Chemical Technology and Metallurgy Blog

Chemical Technology and Metallurgy Blog ...

27/04/2024

▪️ ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია. აღნიშნული მოვლენები განსახილველია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტრატეგიულ და მრავალ სხვა ჭრილში. ჩვენ კი, მიზეზთა ერთობლიობის გამო, დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ის ისტორიულად უდიდეს ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს.

▪️ საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.

▪️ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ფაქტები და არგუმენტები ჩანაცვლებულია მედიითა და სოციალური ქსელებით შექმნილი აღქმით, ალტერნატიული რეალობით. დაუშვებელია, ნაჩქარევ, ემოციურ ქმედებებს მიეცეს საშუალება, დაარღვიოს სტაბილურობა და მშვიდობა, რომლებიც ასე ძვირფასია ამ პროცესებში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა თაობისთვის. მნიშვნელოვანია, ქვეყნისათვის საუკეთესო არჩევანზე სიღრმისეული მსჯელობა და ჯანსაღი დისკუსიის პროცესი შედგეს, რადგან არაერთხელ გვიგემია ერთიანი დამარცხება, როდესაც სიძულვილი იმარჯვებდა საზოგადოებაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

▪️ ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავ იქნება ჩვენი შვილების გულწრფელი ინიციატივების, მისწრაფებების გულშემატკივარი და მხარდამჭერი, მით უფრო, როცა საქმე ქვეყნის ბედს ეხება, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდებისა და მოზარდების ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რაოდენ ფაქიზ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან გვაქვს საქმე. მომავალი თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების ცალკეული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიის პროპაგანდისთვის გამოყენება ყველასთვის დამაზიანებელი იქნება.

▪️ ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას. თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად.

▪️ საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო, უჩვეულო და სახიფათო იდეოლოგიების თავს მოხვევა ამძაფრებს საზოგადოებაში პოლარიზაციის პროცესს. ჩვენ არავისგან მოველით დახმარებას იდეოლოგიურ საკითხებში, ამის საჭიროება არც გვაქვს. აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას.

▪️ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა.

▪️ საქართველოს ეკლესია მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობაში უფლის სიტყვის გაძლიერებას. ჩვენ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ოჯახის სიწმინდე და მისი მნიშვნელობა, შევინახოთ ქართული კულტურა, ვესწრაფვით ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური პროცესების პირობებში ყოველგვარ კონფლიქტში ჩარევისაგან თავის არიდებას და ქვეყნის შიგნით მშვიდობიან თანაცხოვრებას, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია სრულყოფილი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გარეშე.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!საქართველო...
04/04/2024

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!!!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 24 აპრილს, სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოში აკრედიტებული, ასევე, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია:

· გაიაროს რეგისტრაცია და რეგისტრაციისას წარადგინოს საკუთარი ნაშრომის ქართულ- და ინგლისურენოვანი თეზისი (ერთი ამობეჭდილი და ერთი ელექტრონული (СD დისკზე ჩაწერილი) ვერსია) თეზისის ტექნიკური გაფორმების ინსტრუქციის სრული დაცვით;

·დარეგისტრირების შემდეგ, ნაშრომის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს შესაბამის ფაკულტეტზე, სათანადო სექციის ხელმძღვანელ პირთან.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 29 მარტიდან 20 აპრილამდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრში | სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა | მე-2 სართული, ოთახი №236 | მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77;

მონაწილეებმა ნაშრომები უნდა წარადგინონ შესაბამის ფაკულტეტებზე, სათანადო სექციის ხელმძღვანელ პირთან, 29 მარტიდან 23 აპრილამდე.

კონფერენციის გახსნის თარიღი, დრო და ადგილი: 2024 წლის 24 აპრილი, 16:00 საათი;

სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა | მე-3 სართული | გიორგი ნიკოლაძის დარბაზი | მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77;

კონფერენციის სექციების მუშაობა: 29 აპრილიდან 18 მაისამდე, შესაბამის ფაკულტეტებზე.

კონფერენციის დახურვის თარიღი: 2024 წლის 14 ივნისი, 16:00 საათი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა | მე-3 სართული | ივანე ჯავახიშვილის დარბაზი | მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას 77.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების ცენტრს; საკონტაქტო ნომერი: (+995 32) 2 77 11 11/7044

30/03/2024

რა გამოწვევები აქვთ კახელ ფერმერებს?

კახეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტში) საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ფერმერებმა ნაკვეთების დიდი ნაწილი უკვე დაამუშავეს. 2024 წელს რა გამოწვევები აქვთ მათ?

26/03/2024

4:2 გილოცაააავთ! ❤🇬🇪

25/03/2024

2024 წლის 25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში (თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა #22) გაიმართა ,,საქართველოს მჭედელთა საზოგადოება Society of Smiths of Georgia“ გამოფენა-პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილ იქნა საზოგადოების წევრების მიერ შექმნილი ექსკლუზიური ნამუშევრები.

საქართველოს მჭედელთა საზოგადოებაში დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / Georgian Technical University-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს!

გამოფენაზე სიტყვით წარდგა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი და მწერალი ქალბატონი ქეთევან ტომარაძე.

სტუ - ის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიანსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტ...
15/03/2024

სტუ - ის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი შეხვდა.

ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, გახსნა რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის რექტორის მოადგილის განცხადებით, უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი მყარი პარტნიორობის გარანტიაა, რაც საშუალებას იძლევა, მხარეებმა ერთობლივად იზრუნონ ახალგაზრდა, კონკურეტუნარიანი პროფესიონალი კადრების მომზადებაზე.

„მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალრეიტინგული სტუდენტები, ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ენერგეტიკულ კომპანიებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები პროგრამის პრეზენტაციას მართავენ. აღსანიშნავია, რომ შემოთავაზება ეხებათ არა მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებს. ამ მეტად მნიშვნელოვან სფეროში დასაქმების პერსპექტივა აქვს სამშენებლო, სამართალმცოდნეობის, ინფორმატიკის, ელექტროენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის, თბოენერგეტიკის, ავტომატიზებული მართვის სისტემებს, სამთო-გეოლოგიის, გარემოს დაცვის, ქიმიის და სხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს. ახალგაზრდებს აქვთ საშუალება გაიღრმავონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარები, ჩამოყალიბდნენ როგორც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები. მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსს ჯუბო ტურაშვილს და წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სისტემის შემადგენელი ენერგეტიკული კომპანიების გამართული მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული კადრების კვალიფიკაციაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი ის საინჟინრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სტუდენტები განათლებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეუფლებიან. როგორც ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ გაიარონ 1 წლიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდგომ შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება.

შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა.

დღეს გიამბობთ უმაგრეს პროექტზე, რომელშიც ჩართული ნებისმიერი სტუდენტი, თუ არასტუდენტი დარჩება ძალიან კმაყოფილი2008 წლიდან...
23/02/2024

დღეს გიამბობთ უმაგრეს პროექტზე, რომელშიც ჩართული ნებისმიერი სტუდენტი, თუ არასტუდენტი დარჩება ძალიან კმაყოფილი

2008 წლიდან „ House კავკასიური სახლი“ ევროპული ფონდის HORIZON-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტი“.

პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კავკასიის კულტურის, ეკონომიკური სივრცის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, რელიგიის, გეოგრაფიის, დემოგრაფიისა თუ სხვა საკითხებზე.

ციკლებად წარმოდგენილი სემინარების რიგი ეძღვნება: ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ინგუშებს, ქართველებს, აფხაზებს, აბაზებს, უბიხებს, ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, დაღესტნის ხალხებს...

სემინარებზე მოხსენებებს კითხულობენ კვალიფიციური ექსპერტები;
ეწყობა დოკუმენტური ფილმების ჩვენება;
გამოფენები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და უფროს კლასელებისათვის;
სხვადასხვა საინტერესო სტატია, პოემა, თუ აღმოჩენა იბეჭდება სპეციალურ წიგნში - "კავკასიური სახლის ალმანახში".

პროექტი გრძელდება 1 წლის განმავლობაში, თვეში 3-4 შეხვედრით. პროექტის ბოლოს გაიცემა ორენოვანი დიპლომები.

🎓ახლა კი შემოგთავაზებთ იმ პროგრამას, რომელიც გაიარეს „კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა თებერვლის თვეში:

📆 20 თებრვალი, 17:00, „უნივერსიტეტი 2024“ - სასწავლო წლის გახსნა
📆 21 თებერვალი, 17:00, ლექცია: „კავკასიის ხალხთა ეთნიკური ისტორია და კულტურა" - ლექტორი: ეთნოგრაფი და ისტორიკოსი, პროფესორი ნუგზარ ანთელავა
📆 22 თებერვალი, 17;00, ლექცია თემაზე „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოციალური მოდელი" - ლექტორი: „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ს ისტორიის დოქტორანტი, ირაკლი ირემაძე.
📆 23 თებერვალი, 17:00, გაცნობითი ტრენინგ-სემინარი „სახალხო უნივერსიტეტის“ თბილისის ჯგუფისათვის -
ტრენერი: ქეთევან ვასაძე.

დაინტერესების შემთხვევაში თხოვნა იქნება შეავსოთ და გამოაგზავნოთ ანკეტა (ფორმა იხ. bit.ly/3XjsPJ5) შემდეგ მისამართზე: [email protected]

თებერვლში ჩატარებული აქტივობებიდან ემოციების გასაზიარებლად, გთხოვთ იხილოთ თანდართული ფოტო-მასალა:

18/01/2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

მოგესალმებით,გაცნობებთ, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოში აცხადებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს უმაღლესი განათლების სისტემი...
17/01/2024

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოში აცხადებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს უმაღლესი განათლების სისტემის გასაძლიერებლად.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა ორი ან სამი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომლებიც $7,500-ის ფარგლებში დაფინანსდება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 იანვარი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მსოფლიო ბანკის განათლების გუნდს მეილზე: [email protected]

დეტალები იხილეთ ბმულზე:
https://jobs.ge/en/ads/?view=jobs&id=515896&fbclid=IwAR2fkIZ-QlIfc2GxGTHZs-IWZJelf1bnNkUEh3t0e4O4HfOtrP0ybxdAjQ8

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გი...
06/01/2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და, იმედისა და სიხარულის დღესასწაულად.

სრულიად საქართველოს უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს, ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-ს, იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-ს, სერბეთის საპატრიარქო საყდრის ადგილისმცველს, დაბრობოსანის მიტროპოლიტ ქრიზოსტომოსს, რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელს, ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის უნეტარეს მიტროპოლიტ საბას, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის უნეტარეს მიტროპოლიტ როსტისლავს, სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს და მათ მრევლს გულითადათ მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეს შობისა და ახალი წლის დადგომის დიდ დღესასწაულს.

წმინდა მღვდელთმთავარ გრიგოლ ღვთისმეტყველის მოწმობით, „კვლავ იფანტება ბნელი, კვლავ ჩნდება ნათელი... პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ“ (2 კორ. 5:17). ასონიშანი უთმობს, სული მძლავრობს; ჩრდილნი წარხდნენ, მათი ადგილი ჭეშმარიტებამ დაიკავა“ (სიტყვა ღმრთისგანცხადებაზე ან ქრისტეს შობაზე). ყოვლადდიდებული და მიუწვდომელია ღმრთის განხორციელების სასწაული: უფალი იშვება მიწაზე, რათა ხალხს ცხონება აუწყოს, გამოისყიდოს და განკურნოს დაცემული ადამიანი, გამოიყვანოს ცდომილებიდან და წინააღმდეგობებიდან, გააუქმოს მტრობა და სიძულვილი, დაბნელებულნი განანათლოს, განბნეულნი შემოიკრიბოს (მე-2 ხმის აღდგომის მსახურების მე-9 კანონის სძლისპირი).

ყველა ქრიტიანისათვის სულიერად ამ მნიშნელოვან დღეს, ლოცვით გისურვებთ შემოქმედისგან მტკიცე ჯანმრთელობას, უხვ მოწყალებასა და წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ამ დღის მადლით მინდა დავლოცო და ვუსურვო უნახავი წარმატება ჩვენ ფაკულტეტს, მის პროფესორებსა და სტუდენტებს, ამინ!

📍მონოჰოლი - 26 დეკემბერისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ ‼️ბევრი მირეკავთ მწერთ და მინდა გაცნო...
25/12/2023

📍მონოჰოლი - 26 დეკემბერი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ ‼️
ბევრი მირეკავთ მწერთ და მინდა გაცნობოთ ,რომ ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევები გადავეცით ფაკულტეტის სტუდენტურ სერვისებს და თვითმართველობას.
მსურველებმა 25 დეკემბერს 12:00 საათიდან მიმართეთ თქვენს ფაკულტეტებზე მათ.
💡კონცერტზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოსაწვევით.ბილეთები არ იყიდება✊❤️
გელოდებით ყველას ❤️გვიყვარხართP:S გაითვალისწინეთ კარი გაიღება 20:00საათიდან✊

2023 წლის საუკეთესო მიღწევაეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2023 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუ...
17/12/2023

2023 წლის საუკეთესო მიღწევა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2023 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ატარებს რიგით მეექვსე შეხვედრას თემაზე - „წლის საუკეთესო მიღწევა“.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ, რასაც ისინი განსაკუთრებულად მიიჩნევენ. (სასწავლო დაწესებულებებმა თითოეული ფაკულტეტიდან უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ერთი პრეზენტაცია!).
ღონისძიება ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით!
შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართულ პირებს შორის თანამშრომლობას, შეკრიბოს სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები ღია მეცნიერების პრინციპების პოპულარიზაციისთვის.
ჩვენ, როგორც ღია მეცნიერების მხარდამჭერი ორგანიზაცია, ხელს ვუწყობთ გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ კვლევით პრაქტიკას. ამ პროექტის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ საერთო სივრცე ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტაციის გავლა ბმულზე: https://shorturl.at/cLPTV
თქვენ მიერ მოწოდებული პრეზენტაცია უცვლელად განთავსდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 2023 წლის 4 დეკემბრამდე მოგვაწოდეთ თქვენი პრეზენტაციის ელ.ვერსია. მასალა უნდა იყოს pdf. ფორმატში, არაუმეტეს 12 სლაიდისა, სადაც პირველ სლაიდზე განთავსდება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და ასევე სათაური წლის საუკეთესო მიღწევის.
ბოლო ერთ სლაიდზე - ორგანიზაციის რეკვიზიტები და საკონტაქტო ინფორმაცია.
ხოლო, საპრეზენტაციო თემა უნდა შეადგენდეს 10 სლაიდს.
გთხოვთ, გაეცნოთ პრეზენტაციის რეგლამენტს:
· 10 წუთი პრეზენტაციის წარდგენა;
· 5 წუთი კითხვა- პასუხი.
ღონისძიების რეგლამენტის დაცვა სავალდებულოა!
პრეზენტაციის წარდგენა შეუძლია ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირისა.
ღონისძიებაში მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება მოწოდებული ინფორმაციის თანმიმდევრობის მიხედვით.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, 2023 წლის 4 დეკემბრამდე მითითებულ მეილზე: [email protected] მოგვაწოდეთ თქვენი პრეზენტაციის...

01/12/2023

დღეს, 2023 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის აკადემიური ხარისხის განყოფილების თავმჯდომარე, ბატონი მამუკა მაისურაძე წარდგა მოხსენებით ჩვენი უნივერსიტეტის რექტორის, ბატონი დავით გურგენიძის, ჩვენი ფაკულტეტის დეკანის ქალბატონი Lika Targamadze-ის, დეკანის მოადგილის, ქალბატონი Maia Mshvildadze-ის, ჩვენივე ფაკულტეტის შემდეგი დეპარტამენტების ხელმძღვანელების:
1. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი - ხელმძღვანელი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნაზიბროლა კუციავა;
2. ქიმიის დეპარტამენტი - ხელმძღვანელი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია ცინცაძე;
3. ფარმაციის დეპარტამენტი - ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი თამარ ცინცაძე;
4. გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი - ხელმძღვანელი ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი დიმიტრი ერისთავი;
5. მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტი - ხელმძღვანელი ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ საბაშვილი;
6. სასურსათო პროდუქტების წარმოების ინჟინერიის დეპარტამენტი - ხელმძღვანელი პროფესორი როზა ხუციშვილი.

🔵ასევე ბატონი მამუკა მაისურაძის წარდგენა/მოხსენებას დაესწრნენ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები.

🔵ბატონმა მამუკა მაისურაძემ ისაუბრა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 100 წლიან ისტორიაზე და მის მიღწევებზე;

🔵მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობა ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია. მის ბაზაზე ვითარდება მშენებლობა, ენერგეტიკა, თავდაცვისუნარიანობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და მრეწველობის სხვა დარგები;

🔵ქიმიური და მეტალურგიული წარმოება წარმატებით ფუნქციონირებს და ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. მათი შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც აღნიშნული პროფილის საწარმოებს კადრებით უზრუნველყოფს;

🔵ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი შეიქმნა ორი ფაკულტეტის -ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გაერთიანებით. გაერთიანებამდე ფაკულტეტმა რეორგანიზაციისა და განვითარების დიდი და საინტერესო გზა განვლო და ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბდა. ფაკულტეტი არსებობის წარმატებულ 100 წელიწადს ითვლის;

🔵ბატონმა მამუკამ უსურვა წარმატებები ახლა დეკანს და მისი თამადობით ყველა ახალ წევრს ჩვენი უნივერსიტეტის ოჯახში;

🔵მამუკა მაისურაძემ ისაუბრა აკრედიტაციის სტანდარტებზე და შეეხო იმ ფაქტსაც, რომ ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი ადაპტირებულია ევროპის საგანმანათლებლო სივრცესთან. პასუხობს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებს, ითვალისწინებს სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს, ექვემდებარება სწავლისა და კვლევის განუყოფადობას;

🔵ბატონმა მამუკამ ასევე ახსენა რომ ჩვენს ფაკულტეტზე არის 18 მოქმედი პროგრამა და, რომ ის მიზნად ისახავს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში იგეგმება 24 პროგრამის ქონა. შესაბამისად:

1. 8 საბაკალავრო პროგრამა;
2. 6 სამაგისტრო (+2) პროგრამა;
3. 4 სადოქტორო (+4) პროგრამა.

🔵ბატონმა მამუკამ უყურადღებოდ არ დატოვა ადგილობრივი ბაზრის გამოწვევებიც, სტუდენტთა მოზიდვა, მათი და საქმება და საგანმანათლებლო პროგრამების პიარი. მან ასევე არ გამოტოვა ისისც, რომ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული უნივერსიტეტში მოქმედ ვაჟთა კაპელას, ქორეოგრაფიულ ანსამბლსა და სხვადასხვა სპორტულ გუნდში, თეატრ-სტუდია „მოდი-ნახეში“;

🔵ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფილიალი თავისი სამკითხველო დარბაზით, თანამედროვე ლიტერატურით - როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული (სტუ დარეგისტრირებულია პროექტში „ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის“ კონსორციუმის წევრად და გვაქვს წვდომა სხვადასხვა ელექტრონულ რესურსზე);

🔵საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს მეტალურგიული და ქიმიური საწარმოები, რომელთა შემოსავლებიც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთადერთია ქვეყანაში რომელიც 100 წლის მანძილზე ამზადებს აღნიშნული დარგების წარმატებულ სპეციალისტებს;

🔵ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურთან და ჩართულია ERASMUS+ აკადემიური პერსონალის და სტუდენტების მობილობის და ტრენინგების პროექტებში, სისტემატურად იკითხება საჯარო ლექციები უცხოელი პროფესორების მონაწილეობით;

🔵ბატონი მამუკა შეეხო იმ თემებს, როგორიც არის მაგალითად - "ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ლაბორატორიები", რომლებზე საუბარსაც გამოეხმაურა სტუ-ს რექტორიც და გამოვიდა საინტერესო დიალოგი. დიალოგის თემა იყო ისეთი ლაბორატორიების მოწყობა, რომლებითაც დაინტერესდება ჩვენი უნივერსიტეტის მომავალი თაობა. მათი თქმით ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე უკვე ფუნქციონირებს:

1. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია;
2. მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია;

🔵რათქმაუნდა ამაზე არ დაჯერდნენ და იმაზეც ითქვა, რომ იგეგმება კიდევ რამოდენიმე პროგრამაზე საექსპერტო ლაბორატორიების გახსნა და სამომავლოდ ნებისმიერი მოტივირებული და განათლებული/ნიჭიერი სტუდენტიც შეძლებს "ლაბორანტის" სტატუსით კონკრეტულ ლაბორატორიებში დასაქმებას, რაც, როგორც რექტორმა აღნიშნა არის ჩვენი ფაკულტეტის პრიორიტეტი;

🔵საუბარმა გადაინაცვლა ახალგაზრდა მკვლევარების მხარესაც და აღინიშნა, რომ საჭიროა სტუდენტების ჩართვა საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამებსა და პროექტებში. მათივე თქმით ამა წლის 7 ნოემბერს გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა/კონკურსი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის;

🔵ზუსტად მსგავს პროექტებში ჩართულობა იქნება ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტისთვის პრიორიტეტული უკვე 2024 წლიდან, როგორც ბატონმა მამუკა მაისურაძემ ახსენა მოხსენებისას;

🔵კითხვა/პასუხის რეჟიმში ნახსენები იყო რუსულენოვან პროგრამებზე სტუდენტების მიღება/დაინტერესება, რაზეც მამუკა მაისურაძემ მკაფიოდ მოგვახსენა, რომ მუშაობა მიმდინარეობს ინგლისურენოვანი, ლიტვური, გერმანული და სხვა უცხოურენოვანი პროგრამებზე მუშაობა;

🔵აგრეთვე აკადემიურმა პერსონალმა გამოთქვა სურვილი სხვადასხვა ღუმელების, რეაქტივებისა და სალაბორატორიო აღჭურვილობის შეძენის შესახებ და საუბარი გაგრძელდა ისე, რომ რექტორმა განუცხადა კოლეგებს - "რაც უნივერსიტეტს და მომავალ თაობას წარადგება ყველაფერი მისასალმებელია"-ო.

🔵მოხსენება როგორი მეგობრული შემართებითაც დაიწყო ბატონმა მამუკამ, ისევე თბილი საუბრებითა და განხილვებით დასრულდა.

🔵15 წუთიანი შესვენების შემდეგ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ახალმა დეკანმა, ქალბატონმა ლიკა თარგამაძემ ისაუბრა აუდიტზე;

🔵საუბარი წავიდა იმ მიმართულებითაც, რომ აუდიტის თანამშრომლებს აღმოუჩენიათ აუდიტორიები, რომლებშიც არ მიდის ლექციები და ამაზე გამოუთქვამთ უკმაყოფილება, რადგან არ იყვნენ ინფორმირებულნი, რომ კონკრეტული აუდიტორიები არ არის განკუთვნილი სალექციოდ. საუბარია აუდიტორიებზე, რომლებიც ჯერ კიდევ წინა დეკანის, ბატონი ნუგზარ წერეთლის მუშაობისას გარემონტდა საკონფერენციოდ და საგამოცდოდ. საუბარია II კორპუსის 205-ე და 206-ე აუდიტორიებზე;

🔵ამის გარდა ქალბატონმა ლიკამ ისაუბრა ა.წ. 19 დეკემბრისთვის დაგეგმილი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ივენთის სტრუქტურაზე;

🔵მათთვის ვისაც დაგაინტერესათ, თუ რა დაგხვდებათ 2023 წლის 19 დეკემბერს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღეზე, შეგიძლიათ გვეწვიოთ II კორპუსში 2023 წლის 19 დეკემბერს!

27/11/2023

ძვირფასო ამხანაგებო!
გიწვევთ 2023 წლის 28 და 30 ნოემბერს 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სემინარზე!
სემინარის თემა - "თანამედროვე ეკოლოგიური ტექნოლოგიის პრინციპები"
სემინარის მომხსენებელია "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის" გენერალური მრჩეველი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ბატონი გიორგი კვესიტაძე.
სემინარი ჩატარდება კოსტავას ქუჩა 69-ში, მე-2 კორპუსში, მეორე სართულზე 205 აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია.

18/11/2023

ძვირფასო ამხანაგებო!

გიწვევთ 2023 წლის 21 ნოემბერს 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სემინარზე!

სემინარის თემა - "გარემოს დაცვა-ახალი გამოწვევები გუშინ, დღეს, ხვალ"

სემინარის მომხსენებელია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების საქართველო"-ს თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო ჩხობაძე!

ამავე სემინარს წარუძღვება ჩვენივე ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი ბატონი რეზო კლდიაშვილი!

სემინარი ჩატარდება კოსტავას ქუჩა 69-ში, მე-2 კორპუსში, მეორე სართულზე 205 აუდიტორიაში.

დასწრება თავისუფალია.

📣10-11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "თავისუფლება, სამართლიანობა, სა...
09/10/2023

📣10-11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა" ჩატარდება. ორდღიანი კონფერენცია, 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე სტუ-ის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიხსნება. ღონისძიების მონაწილეები მუშაობას მეორე დღეს, 11 ოქტომბერს, 10:00 საათზე სტუ-ის მე-6 კორპუსის, 606 ა ოთახში გააგრძელებენ. 👇 https://gtu.ge/News/23531/

კონფერენციის პროგრამის გასაცნობად იხილეთ დანართები:

1. ქართულ (https://gtu.ge/pdf/files/2023/Addon-1(41023).pdf);
2. For English (https://gtu.ge/pdf/files/2023/Addon-2(41023).pdf).

კონფერენციაზე დასასწრებად, მსურველებს შეუძლიათ ონლაინ-რეჟიმში ჩაერთონ.

ზუმის კოდი: 552 400 89 40

პაროლი: gtu2020

https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09

ქართული ღვინის ფესტივალი 2023საქართველოს ტრადიციული ‘’ღვინის ფესტივალი’’ 2023 ჩატარდა 7 ოქტომბერს. ამ პროეტქის მასპინძელ...
08/10/2023

ქართული ღვინის ფესტივალი 2023

საქართველოს ტრადიციული ‘’ღვინის ფესტივალი’’ 2023 ჩატარდა 7 ოქტომბერს. ამ პროეტქის მასპინძელი იყო ქართული ღვინის გილდია შარდენის ქუჩა, ტრადიციულად, ეს დღე, ქართულ გემოებს, არომატებს, ხმებსა და მრავალფეროვან გასართობ პროგრამებს ასობით ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს ერთ სივრცეში აერთიანებს. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია "სქრეფერსი", გამომცემლობა "პალიტრა L", უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანია "მეიდან ჯგუფი", რადიო "პალიტრა FM 103.9", კომპანია "გემრიელია" და კომპანია "ბიზნესპრესნიუსი".

ღვინო — ალკოჰოლური სასმელი, წარმოებული ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის. ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღუ̂ინა̈ლ (სვან.). სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წამომავლობა და იმ იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვე ენაში შესული და დამკვიდრებულ, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, სიტყვა „ღვინო“, მეცნიერთა უმეტესობის აზრით წინარექართულ ენაში პროტო-ინდო-ევრუპული ენიდან — ერთ-ერთი თეორიის თანახმად კი — პროტო-სომხური ენის საშუალებით მოხვდა. ზურაბ სარჯველაძის მიერ წამოყენებული თეორია ამ სიტყვის წმინდა ქართველურ ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით, დასავლელმა და ქართველმა მეცნიერებმა მკაცრად გააკრიტიკეს და უარყვეს იგი.

რათქმაუნდა პროექტზე საინტერესო იყო კომპანია "GHVENAKHE", რომელსაც თავისი პროდუქციის შემუთვაში აქვს 100%-ით ნატურალური, პირადი დამზადების ცვილი.

პროექტზე ღვინის გარდა წარმოდგენილი იყო კომპანია "COLOR GROUP"-ი, რომელსაც ჰქონდა ქართულ სტილში წარმოდგენილი ლენტები, სტიკერები, რბილი შეფუთვა, სარეკლამო პოლიგრაფია, მყარი შეფუთვა, დიზაინ სტუდია, ლოგისტიკა, წიგნები და პრესა.

კომპანიებს "მილიანო"-სა და "სანებო"-ს პროდუქციაში მეტწილა შეგვხვდა ყველი, სულგუნი, შებოლილი სულგუნი, ობიანი ყველი და ცხარე სულგუნი, ამათგან უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია "სანებო", არის სანტეს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია რძის პროდუქტებიდან მხოლოდ ყველზე და მდნარ ყველზე. ასევე სანტეს "შვილები" არიან:

1. ამორე, რომელიც აწარმოებს, მხოლოდ იოგურტებს;
2, სანტისიმო, რომელიც აწარმოებს — ხაჭოს დესერტი, დასალევი იოგურტები, იოგურტის დესერტი, იოგურტები და რძის კოქტეილები;
3. სანტინო, რომელიც აწარმოებს — რძე, არაჟანი, კარაქი, კეფირი, ხაჭო და მაწონი;
4. ლოკო მოკო, რომელიც აწარმოებს — იოგურტები, დასალევი იოგურტები, ხაჭოს დესერტები, რძე და მაწონი.

ყველი — საკვები პროდუქტი, რომელიც აჭრილი რძისგან მზადდება. გამოყენებული რძე შეიძლება იყოს ძროხის, ცხვრის, თხის, კამეჩის, ან რომელიმე სხვა ძუძუმწოვრის. ყველი არის თეთრი ან ღია–მოყვითალო ფერის. შეიძლება ჰქონდეს ნასვრეტები. არსებობს ყველის ასეულობით სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. საქართველოში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული. გაერთიანებული სამეფოს საცალო ვაჭრობის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ყველის 4% ქურდბაცაცობის გამო იკარგება, რის გამოც იგი მსოფლიოში ყველაზე მოპარვადი საკვები პროდუქტია.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კომპანია "8ELEMENTS"-ი თავისი სამკაულებითა და სუვენირებით, რომლებიც დამზადებულია 100%-ით ნატურალური ქვებისგან.

პროექტზე წამოდგენილი იყო (გამოფენა-გაყიდვის რეჟიმში) "მუხის კასრები" მასშივე ჩამაგრებული ფილტრებით, რომელიც თამამად გამოდგება ღვინისთვის, ჭაჭისთვის, კონიაკისა და რათქმაუნდა ლუდისთვის.

ლუდი — მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს; იღებენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუდის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება (დამწიფება); გაფილტვრა და ჩამოსხმა. ალაოს მისაღებად ქერს წმენდენ, ახარისხებენ, ალბობენ, აღივებენ. შემდეგ მწვანე ალაოს აშრობენ, აცლიან ღივებს და აყოვნებენ. ლუდის ტკბილის მისაღებად ალაოს აპრიალებენ, აქუცმაცებენ და წყალში ურევენ, მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ფერმენტაციული პროცესები, რომელთაგან ძირითადია სახამებლის დაშაქრება, რომლის დამთავრების შემდეგ მასალას ფილტრავენ და გამჭვირვალე ტკბილის სვიასთან ადუღებენ საჭირო სიმკვრივის ნარევის მიღებამდე. შემდეგ ტკბილს აცლიან სვიას, წმენდენ და აცივებენ. ტკბილს ადუღებენ ლუდის სპეციალური საფუვრით. სადუღარ აპარატებში (ტემპერატურა 5-9 °C, დროის ხანგრძლივობა -7-8 დღე-ღღამე), რის შედეგად მიიღება მჭვანე ლუდი, რომელსაც დასადუღებლად და დასამწიფებლად გადიტანენ დახურულ ცილინდრულ ჭურჭელში, ე.წ. ტანკში (დროის ხანგრძლივობა 21-90 დღე-ღამე, ტემპერატურა 0-2 °C). აქ ლუდი გაჯერდება ნახშირორჟანგით, იწმინდება და იღებს საჭირო გემოს. საბოლოოდ ლუდს ფილტრავენ, შემდეგ კი ჩამოასხამენ.

როცა ვსაუბრობთ ამდენ სასმელზე, წარმოუდგენელია არ ვახსენოთ პარფიუმერია, ზუსტად ფარფიუმერული ნაწარმით ღვინის ფესტივალზე გვიმასპინძლა კომპანია "Zarbazani Wine & Beauty"-მ.

თუკი დაინტერესდით "ქართული ღვინის ფესტივალზე" წარმოდგენილი კომპანიის პროდუქციით, აგროტექნოლოგიებით, სურსათით, მინერალებით, ღვინის წარმოებით, ფერმენტაციით, კოსმეტიკური საშუალებების დამზადებით, ან უბრალოდ ამ მიმართულებების ტექნოლოგიებით შეგიძლიათ ჩააბაროთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ბაკალავრი (ბიოქიმიის მიმართულება);
2. ქიმიის ბაკალავრი;
3. ინჟინერიის ბაკალავრი მასალათმცოდნეობაში;
4. ფარმაციის ბაკალავრი (ჯანდაცვა, ფარმაციის ანალიზი, სამრეწველო ფარმაცია, კოსმეტოლოგია);
5. მეცნიერების ბაკალავრი სასურსათო ტექნოლოგიაში;
6. ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და მათი ექსპერტიზა.

თუ ხართ დაინტერესებული სამაგისტრო პროგრამებით, გამოგვყევით შემდეგ პროგრამებზე:

1. ფარმაციის მაგისტრი (ფარმაციის ანალიზი, სამრეწველო ფარმაცია, კოსმეტოლოგია);
2. ქიმიის მაგისტრი;
3. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრი (ბიოქიმიის მიმართულება);
4. მასალათმცოდნეობის მაგისტრი.

და ბოლოს სადოქტორო პროგრამები:

1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი (ბიოქიმიის მიმართულება);
2. ფარმაციის დოქტორი (ფარმაციის ანალიზი, სამრეწველო ფარმაცია, კოსმეტოლოგია);
3. ქიმიის დოქტორი;
4. მასალათმცოდნეობის დოქტორი.

გისურვებთ წარმატებებს!

საჭირო ლინკებისთვის გადადით ბმულზე (https://ct2m10b.wordpress.com/2023/10/08/ქართული-ღვინის-ფესტივალი/)

Address

0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას ქ. № 69
Tbilisi
0171

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Chemical Technology and Metallurgy Blog posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Chemical Technology and Metallurgy Blog:

Videos

Share

Category


Other TV Channels in Tbilisi

Show All