ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე ევროპის ამბები გასაგებ ენაზე

Europe Herald - European news in Georgian

ჩვენი გვერდის დაწყება ამ მოკლე წერილმა გადაგვაწყვეტინა, რომელიც 1918 წელს გამოქვეყნდა.

მიხაკო წერეთელი და კოწია (კონსტანტინე) გამსახურდია ახლად-დამოუკიდებელი საქართველოსთვის ევროპული ამბების მიწოდებას გეგმავდნენ და „ევროპასთან უმეშველო კავშირს” თავიანთ მიზნად ისახავდნენ.

არ ვიცით, გამოიცა თუ არა ეს გაზეთი 1918 წელს, მაგრამ წინაპრების სულისკვეთებას ჩვენც ვიზიარებთ.
„სამოქალაქო საქართველოს” (Civ

il.ge) გუნდი ამ გვერდზე შემოგთავაზებთ ევროპულ ამბებს - მოწინავე გამოცემებსა და საკუთარ თავზე დაყრდნობით.

გამოგვყევით, მოგვწერეთ და გაიგეთ მეტი ევროპის შესახებ!

🇦🇿🇷🇺🔴დღეს დადასტურდა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტამ ჩამ...
26/12/2024

🇦🇿🇷🇺🔴დღეს დადასტურდა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტამ ჩამოაგდო.

ეს ინფორმაცია "Euronews"-ს აზერბაიჯანის სახელისუფლებო წყაროებმა მიაწოდეს.

📌როგორც ჩანს, ბაქოდან გროზნოში მიმავალი თვითმფრინავი, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ უკრაინულ დრონად აღიქვა და მისი მიმართულებით რაკეტა გაუშვა. რაკეტა სავარაუდოდ თვითმფრინავთან აფეთქდა და მისი საფარი ძლიერ დააზიანა.

📌ამასთან გამოირკვა, რომ დაზიანებულ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს არ მისცეს რუსეთის ტერიტორიაზე საავარიო დაშვების უფლება, რის შემდეგაც ის უკან გაბრუნდა და დასავლეთ ყაზახეთში, ქ. აქტაუს სიახლოვეს ჩამოვარდა.

✔️როგორც იცით, გუშინ დასავლეთ ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მიმავალი აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის ჩათვლით 67 ადამიანი იმყოფებოდა. 38 მგზავრი დაიღუპა, დანარჩენები გადარჩნენ და სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

✔️პრინციპში, აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის გარე ზემოქმედების შედეგად ჩამოგდების ეჭვი ჯერ კიდევ გუშინ გაჩნდა, როდესაც თვითმფრინავზე შესამჩნევი იყო შრაპნელის კვალი.

🇩🇰🇺🇸🔴მას შემდეგ, რაც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, დანიის მთავრობამ კუ...
26/12/2024

🇩🇰🇺🇸🔴მას შემდეგ, რაც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, დანიის მთავრობამ კუნძულის თავდაცვაზე გამოყოფილი ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა.

📌დანიის სამეფოს თავდაცვის მინისტრს, ტროელს ლუნდ პოულსენს უთქვამს - გრენლანდიის თავდაცვის გასაძლიერებლად, დამატებით, სულ მცირე 1.5 მილიარდ ევროს დავხარჯავთო.

⭕️ამ თანხით, თურმე იგეგმება ორი საპატრულო ხომალდის, ორი შორი მოქმედების სპეციალური დრონისა და ორი შებმა ძაღლების შეძენა, ასევე F-16-ების მისაღებად, გრენლანდიის ერთ-ერთი სამოქალაქო აეროპორტის მოდერნიზება და სხვა ღონისძიებები.

⭕️როგორც ჩანს, გრენლანდიაზე გამოყოფილი ხარჯების გაზრდით, ოფიციალურმა კოპენჰაგენმა ტრამპს მიანიშნა - კუნძულის გაყიდვას არავინ აპირებსო.

✔️ტრამპს არც თავის პრეზიდენტობის პირველ ვადაში დაუმალავს, რომ ფრიად დაინტერესებული იყო გრენლანდიის შეძენით. თუმცა, მაშინ, როგორც დანიის სამეფოდან, ისე გრენლანდიის ავტონომიური ხელისუფლებისგან ცივი უარი მიიღო.

✔️ხელმეორედ გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მან კვლავ გამოთქვა გრენლანდიის შეძენის დაუოკებელი ლტოლვა და იქვე დაამატა - სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულია ჩვენთვის და მისი ფლობა "აბსოლუტურ საჭიროებას" წარმოადგენსო.

✔️გრენლანდია დანიის ავტონომიური ტერიტორიაა, რომელიც ფართო ავტონომიით სარგებლობს. თავისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, კუნძულს მართლაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. კუნძულზე მდებარეობს აშშ-ს მსხვილი კოსმოსური ბაზა. ამასთან, როგორც ამბობენ, გრენლანდიას აქვს სასარგებლო წიაღისეულის მსხვილი მარაგებიც.

🇷🇺🔴ხმელთაშუაზღვაში მცურავი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური ფლოტის სატვირთო ხომალდი "ურსა მაიორი" ესპანეთსა და ...
25/12/2024

🇷🇺🔴ხმელთაშუაზღვაში მცურავი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკური ფლოტის სატვირთო ხომალდი "ურსა მაიორი" ესპანეთსა და ალჟირს შორის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა.

🚢ჩაძირვამდე, ხომალდის სამანქანე განყოფილებაში თურმე აფეთქება მოხდა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ - ეკიპაჟის ორ წევრი დაკარგულად ითვლება, დანარჩენი 14-ს უშველეს და ისინი ესპანეთის საპორტო ქალაქ კართახენაში არიან გადაყვანილი.

🚢ოფიციალური ცნობებით, რუსეთის სატვირთო ხომალდი პეტერბურგიდან ვლადივასტოკში მიემართებოდა, სადაც არქტიკის ყინულმჭრელებისთვის ამწეები და სპეციალური ტექნიკა უნდა ჩაეტანა.

⚓️როგორც ამბობენ, 2009 წელს აგებული "ურსა მაიორი" რუსეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური ფლოტის ყველაზე მსხვილი სატვირთო ხომალდი იყო, რომელსაც 1200 ტონა ტვირთის გადატანა შეეძლო.

⚓️სწორედ ამ ხომალდით ამარაგებდა რუსეთი სირიაში მყოფ ჯარისკაცებს. ამასთან, "ურსა მაიორი" შემჩნეული ყოფილა რუსეთის მთავრობისთვის იარაღის ტრანსპორტირებასა და ყირიმის ანექსიის საქმეში, რის გამოც, 2014 წლიდან მოყოლებული აშშ-ს სანქციები ჰქონდა დადებული.

🇮🇸🔴ისლანდიის პრეზიდენტმა ქვეყანას სოციალ-დემოკრატების პრემიერის, ქალბატონი კრისტრუნ ფროსტადოტირის თაოსნობით, კოალიციური ...
22/12/2024

🇮🇸🔴ისლანდიის პრეზიდენტმა ქვეყანას სოციალ-დემოკრატების პრემიერის, ქალბატონი კრისტრუნ ფროსტადოტირის თაოსნობით, კოალიციური მთავრობა წარუდგინა.

⭕️30 ნოემბერს გამართულ ისლანდიის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სოციალ-დემოკრატებმა დაიკავეს. მათ კოალიციური უმრავლესობა ცენტრისტულ სახალხო პარტიასა და პრო-ევროპულ რეფორმების პარტიასთან შეკრეს. სწორედ პრო-ევროპული რეფორმების პარტიის თავქალს, სორგერდურ კატრინ გუნარსტოდირს ჩააბარეს ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

📌ნიშანდობლივია, რომ კოალიციაში შემავალი სამივე პოლიტიკური ძალის ლიდერი ქალია. ამასთან, ისლანდიის ისტორიაში პირველადაა, როცა ქვეყნის პრემიერიცა და პრეზიდენტიც ერთდროულად ქალები არიან.

📌ისლანდიის ახალი კოალიციური მთავრობა ინფლაციისა და ადმინისტრაციული ხარჯების/სამინისტროების შემცირების გარდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე რეფერენდუმის გამართვასაც გეგმავს.

✔️მოკლედ, კონტინენტურ ევროპაში ჭორაობენ - ისლანდიას ქალები დაეპატრონნენ და ევროკავშირისკენ ექაჩებიანო.

🇸🇰🇷🇺🔴სლოვაკეთის პრემიერი, რობერტ ფიცო მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ⭕️გვარიანად მარჯვნივ გადაქანებული ფიცო,...
22/12/2024

🇸🇰🇷🇺🔴სლოვაკეთის პრემიერი, რობერტ ფიცო მოსკოვში ჩავიდა და ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

⭕️გვარიანად მარჯვნივ გადაქანებული ფიცო, ევროკავშირის მესამე ლიდერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვში ჩავიდა. ფიცომდე, რუსეთში ბრძანდებოდნენ უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი და ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი.

⭕️გავრცელებული ინფორმაციით, ფიცოსა და პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, განიხილულ იქნა რუსული გაზის ტრანზიტის თემა. ფიცო ვარაუდობს, რომ კიივის გადაწყვეტილება რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის თაობაზე სლოვაკეთში კრიზისს გამოიწვევს და ამ “პრობლემის” მოგვარებას, ევროპელი კოლეგების ნაცვლად, პუტინთან ცდილობს.

✔️როგორც ცნობილია, 2025 წლის პირველი იანვრიდან უკრაინა აღარ გაატარებს ევროპისკენ მიმავალ რუსულ გაზს, რომელსაც ჯერ კიდევ მოიხმარენ - ორბანის უნგრეთი და ფიცოს სლოვაკეთი. ბოლო დრომდე, რუსულ გაზს ასევე მოიხმარდა ავსტრია.

✔️დიახ გაგიკვირდებათ და მიუხედავად საშინელი ომისა, უკრაინის გავლით, ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი განახევრდა, თუმცა სრულად დღემდე არ შეჩერებულა.

🇦🇱🔴სკოლის მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, ალბანეთის მთავრობამ ქვეყანაში "TikTok"-ის აკრძალვა გადაწყვიტა.📌”TikTok" ერთი წლით...
22/12/2024

🇦🇱🔴სკოლის მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, ალბანეთის მთავრობამ ქვეყანაში "TikTok"-ის აკრძალვა გადაწყვიტა.

📌”TikTok" ერთი წლით, შეგიძლიათ სრულად დაივიწყოთო - უთქვამს ალბანეთის პრემიერს, ედი რამას, რომელიც ახალგაზრდებში ძალადობის წახალისებაში ჩინურ სოციალურ ქსელს ადანაშაულებს. პატარა ალბანეთის პრემიერი ფიქრობს, რომ თავად ჩინეთში "TikTok"-ის ვიდეოები სწავლასა და ბუნების მოფრთხილებას ახალისებენ, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში, ამ სოციალურ ქსელს სულ სხვა, მზაკვრული დღის წესრიგი აქვს.

⭕️ამასთან, ალბანური მთავრობა თვლის, რომ ალბანეთი ნამეტანი პატარა ქვეყანაა იმისთვის, რათა ჩინურმა გიგანტმა თავისი ალგორითმი შეცვალოს და ალბანეთს მოერგოს. ამიტომ, რამას მთავრობაში დროებითი აკრძალვის დაწესება საუკეთესო გამოსავლად მიაჩნიათ და დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდებში "TikTok" ძალადობასა და სიძულვილის ენის გამოყენებას აღვივებს.

⭕️ალბანურ ახალგაზრდობაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის აკრძალვა, 14 წლის სკოლის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა. როგორც ამბობენ, სკოლის მოსწავლეები სოციალურ ქსელში წაკამათებულან, რის შემდეგაც ერთმა მოზარდმა მეორეს დანის დარტყმით სიცოცხლე მოუსწრაფა.

ალბანელ ახალგაზრდებს "TikTok"-ში მკვლელობის გამართლებაც დაუწყიათ.

⭕️გათავხედებულ ჩინურ "TikTok"-ს ალბანეთის მთავრობისთვის ახსნა-განმარტება მოუთხოვია და იქვე შეუთვლია - ჩვენ რა შუაში ვართ, მოსწავლეები სულ სხვა სოციალურ ქსელში წაკამათდნენ და არც მსხვერპლსა და არც დამნაშავეს "TikTok"-ში ანგარიშები არ ჰქონიათო.

✔️როგორც მოგეხსენებათ, ალბანეთი ევროპის ერთადერთი ქვეყანა არაა სადაც "TikTok"-ის მუშაობა შეზღუდეს - საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში ბავშვებისთვის ამ ჩინური სოციალური ქსელით სარგებლობა აკრძალულია. ავსტრალიაში კი, 16 წლამდე ასაკის პირებს საერთოდაც აკრძალული აქვთ ყველანაირი სოციალური ქსელი.

🇬🇧🇬🇪🔴დღეს, მისი უდიდებულესობის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ოფისმა გამოაცხადა - ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები...
19/12/2024

🇬🇧🇬🇪🔴დღეს, მისი უდიდებულესობის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ოფისმა გამოაცხადა - ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისთვის, სანქციებს ვადებთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მაღალჩინოსან ხელქვეითებსო.

⭕️სანქცირებულთა შორის არიან - მინისტრი, ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის მთავარი პოლიცმაისტერი, სულხან თამაზაშვილი, ასევე შსს-ს მარბეველი რაზმის ავადსახსენებელი მეთაური, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური.

📌ამ ვაჟბატონებს აეკრძალათ გაერთიაენებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა, ასევე გაიყინება ყველა ის ქონება, რასაც ისინი ფლობენ სამეფოს ტერიტორიაზე.

📌შოკირებული ვარ იმ ძალადობით, რომელიც თავს დაატყდათ დემონსტრანტებს, ოპოზიციისა ლიდერებსა და ჟურნალისტებს საქართველოშიო - უთქვამს მისი უდიდებულესობის საგარეო საქმეთა მდივანს დევიდ ლამის და იქვე დაუმატებია - არაფერი შეგეშალოთ, ჩვენ ქართველი ხალხს ვუდგავართ მხარშიო.

✔️შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს დახმარების პროგრამები შეაჩერა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაც შეზღუდა.

✔️ივნისში, ოფიციალურმა ლონდონმა ასევე შეაჩერა დიდი ბრიტანეთი-საქართველოს უორდროპის სტრატეგიული დიალოგიც.

🇩🇪🔴გუშინ, ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცის მთავრობას ნდობის გამოცხადებაზე უარი უთხრა. 📌თავად კანცლერის ინიციატივით მოწვეულ პარლამ...
17/12/2024

🇩🇪🔴გუშინ, ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცის მთავრობას ნდობის გამოცხადებაზე უარი უთხრა.

📌თავად კანცლერის ინიციატივით მოწვეულ პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე, შოლცის მინისტრთა კაბინეტს 717 დეპუტატიდან მხოლოდ 207-მა დაუჭირა მხარი, 394-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 116-მა კი, თავი შეიკავა.

⭕️კენჭისყრის ეს შედეგები სავსებით მოსალოდნელი იყო, რაც კანცლერმა შოლცმაც მშვენივრად უწყოდა. თუმცა, კოალიციის დაშლის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების დასანიშნად, პროცედურულად აუცილებელი იყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.

⭕️კენჭისყრის შემდეგ, კანცლერმა უკვე მიმართა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბუნდესტაგის დათხოვნის თხოვნით. აწი, პრეზიდენტმა 21 დღის განმავლობაში უნდა დაითხოვოს ბუნდესტაგი, რის მერეც ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

⭕️როგორც ამბობენ, გერმანიის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

✔️2021 წლიდან გერმანიას სათავეში ედგა სამი პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა, რომელშიც შედიოდნენ - სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები. ფინანსურ-ეკონომიკური უთანხმოებების გამო, ნოემბერში კოალიცია დატოვეს თავისუფალმა დემოკრატებმა, მათ გარეშე კი, შოლცის მთავრობამ ბუნდესტაგში უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა.

✔️ბოლო გამოკითხვებით, შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მყარ მესამე ადგილზეა. ყველაზე დიდი პოპულარობით, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია სარგებლობს და კანცლერის სავარძელსაც სავარაუდოდ ამ პარტიის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი დაიკავებს. საკმაოდ მაღალი მხარდაჭერით, მეორე ადგილზეა ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკური ძალა "ალტერნატივა გერმანიისთვის."

გერმანულ ზამთარს ყურადღებით მივადევნებთ თვალ-ყურს და თქვენც მოგითხრობთ ხოლმე.

🇭🇺🇷🇺🔴გუშინ, ორბანის უნგრეთმა კიდევ ერთხელ დაბლოკა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება რუსეთის პატრია...
17/12/2024

🇭🇺🇷🇺🔴გუშინ, ორბანის უნგრეთმა კიდევ ერთხელ დაბლოკა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება რუსეთის პატრიარქი კირილის სანქციების სიაში შეყვანაზე.

📌ასე და ამგვარად, "ღვთისმოშიში" ორბანის მთავრობის ძალისხმევით, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი კირილი საერთო ევროპულ სანქციებს გადაურჩა.

⭕️მღვდელმსახურების მიმართ სანქციების დაწესება მშვიდობის დამყარების ბოლო იმედსაც გადაგვიწურავდაო - უთქვამს ორბანის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეტერ სიიარტოს და “პირჯვარი გადაუწერია.”

⭕️ამასთან, სიიარტოს მოუხერხებია და სანქციების სიაში შეყვანისგან ასევე დაუხსნია რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი და გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი.

✔️როგორც იცით, პატრიარქი კირილი თავის გამოსვლებსა და ქადაგებებში ღიად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის შეირაღებული ძალების მოქმედებებს. მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ევროკავშირი 2022 წლის ბოლოდან ითხოვს, თუმცა უნგრეთის გამო, ვერ ახერხებს. ამიტომაც, კირილის მიმართ ევროპულ ქვეყნებს დაწესებული აქვთ ეროვნული სანქციები.

🇷🇺⚡️მოსკოვში, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ააფეთქეს რუსი გენერალ-ლეიტენანტი, იგორ კირილოვი. ისიც და მისი თანაშემწეც...
17/12/2024

🇷🇺⚡️მოსკოვში, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ააფეთქეს რუსი გენერალ-ლეიტენანტი, იგორ კირილოვი. ისიც და მისი თანაშემწეც ადგილზევე მიიცვალნენ.

📌ნიშანდობლივია, რომ გენერალი კირილოვი რუსეთის რადიაციულ, ქიმიური და ბიოლოგიურ თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, სწორედ კირილოვი იყო პასუხისმგებელი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე.

💣რუსი გენერალი 17 დეკემბრის სისხამ დილით, 6 საათაზე აფეთქდა, ამიტომ სამშაბათი დღის სამსახურებრივ თუ საოჯახო-სამეურნეო რუტინას ის აღარ დაუმძიმებია.

💣🛴როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ელექტრონულ სკუტერზე იყო დამაგრებული, რომელიც გენერლის მანქანის სიახლოვეს უწყინარად იდგა. 300 გრამი ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი მოწყობილობა კი, სავარაუდოდ დისტანციურად გააქტიურდა.

🇷🇺🇺🇦👮‍♂️რუსული გამოძიება ფიქრობს, რომ გენერლის მკვლელობის უკან უკრაინა დგას, რასაც არც უკრაინელები უარყოფენ.

📌ავტორიტეტულ Financial Times-სთან საუბარში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერმა დაადასტურა, რომ გენერლის აფეთქების საქმე მათ მოაკვარახჭინეს.

📌ეს ვაჟბატონი ომის დამნაშავე იყო და სწორედ მან გასცა უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება, ამიტომ ის სავსებით ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენდაო - უთქვამს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს და იქვე დაუმატებია - ასეთი უღირსი სიკვდილი ელის ყველას, ვისაც უკრაინელი ჯარისკაცების სისხლში აქვს ხელები დასვრილიო.

🇷🇺🔴რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელაუსოვი ამბობს, რომ უახლოეს ათწლეულში, რუსეთი მზად უნდა იყოს ევროპაში ნატო-სთან ...
16/12/2024

🇷🇺🔴რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელაუსოვი ამბობს, რომ უახლოეს ათწლეულში, რუსეთი მზად უნდა იყოს ევროპაში ნატო-სთან კონფლიქტისთვის. ამის შესახებ მან თავდაცვის კოლეგიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა.

შესაძლო კონფლიქტზე მიანიშნებს ნატო-ს სამიტის ივლისის გადაწყვეტილებები, ასევე აშშ-სა და ნატო-ს ქვეყნების დოქტრინალური დოკუმენტებიო - უთქვამს ბელაუსოვს, რომელმაც პუტინს უკრაინის ომის მსვლელობაზე ანგარიში ჩააბარა.

ამასთან, ბელაუსოვმა პუტინს უპატაკა, რომ მომავალი წლიდან რუსეთში შეიქმნება უპილოტო სისტემების შეიარაღებული ძალები.

ცნობისთვის, უპილოტო საშუალებების შეიარაღებული ძალები ცალკე სახეობად უკრაინაში 2024 წლის ივნისიდან მოქმედებს.

🇷🇸🔴სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა უარი თქვა "უცხოელი აგენტების" კანონპროექტის მხარდაჭერაზე.  📌მიუხედავად იმისა...
16/12/2024

🇷🇸🔴სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა უარი თქვა "უცხოელი აგენტების" კანონპროექტის მხარდაჭერაზე.

📌მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონპროექტი ბევრ დადებით ელემენტს შეიცავს და მშვენივრად ვიცით, რომ სერბეთის ზოგიერთი ორგანიზაცია თუ მედია საშუალება ხელისუფლების დასამხობად, უცხოეთიდან ფინანსდება, "რიგი მიზეზების" გამო, ამ კანონპროექტის მიღებას მხარს მაინც არ დავუჭერო - უთქვამს ვუჩიჩს.

⭕️არადა, "უცხოელი აგენტების" კანონპროექტი სერბეთის პარლამენტში მმართველი უმრავლესობის მოკავშირე პარტია "სოციალისტების მოძრაობამ" წარადგინა. "სოციალისტების მოძრაობის" ლიდერი კი, სერბეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ალექსანდარ ვულინია.

⭕️წარსულში, პატივცემული ვულინი სერბეთის თავდაცვისა, და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის სერბეთის მთავრობაში რუსეთთან განსაკუთრებული სიახლოვით გამოირჩევა და მოსკოვსაც ხშირად სტუმრობს.

⭕️ვულინის თანაპარტიელების კანონპროექტი, რომელიც სერბული მთავრობის საერთო ინიციატივად გამოიყურებოდა, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათ უცხოელ აგენტებად მოხსენიებას ითვალისწინებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის თანახმად, ორგანიზაციებს აეკრძალებოდათ საქმიანობა ან დაეკისრებოდათ ჯარიმები.

⭕️აწი, ვუჩიჩის მმართველი "პროგრესული" პარტიის მხარდაჭერის გარეშე, სერბეთში ამ მავნე კანონის მიღება ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება.

📌მოკლედ, როგორც ჩანს, ვუჩიჩმა აშშ-სთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის კანდიტატის სტატუსით აღარ გარისკა. ამჯერად, ოფიციალურმა ბელგრადმა აშშ-სა და ევროკავშირის შეგონებების გათვალისწინება არჩია.

✔️ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის ურჩი კანდიდატი სერბეთი ბალკანეთის მესამე ქვეყანაა, რომელმაც "უცხოელი აგენტების" კანონპროექტი შემოაგორა. მანამდე, მსგავსი კანონპროექტები მონტენეგროსა და ბოსნია და ჰერცოგოვინაში შემავალ სერბულ რესპუბლიკა - სრპსკაშიც გამოაგორეს.

🇪🇸🔴კატალონიის მთებში, მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ფეხი დაუცდა და ხევში ჩავარდა ქალების სამოსის ცნობილ მაღაზიათა ქსელი "M...
15/12/2024

🇪🇸🔴კატალონიის მთებში, მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ფეხი დაუცდა და ხევში ჩავარდა ქალების სამოსის ცნობილ მაღაზიათა ქსელი "Mango"-ს დამფუძნებელი, ისაკ ანდიკი. როგორც ამბობენ, ის დაახლოებით 100 მეტრზე მეტი სიღრმის ხევში ჩავარდა და ადგილზე მიიცვალა.

ანდიკმა ძმასთან ერთად, "Mango"-ს პირველი მაღაზია 1984 წელს გახსნა ბარსელონაში და მას შემდეგ, ქალების ჩაცმა-დახურვის საქმეს დიდი წარმატებით გაართვა თავი.

დღეისთვის, "Mango"-ს იმპერია 110 ქვეყანასა და 2700 მაღაზიას მოიცავს.

ამასთან, 2024 წელს, ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ისაკ ანდიკი კატალონიის ყველაზე მდიდარ ადამიანად იქნა აღიარებული. აწ განსვენებული ანდიკისა და მისი ოჯახის ქონება თურმე 4.5 მილიარდ ევროს შეადგენს.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ტაძრისკენ მიმავალი გზა 71 წლის ანდიკისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

🇷🇺🇺🇦🔴რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ მოსკოვთან ახლოს სიცოცხლეს გამოასალმეს რუსი მეცნიერი მიხაილ შტატსკი.აწ განსვე...
15/12/2024

🇷🇺🇺🇦🔴რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ მოსკოვთან ახლოს სიცოცხლეს გამოასალმეს რუსი მეცნიერი მიხაილ შტატსკი.

აწ განსვენებული შტატსკი თურმე მოსკოვში განლაგებული ბალისტიკური ინჟინერიის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა და უფროსი მეცნიერის რანგში ფრთოსანი რაკეტების დახვეწაზე იყო პასუხისმგებელი.

სწორედ ამ ვაჟბატონის თაოსნობით, რუსებს მოუხერხებიათ ხ-59 ფრთოსანი რაკეტების გადაკეთება გაუმჯობესებულ ხ-69 მოდელად. ამ რაკეტების გამანადგურებელი ძალა კი, უკრაინამ არაერთხელ საკმაოდ მწარედ იგემა საკუთარ თავზე. შტატსკი ასევე აქტიურად მუშაობდა დრონებში, რაკეტებსა და კოსმოსურ საფრენ საშუალებებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე.

უკრაინული და ზოგიერთი დამოუკიდებელი რუსული მედია უკრაინის სამხედრო დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ამ მკვლელობის უკან უკრაინის სამხედრო დაზვერვა დგას.

შტატსკის სიკვდილზე კრემლს ან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

ყველა ვინც ასე თუ ისე ჩართულია რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის განვითარებაში და მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჩვენ ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენსო - უთქვამთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

მოკლედ, მეცნიერ შტატსკის აწი იმქვეყნად მოუწევს საქმიანობის გაგრძელება, სადაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი ცოდნა და ექსპერტიზა გამოადგეთ.

🇪🇺🇷🇺🔴ხმები დადის - ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-15 შეფუთვა მოამზადაო.⭕️ამჯერად, ევროკავშირის ...
14/12/2024

🇪🇺🇷🇺🔴ხმები დადის - ევროკავშირმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი, მე-15 შეფუთვა მოამზადაო.

⭕️ამჯერად, ევროკავშირის ახალი სანქციები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომლებიც შემჩნეული არიან ჰიბრიდულ ოპერაციებსა და საინფორმაციო მანიპულაციებში. სანქციები დაუწესდება რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების დამგეგმავ 16 ფიზიკურ პირსა და 3 კომპანიას.

⭕️როგორც ამბობენ, სანქცირებულ პირთა შორის იქნებიან რუსეთის უშიშროებისა და სამხედრო დაზვერვის ის ოფიცრები, ასევე პუტინის ადმინისტრაციისა და რუსული სახელმწიფო მედიის ის თანამშრომლები, რომლებიც გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ დეზინფორმაციისა თუ დისკრედიტაციის კამპანიებს, როგორც ევროპაში, ისე აფრიკაში.

📌გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულ პირთა შორისაა "გაზპრომ მედიას" დირექტორის მოადგილე და ტელეწამყვანი, ერთ დროს ქართველი ქალბატონი, თინა კანდელაკი. ევროკავშირი თვლის, რომ კანდელაკი აქტიურად მონაწილეობს უკრაინაში რუსული აგრესიის გამართლების საინფორმაციო კამპანიაში.

✔️ახალი სანქციების რიგით მე-15 შეფუთვას ევროკავშირი სავარაუდოდ 16 დეკემბერს დაამტკიცებს.

🇦🇹🇷🇴🇧🇬🔴მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ავსტრიამ საბოლოოდ მოხსნა თავისი ვეტო, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთხმ...
14/12/2024

🇦🇹🇷🇴🇧🇬🔴მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ავსტრიამ საბოლოოდ მოხსნა თავისი ვეტო, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მიესალმნენ რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის თავისუფალი მიმოსვლის ზონაში სრულ გაწევრებას.

⭕️დღემდე, რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება მხოლოდ საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე ვრცელდებოდა, სახმელეთო საზღვრებზე კი, კონტროლი მოქმედებდა.

⭕️2007 წელს ევროკავშირში გაწევრებული რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონის სრულ წევრობას ავსტრია ბლოკავდა და ამბობდა - ამ ქვეყნებში კორუფციის მაღალი დონე და მოუწესრიგებელი მიგრაციააო.

⭕️მოკლედ, 2025 წლის პირველი იანვრიდან რუმინეთისა და ბულგარეთის მოქალაქეები შენგენის ზონის სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო საზღვრებს თავისუფლად და ამაყად გადაკვეთენ.

📌ამჟამად, შენგენის თავისუფალი მიმოსვლის ზონა 29 ქვეყანას აერთიანებს. აქედან 25 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, დანარჩენი ოთხი კი, შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტაინი გახლავთ.

📌ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შენგენის ზონას არ არიან შეერთებული მხოლოდ კვიპროსი და ირლანდია.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელშიც რაღაც მანქანებით სრულიად უცნო...
06/12/2024

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელშიც რაღაც მანქანებით სრულიად უცნობი კანდიდატი, პუტინისმოყვარე კალინ გეორგიესკუ გავიდა პირველ ადგილზე.

რუმინეთის სადაზვერვო სამსახურმა საიდუმლოს გრიფი მოხსნა ინფორმაციას, რომელიც გეორგიესკუს კამპანიის დაფინანსებასა და წარმართვაში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობაზე მიუთითებდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ახალი არჩევნები დაინიშნება.

🇱🇹🛩ორშაბათს გამთენიისას, გერმანულ ქალაქ ლაიფციგიდან მომავალი DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი ვილნიუსის აეროპორტთან ავარიულა...
25/11/2024

🇱🇹🛩ორშაბათს გამთენიისას, გერმანულ ქალაქ ლაიფციგიდან მომავალი DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი ვილნიუსის აეროპორტთან ავარიულად დაეშვა, აალდა და აფეთქდა. ერთი პილოტი თურმე დაიღუპა, ეკიპაჟის დანარჩენი სამი წევრი კი, გვარიანად დაშავებულან.

🛩️🏠მართალია თვითმფრინავი საცხოვრებელი სახლის გვერდით დაენარცხა, მაგრამ საბედნიეროდ, სახლის თორმეტივე ბინადარი უვნებლად გადარჩა.

👮🕵🏻‍♂️ლიეტუვას პოლიცია გერმანელ კოლეგებთან ერთად, ყურადღებით იძიებს თვითმფრინავის ავარიული დაშვებისა და აფეთქების მიზეზებს. ჯერ კონკრეტულად არაფერი ვიცით, რამ გამოიწვა ეს ინციდენტი, თითქოს არც გარედან მოხვედრია თვითმფრინავს რაიმე და არც შიგნით ყოფილ კვამლი ან ხანძარიო - ამბობენ ვილნიუსის პოლიციაში.

📌საქმე იმაშია, რომ ბოლო 2-3 თვეში, DHL-ის ამანათები ორჯერ აალდა - ერთხელ, თვითმფრინავში ჩატვირთამდე, ლაიფციგის საწყობში, მეორედ კი, ბირმინგემის საწყობში. ერთ-ერთი გზავნილი სწორედ ლიეტუვადან იყო გამოგზავნილი. მაშინ ითქვა, რომ ავიაკატასტროფა წკიპზე იქნა არიდებული და ეს ყველაფერი თითქოს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ნახელავს ჰგავდა.

📌ლიეტუვას პრეზიდენტის მრჩეველიც უსაფრთხოების საკითხებში გაიძახის - ამ ორი ამანათის აალებს საქმეში რუსული სამხედრო დაზვერვის ხელი ურევიაო.

⭕️ამასთან, ევროპის უსაფრთხოების სამსახურებმაც ზაფხულში არაერთხელ გამოცსეს გაფრთხილება - რუსეთის სამხედრო დაზვერვა ევროპაში მზაკვრულ დივერსიებს გეგმავს, ამიტომ იქნებ ორი თვალი და ორი ყური გამოვიბათო.

✔️მოკლედ, დარწმუნებით ჯერ არაფრის თქმა შეიძლება, თუმცა რუსეთის გადამკიდე ლიეტუვას პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურებში არც ტერორისტული აქტის ვერსიას გამორიცხავენ.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ევროპის მოამბე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ევროპის მოამბე:

Share

ევროპასთან უმეშველო კავშირი

ჩვენი გვერდის დაწყება ამ მოკლე წერილმა გადაგვაწყვეტინა, რომელიც 1918 წელს გამოქვეყნდა.

მიხაკო წერეთელი და კოწია (კონსტანტინე) გამსახურდია ახლად-დამოუკიდებელი საქართველოსთვის ევროპული ამბების მიწოდებას გეგმავდნენ და “ევროპასთან უმეშველო კავშირს” თავის მიზნად ისახავდნენ .

არ ვიცით, გამოიცა თუ არა ეს გაზეთი 1918 წელს, მაგრამ წინაპრების სულისკვეთებას ჩვენც ვიზიარებთ.

“სამოქალაქო საქართველოს” გუნდი ამ გვერდზე შემოგთავაზებთ ევროპულ ამბებს - მოწინავე გამოცემებზე და საკუთარ თავზე დაყრდნობით, ჩეხეთის “ტრანზიციის მხარდაჭერის ფონდის” თანადგომით.