11/12/2024
ლაშა ამირეზაშვილი - გუშინ მეტროში მოკლული ახალგაზრდა 🖤😥
✍️ Ambebi..Ge წერს: 30 წლის ლაშა ამირეზაშვილი კასპის რაიონის სოფელ ხანდაკიდან იყო. როგორც ახლობლები გვიყვებიან, თბილისში დროდადრო სამუშაოდ ჩამოდიოდა.
"ლაშა ჩემი ბიძაშვილია, ძალიან კარგი ადამიანი იყო, არავისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. სიზმარში გვგონია ყველას თავი, ვერავინ წარმოვიდგენდით ასეთ სიტუაციას სამწუხაროდ. უბრალოდ ძალიან ძნელია სიტყვებით გადმოსცე რა ხდება მის ოჯახში, მის სანათესაოში. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს და ველოდებით პასუხს რატომ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.
იმედია გავარკვევთ, რატომ მოხდა ეს გვაინტერესებს და ჯერჯერობით ამ ეტაპზე სხვა არაფერი ვიცით. ჩვენ რაც ვიცით, არ იცნობდა ის დამნაშავეს. დაკავებული იძახის თურმე, არ ვიცნობდიო. ველოდებით გამოძიებას, რა და როგორ მოხდა. ფიზიკურადაც არ ვიცით ვინ არის ის ადამიანი. მიდის გამოძიება, ჯერ ცხედარიც არ მოგვისვენებია სახლში. სხვა არაფერი ვიცით" - ამბობს მომხდარით შეძრული ლაშას ბიძაშვილი.