პუბლიკა • Publika

პუბლიკა • Publika საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა

ჩვენ ვართ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა, რომელიც მკითხველს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ და კვალიფიციურ ჟურნალისტიკას სთავაზობს.

⭕ „იბრძოლეთ მოკლედ, რეჟიმთანაც და საკუთარ თავთანაც. სიმართლის ლაპარაკი ხშირად ორივეს ნიშნავს", - ზურა ჯაფარიძე საჯარო სა...
27/07/2025

⭕ „იბრძოლეთ მოკლედ, რეჟიმთანაც და საკუთარ თავთანაც. სიმართლის ლაპარაკი ხშირად ორივეს ნიშნავს", - ზურა ჯაფარიძე საჯარო სამსახურებიდან ახალ-გაშვებულებისთვის წერილს აქვეყნებს:

💬 „ის, რომ ახლა გაგიშვეს სამსახურიდან და არა 1 თვის, ან 1 წლის ან 3 წლის წინ, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ აქამდე არ აწყობდათ თქვენი გაშვება.

ის, რომ გაგიშვეს, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ თქვენში არის წესიერების თუნდაც მცირედი მარცვალი, რომელიც რეჟიმმა დაინახა სადღაც, ლაიქში, შეარში, კომენტარში თუ პეტიციაზე ხელმოწერაში.

ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სისტემის შიგნით “თავის საქმეს აკეთებს”, ჩუმადაა, ან მხოლოდ ძალიან დაძაბულ/კრიტიკულ მომენტებში ზომიერი კომენტარით ცდილობს გადარჩეს/გამოძვრეს.

ყველას მიადგებიან!

შეიძლება ამის არც თქვენ გჯეროდათ ბოლომდე, მაგრამ ახლა უკვე იცით.
ვერავინ ვერ დარჩება სისტემის შიგნით, ვისაც წესიერების ოდნავი ნასახი მაინც აქვს.

ამიტომ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ახლა ვინც გამოგიშვეს საჯარო სამსახურებიდან - იმ ხალხთან:

ვიცით, რატომაც გამოგიშვეს.
ვიცით, რომ უსამართლოდ მოგექცნენ.
ვიცით, რომ თავის დაცვასაც ვერ ახერხებთ.
ვიცით, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის ერთგულები ხართ და შეიძლება ამ მიზანსაც ემსახურებოდით წლების განმავლობაში.
ვიცით, რომ ეს რეორგანიზაციები სიყალბეა.
ვიცით, რომ სასამართლოც არ გიცავთ.
ვიცით ეს ყველაფერი. ამის წერას და ამაზე ლაპარაკს დიდი აზრი არ აქვს.
სხვა რამეა მოსაყოლი იმ ხალხისთვის, ვინც ჯერ კიდევ სისტემის შიგნითაა და შემოსავლის დაკარგვის შიშით დუმს.

ოღონდ ამ სხვა რამის თქმას, მეტი გულწრფელობა და გამბედაობა სჭირდება.
მოყევით, აქამდე რატომ დუმდით, ან რატომ შემოიფარგლებოდით ზომიერი და იშვიათი კომენტარებით.

• მოყევით - რისი გეშინოდათ და რისი იმედი გქონდათ.
• მოყევით - როგორ ძლებდით სისტემის შიგნით, მას შემდეგ, რაც გაიაზრეთ, რასთან გქონდათ საქმე.
• მოყევით თქვენი განვლილი გზა და რა საუბრები გქონდათ საკუთარ სინდისთან.

ასე დაანახებთ იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდევ დუმს და იმედი აქვს, რომ ასე გადარჩება, რომ არაფერი განსხვავებული არ ხდება მათ თავს, და რომ ვერც ისინი გადარჩებიან, თუ რა თქმა უნდა, სინდისი შერჩათ ისევე, როგორც თქვენ.
ეს იქნება საქმე.

ეს იქნება თქვენი მხრიდან დადებული ერთი აგური საერთო ბრძოლაში. იბრძოლეთ მოკლედ, რეჟიმთანაც და საკუთარ თავთანაც. სიმართლის ლაპარაკი ხშირად ორივეს ნიშნავს", - წერს ჯაფარიძე წერილში, რომელიც 10.07.2025-ით თარიღდება.

⭕ აქტივისტების ცნობით, რუსთაველზე გზის გახსნისას ვახო ლეგაშვილი დააკავეს. სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, რომ თაბუ...
27/07/2025

⭕ აქტივისტების ცნობით, რუსთაველზე გზის გახსნისას ვახო ლეგაშვილი დააკავეს.

სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, რომ თაბუკაშვილის პოლიციასთან არიან, სადაც, სავარაუდოდ, დაკავებულია გადაყვანილი.

„პუბლიკა" ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება

27/07/2025

„სამშობლოს დღეა დღეს,
სამშობლოს ღამე დგება,
ხალხი უკან არ იხევს, არ იღლება!“ | ლექსო რატიანმა აქციაზე „სამშობლო ხალხს“ შეასრულა;

სიმღერა 2024 წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდა. ის ზვიად რატიანის თანამონაწილეობით შეიქმნა.

ვიდეო: გვანცა ჯობავა

⭕ უწყვეტი პროტესტის 242-ე დღე | მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველო...
27/07/2025

⭕ უწყვეტი პროტესტის 242-ე დღე | მოქალაქეები უწყვეტად აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია. ისინი სინდისის პატიმრების გათავისუფლებასა და ახალ, სამართლიან, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ

27/07/2025

⭕ კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიმართვა:

💬 „ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ… ჩვენ არ შევეგუებით უდანაშაულოთა საპატიმროებში გამომწყვდევას და უსამართლო განაჩენებს. პოლიციური ძალადობრივი რეჟიმის ნორმალიზებას და სასამართლოს მიტაცებას, ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას”…

⭕ „წყაროები მეუბნებიან, რომ  ეს სამი სენატორი შეცდომაში შეიყვანა ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს „MEGOB...
27/07/2025

⭕ „წყაროები მეუბნებიან, რომ ეს სამი სენატორი შეცდომაში შეიყვანა ლობისტურმა ჯგუფებმა, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს „MEGOBARI“-ს აქტი „მთელ ერს აკისრებს სანქციებს“. არასწორია!", - წერს X-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ;

🔗 23 ივლისს რაუფოღლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „MEGOBARI ACT-ის" მიღებას სამი სენატორი აჭიანურებდა;

⭕ „კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის” - ფილარმონიიდან პარლამენტამდე კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების აქცია...
27/07/2025

⭕ „კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის” - ფილარმონიიდან პარლამენტამდე კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა გაიმართა.

💬 „კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომელთათვისაც ქვეყნის ევროპული მომავლის უარყოფა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კულტურული იდენტობის ღალატს ნიშნავს, ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გადასარჩენად.

ჩვენ არ შევეგუებით წართმეულ არჩევანს, საპატიმროებში გამომწყვდეულ თანამოქალაქეებს, მიტაცებულ სასამართლოს, და ჩვენი უპირობო არჩევანის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის უგულებელყოფას.

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს! არა რუსულ ფარსს!

ჩვენ ვამბობთ - კი, ევროპულ მომავალს, არა იზოლაციას და ავტორიტარიზმს!

ჩვენ, ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის!”, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფოტო: ქეთო მიქაძე / „პუბლიკა”

⭕ ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის ცნობით, გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადება, რომელიც ხვალ 10:00 საათზე უნდა ყოფილიყო, გადაიდ...
27/07/2025

⭕ ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის ცნობით, გიორგი ახობაძის განაჩენის გამოცხადება, რომელიც ხვალ 10:00 საათზე უნდა ყოფილიყო, გადაიდო.

„გადადების თარიღს გვაცნობებენ მოგვიანებით. მიზეზი - მოსამართლე არის სათათბიროდ გასული", - წერს ცუცქირიძე.

27/07/2025

⭕️ „კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის” - ფილარმონიიდან პარლამენტამდე კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა მსვლელობა მოაწყვეს:

⭕ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ კვლევითაც კი სასამართლო სისტემას, ჩამოთვ...
27/07/2025

⭕ სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული „გორბის“ კვლევითაც კი სასამართლო სისტემას, ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან, ყველაზე ნაკლები ადამიანი ენდობა;

🔺 შეკითხვაზე, რამდენად ენდობით შემდეგ ინსტიტუტებს: ჯარი, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი, სასამართლო სისტემა, პასუხები ასე განაწილდა:

• ჯარს ენდობა 91%, არ ენდობა - 7%;
• პოლიციას არ ენდობა 29%, ენდობა - 70%;
• ადგილობრივი თვითმმართველობას არ ენდობა - 28%, ენდობა - 68%;
• მთავრობას არ ენდობა 33%, ენდობა - 65%;
• პარლამენტს არ ენდობა - 37%, ენდობა - 62%;
• პრეზიდენტს არ ენდობა - 35%, ენდობა - 60%;
• სასამართლო სისტემას არ ენდობა - 41%, ენდობა - 55%.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი- 5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.

27/07/2025

⭕ „კულტურა ქვეყნის თავისუფლებისთვის” - ფილარმონიიდან პარლამენტამდე კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა იმართება:

💬 „კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომელთათვისაც ქვეყნის ევროპული მომავლის უარყოფა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და კულტურული იდენტობის ღალატს ნიშნავს, ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას მზარდი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გადასარჩენად.

ჩვენ არ შევეგუებით წართმეულ არჩევანს, საპატიმროებში გამომწყვდეულ თანამოქალაქეებს, მიტაცებულ სასამართლოს, და ჩვენი უპირობო არჩევანის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის უგულებელყოფას”, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

⭕ როგორც დღეს, 27 ივლისს ლუკა კურტანიძის ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. მ...
27/07/2025

⭕ როგორც დღეს, 27 ივლისს ლუკა კურტანიძის ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. მედიით დაპირისპირების ვიდეოკადრებიც გავრცელდა

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პუბლიკა • Publika posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to პუბლიკა • Publika:

Share