03/04/2019
"ქართული რძის ნიშნით'' ყველი სავაჭრო ობიექტებში უკვე იყიდება ❗️ ნიშანი ენიჭება იმ ყველს, რომელიც დამზადებულია ნედლი რძით და არ შეიცავს რძის ფხვნილსა და მცენარეულ ცხიმს ❗️❗️ ანუ მხოლოდ ნამდვილ ყველს (რძის ფხვნილით დამზადებულ პროდუქტს არ შეიძლება ეწოდოს ''ყველი'', ასევე აკრძალულია მასში მცენარეული ცხიმების გამოყენება).
ნიშანს გასცემს ''საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი''. მისი სურსათის უვნებლობის სპეციალისტები დეტალურად ამოწმებენ წარმოების პროცესს და მხოლოდ მათი დადებითი შეფასების საფუძველზე გაიცემა ნიშნის გამოყენების და შეფუთვაზე დატანის უფლება.
ყველა პროდუქტს აქვს უნიკალური კოდი, რომელიც ნიშნის მარცხენა მხარესაა განთავსებული. მყიდველს შეუძლია დახლთან ოპერატიულად გადაამოწმოს ეს კოდი ''ქართული რძის ნიშნის'' ვებ-გვერდზე www.georgianmilk.ge
შეიძინე რძის პროდუქტი ქართული რძის ნიშნით და იყავი დარწმუნებული, რომ შენი არჩევანი საუკეთესო, ჯანსაღი და სანდოა!
🥛 „ქართული რძის“ ნიშანი სუპერმარკეტებში უკვე გამოჩნდა. ✨
ნიშანი „ქართული რძე“ ენიჭება იმ პროდუქტს, რომელიც დამზადებულია ქართული ნედლი რძით, არ შეიცავს რძის ფხვნილსა და მცენარეულ ცხიმს. 🧀
გამოცდილ ექსპერტთა გუნდი დეტალურად ამოწმებს პროდუქტს და ანიჭებს მას ნიშანს, რომელიც შეგიძლია იხილო შეფუთვაზე.
ნიშანი ,,ქართული რძე“ არის საუკეთესო საშუალება დარწმუნდე, რომ ყველი, რომელსაც შენი ფავორიტი მაღაზიის დახლზე შეხვდები, დამზადებულია ძროხის რძით, რომელიც იკვებება საქართველოს მწვანე მინდვრებზე. 🌿
გააკეთე არჩევანი და შეიძინე სანდო რძის პროდუქტი „ქართული რძის“ ნიშნით.
#ენდენიშანს
#ნამდვილსნიშნავს
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე - www.georgianmilk.ge