისა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა. HISTORY OF TBILISI INTERNATIONAL FILM FESTIVAL

Tbilisi International Film Festival was first held in 2000 within a larger art festival framework, Gift which had numerous supporters and sponsors. In 2002 the festival faced closure threat and a circle of friends and co-thinkers (Gaga Chkheidze, Nino Anjaparidze, Lasha Bakradze, Davit Bukhrikidze, Besik Danelia, Guga Kotetishvili, Gaga Lomidze and Giorgi Kajrishvili) decided to set up the Cinema Art Center, Prometheus to maintain it and run other projects too. In 2002 the Cinema Art Center, Prometheus organized the festival with its scarce financial resources. Ultimately, Prometheus succeeded in attracting attention of governmental agencies and in 2004 the Georgian National Film Centre provided it with financial support along with other private sponsors. A couple of years later the Ministry of Culture and Tbilisi Municipality joined the track. Main aims of the festival are to introduce Georgian public with new works of high artistic value made in Georgia proper and worldwide, inform it about new trends in the world cinema and support development of Georgian cinema industry. Meetings of professionals in cinema community, workshops, master classes, retrospectives and other industrial events organized within the festival's frameworks give motivation to young cinematographers and encourage them to develop talent and artistic vision. We strive to turn the festival into a gathering place for filmmakers, producers, sales agents and distributors in South Caucasus. The festival has gained more significance throughout its history on worldwide scale. Number of the filmmakers willing to participate in the festival in any way is increasing year after year.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ერიკა გრეგორს ულოცავს 90 წლის იუბილეს!  ერიკა გრეგორი მის მეუღლესთან, ულრიხ გრეგორთა...
27/05/2024

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ერიკა გრეგორს ულოცავს 90 წლის იუბილეს!

ერიკა გრეგორი მის მეუღლესთან, ულრიხ გრეგორთან ერთად არის თბილისის კინოფესტივალის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და დაარსების დღიდან მისი ერთგული მეგობარი და პარტნიორი.
ერიკა შტაინჰოფმა, რომელიც გერმანისტიკას, ანგლისტიკას, ისტორიას და ფილოსოფიას სწავლობდა ჯერ გიოთინგენში, შემდეგ ლონდონში, მიუნხენში და ბერლინში, თავისი ცხოვრება საბოლოოდ დაუკავშირა კინოს, როცა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში 1957 წელს ახალგაზრდა კინომცოდნე, ულრიხ გრეგორი გაიცნო.
მათ ერთად დააარსეს გაერთიანება "გერმანული კინემათეკის მეგობრები", შემდეგ კი კინოთეატრი "არსენალი" და ბერლინის კინოფესტივალის "ფორუმი". ამ ორგანიზაციებში ისინი წლების მანძილზე ეწეოდნენ სადისტრიბუციო, საგანმანათლებლო თუ საგამომცემლო საქმიანობას. მათი დამსახურება მსოფლიო კინოს წინაშე მრავალგზის აღინიშნა სხვადასხვა პრემიით, მათ შორის აღსანიშნავია ბერლინალეს "ოქროს კამერა" და ევროპის კინოაკადემიის პრიზი. ისინი არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 1-ლი კლასის და ქალაქ ბერლინის საპატიო ორდენის მფლობელები.
მათი წვლილი ქართული კინოს პოპულარიზაციის საქმეში აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენით.
ერიკა გრეგორი თავის მეუღლესთან ერთად წლების მანძილზე იყო თბილისის კინოფესტივალის ჟიურის "მუდმივი" წევრი. 2 წლის წინ ფესტივალზე ჩვენმა მაყურებელმა ნახა ალის აგნესკირხნერის სამსაათიანი დოკუმენტური ფილმი გრეგორების შესახებ - "წამომყევი კინოში - გრეგორები". დაუვიწყარია მათთან შეხვედრა და საუბარი ფილმის ჩვენების შემდეგ.
ძალიან სიმბოლურია, რომ ერიკა გრეგორი 26 მაისს არის დაბადებული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ❤კიდევ ერთხელ ვულოცავთ და ვუსურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ და აქტიურ სიცოცხლეს. ❤
Ulrich Gregor

ლანა ღოღობერიძის ფილმი "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" მიწვეულია ფინეთში "შუაღამის მზის კინოფესტივალ...
06/05/2024

ლანა ღოღობერიძის ფილმი "დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი" მიწვეულია ფინეთში "შუაღამის მზის კინოფესტივალზე" 12-16 ივნისს.
ლანა ღოღობერიძის ეს დოკუმეტური ნამუშევარი, რომლის პრემიერა შარშან შედგა, მისი ფილმების დიდი რეტროსპექტივის ნაწილი იქნება.
კინოფესტივალის ერთ-ერთი სამხატვრო ხელმძღვანელი ტიმო მალმი: „ლანა ღოღობერიძე ნამდვილად იმსახურებს ხელახლა აღმოჩენას. ფინეთში მისი მხოლოდ ორი-სამი ფილმია ნაჩვენები, თუმცა კინოში თითქმის 70 წელია მოღვაწეობს, და ეს დინასტია, რომელიც სამი თაობის ქალი რეჟისორისგან შედგება, შესაძლოა, ერთადერთი იყოს მსოფლიო კინოს ისტორიაში“.

ძმები აკი და მიკა კაურისმეკების მიერ ლაპლანდიაში დაარსებული კინოფესტივალი წელს ოცდამეცხრამეტედ ტარდება.
"შუაღამის მზის კინოფესტივალი" ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობს უხმო ფილმებსაც, რომლებსაც ცოცხალი მუსიკის თანხლებით უჩვენებენ. წელს ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ბრიტანელი კომპოზიტრი ნილ ბრენდი (Neil Brand), რომელიც ბრიტანულ ჯგუფ "დოჯ ბრაზერსთან" (The Dodge Brothers) ერთად მუსიკალურად გააფორმებს მურნაუს "ქალაქელ გოგონას" (City Girl). ნილ ბრენდი ჩვენს მაყურებელს ემახსოვრება თბილისის კინოფესტივალის მე-20 გამოშვებიდან, როცა ფესტივალი გაიხსნა ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „შანტაჟი“. ნილ ბრენდის მუსიკა იმ დღეს შეასრულა "ალტერ ორკესტრმა" მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენებას თავად კომპოზიტორიც დაესწრო.

26.4.2024 press News Midnight Sun Film Festival to Feature Ecstatic Karaoke Screenings and Masterclasses from Top Film Experts Held on June 12-16, the Midnight Sun Film Festival features special screenings, where experts delve into the secrets of film... View Article Read more

სალომე ჯაში, რომელსაც სულ ახლახანს ბერლინის ხელოვნებათა აკადემიის ჯილდო გადაეცა, კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა, ამჯერ...
05/05/2024

სალომე ჯაში, რომელსაც სულ ახლახანს ბერლინის ხელოვნებათა აკადემიის ჯილდო გადაეცა, კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა, ამჯერად ჰამბურგში.
ვულოცავთ სალომეს ამ აღიარებას და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ!❤🎉🎥 Salomé Jashi

19/04/2024

❗❗❗ SOS – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ❗❗❗

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს. ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ემუქრება ჩაშლის საფრთხე.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება დაფინანსების არ-გამოყოფის შესახებ ფორმალურად ეროვნული კინოცენტრის კომისიამ მიიღო, ჩვენთვის ნათელია, რომ კინოფესტივალის ჩაშლით საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია დაინტერესებული, რომლის მოადგილე კობა ხუბუნაია ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებას თბილისის კინოფესტივალი 20 წლის განმავლობაში უწყვეტად იღებდა. ეროვნულ კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც კი არ დაუფარავს კინოფესტივალის მიმართ და აიგნორებს მას, არ პასუხობს რა არცერთ ოფიციალურ მიმართვას. მინისტრის და მისი მოადგილის ეს გადაწყვეტილება სავსებით ჯდება მათ მიერ წარმოებული კულტურის პოლიტიკაში. ეს პოლიტიკა მიმართულია განსხვავებული აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მინისტრი განარისხა იმ ფაქტმა, რომ გასულ წელს, 24-ე კინოფესტივალის გახსნისას ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა აქციით გამოხატა უკმაყოფილება მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ასევე იმით, რომ კინოფესტივალის დროს დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია „საქართველოს კინოინსტიტუტი“, რომელიც ეროვნული კინოცენტრისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სხვადასხვა თაობის ხუთასამდე კინემატოგრაფისტს აერთიანებს. თბილისის კინოფესტივალისთვის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხრივ დაფინანსების შეწყვეტა სადამსჯელო აქტია ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ.

ჩვენი სურვილია, მივაწვდინოთ ჩვენი პროტესტის ხმა თბილისის კინოფესტივალის ყველა მეგობარს, პარტნიორს, დონორს თუ სპონსორს მთელს მსოფლიოში, ვუამბოთ მათ ამ უსამართლობის შესახებ და ვთხოვოთ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად დახმარება.

❗❗❗ SOS - Tbilisi International Film Festival ❗❗❗

The National Film Centre of Georgia has stopped funding the Tbilisi International Film Festival, which is due to celebrate its 25th anniversary in December this year.
Without this funding, the festival is in danger of collapsing.
Although the decision to withhold funding was formally made by the Commission of the National Film Centre, it is clear to us that the Georgian Minister of Culture, Thea Tsulukiani, whose deputy Koba Khubunaia is the head of the National Film Centre, is interested in disrupting the film festival.
The Tbilisi Film Festival has been funded by the National Film Centre for 20 years without interruption. The National Film Center has not even paid last year's debt to the film festival and ignores it, does not respond to any of our official appeals. This decision by the minister and her deputy fits perfectly into the cultural policy they have created. This policy is directed against dissent, freedom of speech and expression, independent and autonomous organisations. It seems that the minister was angered by the fact that last year, during the opening gala of the 24th Film Festival, a large number of Georgian filmmakers protested against the minister's repressive policy, and also by the fact that during the film festival the independent organisation "Georgian Film Institute" was founded, which is in the process of boycotting the National Film Centre. The Institute brings together around five hundred film-makers from different generations. The Ministry and the National Film Center's decision to cut funding for the Tbilisi Film Festival is a punitive act against the festival's organisers.

We would like to convey our voice of protest to all friends, partners, donors and sponsors of the Tbilisi Film Festival around the world, to tell them about this injustice and to ask for their support and help as much as possible.

თბილისის კინოფესტივალის გუნდი უერთდება რუსთაველის გამზირზე მდგომ ათასობით პატრიოტ ადამიანს, რომლებიც აპროტესტებენ კანონს...
17/04/2024

თბილისის კინოფესტივალის გუნდი უერთდება რუსთაველის გამზირზე მდგომ ათასობით პატრიოტ ადამიანს, რომლებიც აპროტესტებენ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კანონი დაასამარებს ქართულ დემოკრატიას და გადაულახავ წინააღმდეგობად იქცევა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. კანონი შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და ხელს შეუწყობს ტოტალიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
არა რუსულ კანონს და რუსულ გავლენას საქართველოში!!!

ოქროს პრომეთეს მფლობელი ფილმების ჩვენება "ამირანში"!20 და 21 აპრილს კინოთეატრ ამირანში გაიმართება 2023 წლის თბილისის საე...
10/04/2024

ოქროს პრომეთეს მფლობელი ფილმების ჩვენება "ამირანში"!

20 და 21 აპრილს კინოთეატრ ამირანში გაიმართება 2023 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის 2 გამარჯვებული ნამუშევრის ჩვენება: მარიამ ბიწაძის მოკლე მხატვრული ფილმი "სუფრა" და გიორგი ფარქოსაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს".

Kinoafisha.ge

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა თავის პარტნიორს უკრაინაში - კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ "მოლოდისტს" - ფინანსურ...
01/02/2024

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალმა თავის პარტნიორს უკრაინაში - კიევის საერთაშორისო კინოფესტივალ "მოლოდისტს" - ფინანსური დახმარების სახით 5620 ლარი გადაურიცხა. ეს არის აკრედიტაციების რეალიზაციიდან მიღებული თანხა. მადლობას ვუხდით ყველა კინოპროფესიონალს, ვინც თბილისის კინოფესტივალზე აკრედიტაცია შეიძინა.
რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული დამპყრობლური ომის მიუხედავად კიევის კინოფესტივალი წარმატებით განაგრძობს საქმიანობას. 2022 წლის დეკემბერში ფესტივალი ჩატარდა მცირე ფორმატით, ხოლო 2023 წელს სრული მასშტაბით დაუბრუნდა მაყურებელს. გარდა ამისა, ბოლო ორ წელს „მოლოდისტმა“ სტუმრად, ჰამბურგის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართა ეროვნული კონკურსი.
წელს კიევის საერთაშორისო კინოფესტივალი ორმოცდამეცამატედ მიიწვევს თავის მაყურებელს და კინოპროფესიონალებს 19 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით.
თბილისის კინოფესტივალი წარმატებას უსურვებს "მოლოდისტის" სამხატვრო ხელმძღვანელს, ანდრეი ხალპახჩის და მის გუნდს.

Tbilisi International Film Festival transferred 5620 GEL as financial assistance to its partner in Ukraine - Kyiv International Film Festival "Molodist". This is the amount received from the realization of accreditations. We would like to thank all film professionals who acquired accreditation at the Tbilisi Film Festival.
Despite the aggressive war launched by Russia against Ukraine, the Kyiv Film Festival continues its activities successfully. In December 2022, the festival was held in a small format, and in 2023 it returned to the audience on a full scale. In addition, in the last two years, "Molodist" has held a national competition as a guest within the Hamburg International Film Festival.
This year, the Kyiv International Film Festival will invite its audience and film professionals for the 53rd time from October 19 to November 3.
Tbilisi Film Festival wishes success to the artistic director of "Molodist" Andrey Khalpakhchi and his team.

დღეს გამოქვეყნდა ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (ბერლინალეს) კონკურსის მონაწილე ფილმების სია. 20 ფილმიდან ორი...
22/01/2024

დღეს გამოქვეყნდა ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის (ბერლინალეს) კონკურსის მონაწილე ფილმების სია. 20 ფილმიდან ორი დოკუმენტურია. სიაში შეხვდებით ისეთ ცნობილ რეჟისორებს, როგორებიც არიან: ვიქტორ კოსაკოვსკი, აბდერაჰმან სისაკო, ბრუნო დიუმონი, ოლივიე ასაიასი, ანდრეას დრეზენი, ჰონგ სანგსუ.
სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულში.

Berlin International Film Festival - official website

ბერლინის კინოთეატრ "არსენალში" 20 იანვარს გაიხსნა სერგო ფარაჯანოვის ფილმების რეტროსპექტივა სათაურით "სერგო ფარაჯანოვი - ...
21/01/2024

ბერლინის კინოთეატრ "არსენალში" 20 იანვარს გაიხსნა სერგო ფარაჯანოვის ფილმების რეტროსპექტივა სათაურით "სერგო ფარაჯანოვი - ვიზუალური ვირტუოზი". რეტროსპექტივა ბერლინის შემდეგ გერმანიის ოთხ ქალაქს მოივლის. ფილმების ჩვენების გარდა ჩატარდება დიდი რეჟისორის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
რეტროსპექტივის სულისჩამდგმელი და კურატორი კიოლნში მცხოვრები ირინა ქურთიშვილია.

🎉🎉🎉
14/12/2023

🎉🎉🎉

11/12/2023

აკი კაურისმიაკი • თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი • ჩამოცვენილი ფოთლები •

Address

წერეთლის 114
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi International Film Festival posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Tbilisi International Film Festival:

Share

Category