თეა მუქერია გახლავთ მუსიკოსი (მევიოლინე), ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
ამჟამად, თეა მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე „ბაროკოს პერიოდის ინსტრუმენტული მუსიკის საშემსრულებლო ხერხები და XX-XXI საუკუნეების ტენდენციები ქართულ საშემსრულებლო სკოლაში (ორნამენტიკის მაგალითზე)“.
2014 წელს საუკეთესო სამეცნიერო სტატიისთვის სიგელით დაჯილდოვდა ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდე
ნტურ კონფერენციაზე წარდგენილი ნაშრომისთვის - „ჰაინრიხ ბიბერის „როზარიუმის სონატების“ იდეური და საშემსრულებლო კონცეფცია“.
2000 – 2005 წლებში აჭარის სახელმწიფო და ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრების წევრი იყო (ვიოლინოების ჯგუფში).
2007-2014 წლებში თეა გახლდათ კლასიკური მუსიკის რადიო „მუზას“ წამყვანი, პროდიუსერი და საკონცერტო ჩანაწერების კოორდინატორი; იყო წამყვანი გადაცემებისა: „დღის კონცერტი“, „მუზას კონცერტი“, „ბაროკოს მუსიკა“.
იგი გახლდათ რადიო „მუზას“ გადაცემა „საბავშვო მუზას“ იდეის ავტორი და წამყვანი. გადაცემის მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება კლასიკური მუსიკით და 2008-2010 წლებში გადიოდა ეთერში.
2012 წელს თეა მუქერია იყო „ბათუმის ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალის“ ორგანიზატორი, 2015 წელს საერთაშორისო ფესტივალის - „ღამის სერენადების“ (სამხატვრო ხელმძღვანელი - ლიანა ისაკაძე) დირექტორი, ხოლო 2017 წელს ამავე ფესტივალის მუსიკალური მენეჯერი.
2015 - 2018 წლებში „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ფარგლებში კითხულობდა საჯარო ლექციებს ბაროკოს ეპოქის მუსიკის შესახებ.
2018 – 2022 წლებში თეა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სოციალური მედიისა და ღონისძიებების მენეჯერი იყო.
2016 წლიდან თეა მუქერია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული პედაგოგია და მომავალი ჟურნალისტებისთვის კითხულობს კურსს - „ბეჭდური მედია“.
2016 წლიდან დღემდე, თეა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, „საქართველოს სინფონიეტას“ და „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია.