She Loves The Gloves

She Loves The Gloves ყველა ბრძოლის მიღმა იმალება ისტორია, რომელიც მოყოლას იმსახურებს. There's a story behind every fight - I live to tell it. Powered by Betsson.sport Dudey, a.k.a.

Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ქოფირაითერი და ელექტრონული მუსიკოსი, ის ბოლო 7 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ ყველა ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს. Kristina Avsarkisova is an MMA journalist and the one-girl army behind the She Loves The Glov

es blog. Copywriter and electronic musician, for the past 7 years she's spent every Sunday morning watching Gods of war create their violent masterpieces in the octagon. Dudey believes that there's a story behind every fight - and she lives to tell it.

28/12/2025

🗣️ | 'პიმპლეტით და გეიჯით ილია იატაკს მოწმენდს' - ლუკ თამასი თოფურიას სამომავლო პერსპექტივებზე 👇

🎙️ | She Loves The Gloves-მა ქართული MMA-ის 2025 ამ სპორტის ერთ-ერთ მთავარ ანალიტიკოსთან ერთად შეაჯამა. ნახეთ სრულად: https://eb.ge/2025recap

🇬🇪 2025 წელი ქართული MMA-ის ისტორიაში არაერთი დასამახსოვრებელი მომენტით შევა: 🥊 მერაბ დვალიშვილის ტიტულის ზედიზედ 3 დაცვ...
28/12/2025

🇬🇪 2025 წელი ქართული MMA-ის ისტორიაში არაერთი დასამახსოვრებელი მომენტით შევა:

🥊 მერაბ დვალიშვილის ტიტულის ზედიზედ 3 დაცვა და მოულოდნელი მარცხი პიოტრ იანთან,
🥊 ილია თოფურიას მიერ მეორე ქამრის მოპოვება,
🥊 ალექსანდრე თოფურიას UFC დებიუტი…

წლის მთავარი მოვლენები წამყვან ანალიტისკოსთან, ლუკ თომასთან ერთად მიმოვიხილეთ 🤘

🎧 PS: ინტერვიუს ქართულ ენაზე მოსასმენად პარამეტრებში (audio track) მონიშნეთ Georgian.

When it comes to Georgian MMA, 2025 was filled with memorable moments. Merab Dvalishvili’s three title defenses, followed by an unexpected loss to Petr Yan, ...

27/12/2025

აბა, არავის უთქვამს ადვილი იქნებაო 😅

სამაგიეროდ, საახალწლო სიურპრიზები არ მოგაკლდებათ 🎄🎁 პირველი ხვალ betsson.sport იუთუბზე იდება 🤫

🎄 | ახალი წლის წინ, ქართული MMA-ს დატვირთული 2025 ლუკ თომასთან ერთად შევაჯამეთ.დვალიშვილი-იანი, ილია თოფურიას მეორე ტიტუ...
27/12/2025

🎄 | ახალი წლის წინ, ქართული MMA-ს დატვირთული 2025 ლუკ თომასთან ერთად შევაჯამეთ.

დვალიშვილი-იანი, ილია თოფურიას მეორე ტიტული, ალექსანდრე თოფურიას სადებიუტო წელი და პოტენციალი - ხვალ, აქ: https://www.youtube.com/.betssonsport 🔥

26/12/2025

საახალწლო საჩუქარი მოგიმხადეთ 🤫🎄🎁 🧡

26/12/2025

როცა ბიჭებთან ერთად ბათუმის ბულვარში გაისეირნეთ 😅👊

🥊 როდესაც საქმე შერეულ ორთაბრძოლებს ეხება, UFC-ის ქამარზე უფრო მნიშვნელოვანი მიზანი არ არსებობს. ერთი მხრივ, ალექსანდრე ...
18/12/2025

🥊 როდესაც საქმე შერეულ ორთაბრძოლებს ეხება, UFC-ის ქამარზე უფრო მნიშვნელოვანი მიზანი არ არსებობს. ერთი მხრივ, ალექსანდრე თოფურიამ ამ მიზანს უკვე ორჯერ მიაღწია - უმცროს ძმას როგორც ქვემსუბუქი, ასევე მსუბუქი დივიზიონის დაპყრობაში დაეხმარა.

თუმცა, ეს მწვრთნელის როლში, რაც მხოლოდ საქმის ნაწილია. მთავარი მისია კვლავ უცვლელი რჩება და ეს ორგანიზაციის ტიტულის მებრძოლის როლში მოპოვებაა 👇

ქართველმა მებრძოლმა ავტორიტეტულ გამოცემასთან ინტერვიუში ბევრ საკითზე ისაუბრა და რა თქმა უნდა, Marca-ს 2026 წლის გეგმე....

👑 როცა დასამტკიცებელი აღარაფერი დარჩა…ტერენს “Bud” კროუფორდი პროფესიონალური კრივიდან წავიდა. დაუმარცხებელი ამერიკელის კა...
17/12/2025

👑 როცა დასამტკიცებელი აღარაფერი დარჩა…

ტერენს “Bud” კროუფორდი პროფესიონალური კრივიდან წავიდა. დაუმარცხებელი ამერიკელის კარიერა რიცხვებში:

🥊 17 წელი
🥊 5 წონითი კატეგორია
🥊 18 ჩემპიონობა
🥊 42 გამარჯვება (31 ნოკაუტით), 0 მარცხი
🥊 პირველი კაცი ისტორიაში, რომელმაც ე.წ. 4 ქამრის ერაში აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსს 3 სხვადასხვა დივიზიონში მიაღწია

და (ალბათ) ყველაზე შთამბეჭდავი: გადაწყვეტილებამდე მისულ 11 ბრძოლაში არცერთ მსაჯს დაპირისპირება ბადის მეტოქის სასარგებლოდ არ შეუფასებია. ანუ, კროუფორდს ოპონენტისთვის არამც თუ ბრძოლა, მსაჯის ერთი “ქარდიც” არასდროს დასთმობია - მათ შორის, არც კანელო ალვარესისთვის, რომელიც კროუფორდმა სექტემბერში სუპერ-ბრძოლაში დაამარცხა.

როგორც წესი, ორთაბრძოლების სამყაროში კარიერის დასრულება დიდად არაფერს ნიშნავს და მებრძოლები სპორტში ან ფინანსური მიზეზების, ან უბრალო მოწყენილობის გამო მალევე ბრუნდებიან. ტერენს კროუფორდი კი ის შემთხვევაა, როდესაც მთელი გულით მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება საბოლოა...

იმიტომ, რომ ტერენს “Bud” კროუფორდს დასამტკიცებელი აღარავისთვის აღარაფერი დარჩა.

მადლობა ბრწყინვალებისთვის 🫡

UFC-ს მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სპეკულაციებს საჯარო პოსტით გამოეხმაურა 👇
15/12/2025

UFC-ს მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სპეკულაციებს საჯარო პოსტით გამოეხმაურა 👇

UFC-ს მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სპეკულაციებს საჯარო პოსტით გამოეხმაურა.

⭐️ მადრიდის არენაზე მყოფი თითქმის 8,000 ადამიანი გუშინ უნიკალური ცერემონიის თვითმხილველი გახდა. შერეული ორთაბრძოლების ორ...
14/12/2025

⭐️ მადრიდის არენაზე მყოფი თითქმის 8,000 ადამიანი გუშინ უნიკალური ცერემონიის თვითმხილველი გახდა. შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაცია WOW-ის მორიგ ღონისძიებაზე ცნობილმა ესპანურმა გამომცემლობა MARCA-მ, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონს, ილია თოფურიას Marca Leyenda-ს პრესტიჟული ჯილდო გადასცა.

ჯილდო 1997 წელს დაარსდა და მისი ერთ-ერთი პირველი მიმღებები მაიკლ ჯორდანი, პელე და გარი კასპაროვი გახდნენ. დღეს “Marca-ს ლეგენდების” სიაში სამყაროს ყველაზე გამორჩეული 80-ზე მეტი სპორტსმენი შედის.

ახლა უკვე ამ სიაში პირველი ქართული გვარიც იკითხება 🌹

📸: MARCA

Star boy ⭐️
14/12/2025

Star boy ⭐️

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონს პრესტიჟული ჯილდო მადრიდში, უპრეცედენტო ვითარებებში გადასცეს.

🎙️ როგორც   გამარჯვებულს, მანელ კაპეს ჰქონდა უნიკალური შანსი, ჩაეწერა ESPN ეპოქის ბოლო ინტერვიუ, რომელიც ისტორიაში სამუდ...
14/12/2025

🎙️ როგორც გამარჯვებულს, მანელ კაპეს ჰქონდა უნიკალური შანსი, ჩაეწერა ESPN ეპოქის ბოლო ინტერვიუ, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩებოდა.

ოქტაგონში (მოქმედი ჩემპიონი, ჯოშუა ვენის მიმართ) გაჟღერებული უკანასკნელი გზავნილი იყო:

"პამპერსებს წაგართმევ... ცოცხლად."

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when She Loves The Gloves posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category