ალფა სიხშირე / alpha frequency

ალფა სიხშირე / alpha frequency სამოქალაქო სოლიდარობის და საინფორმაციო თავდაცვის ინტერნეტ მედია პორტალი.
(2)

🇪🇺🇺🇸 ევროკავშირმა გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ მტკიცე პასუხს გასცემენ, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირის სა...
02/02/2025

🇪🇺🇺🇸 ევროკავშირმა გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ მტკიცე პასუხს გასცემენ, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირის საქონელზე ტარიფებს დააწესებს.

🔴 ტრამპმა განაცხადა, რომ „აბსოლუტურად“ დააწესებს ტარიფებს ევროკავშირის მიმართ, რის ფონზეც ევროკომისია და წევრი სახელმწიფოები აღნიშნული მუქარის საპასუხოდ “სარკისებური” პასუხის გაცემის შესაძლებლობას განიხილავენ ვარშავაში- სამშაბათს დაგეგმილ სავაჭრო მინისტერიალის შეხვედრაზე.

 #სასწრაფოდ🇵🇦🇺🇸🇨🇳 პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ პანამის ხელისუფლებასა და ჩინეთის აბრეშუმის გზის ...
02/02/2025

#სასწრაფოდ

🇵🇦🇺🇸🇨🇳 პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ პანამის ხელისუფლებასა და ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტს შორის ყოველგვარი ურთიერთობა დაუყოვნებლივ შეწყდება და მისი აღდგენა არც კი განიხილება მომავალში.... როგორც ჩანს, რუბიოს მიერ მულინოსთვის გადაცემული მუქარა ძალზე ბრუტალური აღმოჩნდა, რის გამოც პანამის ხელისუფლება დაუყოვნებლივი წესით დათანხმდა დათმობებზე წასვლას ჩინეთის გავლენების შემცირებისათვის...

🇺🇸 AXIOS-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გუშინდელი ვიზიტისას  პანამის პრეზიდენტს, ხოსე რაულ მულ...
02/02/2025

🇺🇸 AXIOS-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გუშინდელი ვიზიტისას პანამის პრეზიდენტს, ხოსე რაულ მულინოს განუცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აზრით, ჩინეთის გავლენა პანამის არხზე საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროა დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტული ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ მიიღებსო ზომებს თავისი უფლებების დასაცავად....

🔺 ე.წ ზომების მიღებაში, შესაძლოა სამხედრო ოპერაციის განხორციელებაც კი იყოს ერთ-ერთ საკვანძო ვარიანტად....

02/02/2025

🟩 ხარკოვის ფრონტი- ვოლჩანსკთან უკრაინელთა FPV კამიკაძე დრონებმა რუსი ოკუპანტების T-80BV-ს ტიპის მორიგი ტანკი აადუღეს...

🟦 ვოლოდიმირ ზელენსკი: 🔹 „დღეს არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უკრაინისთვის  აშშ-სა და ევროკავშირის სამხედრო-ფინანსური დახ...
02/02/2025

🟦 ვოლოდიმირ ზელენსკი:

🔹 „დღეს არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ უკრაინისთვის აშშ-სა და ევროკავშირის სამხედრო-ფინანსური დახმარება დასრულდება“.

🔹 „ ხარკოვი და სუმი დღეს შეიძლებოდა, ოკუპირებული ყოფილიყო, რომ არა კურსკის სამხედრო ოპერაცია. ჩვენ მის დაგეგმარებაზე პარტნიორებთან კონსულტაციები არ გვქონია- მივიღეთ სწრაფი და მოულოდნელი გადაწყვეტილება“....

🔹 „ ჩვენი ომის გამოცდილება უკვე ნამდვილად აღემატება დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ნებისმიერ წვრთნას“.

✅ უკრაინის საჰაერო ძალებმა იანვრის თვეში რუსების მიერ გაშვებული 2300 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს--- მათ შორის--- 👇1) KH-10...
02/02/2025

✅ უკრაინის საჰაერო ძალებმა იანვრის თვეში რუსების მიერ გაშვებული 2300 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს--- მათ შორის--- 👇

1) KH-101-ის, KALIBR-ისა და ISKANDER-K-ს ტიპის 31 ფრთოსანი რაკეტა;

2) ISKANDER-M-ის ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა;

3) KH-59/KH-69-ს ტიპის 12 ფრთოსანი რაკეტა ;

4) 1595 ერთეული შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონი;

5) 388 ერთეული შორს და საშუალო მანძილზე მოქმედი სადაზვერვო დრონი;

6) 236 ერთეული სხვადასხვა ტიპის დრონის- მათ შორის საუბარია ლანცეტის ტიპის კამიკაძე დრონებზე/ბარაჟირებად საბრძოლო მასალებზე...

🇺🇦 გუშინ კურსკის ოლქში უკრაინელებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსების სამეთაურო პუნქტზე, რის შედეგადაც ათეულო...
02/02/2025

🇺🇦 გუშინ კურსკის ოლქში უკრაინელებმა ზუსტი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსების სამეთაურო პუნქტზე, რის შედეგადაც ათეულობით რუსი და ჩრდილო კორეელი სამხედრო ოფიცერი განადგურდა- ინფორამციას ადასტურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბშიც.... სავარაუდოდ, კადრებიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება...

🇨🇴🇺🇸 კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპს ჰიტლერს ადარებს--- „ დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ყველა მიგრანტი კრიმინალია და ფაქტობრი...
02/02/2025

🇨🇴🇺🇸 კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპს ჰიტლერს ადარებს--- „ დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ყველა მიგრანტი კრიმინალია და ფაქტობრივად ადამიანთა მთელ ჯგუფს კრიმინალებად აცხადებს. ეს არის მთელი მოსახლეობის კრიმინალიზაციის მცდელობა. დღეს აშშ-ს ქალაქებში მიმდინარეობს რეიდები- სამართალდამცავები საბუთებს არც კი ითხოვენ, ისინი სახეში გიყურებენ და ვინც ერთი შეხედვით ვერ გაივლის რასობრივ გამოცდას, სცემენ. ეს არის ფაშიზმი და გახლავთ ზუსტად ის, რაც ჰიტლერმა გაუკეთა ებრაელებს და სოციალისტებს, რითაც მან ხალხის მხარდაჭერა მოიპოვა და გერმანიის ხელისუფლებაში მოვიდა 1933 წელს“- განაცხადა გუსტავო პეტრიმ.

🔴  „აშშ-ში ლაპარაკობენ, რომ უკრაინას აღმოუჩინეს $177 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, რაც არასწორია, რეალურად ჩვენ მ...
02/02/2025

🔴 „აშშ-ში ლაპარაკობენ, რომ უკრაინას აღმოუჩინეს $177 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, რაც არასწორია, რეალურად ჩვენ მივიღეთ $75 მილიარდი დოლარის დახმარება ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. მე არ ვიცი დანარჩენი თანხა ჩვენამდე რატომ ვერ მოვიდა, ან სად წავიდა“ --- ზელენსკი.

❗❗❗  “ კანადა უნდა გახდეს ამერიკის 51-ე შტატი”  ---- 👇🇺🇸 აშშ-ის  პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ შეერთებული ...
02/02/2025

❗❗❗ “ კანადა უნდა გახდეს ამერიკის 51-ე შტატი” ---- 👇

🇺🇸 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ასობით მილიარდ დოლარს“ ხარჯავს კანადის სუბსიდირებაზე და აღნიშნა, რომ აშშ-ს არ სჭირდება კანადური რესურსები, რადგან შტატებს აქვს შეუზღუდავი ენერგია, შეუძლია საკუთარი ავტომობილების წარმოება და გააჩნია საკმარისი ხე-ტყე. ტრამპის თქმით, ამერიკული სუბსიდიების გარეშე კანადა ვერ იარსებებს, როგორც სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა. ამიტომ, კანადა უნდა გახდეს აშშ-ის 51-ე შტატი, რაც გამოიწვევს დაბალ გადასახადებს, უკეთეს სამხედრო დაცვას და ტარიფების გაუქმებას.

🔴 ლუჰანსკის ოლქში უკრაინელთა კონტრბატარეული საარტილერიო დარტყმით რუსი ოკუპანტების მორიგი 2S3 Akatsiya-ს ტიპის 152მმ-იანი...
02/02/2025

🔴 ლუჰანსკის ოლქში უკრაინელთა კონტრბატარეული საარტილერიო დარტყმით რუსი ოკუპანტების მორიგი 2S3 Akatsiya-ს ტიპის 152მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი დადუღებულა- ფოტოს თავად რუსები აქვეყნებენ....

02/02/2025

🔥 აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინელთა „BOMBER” დრონებიდან ჩამოგდებული საბრძოლო მასალის დეტონაციით განადგურდა რუსი ოკუპანტების---- 👇

1) 2S7 Pion-ის ტიპის 203მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი

2) Buk-M3-ის ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსი;

3) MSTA-B-ს ტიპის 152მმ-იანი 5 ბუქსირებადი ჰაუბიცა;

4) MSTA-S-ის ტიპის 152მმ-იანი 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი;

5) 1 ჯავშანმანქანა + სამხედრო-საინჟინრო სპეც-ტექნიკა

6) ურალის ტიპის 1 სამხედრო-სატვირთო მანქანა

🔴 პრიმორსკი  მხარის ვიცე-გუბერნატორი, სერგეი ეფრემოვმა   საკუთარ სახლში  სახლში ოჯახთან ერთად ყოფნაზე უარი თქვა,  გადაწყ...
02/02/2025

🔴 პრიმორსკი მხარის ვიცე-გუბერნატორი, სერგეი ეფრემოვმა საკუთარ სახლში სახლში ოჯახთან ერთად ყოფნაზე უარი თქვა, გადაწყვიტა დიადი რუსეთისთვის ებრძოლა და უკრაინელები დაეხოცა…. საბოლოოდ კი , თავისი სახლიდან 7,000 კმ-ის მოშორებით საბრძოლო მოქმედებებში წარმატებულად განადგურდა….

✅ გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ რუსებმა 55 SHAHED-136-ის ტიპის კამიკაძე დრონი გაუშვეს, რომელთაგან 53 გაანეიტრალეს- 40 ...
02/02/2025

✅ გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ რუსებმა 55 SHAHED-136-ის ტიპის კამიკაძე დრონი გაუშვეს, რომელთაგან 53 გაანეიტრალეს- 40 ჩამოაგდეს, 13 კი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებით დასვეს.

🔴 „გრენლანდია ტრამპისთვის ძალიან პრიორიტეტულია. 4   წელიწადში აშშ-ის ეროვნული  ინტერესები არქტიკაში კიდევ უფრო მეტად დაც...
02/02/2025

🔴 „გრენლანდია ტრამპისთვის ძალიან პრიორიტეტულია. 4 წელიწადში აშშ-ის ეროვნული ინტერესები არქტიკაში კიდევ უფრო მეტად დაცული იქნება,“ - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

❗❗❗ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე: 📌  „მოდით ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები პუტინის მიმართ. შევხედოთ, თუ რა მოხდა ბუჩა...
02/02/2025

❗❗❗ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე:

📌 „მოდით ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები პუტინის მიმართ. შევხედოთ, თუ რა მოხდა ბუჩაში, ამიტომ, თუ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, ის მდგრადი უნდა იყოს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა არასოდეს, არასოდეს დაიპყროს უკრაინის თუნდაც ერთი კვადრატული კილომეტრი“.

📌 „ უკრაინა ამ ომს არ წააგებს და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს. ფრონტზე რუსებს აქვთ გარკვეული წინსვლა, მაგრამ რის ხარჯზე? რუსეთი ყოველდღიურად 1500 ჯარისკაცს კარგავს- დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით“.

📌 „რუსები ვერ აღწევენ უკრაინის წინააღმდეგ ომში თავიან მიზნებს, ჩვენ კი უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ მათ თავიანთ მიზნებს ვერასდროს მიაღწიონ“.

02/02/2025

🔴 კურსკის ოლქი- უკრაინის შეიარაღბული ძალების 103-ე ცალკეული ბრიგადის მებრძოლები FPV კამიკაძე დრონებით ანადგურებენ რუსი ოკუპანტების BMP-2-ის ტიპის 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანასა და MTLB-ს ტიპის ჯავშანგამწე-ჯავშანტრანსპორტიორს....

02/02/2025

❗️❗️❗️ ხარება რაციიდან აგინებს მომიტინგეებს

Address

Ilia Chavchavadze 80
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ალფა სიხშირე / alpha frequency posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ალფა სიხშირე / alpha frequency:

Videos

Share

Category