ჯორჯიან თაიმსი . GTTV

ჯორჯიან თაიმსი . GTTV ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ
(39)

ტელე-რადიო კომპანია “ჯორჯიან თაიმსი“ საერთო მაუწყებლის ლიცენზიის მქონე ქართული არხია
ტელე-რადიო კომპანია “ჯორჯიან თაიმსი“ მაუწყებლობს მთელ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. არხი მაყურებელს მრავალფეროვანი ფორმატისა და შინაარსის გადაცემებს სთავაზობს, მათ შორის, საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ანალიტიკურ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ კონტენტს. სამაუწყებლო ბადეშია ქართულ

ი და უცხოური წარმოების მხატვრული ფილმები და სამეცნიერო დოკუმენტალისტიკა, რომელიც არხის ექსკლუზიურ პროექტია. ტელე-რადიო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ კონცეფცია ეფუძნება მედიასივრცეში ახალი სრულიად დაბალანსებული სატელევიზიო არხის შექმნას, მაყურებლისათვის ობიექტური და ავთენტური ინფორმაციის მიწოდებას.
საინტერესო და აქტუალურ თემებზე თქვენს რეგიონში, ქალაქსა და სოფელში დაგვიკავშირდით საინფორმაციო სამსახურს, ტელეფონის ნომერზე: 0322934405.
ჩვენი სიგნალის მიღება შეგიძლიათ:
სილქნეტი - 287
ახალი ქსელები - 280
მაგთი - 74
სუპერ ტვ - 24
მარ ტვ - 57

📌"ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი დ...
03/05/2024

📌"ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს.

📌მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ, როგორც 26 მარტს! არ მინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოდ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა! მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემი ქვეყნისთვის, მისი წარმატებისა და ევროპული მომავლისთვისაა და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით.
📌არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლასა და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო“, -ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმა....

⚽ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუკზე ეხმაურება:💬 „მე ყოველთვის იქ...
03/05/2024

⚽ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუკზე ეხმაურება:

💬 „მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები სადაც ჩემი საქართველოა!
ძალიან განვიცდი იმას რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება,მიჭირს ამ ყველაფრის ყურება . მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს . მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ როგორც 26 მარტს! არმინდა ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოთ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ხალხმა ვინც ჩემს ყოველ
ნაბიჭს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა ! მე მიყვარს თითოეული ქართველი , მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემს ქვეყნისთვისაა, მისი წარმატებისთვის და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება🇪🇺მწყდება გული რო დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის
პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით .
არა ყველაფერს,რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას ! მე ვარ საქართველო“

03/05/2024

🇬🇪 “გაუმარჯოს” - აქციის მონაწილეების სიმღერა პარლამენტის წინ

03/05/2024

აქციის მონაწილემ დაბადების დღე რუსთაველის გამზირზე აღნიშნა 🎂

03/05/2024

აქციის მონაწილეები რუსთაველზე “წეროებს” თამაშობენ

"ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, ...
03/05/2024

"ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი,

პოლიცია, ძირითადად, პარლამენტის შენობის დაცვით შემოიფარგლებოდა. ძალას მხოლოდ პარლამენტის შესასვლელების დაცვისა და შენობაში შეჭრის აღსაკვეთად იყენებდა. ოთხშაბათს კი, როდესაც პარლამენტზე თავდასხმა განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო, პოლიცია მხოლოდ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე მოქმედებდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლებისათვის წინააღმდეგობა არავის შეუქმნია, ისინი მაინც უტევდნენ და ვანდალურად აზიანებდნენ პარლამენტს, რომელიც ქართული დემოკრატიის ყველაზე მთავარი ინსტიტუტი და სიმბოლოა.

საჭირო გახდა რვა პოლიციელის ჰოსპიტალიზება, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

სამწუხაროდ, არც ერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა.

სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს.

ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობ...
03/05/2024

გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ჩაეცვათ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა, – ამის შესახენ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან.

„გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს. იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს იმის თაობაზე, როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

"ზღაპრის ბოლო კეთილია! გაიმარჯვე საქართველო!" - წერს მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში
03/05/2024

"ზღაპრის ბოლო კეთილია! გაიმარჯვე საქართველო!" - წერს მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ...
03/05/2024

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი X-ზე წერს, მან კობახიძესთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

"საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის" - წერს შარლ მიშელი.

სატელეფონო საუბარში -სთან განხილულ იქნა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კიდევ ერთხელ გამოვხატე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

საქართველოს მოქალაქეების მოწოდება, ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ, უნდა იქნეს მოსმენილი.

აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი.

საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი.

03/05/2024

📢 მარჯვენა სანაპირო ამ წუთებში

აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან, სანაპიროზე, გზა გადაკეტეს
03/05/2024

აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ოფისთან, სანაპიროზე, გზა გადაკეტეს

⭕ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც "აგენტების კანონს" აპროტესტებენ, თავისუფლების მოედნიდან "ქართული ოცნების" ოფის...
03/05/2024

⭕ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც "აგენტების კანონს" აპროტესტებენ, თავისუფლების მოედნიდან "ქართული ოცნების" ოფისისკენ დაიძრნენ. მმართველი პარტიის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.

📸 ილია რატიანი

მამუკა მდინარაძე: "რასაც რუსული ეძახეს, განხილვებზე ყველაფერი ამერიკული აღმოჩნდა და რაღა მოიფიქრონ აღარ იციან"
03/05/2024

მამუკა მდინარაძე: "რასაც რუსული ეძახეს, განხილვებზე ყველაფერი ამერიკული აღმოჩნდა და რაღა მოიფიქრონ აღარ იციან"

📢 აქციის მონაწილეები მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიდიან
03/05/2024

📢 აქციის მონაწილეები მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიდიან

⭕ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო "პარაგრაფის" წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პუშკინის ქუჩა გადაკეტეს. 📸 დ...
03/05/2024

⭕ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო "პარაგრაფის" წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პუშკინის ქუჩა გადაკეტეს.

📸 დათო ქორიძე, ილია რატიანი

„რა თქმა უნდა, პოლიციელს უნდა ენდო სიტყვაზე“, - აცხადებს პოლიციის მაღალჩინოსანი ვაჟა სირაძე.3 მაისს, 20:10 საათისთვის თა...
03/05/2024

„რა თქმა უნდა, პოლიციელს უნდა ენდო სიტყვაზე“, - აცხადებს პოლიციის მაღალჩინოსანი ვაჟა სირაძე.

3 მაისს, 20:10 საათისთვის თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში, პოლიციის თანამშრომლებმა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.

ვაჟა სირაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ჟურნალისტებს უთხრა:

„ერთი პიროვნება, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გამოვიდა, გამოეყო სხვა მონაწილეებს. პოლიციის ბიჭებმა რომ მოუწოდეს, თუ შეიძლება შებრძანდითო, პოლიციის თანამშრომლებს შეაგინა“.

მოგვიანებით თქვა, რომ „უშუალოდ დამკავებელი [აცხადებს], რომ შეაგინა რამდენიმე პოლიციელს“.

⭕ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
03/05/2024

⭕ აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში – ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსულ...
03/05/2024

„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ – ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში – ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე FACEBOOK-ის პირად გვერდზე წერს.

„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში - ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა...

კანონთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე. ჩემი პოზიცია ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული. ეს არის ქართული კანონი, რომელიც ემსახუ...
03/05/2024

კანონთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე. ჩემი პოზიცია ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული. ეს არის ქართული კანონი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კაჭარავამ აღნიშნა, „გამჭვირვალობის კანონის" მიღება საქართველოს ინტერესშია.

„ძალიან მარტივია ფორმულა - რაც უფრო გამჭვირვალეა ფინანსები, მით უმეტეს, ფინანსები, რომელიც უცხო ქვეყნიდან მომდინარეობს, მით უფრო კარგად კეთდება საქმე. რაც უფრო დაიხურება ეს ყველაფერი და სიბნელით იქნება გარემოცული, მაშინ ჩვენ არ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ბნელ საქმეებს შეიძლება ეს [თანხები] ხმარდებოდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ამ გზით ვივლით, ეს საქართველოს ინტერესია და ჩვენ კიდევ არ ვაპირებთ, რომ საქართველოს ინტერესს გადავუხვიოთ", - განაცხადა დავით კაჭარავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე: "გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის ...
03/05/2024

მამუკა მდინარაძე: "გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული!"

შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, მაგრამ არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მომაყენოთ, თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, იგივეს დაგიბრ...
03/05/2024

შეიძლება პოლიტიკოსი ვიყო, მაგრამ არ გაქვთ უფლება შეურაცხყოფა მომაყენოთ, თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, იგივეს დაგიბრუნებთ - კახა კალაძე ჟურნალისტებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა და გუშინ მედიასაშუალების წ....

03/05/2024

პოლიციელი აქციაზე პატარა გოგონას ეთამაშება ❤️🥰

03/05/2024

⭕ აზიის განვითარების ბანკის კონფერენციის მონაწილეები სასტუმროსთან შეკრებილ აქციის დემონსტრანტებს ტაშით შეხვდნენ

🎥 რადიო თავისუფლება

💬 "ვეტო დაედო "ოფშორების" კანონს და ვეტო დაედება ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მი...
03/05/2024

💬 "ვეტო დაედო "ოფშორების" კანონს და ვეტო დაედება ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოს იდენტობა ევროპული და ურყევია მიუხედავად დამახინჯების მცდელობებისა" - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე და მის მიერ ოფშორების კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება

"ეს პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო იმ პერიოდიდან, როცა ჯერ ღარიბაშვილმა და შემდეგ კობახიძემ დაიწყეს ანტიამერიკული და ანტიდ...
03/05/2024

"ეს პირველი ვიზიტი უნდა ყოფილიყო იმ პერიოდიდან, როცა ჯერ ღარიბაშვილმა და შემდეგ კობახიძემ დაიწყეს ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებების რეგულარულად კეთება.

სავარაუდოდ, ამ ვიზიტის ფარგლებში უნდა მომხდარიყო საქართველოს აშშ-სთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. სხვათა შორის, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს საქართველოს ასეთი ფუფუნება არ ჰქონდა.

აშშ-ში ვიზიტზე უარის თქმა, შესაძლოა, ისევ რუსეთის არგაღიზიანების ჩარჩოშია, მაგრამ, ეს ვიზიტი იმდენად დიდ ბონუსებს მისცემდა ქვეყანასაც და მთავრობასაც, გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა ერთი ორი კვირით ამ კანონის ინიციირების გადადება. ვერ ვხდები, რატომ უნდა ყოფილიყო ამ კანონის მიღება ასე საჩქარო? თან საყურადღებოა ისიც, რომ აშშ-ში სახელმწიფო ვიზიტის ჩაშლა, მსოფლიო პოლიტიკის პრაქტიკაში. ძალიან იშვიათი მოვლენა გახლავთ. ეს ამერიკის ელიტის გაღიზიანებას იწვევს და ამას ყველა გაურბის", - თქვა მირიან მირიანაშვილმა "ინტერპრესნიუსთან"

ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „...
03/05/2024

ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას. დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. ასევე, რა არის ცუდი იმაში, რომ დეკლარაცია შეავსონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციებმა. ამიტომ, მთავარი თემა რომ არ დაგვავიწყდეს, ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ მისი წაკითხვისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ.
საქართველოს კანონი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.
მუხლი 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია
1. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ აღნიშნულ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
მუხლი 3. უცხოური ძალა
ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
მუხლი 4. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია
1. სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული სუბიექტი 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვებით, რომ ამ სუბიექტმა შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ - განაცხადი) ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სააგენტოსთვის წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ვებგვერდზე სუბიექტის დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში იგი ვალდებულია, ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.
3. განაცხადის ავტორი ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად განაცხადის ავტორის საფინანსო დეკლარაციაც არის, ასახოს შემდეგი ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში):
ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი;
გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;
დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
ვ) განაცხადის შევსების თარიღი.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი, რისთვისაც ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და სრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. თუ განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო განაცხადის ავტორს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. განაცხადის ავტორი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. სააგენტო ვალდებულია, ამ ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს.
5. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში აღრიცხვისათვის საფასური არ გადაიხდევინება.
6. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა
1. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს ამ სუბიექტის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, ხოლო არსებობის შემთხვევაში - აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, მისი სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრიდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია
1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია, რომელშიც მან სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს სააგენტოსთვის მისი წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით არსებული, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოსთვის აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია, რისთვისაც ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ აღნიშნული საფინანსო დეკლარაცია არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო მის წარმდგენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესს, აგრეთვე აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 7. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება
1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელიც წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, უფლება აქვს, სააგენტოსთვის ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენისას დასაბუთებული წერილობითი განცხადებით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმება. ამ შემთხვევაში 30 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.
2. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ეს სუბიექტი დაუყოვნებლივ ამორიცხოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრიდან და შესაბამისი ვებგვერდიდან წაშალოს აღნიშნულ სუბიექტთან დაკავშირებით ამ კანონის შესაბამისად მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება სათანადო ვებგვერდზე.
4. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 8. მონიტორინგი
1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა - მონიტორინგი (შემდგომ - მონიტორინგი).
2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.
3. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, ნებისმიერი სხვა სახის საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.
4. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.
5. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი.
6. მონიტორინგის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 9. პასუხისმგებლობა და სამართალწარმოების საკითხები
1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გაგრძელება ამავე ქმედების ჩადენისთვის ბოლოს დადებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის განმავლობაში -
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის წარუდგენლობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს ადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეიძლება დაეკისროს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 6 წლის განმავლობაში.
8. ამ კანონის საფუძველზე ან/და ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
1. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში:
ა) შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ განახორციელონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებს იმავე მუხლით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს სააგენტოს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე, რის შემდეგაც ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი პროცედურები.
მუხლი 11. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-მე-9 მუხლებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი-მე-9 მუხლები და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

📰"ომი ძალიან დამქანცველია უკრაინის მოსახლეობისათვის. მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებ ენთუზიაზმს ამჟღავნებს საკუთარი ტერიტორიი...
03/05/2024

📰"ომი ძალიან დამქანცველია უკრაინის მოსახლეობისათვის. მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებ ენთუზიაზმს ამჟღავნებს საკუთარი ტერიტორიის დასაცავად"- რას წერს უცხური პრესა?

ფრანგული სამაუწყებლო ტელეარხის LCI-ის (TF-1 - La Chaîne Info) ეთერში გადაიცა საუბარი ცნობილ ფრანგ პოლიტოლოგთან, პარიზის საერთა....

⭕ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო.ვრცლად:👉  https://gttv.ge/s...
03/05/2024

⭕ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო.

ვრცლად:👉 https://gttv.ge/salome-zurabishvilma-e-ts-ofshorebis-kanons-veto-daado/

Address

Kostava 59
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჯორჯიან თაიმსი . GTTV posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ჯორჯიან თაიმსი . GTTV:

Videos

Share

Category


Other TV Channels in Tbilisi

Show All